დავით ჩიხელიძე: დარწმუნებული ვარ, დავით საყვარელიძემ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს მსგავსი განცხადებების გაკეთება, ვფიქრობ, იგი შეგნებულად ცდილობს საზოგადოებას რეალური საფრთხე სიკეთედ წარმოუჩინოს და დაარწმუნოს, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ძალების განლაგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის
დავით ჩიხელიძე
ფოტო: IMEDI/კადრი
დავით საყვარელიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს აქვს შანსი, მიაღწიოს აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოში, როგორც უსაფრთხოების გარანტს, ხოლო ირანთან შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა ლოგისტიკურ ცენტრად იქცეს, პროვოკაციულია და პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, საყვარელიძემ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს მსგავსი განცხადებების გაკეთება და შეგნებულად ცდილობს საზოგადოებას რეალური საფრთხე სიკეთედ წარმოუჩინოს და დაარწმუნოს, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ძალების განლაგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის.
მისივე შეფასებით, საყვარელიძე იმ პოლიტიკურ სეგმენტს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში უფრო აქტიური ჩართვის მომხრეა.
„დავით საყვარელიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს აქვს შანსი, მიაღწიოს აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოში, როგორც უსაფრთხოების გარანტს, ხოლო ირანთან შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა ლოგისტიკურ ცენტრად იქცეს, პროვოკაციულია და პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას.
საყვარელიძე ამტკიცებს, რომ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას გაზრდის, რაც აბსურდი არის, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგება ქვეყანას დაცულს კი არა, უფრო მაღალი საფრთხის მქონე სახელმწიფოდ აქცევს. ამის მაგალითი ახლო წარსულში ვნახეთ. ირანსა და აშშ-ს შორის დაპირისპირების დროს ირანის სამიზნე სწორედ ის ქვეყნები გახდნენ, სადაც ამერიკული სამხედრო ობიექტები იყო განთავსებული. თავდასხმები მხოლოდ სამხედრო ბაზებით არ შემოფარგლულა, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც. ეს არის რეალობა, რომელსაც ვერავინ უარყოფს და ვერც პოლიტიკური განცხადებებით შეცვლის.
შესაბამისად, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება ვინმემ საქართველოსთვის ასეთ სცენარს უსაფრთხოების გარანტია უწოდოს. თუ მსოფლიოში დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა, საქართველოში ამერიკული ბაზების არსებობა ავტომატურად გაზრდის იმის ალბათობას, რომ საქართველოც სამხედრო სამიზნედ იქცეს. მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენი მდებარეობა ქვეყანას ადვილად მიღწევად ობიექტად აქცევს. ასეთ პირობებში საუბარი იმაზე, რომ ეს ყველაფერი საქართველოს უსაფრთხოებას გააძლიერებს, ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული.
დარწმუნებული ვარ, დავით საყვარელიძემ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს მსგავსი განცხადებების გაკეთება, ვფიქრობ, იგი შეგნებულად ცდილობს საზოგადოებას რეალური საფრთხე სიკეთედ წარმოუჩინოს და დაარწმუნოს, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ძალების განლაგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის.
საყვარელიძე იმ პოლიტიკურ სეგმენტს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში უფრო აქტიური ჩართვის მომხრეა. მან თავადაც განაცხადა, რომ საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ამერიკული სამხედრო შენაერთების განლაგება ოცნებაა და ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.
რეალურად სახელმწიფოსთვის მთავარი ოცნება მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება უნდა იყოს და არა ის, რომ ქვეყანა დიდი სახელმწიფოების სამხედრო დაპირისპირების ნაწილად იქცეს.
საყვარელიძის აღნიშნული განცხადება არაფრით განსხვავდება იმ გზავნილებისგან, რომლებიც წარსულშიც მოგვისმენია და რომლებიც, სრულად ჯდება იმ ნარატივში, რომლის შედეგიც საქართველოს სამხედრო ესკალაციაში ჩათრევა შეიძლება იყოს. როდესაც ასეთი მძიმე თემები განიხილება, პოლიტიკოსებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგან ერთი დაუფიქრებელი ან მიზანმიმართულად გაკეთებული განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ემსახურება“, - წერს ჩიხელიძე.
ყველა სიახლე
01 ივლისი 2026, 15:37
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი: მინდა მოვუწოდო ვარდენ მაჭავარიანს, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შეურაცხყოფას ნუ აყენებს. ჩვენს შეხვედრებს გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდები ესწრებოდნენ და სხვათა შორის, არავინ არანაირ ხელფასს არ იღებს ამაში
ვარდენ მაჭავარიანს ვიდეო ჩაუწერია და არ მინდა ეს „პატარა ნაციონალი“ უპასუხოდ დავტოვო. პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო მას, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შეურაცხყოფას ნუ აყენებს. ჩვენს შეხვედრებს გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდები ესწრებოდნენ და სხვათა შორის, არავინ არანაირ ხელფასს არ იღებს ამაში. ჩვენს ქვეყანას უამრავი ნათელი ახალგაზრდა ჰყავს, რომლებსაც მთავარ მიზნად ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება აქვს დასახული, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი.
01 ივლისი 2026, 15:36
მსოფლიო
უკრაინის რადამ ეროვნული პანთეონის შექმნის შესახებ კანონი მიიღო. პანთეონში, შესაძლოა, გადაასვენონ სტეპან ბანდერა, რომელსაც პოლონელები ვოლინის ტრაგედიასთან აკავშირებენ, შესაბამისად, მისი განდიდება მიუღებლად მიაჩნიათ
უკრაინის უმაღლესმა რადამ ხმათა უმრავლესობით ქვეყნის ეროვნული პანთეონის შექმნის შესახებ კანონი მიიღო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 15:27
სამართალი
გოგა ხაინდრავა „ფორმულას“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს: უნდა დადგინდეს სიმართლე და სიმართლე არის ერთი, რომ თავიდან ბოლომდე ყველაფერი, რაც იყო ნათქვამი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში არის სიცრუე და ცილისწამება
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ფორმულას“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საქმეზე საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა. განაჩენს მოსამართლე 14 ივლისს გამოაცხადებს.
01 ივლისი 2026, 15:25
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს, ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური, სავაჭრო და ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 15:22
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე: არ მგონია ამ გადაწყვეტილებამ მათი წევრების რიგები გააფართოვოს - ასეთი ქაოსური გადაწყვეტილებები ჩვენს ქვეყანაში ამ აგენტურის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ მედიასთან „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრებასთან დაკავშირებული ცვლილებები შეაფასა. შალამბერიძე მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება პარტიის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს.
01 ივლისი 2026, 15:21
პოლიტიკა
სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ორი ათასი ლარით დაჯარიმდა
საქართველოს მოქალაქე გიორგი შიოშვილი ორი ათასი ლარით დაჯარიმდა. მან სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თეა წულუკიანის მისამართით.
01 ივლისი 2026, 15:20
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები ხდება წევრების მიერ და ახლა უთხრეს, რომ თუ გინდათ მონაწილეობის მიღება, მაშინ გადაიხადეთ
თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები ხდება წევრების მიერ და ახლა უთხრეს, რომ თუ გინდათ მონაწილეობის მიღება, მაშინ გადაიხადეთ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
01 ივლისი 2026, 15:19
ეკონომიკა
თამთა სოფრომაძე: Moody's-ის მიერ საქართველოს რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეხმიანება იმ პოზიტიურ შეფასებებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურმა პოლიტიკამ საერთაშორისო ინსტიტუტებისგან ბოლო პერიოდში მიიღო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის Ba2 დონეზე დადასტურება და პერსპექტივის სტაბილურამდე გაუმჯობესება ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური საფუძვლებისა და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამთა სოფრომაძემ განაცხადა.
01 ივლისი 2026, 15:18
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაში“ გაწევრების გადასახადის დაწესებაზე: „ნაცმოძრაობა“ კიდევ უფრო ამძიმებს თავისი ერთი მუჭა მხარდამჭერების ფინანსურ მდგომარეობას და პირდაპირ სთხოვს მათ ფულად შენატანს. ეს არის უმძიმესი კრიზისი, პრაქტიკულად დასასრული ამ პარტიისა
„დავალების მიმცემები დავალებას აძლევენ „ნაცებს“, თუმცა საქართველოში გატარებულმა შესაბამისმა საკანონმდებლო რეფორმამ აგენტურას დაფინანსების თვალსაზრისით გაურთულა ჯიბეების შევსება, ამიტომაც, ახლა ვხედავთ, რომ ამ მძიმე მდგომარეობაში „ნაცმოძრაობა“ კიდევ უფრო ამძიმებს თავისი ერთი მუჭა მხარდამჭერების ფინანსურ მდგომარეობას და პირდაპირ სთხოვს მათ ფულად შენატანს. ეს არის უმძიმესი კრიზისი, პრაქტიკულად დასასრული ამ პარტიისა“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.
01 ივლისი 2026, 15:04
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ეს არ შედის საქართველოს ინტერესში და საქართველო და მისი ხელისუფლება არასდროს გააკეთებს იმას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის
აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, უმნიშვნელო, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
01 ივლისი 2026, 14:55
პოლიტიკა
2 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ეწვევა
2 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 14:50
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: აგენტურული დავალებების შესრულებაში ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული იყო მიხეილ სააკაშვილი, ის დღეს ეპრანჭება თავის პატრონებს და ცდილობს, მათ დაუმტკიცოს, რომ ისევ გააჩნია იმდენი გავლენა, რომ მასზე გააკეთონ არჩევანი, სინამდვილეში საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ძალების მოსინჯვასთან, პატრონებთან გაპრანჭვასთან და აგენტურული ძალაუფლების გადანაწილებასთან
„ნაცმოძრაობის“ ლიდერი, მათი მმართველობის დროს, იყო სანიმუშო შემსრულებელი დავალებებისა. ამ ქვეყანაში აგენტურული ჯგუფებიდან ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული იყო მიხეილ სააკაშვილი აგენტურული დავალებების შესრულებაში და ამიტომ მას თავისი როლი რჩება და განსაკუთრებული როლია ეს არამხოლოდ მის პარტიაში, არამედ ე.წ. ოპოზიციურ ფლანგზე, სინამდვილეში აგენტურულ ჯგუფებში, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
01 ივლისი 2026, 14:50
სამართალი
მამუკა მდინარაძე გიგა ავალიანის საქმეზე: დაზარალებულს ყველაზე მეტის თქმის უფლება აქვს, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება, ნუ დავასწრებთ მოვლენებს, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკიდან გადახვევა შეიძლება პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც - როგორც ჩემთვის ცნობილია, შეიძლება უკვე დაკავებულიც კი იყოს ის პირი, რომელზეც იყო საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში
ყველას ვთხოვთ, მათ შორის დაზარალებულებსაც, არა მხოლოდ ამ საქმის დაზარალებულს, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკიდან გადახვევა შეიძლება პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
01 ივლისი 2026, 14:50
მსოფლიო
Reuters: რუსეთმა ჩინეთთან საიდუმლო სამხედრო წვრთნების ჩატარება უმაღლეს დონეზე დაამტკიცა
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა გასულ წელს ჩინეთთან საიდუმლო სამხედრო წვრთნების გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters-ი შესწავლილ დოკუმენტებზე და ევროპელი ოფიციალური პირებისგან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 14:47
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში, არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ
ჩვენ მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში. არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად, იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.
01 ივლისი 2026, 14:47
საზოგადოება
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედება 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №106 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
01 ივლისი 2026, 14:42
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები თითქმის ყოველთვიურად იზრდება, მათ შორის ტრანსპორტის, ტურიზმისა და მრავალ სხვა სფეროში
საქართველოს უზბეკეთთან ორმხრივი ურთიერთობები წლებია, სწრაფად ვითარდება, რასაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და რის გარშემოც, პოლიტიკური თვალსაზრისით, ორივე მხარემ ავიღეთ ვალდებულება, კიდევ უფრო განვამტკიცოთ კავშირები, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
01 ივლისი 2026, 14:36
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ანტიკორუფციული ღონისძიებების ნაწილში, რეალურ დროში მონიტორინგი არის სახელმწიფოს ახალი და თანამედროვე მიდგომა, ყოველთვის იქნება კორუფციის რაღაც ხარისხი, მაგრამ ის პრაქტიკულ მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი და ჩვენ მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა უნდა ვიყოთ, ამის ამბიცია გვაქვს და გვიჩნდება გატარებული ღონისძიებების შედეგადაც
ანტიკორუფციული ღონისძიებების ნაწილში, რეალურ დროში მონიტორინგი არის სახელმწიფოს ახალი და თანამედროვე მიდგომა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.
01 ივლისი 2026, 14:33
სამართალი
სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტზე თამარ ჩერგოლეიშვილი 2500 ლარით დაჯარიმდა
ჩერგოლეიშვილის ანგარიშზე მეორე ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. პირველად ის ხუთი ათასი ლარით დააჯარიმეს.
01 ივლისი 2026, 14:27
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე დაახლოებით 7 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონული დაკავშირებადობის და ამ კუთხით სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


