01 ივლისი 2026, 23:37 / სანდო წყარო

ჯეფრი საქსი: ევროპა ძალიან უხეშად ერევა თქვენს შიდა საქმეებში! სწორედ ამიტომ სძულთ გამჭვირვალობის კანონი და ეს სწორი კანონია, ვინაიდან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რეალურად სამთავრობო ორგანიზაციებია, რომელთა მეშვეობით აშშ და ევროკავშირი სხვა სახელმწიფოების საქმეებში ერევიან

ჯეფრი საქსი

ჯეფრი საქსი

ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები თქვენს გამოყენებას ლამობენ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა, ჯეფრი საქსმა.
გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა - როგორც იცით, ბრიუსელის მიერ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი შეჩერებულია. ევროკავშირი საქართველოს აკრიტიკებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში დემოკრატიის დასუსტებულია. რატომ ისჯება საქართველო და არის თუ არა მზად ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად?

როგორც საქსმა განაცხადა, ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლებაში ისეთი პოლტიკური ძალა უნდა, რომელიც მათ მითითებებს შეასრულებს.

„საქართველოს ერჩიან რადგან შავი ზღვის სანაპიროზე ხართ. 2008 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს გაფართოებას ცდილობდა, არავის უხსენებია აზერბაიჯანი, სომხეთი, საუბარი ეხებოდა საქართველოს, რატომ? რადგან არსებობდა ამერიკული გეგმა რუსეთის ალყაში მოქცევის მიზნით, შავი ზღვის რეგიონში. უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და საქართველო შექმნიდნენ წინაღობას და რუსეთს ალყაში მოაქცევდნენ. რუსები სულელები ხომ არ არიან, მიხვდნენ საქმე რასთან ჰქონდათ. ეს უკვე მეორე მცდელობა გახლდათ. 1853 წელს ბრიტანელებს და ფრანგებს იგივე იდეა ჰქონდათ, ვგულისხმობ ყირიმის ომს. რატომ მოხდა ყირიმის 1853 წლის ომი? რადგან ბრიტანელებს სურდათ რუსეთის შავი ზღვიდან გაძევება, სევასტოპოლის ალყაც ამიტომ იყო. როდესაც რუსეთმა წააგო, ორი საინტერესო მოვლენა ვნახეთ; 1856 წლის სამშვიდობო შეთანხმებით, რუსეთს შავი ზღვის ფლოტის დაშლა დაეკისრა, ეს იყო გეოპოლიტიკა. ამერიკის შეერთებული შტატები კი ზუსტად იგივე თამაშს ეწევა, თამაში რომლის მოგებაც შეუძლებელია და სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ საქართველო ნატოს წევრი არასოდეს გახდება, ვინაიდან ამას რუსეთი არ დაუშვებს. რუსეთში კარგად ესმით რა თამაშია. მეორე საინტერესო დეტალია, რომ 1856 წელს, სევასტოპოლის დაცემის შემდეგ, რუსეთის დანებების შემდეგ, ბრიტანელი პრემიერი პალმერსტონი კავკასიას უმიზნებდა, ნაპოლეონ მესამემ კი მიუგო, რომ ომი ეყოთ და ეს ამბავი ასე დასრულდა. მაგრამ ბრიტანელები ამბობდნენ, რომ ფლოტი საქართველოსკენ უნდა გამოეგზავნათ, რადგან ბრიტანეთს ჰქონდა იმპერიული იდეა. ეს გახლდათ იმპერიათა ჭიდილი. საქართველო ამ განსაკუთრებულ როლში თქვენი განსაკუთრებული ადგილმდებარეობის მიზეზითაა მოქცეული. თქვენ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხართ გეოგრაფიულად ვიდრე აზერბაიჯანი, ან სომხეთი. თქვენ შავი ზღვის სახელმწიფო ხართ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ მათთვის მნიშვნელოვანი ხართ სიღრმისეულად. ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები თქვენს გამოყენებას ლამობენ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ. რატომ გერჩით ევროპა ასე ძალიან? რადგან მათ უნდათ მოიყვანონ ძალაუფლებაში ისეთი ხელისუფლება, რომელიც ნატოს დაუჭერს მხარს, მოწყვლადი ხელისუფლება, რომელიც მათ ნებას დაჰყვება. არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ევროპა ძალიან უხეშად ერევა თქვენს შიდა საქმეებში! სწორედ ამიტომ სძულთ გამჭვირვალობის კანონი. უნდა ვაღიარო, რომ ეს სწორი კანონია, ვინაიდან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციები არ გახლავთ. ისინი სამთავრობო ორგანიზაციებია, ეს ვიცი, რადგან მათთან 30 წელია საქმე მქონია. სწორედ მათი მეშვეობით ერევა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი სხვა სახელმწიფოების საქმეებში. მე ეს არ მომწონს, მსურს საქართველო იყოს სუვერენული, უსაფრთხო, დაცული, ბრიუსელის ჩარევისგან თავისუფალი. ბრიუსელი შორსაა, ვინ მისცა მათ უფლება ჭკუა დაგარიგონ, ეს მიუღებელია. მიმაჩნია, რომ დიდ თამაშთან გვაქვს საქმე, მაგრამ მიზეზი რატომაც საქართველოს გადაეკიდნენ, არის თქვენი სტრატეგიული მდებარეობა. თქვენ გეგმის ნაწილი ხართ, გეგმისა, რომელიც შავ ზღვაში რუსეთის ალყაში მოქცევას გულისხმობს“, - განაცხადა ჯეფრი საქსმა.

ყველა სიახლე

გოგა ხაინდრავა

02 ივლისი 2026, 00:42

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ფონ დერ ლაიენი ახლახან იყო ჩინეთში, არ არის ევროკავშირის სახელმწიფოს არცერთი ლიდერი, ვინც იქ არ იყო ჩასული. დღეგამოშვებით ტრამპი ახსენებს ჩინეთს და ჩვენ, ქვეყანა რომელიც პირდაპირ იმ გზაზე ვდგავართ, რაც დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არ უნდა დავამყაროთ ურთიერთობები ჩვენს მეზობლებთან?

„ფონ დერ ლაიენი ახლახან იყო ჩინეთში, არ არის ევროკავშირის სახელმწიფოს არცერთი ლიდერი, ვინც იქ არ იყო ჩასული. დღეგამოშვებით ტრამპი ახსენებს ჩინეთს და ჩვენ, ქვეყანა რომელიც პირდაპირ იმ გზაზე ვდგავართ, რაც დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არ უნდა დავამყაროთ ურთიერთობები ჩვენს მეზობლებთან?“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავაზე საუბრისას.

გოგა ხაინდრავა

02 ივლისი 2026, 00:14

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა „ფორმულას“ სიუჟეტებზე: ვისზეა დარტყმა, ჩემზე? არა, ეს არის სახელმწიფოზე მიზანმიმართული დარტყმა და მე ვარ გამოყენებული

„ფორმულას“ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სუსის უფროსი, სუსის თანამშრომლები, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი მონაწილეობს დანაშაულში და ეს ვისზეა დარტყმა, ჩემზე? არა, ეს არის სახელმწიფოზე მიზანმიმართული დარტყმა და მე ვარ გამოყენებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავაზე საუბრისას. ხაინდრავას თქმით, ის ყველანაირი ფაქტით ადასტურებს, რომ პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე ორივე გადაცემაში არის სიცრუე.

ჯანი ინფანტინო

01 ივლისი 2026, 23:56

მსოფლიო

ევროპარლამენტარების წერილი: ჩვენ მოვუწოდებთ ფიფას, დადგეს მშვიდობის მხარეს და არ წაახალისოს აგრესორი - რუსეთი

ევროპარლამენტის 44 წევრი მოუწოდებს ფიფას პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომელიც რუს სპორტსმენებს აზერბაიჯანში დაგეგმილ 15-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალებას აძლევს.

ჯეფრი საქსი

01 ივლისი 2026, 23:49

პოლიტიკა

ჯეფრი საქსი: რატომ გერჩით ევროპა ასე ძალიან? რადგან სურთ მოიყვანონ ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათ ნებას დაჰყვება - მიზეზი რატომაც საქართველოს გადაეკიდნენ, არის თქვენი სტრატეგიული მდებარეობა. თქვენ გეგმის ნაწილი ხართ, რომელიც შავ ზღვაში რუსეთის ალყაში მოქცევას გულისხმობს

მიზეზი რატომაც საქართველოს გადაეკიდნენ, არის თქვენი სტრატეგიული მდებარეობა. თქვენ გეგმის ნაწილი ხართ, გეგმისა რომელიც შავ ზღვაში რუსეთის ალყაში მოქცევას გულისხმობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა, ჯეფრი საქსმა. მისი თქმით, ევროპას და ამერიკის შეერთებული შტატებს სურთ საქართველო საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენონ.

ჯეფრი საქსი

01 ივლისი 2026, 23:33

პოლიტიკა

ჯეფრი საქსი: შუა დერეფანი მიყვარს, ეს ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი იდეაა, ახლა სწორედ შუა დერეფანს გავდივარ, პირდაპირი მნიშვნელობით

შუა დერეფანი მიყვარს, ეს ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი იდეაა, ახლა სწორედ შუა დერეფანს გავდივარ, პირდაპირი მნიშვნელობით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა, ჯეფრი საქსმა.

01 ივლისი 2026, 23:27

მსოფლიო

The New York Times: რუსი და უკრაინელი სამხედროების ჯამურმა დანაკარგებმა ორ მილიონს გადააჭარბა

ახალი კვლევის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ოთხი წლის განმავლობაში, რუსი და უკრაინელი სამხედროების ჯამურმა დანაკარგებმა (დაღუპულები და დაჭრილები) ორ მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ (Center for Strategic and International Studies) ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯეფრი საქსი

01 ივლისი 2026, 23:27

პოლიტიკა

ჯეფრი საქსი: უკრაინას შესანიშნავი ზღაპრები მოუთხრეს, რომ ნატოში უსაფრთხოდ იქნებოდნენ, რომ გამდიდრდებოდნენ, სინამდვილეში კი პირდაპირ ომში ამოაყოფინეს თავი! საქართველოს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს

მიმაჩნია რომ საქართველო ნატოს წევრი სახელმწიფო არასოდეს გახდება. ვერასოდეს, რადგან რუსეთი ომს დაიწყებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა, ჯეფრი საქსმა. მან უპასუხა კითხვას - აქვს თუ არა საქართველოს შანსი გახდეს ნატოს წევრი და თუ არა, რა მიგაჩნიათ ალტერნატივად?

ჯეფრი საქსი

01 ივლისი 2026, 23:21

პოლიტიკა

ჯეფრი საქსი: ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამ, ძალიან ჭკვიანია, მეტად კმაყოფილი ვარ ჩვენს შორის საუბრით, ვინაიდან მოვისმინე ძალიან რეალური, ზუსტი თვალსაზრისი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით

ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამ, ძალიან ჭკვიანია, მეტად კმაყოფილი ვარ ჩვენს შორის საუბრით, ვინაიდან მოვისმინე ძალიან რეალური, ზუსტი თვალსაზრისი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა, ჯეფრი საქსმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ილჰამ ალიევი

01 ივლისი 2026, 23:15

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი ალიევს: „სამხრეთის გაზის დერეფანმა“ გააძლიერა ევროპის ენერგოუსაფრთხოება და ეს მართლაც შთამბეჭდავი წარმატების ისტორიაა

ენერგეტიკა ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი უმტკიცესი საყრდენია - ბოლო წლებში აზერბაიჯანმა დაამტკიცა, რომ ევროპისთვის სანდო და საიმედო ენერგოპარტნიორია, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

01 ივლისი 2026, 22:28

სამართალი

პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა.

01 ივლისი 2026, 22:20

მსოფლიო

Euronews: ახალი ანგარიშის თანახმად, 2026 წლის პირველ თვეებში რუსეთიდან ევროკავშირში ბუნებრივი აირის იმპორტი გაიზარდა

ახალი ანგარიშის თანახმად, 2026 წლის პირველ თვეებში რუსეთიდან ევროკავშირში ბუნებრივი აირის იმპორტი გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკმა ოფიციალურად დაიწყო რუსულ ბუნებრივ აირზე უარის თქმის ისტორიული პროცესი, - წერს Euronews-ი.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 ივლისი 2026, 21:29

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი ამაღამ მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას ამზადებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ამაღამ მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას ამზადებს.

01 ივლისი 2026, 21:19

ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ შესრულებული რეკომენდაციები და ეკონომიკის ძლიერი მაჩვენებლები - საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ საქართველოს შედეგები გააუმჯობესა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გლობალური შოკებისა და რეგიონული გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. ამას საერთაშორისო სარეიტინგო გიგანტი Moody's ადასტურებს. სააგენტომ ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა სტაბილურამდე გაზარდა.

01 ივლისი 2026, 21:13

სამართალი

არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი - დაკავებულია სამი ადამიანი, მათ შორის ორი უცხოელი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი - პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ტრეფიკინგის გეგმა შეიმუშავეს, რომელშიც საკუთარი არასრულწლოვანი შვილები ჩართეს.

გიდეონ საარი

01 ივლისი 2026, 21:12

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კაია კალასს აკრიტიკებს - „ფარისევლობის მასტერკლასი“

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი თურქეთში ვიზიტთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და მას „ფარისევლობის მასტერკლასი“ უწოდა.

ნანა კაკაბაძე

01 ივლისი 2026, 21:06

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ვინმე თაზო დათუნაშვილი თურმე პოლიტიკოსი ყოფილა, თანაც „ლელოს“ წევრი, რამდენჯერმე ტელევიზორშიც გამოჩენილა. ეტყობა, ამის შედეგად თავი რაღაცად ჩაუთვლია და ჰგონებია, რომ სხვისი შეურაცხყოფით კიდევ უფრო დიდ „ვინმედ“ წარმოაჩენდა თავს

თაზოსებრთა ანატომიისათვის, - ამ სათაურით არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მაკა ბოჭორიშვილი

01 ივლისი 2026, 21:00

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ხშირად ვხვდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც არ ფიქრობენ ისე და არ იზიარებენ იმ პოზიციებს, რაც ჩვენ ბრიუსელის ინსტიტუტებიდან გვესმის

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირში უფლებამოსილებების გადანაწილებასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიაზე ისაუბრა. კერძოდ, მინისტრი გამოეხმაურა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის კრიტიკას ევროკომისიის მიმართ, რომლის თანახმადაც ევროკომისია გასცდა მისთვის მინიჭებულ მანდატს.

მაკა ბოჭორიშვილი

01 ივლისი 2026, 20:58

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ვიცით რა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უკეთ განვითარებული, უკეთ შეასრულოს ის როლი, რა როლიც აქვს დღეს „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტში

დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ დამთავრდა უნიპოლარული მსოფლიოს დრო, დღეს მსოფლიო აღარ არის ერთწერტილოვანი, უნიპოლარული და საქმე გვაქვს მულტიპოლარულ მსოფლიოსთან, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკის“ ეთერში.

01 ივლისი 2026, 20:56

სამართალი

მსჯავრდებული ელენე ხოშტარია „ვივამედშია” - კლინიკაში იმყოფებიან მისი მკურნალი ექიმებიც. დეტალები „ქრონიკაში“

მსჯავრდებული ელენე ხოშტარია „ვივამედშია”. კლინიკაში იმყოფებიან მისი მკურნალი ექიმებიც.