ლუკა წიკლაური „რადიო თავისუფლების” სიუჟეტზე: კამერასთან დაბნეულობა იყო ჩემი ერთადერთი „დანაშაული”, რომელიც მედიამ სათავისოდ გამოიყენა. ინტერვიუ დაჩეხეს, კონტექსტიდან ამოგლიჯეს და აგრესიულ სექტას საჯიჯგნად მიუგდეს. უკვე ორი დღეა ჩემი ოჯახი უდიდეს სტრესს და ბულინგს განიცდის
ლუკა წიკლაური
ფოტო: ვიდეოკადრი
ლუკა წიკლაური, რომელიც „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდა, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „რადიო თავისუფლების” სიუჟეტს, რომელშიც თავადაც ფიგურირებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული პროპაგანდისტული ვიდეოა, რომელიც შეხვედრისა და მისი მონაწილეების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
„ყველამ კარგად იცის, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს რეგიონებში გამართული ღონისძიებების შემდეგ, თბილისში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრები საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საინტერესო არაერთი მსჯელობაც შედგა, ამიტომ გადავწყვიტე, კონფერენციაზე ამჯერად ჩემს მეგობრებთან ერთად მეც მივსულიყავი და ქვეყნის მმართველი ძალის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებთან დისკუსიაში თანატოლებთან ერთად ჩავრთულიყავი. იმავე საღამოს „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა, ჩემი აზრით, პროპაგანდისტული ვიდეო, რომელიც, ჩვენი შეხვედრისა და მისი მონაწილეების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. სიმართლე გითხრათ, არ დამეზარა, აღნიშნულ ვიდეოს თავიდან ბოლომდე ვუყურე და დავრწმუნდი, რომ აღნიშნული მასალის ავტორებმა საკუთარ მიზანს ნამდვილად ვერ მიაღწიეს”, - აღნიშნავს წიკლაური.
წიკლაური განმარტავს, რომ ეს მისთვის მედიასთან გადაკვეთის პირველი გამოცდილება იყო, რამაც დააბნია და აანერვიულა, თუმცა, ეცადა პასუხები გაეცა, რაც მისი თქმით, “რადიო თავისუფლებას” საჭირო „შესანიშნავი“ მასალითაც დაეხმარა.
როგორც წიკლაური აღნიშნავს, მის წინააღმდეგ აგორებული არასასიამოვნო მცდელობა, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ თავი დამნაშავედ იგრძნოს, საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან თავი შეიკავოს ან სამომავლოდ ის ნაბიჯები არ გადადგას, რომლის სისწორეშიც დარწმუნებულია.
„ახლა რაც შეეხება კონკრეტულ მონაკვეთს, რომელშიც მე ვფიგურირებ. არაერთხელ მსმენია, რომ კამერასთან პირველ ურთიერთობას ყოველთვის ახლავს გარკვეული დაბნეულობა და ნერვიულობა, რაც დამკვირვებლის პოზიციიდან, გადაჭარბებულ შეფასებად მეჩვენებოდა, თუმცა, ახლა უკვე შემიძლია აღნიშნული მოსაზრება თავიდან ბოლომდე გავიზიარო. ეს შემთხვევა ჩემთვის მედიასთან გადაკვეთის პირველი გამოცდილება იყო, რამაც გარკვეულწილად, მართლაც დამაბნია და ამანერვიულა, თუმცა, აზრადაც არ მომსვლია, ჟურნალისტისთვის ან მისი დასმული შეკითხვებისთვის თავი ამერიდებინა, არ გავქცეულვარ და ვეცადე პასუხებიც გამეცა. ალბათ არავის გაუკვირდება, რომ აღნიშნულმა „მედიასაშუალებამ“ ინტერვიუ დაჭრა, კადრები დაჩეხა, სათავისო კონტექსტი გამოიყვანა, ამ ფორმით გაავრცელა და ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანების კონკრეტულ ნაწილს, რომლებსაც სექტანტური დამოკიდებულებები გამოარჩევთ, ჩემი თავი სალანძღავად მიუგდო. უკვე ორი დღეა არ შეწყვეტილა შეურაცხყოფა ჩემს მიმართ და ბუნებრივია, როდესაც ამას ჩემი მშობლები, ოჯახის წევრები და ახლობლები კითხულობენ, უდიდეს სტრესს და ნერვიულობას განიცდიან.
სიმართლე გითხრათ, უკვე ორი დღეა ვცდილობ ამოვხსნა, რით დავიმსახურე ასეთი შეურაცხყოფა და ბულინგი, თუნდაც ჩემგან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების მხრიდან, თუმცა, ჩემი ერთადერთი „დანაშაული“ იმაში დავინახე, რომ კამერასთან დავიბენი და სათქმელი ისე ვერ ჩამოვაყალიბე, როგორც მსურდა. კადრებშიც კარგად ჩანს, რომ გოგონასთან, რომელიც შეკითხვებს სვამდა უხეში დამოკიდებულება არ გამომივლენია და თავაზიანადაც მივმართავდი, მისი საქმიანობის მიმართ პატივისცემა გამოვიჩინე, კითხვებს თავი არ ავარიდე და, როგორც აღმოჩნდა, „რადიო თავისუფლების“ მიზნებისთვის საჭირო „შესანიშნავი“ მასალითაც დავეხმარე. საბოლოოდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ „მედიასაშუალების“ სათავეში მყოფი ხალხი მათთვის მიუღებელი ადამიანების მორალურად განადგურების მცდელობებს ახალისებენ, ხელს უწყობენ აგრესიის გაღვივებას და სოციალურ ქსელს ამოფარებულ აგრესიულ „სექტას“ კონკრეტულ ინდივიდებს საჯიჯგნადაც უგდებენ. ამის მიუხედავად, მინდა გითხრათ, რომ ჩემს წინააღმდეგ აგორებული ეს ნამდვილად არასასიამოვნო მცდელობა, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ თავი დამნაშავედ ვიგრძნო, საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან თავი შევიკავო ან სამომავლოდ ის ნაბიჯები არ გადავდგა, რომლის სისწორეშიც დარწმუნებული ვარ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს კადრები მე კი არ წარმომაჩენს ცუდად და ჩემს შესაძლებლობებს კი არ უსვამს ხაზს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ არწმუნებს, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს და რაზეა წამსვლელი უცხოეთიდან დაფინანსებული „მედიასაშუალება“, რომელსაც ობიექტურობაზე და სამართლიანობაზე დაუმსახურებელი პრეტენზია აქვს”, - წერს ლუკა წიკლაური.
ყველა სიახლე
03 ივლისი 2026, 00:37
სპორტი
ლუკა ლოჩოშვილმა კონტრაქტი „კიოლნთან“ გააფორმა
ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ბუნდესლიგის გუნდის მოთამაშე გახდა. საქართველოს ნაკრებისა და „ნიურნბერგის“ ყოფილი წევრის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 00:27
სამართალი
პენიტენციური სამსახური: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნანა სანდერის განცხადება სრულ გაშიშვლებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მის მიერ დაწესებულების მაღაზიაში შეძენილ იქნა არავეგანური პროდუქტი. ნანა სანდერი პერმანენტულად არღვევს სარეჟიმო მოთხოვნებს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს, სიტყვიერად შეურაცხყოფს დაწესებულების მოსამსახურეებს
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნანა სანდერის განცხადება სრულ გაშიშვლებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მის მიერ დაწესებულების მაღაზიაში შეძენილ იქნა არავეგანური პროდუქტი. ნანა სანდერი პერმანენტულად არღვევს სარეჟიმო მოთხოვნებს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს, სიტყვიერად შეურაცხყოფს დაწესებულების მოსამსახურეებს, - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
03 ივლისი 2026, 00:27
სპორტი
20-წლამდელთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ურუგვაისთან 7 ივლისს გამართავს. 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო 18 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. ჩემპიონატში 16 ქვეყანა მონაწილეობს, თამაშები კი თბილისსა და ქუთაისში იმართება.
03 ივლისი 2026, 00:15
მსოფლიო
The Telegraph: დონალდ ტრამპის გეგმების თანახმად, რომელიც ამჟამად განიხილება, ფეხმძიმე ქალებს შესაძლოა აშშ-ში შესვლა აეკრძალოთ
დონალდ ტრამპის გეგმების თანახმად, რომელიც ამჟამად განიხილება, ფეხმძიმე ქალებს შესაძლოა აშშ-ში შესვლა აეკრძალოთ, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
03 ივლისი 2026, 00:10
ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი პოლიტიკა არ არის აგრესიული ჩარევა. ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ბაზრის საქციელიდან გამომდინარე, მათ შევუქმნათ საუკეთესო ფონი, რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს და ისინი თანაბარ პირობებში იყვნენ. შემდეგ ბაზრის უხილავი ხელი განსაზღვრავს საუკეთესო ფასს
ჩვენი პოლიტიკა არ არის აგრესიული ჩარევა. ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ბაზრის საქციელიდან გამომდინარე, კერძო სექტორის საქციელიდან გამომდინარე, მათ შევუქმნათ საუკეთესო ფონი, რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს და ისინი თანაბარ პირობებში იყვნენ. შემდეგ ბაზრის უხილავი ხელი განსაზღვრავს საუკეთესო ფასს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
03 ივლისი 2026, 00:10
ეკონომიკა
ირაკლი ლექვინაძე: კომისიის მუშაობის დროსაც კარგად გამოჩნდა, რომ ქსელებს შორის კონკურენცია არის, მსხვილ მომწოდებლებს შორის კონკურენციაც არის
კომისიის მუშაობის დროსაც კარგად გამოჩნდა, რომ ქსელებს შორის კონკურენცია არის, მსხვილ მომწოდებლებს შორის კონკურენციაც არის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ. მისივე თქმით, ქსელში შესვლის ხარჯები მსხვილ მიმწოდებლებს შორის კონკურენციის შედეგია, რადგან ისინი მზად არიან კონკრეტული სივრცისთვის მეტი გადაიხადონ.
03 ივლისი 2026, 00:02
ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენ შევძელით, რომ პროდუქტების კატეგორიებს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, საუკეთესო ფასი აქვს
ჩვენ შევძელით, რომ პროდუქტების კატეგორიებს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, საუკეთესო ფასი აქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
02 ივლისი 2026, 23:59
მსოფლიო
The Telegraph: რუსეთის ახალი რეაქტიული დრონები უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის პრობლემას წარმოადგენს
კიევი სულ უფრო ხშირად ხდება ახალი რუსული რეაქტიული დრონების თავდასხმების სამიზნე, რომლებიც 500 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებენ და უკრაინის საჰაერო თავდაცვას აიძულებენ, ძვირადღირებული რაკეტები გამოიყენონ, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
02 ივლისი 2026, 23:49
ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი: გვესმის განცხადებები, რომ ფასდაკლებები ისედაც იყო, ეს ასე არ არის, ჩვენ ამას სისტემური ხასიათი მივეცით
გვესმის განცხადებები, რომ ფასდაკლებები ისედაც იყო, ეს ასე არ არის, ჩვენ ამას სისტემური ხასიათი მივეცით. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ [პორტალზე] და ნახოთ, რომ ის 13 პროდუქტი ყოველდღიურად არის საუკეთესო ფასად, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა. მისივე თქმით, საპარლამენტო კომისიამ საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში რუმინული, ბულგარული, უნგრული, ფრანგული და ბერძნული მოდელები შეისწავლა.
02 ივლისი 2026, 23:46
ეკონომიკა
ირაკლი ლექვინაძე www.e-kalata.gov.ge: ფასების გამჭვირვალობა ნიშნავს, რომ მოქალაქე არის ინფორმირებული. ამ პორტალის ფუნქცია სწორედ ეს არის, ინფორმირებულ არჩევანს, რაც უფრო მეტი მოქალაქე აკეთებს, ეს არის კონკურენტული ზეწოლა ქსელებზე. ისინი ყოველთვის ეცდებიან, რომ სხვა ქსელს აჯობონ საუკეთესო შემოთავაზებაში. პროცენტში, რომ ავსახოთ ეს საკმაოდ მოცულობით დანაზოგზე გავალთ
ფასების გამჭვირვალობა ნიშნავს, რომ მოქალაქე არის ინფორმირებული. ამ პორტალის ფუნქცია სწორედ ეს არის, ინფორმირებულ არჩევანს, რაც უფრო მეტი მოქალაქე აკეთებს, ეს არის კონკურენტული ზეწოლა ქსელებზე. ისინი ყოველთვის ეცდებიან, რომ სხვა ქსელს აჯობონ საუკეთესო შემოთავაზებაში. პროცენტში, რომ ავსახოთ ეს საკმაოდ მოცულობით დანაზოგზე გავალთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ GCCA-ის თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ახალ საინფორმაციო პორტალზე - www.e-kalata.gov.ge საუბრისას
02 ივლისი 2026, 23:46
ეკონომიკა
შოთა ბერეკაშვილი: პირდაპირი თხოვნაც არის, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი შევიდეს www.ekalata.gov.ge პლატფორმაზე, შეადაროს ფასები და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ეს არის კონკურენციის საუკეთესო, თანამედროვე მოდელი
„აღნიშნული პორტალი შექმნილია მომხმარებლისთვის. რაც უფრო ბევრი მომხმარებელი შევა, მით უფრო გაიზრდება კონკურენცია, მით უფრო საუკეთესო ფასს მიიღებს მომხმარებელი. პირდაპირი თხოვნაც არის, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი შევიდეს პლატფორმაზე, შეადაროს ფასები და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ეს არის კონკურენციის საუკეთესო, თანამედროვე მოდელი, რაც საბოლოო ჯამში ისევ მომხმარებელს აძლევს საუკეთესო შედეგს“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.
02 ივლისი 2026, 23:36
ეკონომიკა
ირაკლი ლექვინაძე: ამ ეტაპზე www.ekalata.gov.ge პორტალზე წარმოდგენილია სუპერმარკეტის 13 ქსელი, თუმცა ეს მაჩვენებელი ალბათ გაიზრდება
ამ ეტაპზე პორტალზე წარმოდგენილია სუპერმარკეტის 13 ქსელი, რომელიც ჩვენი შეფასებით, „ეფემსიჯი“ ბაზრის დაახლოებით 65%-ს მოიცავს და ეს საკმაოდ მოცულობითი მაჩვენებელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.
02 ივლისი 2026, 23:33
ეკონომიკა
შოთა ბერაკაშვილი www.ekalata.gov.ge -ზე: აქტიურად ვაკვირდებით დინამიკას და სახეზეა აქტიური კონკურენცია ქსელებს შორის. როცა ჩვენ დავიწყეთ, ჯამური ჩეკი იყო 43 ლარი და დღეს საღამოს, როდესაც შევამოწმე 13 პროდუქტის საუკეთესო შეთავაზება იყო 37 ლარი და 72 თეთრი ანუ სახეზე გვაქვს აქტიური კონკურენცია და ფასების 10%-იანი კლება
აქტიურად ვაკვირდებით დინამიკას და სახეზეა აქტიური კონკურენცია ქსელებს შორის. როცა ჩვენ დავიწყეთ, ჯამური ჩეკი იყო 43 ლარი და დღეს საღამოს, როდესაც შევამოწმე 13 პროდუქტის საუკეთესო შეთავაზება იყო 37 ლარი და 72 თეთრი ანუ სახეზე გვაქვს აქტიური კონკურენცია და ფასების 10%-იანი კლება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა ახალ საინფორმაციო პორტალზე - www.ekalata.gov.ge -ზე საუბრისას.
02 ივლისი 2026, 23:26
ეკონომიკა
ირაკლი ლექვინაძე: პორტალი www.ekalata.gov.ge არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გავიგოთ საბაზისო სასურსათო პროდუქტზე რომელ ქსელშია საუკეთესო ფასი
პორტალი www.ekalata.gov.ge არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გავიგოთ საბაზისო სასურსათო პროდუქტზე რომელ ქსელშია საუკეთესო ფასი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ. მისივე თქმით, პორტალზე ამ ეტაპზე 13 საბაზისო პროდუქტია განთავსებული.
02 ივლისი 2026, 23:12
მსოფლიო
კიევზე რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა
კიევზე რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.
02 ივლისი 2026, 23:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: რაც გუშინ ბაბუცა პატარაიამ ამერიკის საელჩოში იკადრა, არის უკიდურესი შეურაცხყოფა როგორც ამერიკის, ასევე ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თითოეული ამერიკელის და საელჩოს ყველა წარმომადგენლის. აღარაფერს ვამბობ საქართველოზე, ამ ქალს არც სამშობლო აქვს და არც ქართველობისა სცხია რაიმე
ყველაფერს აქვს თავისი ეტიკეტი, ნორმა და წესი. ის, რაც გუშინ ბაბუცა პატარაიამ ამერიკის საელჩოში იკადრა, არის უკიდურესი შეურაცხყოფა როგორც ამერიკის, ასევე ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თითოეული ამერიკელის და საელჩოს ყველა წარმომადგენლის, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, „საფარის“ ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას მიერ თბილისში, აშშ-ის საელჩოში მოწყობილ პროვოკაციაზე.
02 ივლისი 2026, 21:53
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს, რომელიც საქართველოს, სახელმწიფო ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია.
02 ივლისი 2026, 21:49
მსოფლიო
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფლებამოსილება ამერიკელებზე არ ვრცელდება
აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, ტოდ ბლანშმა ჰააგის სასამართლოს პრეზიდენტს, მოსამართლე ტომოკო აკანეს ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფლებამოსილებას არ აღიარებს.
02 ივლისი 2026, 21:46
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც სიტყვიერი გამოსვლებით ან ჟესტიკულაციით გამომწვევად იქცევი, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება ექნებათ. თან ეს ხდება ვისგან - გახარიას პარტიისგან, რომელიც გახდა ჩვეულებრივი მოღალატე ქვეყნის და გუნდის
პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა და განაცხადა, რომ ახლანდელი დაპირისპირება წინა მოწვევის პარლამენტში დამკვიდრებული ნაციონალური მოძრაობის ხელწერის გაგრძელებაა.
02 ივლისი 2026, 21:45
სპორტი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ლატვიის დედაქალაქ რიგაში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი უკრაინის გამარჯვებით, ანგარიშით 92:76, დასრულდა.


