03 ივლისი 2026, 12:52 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: ლავროვის განცხადება აჩვენებს, რომ მოსკოვი საქართველოს სთავაზობს არა დიალოგს, არამედ 2008 წლის შედეგების ლეგიტიმაციას

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი შეფასებით, მოსკოვის გზავნილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ცდილობს, თავი კონფლიქტის მხარის სტატუსიდან გამოიყვანოს და საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალთან იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებების გაფორმებისკენ უბიძგოს.

ქართველიშვილი წერს, რომ ლავროვის განცხადება პასუხია იმ მოსაზრებაზე, თითქოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მთავარი დაბრკოლება მხოლოდ თბილისის მხრიდან დიალოგის ნაკლებობა იყო.

მისი შეფასებით, რუსეთის მიერ შეთავაზებული ფორმულა მიზნად ისახავს 2008 წლის შედეგების ლეგიტიმაციას და არა მშვიდობის მიღწევას.

„რუსეთმა ფაქტობრივად თავად გასცა პასუხი იმ ილუზიებს, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენი საზოგადოების ნაწილს არწმუნებდა, თითქოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაბლოკილია არა ოკუპაციის, არა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის მიერ აღიარების, არა ამ ტერიტორიებზე განთავსებული რუსული სამხედრო ძალების გამო, არამედ მხოლოდ და მხოლოდ თბილისის „დიალოგის სურვილის არქონის“ გამო.

აი, ლავროვის მიერ გაჟღერებული კრემლის პასუხიც: ესაუბრეთ არა რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, არამედ იმ წარმონაქმნებს, რომლებსაც მოსკოვი „სუვერენულ რესპუბლიკებს“ უწოდებს, და მათთან იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას მოაწერეთ ხელი. ეს უკვე აღარ არის დიპლომატია - ეს არის მცდელობა, საქართველომ საკუთარი ხელით მოახდინოს 2008 წლის შედეგების ლეგიტიმაცია.

რუსული ფორმულის არსი სრულიად ნათელია: რუსეთი გამოიყვანოს პასუხისმგებელი მხარის სტატუსიდან, გადაიქცეს ომისა და ოკუპაციის მონაწილიდან თითქოსდა „უსაფრთხოების გარანტად“, ხოლო საქართველო იმ მხარედ, რომელმაც სოხუმისა და ცხინვალის სუბიექტურობა უნდა აღიაროს. სწორედ ამიტომ, „ძალის გამოუყენებლობის“ შესახებ საუბარი ლამაზად ჟღერს მხოლოდ დიპლომატიურ ბროშურებში; პოლიტიკურ რეალობაში კი ეს არის ხაფანგი, სადაც მშვიდობის სახელით თბილისს კაპიტულაციის გაფორმებას სთავაზობენ.

განსაკუთრებით ცინიკურია ეს ყველაფერი იმ ფონზე, რომ 2008 წლის ომის შემდეგ სწორედ რუსეთმა აღიარა ეს რეგიონები და სწორედ მან განათავსა იქ საკუთარი სამხედრო ძალები. სწორედ ამიტომ, „რუსეთთან დიალოგის“ მეშვეობით სასწაულის მოლოდინი დღევანდელ რეალობაში უაზროა. სანამ კრემლში ძალაუფლებას ინარჩუნებს ის პოლიტიკური კლანი, რომელსაც პირდაპირი ისტორიული და პერსონალური პასუხისმგებლობა აკისრია 2008 წლის გადაწყვეტილებებზე, იგი ვერ იქნება საკუთარი ქმედებების შედეგების სამართლიანი შემსწორებელი.

მას მხოლოდ ძველი ულტიმატუმების ახალი დიპლომატიური შეფუთვით წარმოდგენა შეუძლია - „საზღვრები“, „რესპუბლიკები“, „უსაფრთხოება“, „ძალის გამოუყენებლობა“. მაგრამ ამ სიტყვების უკან ერთი და იგივე მიზანი დგას - არა მშვიდობის აღდგენა, არამედ საქართველოს დაყოფის შედეგების საბოლოო გამყარება.

რეალისტური პერსპექტივა მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის შესრულების შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს: რუსეთის ხელისუფლების იმ პერსონალური შემადგენლობის შეცვლა, რომელიც 2008 წლის მოვლენებთან ინდივიდუალური პასუხისმგებლობით არ არის დაკავშირებული, და პროცესში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების სრულფასოვანი ჩართვა.

საერთაშორისო ჩარჩოს გარეშე თბილისს კვლავ და კვლავ თავს მოახვევენ ცრუ არჩევანს: ან პირდაპირ ესაუბრეთ საოკუპაციო რეჟიმებს, ან მშვიდობის მოწინააღმდეგედ გამოგაცხადებენ. ეს აღარ არის მოლაპარაკება - ეს არის დიპლომატიური მახე.

ამიტომ, მოსკოვის დღევანდელი განცხადება მშვიდობისკენ მოწოდება კი არა, ცივი შეხსენებაა იმისა, რომ პრობლემა არ მდგომარეობს იმაში, თითქოს საქართველო საკმარისად არ საუბრობს. პრობლემა ისაა, რომ რუსეთი დღემდე გვთავაზობს საუბარს ომის შედეგების ენაზე და, სანამ ეს ენა არ შეიცვლება, „მარტივი დიალოგის“ შესახებ ნებისმიერი ილუზია პოლიტიკა კი არა, თავის მოტყუება იქნება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

03 ივლისი 2026, 14:08

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

03 ივლისი 2026, 14:03

ეკონომიკა

ჭიათურაში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის კონკურსი გამოცხადდა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა ქალაქ ჭიათურაში სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.

03 ივლისი 2026, 14:00

სამართალი

პროკურატურამ მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

03 ივლისი 2026, 13:58

მსოფლიო

The Telegraph: აშშ-მა მოკავშირეები გააფრთხილა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, პოლონეთის ტერიტორიაზე პროვოკაცია მოაწყოს ნატოს რეაქციის შესამოწმებლად

აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, პოლონეთის ტერიტორიაზე შეიარაღებულ პროვოკაციას გეგმავდეს, რომლის მიზანიც ნატოს რეაქციის შემოწმებაა. ინფორმაციას The Telegraph-ი პოლონურ გამოცემა Onet-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

03 ივლისი 2026, 13:58

ეკონომიკა

ილია ვეკუას სახელობის თბილისის N42 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისის №42 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა.

შავკატ მირზიოევი ირაკლი კობახიძე

03 ივლისი 2026, 13:25

პოლიტიკა

უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: უზბეკეთის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს

უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან გამართული მოლაპარაკებების დროს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა. ინფორმაციას უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

03 ივლისი 2026, 13:18

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ჩვენი მიზანია, შევქმნათ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა თურქეთის საზღვაო სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართა.

03 ივლისი 2026, 13:13

სამართალი

პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარუდგინა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

03 ივლისი 2026, 13:08

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს ედოარდო რიქსს შეხვდა. შეხვედრა თურქეთში, საზღვაო სამიტის ფარგლებში გაიმართა.

03 ივლისი 2026, 12:57

რეგიონი

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად ხულოში მცხოვრებ სოფია სურმანიძეს და ვეზირ გორგაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად ხულოში მცხოვრებ სოფია სურმანიძეს და ვეზირ გორგაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

03 ივლისი 2026, 12:40

მსოფლიო

The Guardian: ბრიტანელი დეპუტატები რუსული მულტფილმის „მაშა და დათვის“ ეთერიდან ამოღებას ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ის რუსეთის „რბილი ძალის“ დემონსტრირებაა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეისწავლოს შესაძლებლობა, შეწყდეს რუსული ანიმაციური სერიალის „მაშა და დათვის“ მაუწყებლობა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

03 ივლისი 2026, 12:07

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

03 ივლისი 2026, 12:06

მსოფლიო

პოლონეთმა უკრაინისთვის MiG-29 ტიპის თვითმფრინავების გადაცემაზე უარი განაცხადა და ამის ნაცვლად მათი ჩამოწერა გადაწყვიტა

პოლონეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი Mig-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიების სანაცვლოდ აღარ გადაეცემა. ინფორმაციას პოლონური მედია პოლონეთს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

03 ივლისი 2026, 12:03

საზოგადოება

პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დღეს სრულდება

2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციის IV ეტაპი დღეს, 24:00 საათზე დასრულდება.

03 ივლისი 2026, 11:47

ეკონომიკა

საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საბანკო საქმისა და ფინანსების დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელ ქვეყნად აირჩიეს

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს (CMFA) გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 ივლისიდან ორი წლის ვადით, საქართველო BSEC-ის საბანკო საქმისა და ფინანსების დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელ ქვეყნად აირჩიეს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

03 ივლისი 2026, 11:43

კულტურა

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა რიო-დე-ჟანეიროს შტატის კულტურისა და შემოქმედებითი ეკონომიკის სახელმწიფო მდივანს, დანიელე ბაროსს შეხვდა

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე ვიზიტის პერიოდში, საქართველოსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

პიტ ჰეგსეტი

03 ივლისი 2026, 11:41

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპის ადმინისტრაციამ პიტ ჰეგსეტის გეგმა ევროპაში ჯარების შემცირებასთან დაკავშირებით დაბლოკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი ნატოს სამხედრო ხელმძღვანელებთან ბრიუსელში შეხვედრაზე ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალების შემცირების შესახებ „სკანდალურ“ განცხადების გაკეთებას გეგმავდა, თუმცა მისი გეგმა საბოლოოდ დაბლოკეს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

03 ივლისი 2026, 11:36

სამართალი

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დრონის ოპერატორად გადამზადების სპეციალური პროფესიული კურსი გაიარეს

პროგრამა განკუთვნილი იყო სასაზღვრო პოლიციის იმ მოსამსახურეებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო საზღვრის დაცვის პროცესში დრონების ოპერირება დაევალებათ.

ალექსანდრუ მუნტიანუ

03 ივლისი 2026, 11:32

მსოფლიო

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრუ მუნტიანუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეიდან მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.