დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: 2019 წელს ბათუმში იყო კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს სვლას ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ, იქ პანელზე მჯდომ მიხაილ როთს ვკითხე, იქნება თუ არა კატეგორიული მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ მსგავსი აქციები, პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს მის ქუჩებში, პასუხად მან შუშის თვალებით გვითხრა, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები ეს არისო
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გადაცემა „იმედის კვირისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში იხსენებს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ეკლესიისადმი დამოკიდებულება 2019 წლიდან შეიცვალა, როდესაც გამოჩნდა, რომ იყო მცდელობები, საქართველოში როგორმე გამართულიყო ლგბტ პრაიდი.
ის იხსენებს, რომ 2019 წელს ბათუმში გამართულ პანელურ დისკუსიაზე მყოფ მიხაილ როთს მიმართა კითხვით, რამდენად მოხდებოდა საქართველოს მიმართ მოთხოვნის წაყენება, რომ ჩატარებულიყო ლგბტ პრაიდი.
„ბათუმში იყო კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა სწორედ საქართველოს სვლას ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. იქ მომეცა საშუალება და პანელზე მჯდომ მიხაილ როთს ვკითხე: ჩვენ ვხედავთ ჩვენი მოსახლეობის პოლარიზაციას ერთი ძალიან მტკივნეული საკითხის გარშემო. საქმე იმაშია, რომ ქართული კულტურისთვის უცხოა ცხოვრების ინტიმური დეტალების დემონსტრირება, როგორიც არ უნდა იყოს ის. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში ლგბტ თემის წინააღმდეგ არ არსებობს აგრესია მანამ, სანამ ისინი საკუთარი ცხოვრების წესის დემონსტრირებას არ იწყებენ. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის რბილი ძალის ხელში ძალიან ნოყიერ ნიადაგს ქმნის ეს თემა, ჩვენ ძალიან გვაწუხებს ეს და ვსვამთ შეკითხვას, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს და იქნება თუ არა კატეგორიული მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ მსგავსი აქციები, პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს მის ქუჩებში", - იხსენებს ანდრია ჯაღმაიძე.
დეკანოზის თქმით, კითხვის საპასუხოდ მიხაილ როთმა „შუშის თვალებით“ უპასუხა:
ამ კითხვას მიხაილ როთმა ასე უასუხა: „უმნიშვნელოვანესია, გავაძლიეროთ საზოგადოებები, რომლებიც მუდმივად ტოლერანტობასა და პატივისცემას გამოხატავენ უმცირესობების, განსაკუთრებით ლგბტ თემის მიმართ. არ არსებობს გასამართლებელი საბუთი, თუ ეკლესიების წარმომადგენლები საჯაროდ დაადანაშაულებენ ეთნიკურ, რელიგიურ თუ სექსუალურ უმცირესობებს. ეს სრულიად მიუღებელია“.
„მან ისევ ასე - შუშის თვალებით გვითხრა, რომ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები ეს არისო", - იხსენებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ასევე ისაუბრა იმავე წელს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზეც.
„პანელის შემდეგ, ბრიუსელში 2019 წლის შემოდგომაზე ვიყავით. ეს იყო ინტერრელიგიური ჯგუფის ვიზიტი, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ვიყავით, შევხვდით ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს, ვიყავით ევროპარლამენტში. გვქონდა ბევრი სასაუბრო დრო ანდრიუს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩიენესთან და მათაც ვუხსნიდით იმავეს - ქართველი ხალხი ძალიან მოწადინებულია, რომ კვლავ არ აღმოჩნდეს წნეხის ქვეშ, თავისუფლებით ისარგებლოს და ევროკავშირში იყოს, ყველაფერს აკეთებს ამისათვის, უბრალოდ, იცოდეთ, რომ თუ დღის წესრიგიდან არ მოხსნით და არ შეამსუბუქებთ ადამიანის უფლებების საფარქვეშ ლგბტ დღის წესრიგს, თქვენ მიიღებთ ანტიევროპულ განწყობებს. ჩვენ ეკლესია ვართ, ჩვენთან ხალხის განწყობები იკრიბება. ძალიან მეგობრული რჩევა იყო ეს, რომ თუ გაინტერესებთ, რა არის გამოსავალი, გამოსავალი არის ეს, რომ საქართველოს თავს არ უნდა მოახვიოთ ეს დღის წესრიგი.
სამი დღე ვისაუბრეთ და დამშვიდობებისას პასუხი იყო ის, რომ წლების წინ ჩვენც ვიყავით ჰომოფობები და თქვენც შეეჩვევით ამ ლგბტ დღის წესრიგს. ეს რასა იუკნევიჩიენეს სიტყვებია“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ყველა სიახლე
05 ივლისი 2026, 22:33
ეკონომიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოება და მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების და რეგიონის უსაფრთხოების, არამედ დაკავშირებადობის და „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტშიც
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა როგორც რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში, ისე დაკავშირებადობისა და „შუა დერეფნის“ განვითარების თვალსაზრისით.
05 ივლისი 2026, 22:32
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს ზედმიწევნით მოზომილი, პრინციპული და ფრთხილი
რეგიონში არსებული კონფლიქტებისა და გამოწვევების ფონზე, საქართველო ატარებს ფრთხილ და პრინციპულ პოლიტიკას, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორ ახერხებს საქართველო დაბალანსებული დიპლომატიის შენარჩუნებას.
05 ივლისი 2026, 22:29
ეკონომიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩინეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა დღევანდელ მსოფლიოში და ჩვენს ინტერესშია, გვქონდეს კარგი ურთიერთობა და განვითარებული კავშირები ჩინეთთან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, პარტნიორული ურთიერთობების განვითარება გლობალურ მოთამაშეებთან, მათ შორის ჩინეთთან, საქართველოს ინტერესებშია და ქართული მხარე ამას არ აღიქვამს, როგორც არჩევანს პარტნიორებს შორის.
05 ივლისი 2026, 22:20
კულტურა
ბათუმი - საქართველოს კულტურული დედაქალაქი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა დიდი ქართველი კოპოზიტორების შემოქედებით საღამოებს დასწრებოდა. ინიციატივა, პარლამენტის წევრს აჩიკო ბერიძეს ეკუთვნის.
05 ივლისი 2026, 22:12
საზოგადოება
თეა ონიანი აწყურის ტაძარზე: ერთ-ერთი პირველი საკათედრო ტაძარი საქართველოში, რომელიც სვეტიცხოვლის აგებამდე იყო ყველაზე დიდი თავისი მოცულობით, სრულიად დაიბრუნებს თავის იერსახეს და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით
ერთ-ერთი პირველი საკათედრო ტაძარი საქართველოში, რომელიც სვეტიცხოვლის აგებამდე იყო ყველაზე დიდი თავისი მოცულობით, სრულიად დაიბრუნებს თავის იერსახეს და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თეა ონიანმა აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარზე საუბრისას.
05 ივლისი 2026, 22:05
პოლიტიკა
საკუთარ კომფორტზე მზრუნველი ევრობიუროკრატია. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
რა ხდება ევროკომისიის შტაბ-ბინაში, იქ, სადაც გვარწმუნებენ, რომ ყველა თანასწორია. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგი - სხვებზე უფრო თანასწორი. სწორედ ამ უთანასწორობაზე საუბრობს ყოფილი უმაღლესი ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი. იგი ამბობს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ევროკომისია ევროკავშირს აღარ წარმოადგენს.
05 ივლისი 2026, 21:48
საზოგადოება
eKalata.gov.ge - ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
პლატფორმა შექმნილია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ, რომლის მიზანია, მომხმარებელმა ერთ სივრცეში ნახოს 12-ზე მეტი მსხვილი სუპერმარკეტის პროდუქტების ფასები და თავად შეადგინოს მისი ბიუჯეტისთვის ყველაზე ხელსაყრელი კალათა.
05 ივლისი 2026, 21:46
საზოგადოება
მეუფე თეოდორე აწყურის ტაძარზე: რამდენიმე ბიზნესმენმა სცადა აღდგენა, მაგრამ მასშტაბურობის გამო ვერ დაიძრა საკითხი. 2013 წელს დაიწყო პროექტის კეთება, შემდგომ ფონდმა „ქართუმ“ აიღო თავის თავზე ეს საქმე, გაკეთდა მთლიანი არქეოლოგია და გამაგრდა საფუძველი. საბოლოოდ ფონდი „ქართუს“, ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის პირადი ჩართულობით მოხდა მისი აღდგენა
ეს არის ადგილი, სადაც ანდრია პირველწოდებულმა დააფუძნა პირველი საეპისკოპოსო, ეს ნიშნავს ეკლესიის დაფუძნებას, აქ დაფუძნდა ეკლესია. ანდრია პირველწოდებულმა აკურთხა ეპისკოპოსი, სასულიერო პირები, დატოვა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც თავად ღვთისმშობელმა გამოატანა საქართველოში და ასე ჩაეყარა საფუძველი ქრისტიანობას და მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარზე საუბრისას.
05 ივლისი 2026, 21:42
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ბრიუსელის ლგბტ პოლიტიკაზე: ეს არის მათი დღის წესრიგი, შაბლონი და არ აინტერესებთ ჩვენი საზოგადოების განწყობები ლგბტ დღის წესრიგთან დაკავშირებით - ეს არის სიმართლე, არ აინტერესებთ
„იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ეკლესია ყველა შემთხვევაში ცდილობდა, რომ გაეფრთხილებინა დასავლეთი რა შეიძლებოდა გამოეწვია მათ პოლიტიკას, მათ შორის, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით, თუმცა ბრიუსელმა ეს არ მოისმინა და ისევ არ გაითვალისწინა ქართველი ხალხის განწყობები.
05 ივლისი 2026, 21:35
სამართალი
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ბრალდებულთა წრე ფართოვდება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ბოლო დროის ყველაზე რეზონანსულ საქმეზე ბრალდებულთა წრე ფართოვდება. დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი. გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის სხვადასხვა ეპიზოდში მონაწილეობისთვის უკვე ხუთი ახალგაზრდაა მსჯავრდებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მეექვსე გიორგი მალანია იქნება.
05 ივლისი 2026, 21:22
პოლიტიკა
ახალგაზრდების დისკრედიტაციის მცდელობა - ვის არ აწყობს საქართველოში გარე გავლენებისგან თავისუფალი ახალგაზრდების ხმა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ოპოზიციასთან აფილირებული მედიების, თითქმის სრული რესურსის გამოყენება მოხდა პროგრესულ თაობაზე შეტევისთვის. ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს - დესტრუქციულ ძალებს აშინებთ ახალი თაობა, სუფთა ხელებით, რომელიც ყველაფერზე წინ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს აყენებს.
05 ივლისი 2026, 21:07
პოლიტიკა
შუა დერეფანი და საქართველო - დაბალანსებული პოლიტიკის ეფექტი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში პატარა ქვეყნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება, დაბალანსებული და პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, რისი შესაძლებლობაც ქვეყანას 2012 წლამდე ნამდვილად არ ჰქონდა. შუა დერეფანი და საქართველო, როგორც საკვანძო მოთამაშე ევროპისა და აზიისთვის, - ნახეთ ცოტნე გეგეჭკორის სპეციალურ რეპორტაჟში.
05 ივლისი 2026, 21:02
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 2019 წელს აშშ-ში ვიზიტზე: შეხვედრები გვქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენი სათქმელი იყო ეს - იმ დროს ძალიან უსამართლო და დიდი, ცილისმწამებლური წნეხი იყო ეკლესიაზე. ჩვენ შესახებ ისინი იგებდნენ და დასკვნებს აკეთებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებიდან და ჩვენ ვუთხარით, რომ მზად ვართ პირდაპირ საურთიერთობოდ
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში პოზიტიურად იხსენებს 2019 წელს შეერთებულ შტატებში ვიზიტს - იმ დროს, დროცა ამერიკაში ჯერ კიდევ ტრამპის ადმინისტრაცია იყო.
05 ივლისი 2026, 20:45
პოლიტიკა
რას ითხოვდნენ ევრობიუროკრატები - საპატრიარქო დუმილს არღვევს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესთან
საპატრიარქო დუმილს არღვევს. „იმედის კვირის“ ეთერით გაიგებთ ყველაფერს, რაც წლების განმავლობაში ევრობიუროკრატებთან დახურულ შეხვედრებზე ხდებოდა.
05 ივლისი 2026, 20:40
საზოგადოება
გაცოცხლებული ისტორია - აწყურის საკათედრო ტაძარი და ისტორიული ციხე, რომელიც „ქართუს“ დაფინანსებით აღდგება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით აღდგენილ და რესტავრირებულ ასობით ისტორიული ძეგლს მალე აწყურის საკათედრო ტაძარი და ისტორიული ციხე შეემატება.
05 ივლისი 2026, 20:39
პოლიტიკა
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: წინა წლებში ევროპარლამენტარები ასე არ ლაპარაკობდნენ ჩვენთან. მაგალითად იანოშ ჰერმანი ძალიან მეგობრული ურთიერთობებით გამოირჩეოდა სხვებისგან განსხვავებით. მის დროს ძალიან ბევრი კარგი საქმეი გაკეთდა ევროპასთან მიმართებაში
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გადაცემა „იმედის კვირაში“ იხსენებს რომ 2018 წლამდე ევროკავშირს, რომელსაც იანოშ ჰერმანი წარმოადგენდა, საპატრიარქოსთან საკმაოდ კარგი ურთიერთობები ჰქონდა და არაერთხელ მიუღიათ ელჩისგან დაპირება რომ ევროინტეგრაციის სანაცვლოდ საქართველოსგან არ მოითხოვნენ ტრადიციულ ღირებულებებზე უარის თქმას.
05 ივლისი 2026, 20:29
პოლიტიკა
ევრობიუროკრატების აზროვნების დიაპაზონი იმდენად ვიწროა, შეუძლიათ, ქართულ ეკლესიას ანტიქართულ საქმეში თანამონაწილეობა ისევე შესთავაზონ, როგორც ამას მდიდარი „ენჯეოების“ კლანთან ერთად აკეთებენ - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
ევრობიუროკრატების აზროვნების დიაპაზონი იმდენად ვიწროა, შეუძლიათ, ქართულ ეკლესიას ანტიქართულ საქმეში თანამონაწილეობა ისევე შესთავაზონ, როგორც ამას მდიდარი „ენჯეოების“ კლანთან ერთად აკეთებენ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.
05 ივლისი 2026, 20:22
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 2023 წელს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე: ქალბატონი ჰაჯა ლაბიბი მობრძანდა საპატრიარქოში და გაუგონარი რამ გვთხოვა, თქვა, რომ საპატრიარქოს აქვს საკმაოდ დიდი გავლენები საზოგადოებაში, რომ ქართული საზოგადოება 21-ე საუკუნის ტენდენციებს ძალიან ჩამორჩა, მისთვის მიუღებელია ერთნაირსქესიანთა ქორწინებები და ჩვენ გვთხოვა, რომ უნდა დავხმარებოდით ამის პოპულარიზაციაში
ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ბოლო ანგარიშში ევროპარლამენტმა ქართული ეკლესია მოიხსენია, როგორც რუსული ქსელის ნაწილი. სწორედ ეს ჩანაწერი გახდა მიზეზი, რის გამოც საპატრიარქომ საჭიროდ მიიჩნია, რომ დუმილი დაერღვია და წარმოედგინა მთელი სურათი, როგორ მიმდინარეობდა მათი ურთიერთობა წლების განმავლობაში ევროკავშირის წარმომადგენლებთან.
05 ივლისი 2026, 18:54
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე: მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მუშაობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად კოჯორში დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. კოჯორში აზეულას, ვაჟა-ფშაველასა და წყაროს ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.


