საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი
ანტონიო გუტერეში
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გარემო, თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევები, ასევე, საქართველოსა და გაეროს შორის არსებული თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მულტილატერალიზმისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობას, როგორც მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის საფუძველს.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივანს ორგანიზაციის აქტიური ჩართულობისა და საქართველოს საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის.
მიხეილ ყაველაშვილმა ანტონიო გუტერეშს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისთვის მოწვევა დაუდასტურა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ყველა სიახლე
06 ივლისი 2026, 17:27
პოლიტიკა
ედიშერ გვენეტაძე: სამართლიანად იქცევა ხელისუფლება და მართლმადიდებლური ეკლესია, როდესაც საზოგადოების წინაშე საჯაროდ გამოაქვს ის ქმედებები, რომლის განხორციელებასაც ლგბტ-ს ევრობიუროკრატი პატრონები აპირებდნენ საპატრიარქოში
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე ირაკლი კირცხალიას შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ ევრობიუროკრატებს ყელში ძვალივით აქვთ გაჩხერილი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია.
06 ივლისი 2026, 17:26
პოლიტიკა
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: წლების განმავლობაში არ გაგვიმხელია ეს გაუგონარი ამბავი, მაგრამ გვაიძულეს, რადგან ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეკლესია დაადანაშაულეს რუსეთის სასარგებლო ქმედებაში - რა გამოდის? თუ ლგბტ პროპაგანდაში არ დაეხმარება მათ ეკლესია, რუსეთის აგენტად გამოგაცხადებენ
„წლების განმავლობაში არ გაგვიმხელია ეს გაუგონარი ამბავი, რომ ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში დამატებით არ გამოგვეწვია შფოთი, მაგრამ გვაიძულეს, რადგან ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეკლესია დაადანაშაულეს რუსეთის სასარგებლო ქმედებაში. არადა, 2019 წლიდან ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ მათი ნაბიჯები მათსავე საქმეს აფუჭებდა. რა გამოდის? თუ ლგბტ პროპაგანდაში არ დაეხმარება მათ ეკლესია, რუსეთის აგენტად გამოგაცხადებენ“, - წერს მამა ანდრია.
06 ივლისი 2026, 17:12
პოლიტიკა
ჩინეთის ელჩი ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობაზე: მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, იმედი გვაქვს, ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტებში და წვლილს შეიტანენ ეკონომიკურ განვითარებაში
ელჩის თქმით, წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ერთმანეთს მისალოცი წერილები გაუგზავნეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.
06 ივლისი 2026, 16:57
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს თურქეთის რესპუბლიკაში დაგეგმილ ღონისძიებაში - „მოკავშირეები ანკარაში“
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის 7-8 ივლისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“.
06 ივლისი 2026, 16:52
სამართალი
კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე ბაჩო ახალაიას ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საქმე ეხება მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისადა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
06 ივლისი 2026, 16:45
მსოფლიო
სამხრეთ კორეის სასამართლომ 2019 წლის საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო ოპოზიციის წარმომადგენლები დამნაშავედ ცნო და ფულადი ჯარიმები დააკისრა
სეულის სასამართლომ „ხალხის ძალაუფლების პარტიის“ (PPP) დეპუტატს, ნა კუნგ-ვონს და რამდენიმე პოლიტიკოსს 2019 წლის საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო ფულადი ჯარიმები შეუფარდა, - ინფორმაციას სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
06 ივლისი 2026, 16:40
ეკონომიკა
ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუნდაც ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით
„ჩვენ, ექსპედიტორები, ყოველთვის ვგულშემატკივრობთ იმას, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა გვქონდეს“, - განაცხადა ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა გივი თხელიძემ.
06 ივლისი 2026, 16:40
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობების განვითარებით და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუს კოლეგასთან მიხაილ მიშუსტინთან ეკატერინბურგში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ერევანი მოსკოვთან ურთიერთობების განვითარებაზეა ორიენტირებული და დაინტერესებულია ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობით.
06 ივლისი 2026, 16:28
რეგიონი
6-დან 9 ივლისის 12:00 საათამდე ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30-კმ42 (მე-3) მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას საავტომობილო გზაზე, N1 სახიდე გადასასვლელთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო სამუშაოები განხორციელდება.
06 ივლისი 2026, 16:22
რეგიონი
გივი მიქანაძე ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ესტუმრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ინგლისური ენის გამოცდის მეორე სესიის მიმდინარეობას ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში გაეცნო.
06 ივლისი 2026, 16:09
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა
მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს მე-16 საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის, „ინოპრომის“ პლენარულ სესიაში, რომელიც ეკატერინბურგში 6-9 ივლისს არის დაგეგმილი.
06 ივლისი 2026, 16:00
სპორტი
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას „უდინეზეში“ გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას იტალიაში გააგრძელებს. მან კონტრაქტია სერია ა-ს კლუბ „უდინეზესთან“ გააფორმა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
06 ივლისი 2026, 15:39
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ევროჩინოსანთა თავხედობა ისეთ ჭაობშია, რომ ლგბტ პროპაგანდაში საქართველოს საპატრიარქოს ჩართვას ცდილობდნენ, მტკიცე უარის გამო კი ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში ჩვენი დედა ეკლესია ე.წ. "რუსულ გავლენებს" დაუკავშირეს
ევროჩინოსანთა თავხედობა ისეთ ჭაობშია, რომ ლგბტ პროპაგანდაში საქართველოს საპატრიარქოს ჩართვას ცდილობდნენ, მტკიცე უარის გამო კი ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში ჩვენი დედა ეკლესია ე.წ. "რუსულ გავლენებს" დაუკავშირეს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
06 ივლისი 2026, 15:36
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ფიზიკური დაპირისპირება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიუღებელი და ცუდი სანახავია, თუმცა, ოპოზიციის მხრიდან ამ თემით მანიპულირება და სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა მორიგი პოლიტიკური შოუ და ორმაგი სტანდარტის გამოვლინება
ფიზიკური დაპირისპირება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიუღებელი და ცუდი სანახავია, მას გამართლება ვერ ექნება, თუმცა რეალობაა, რომ ეს საპარლამენტო ცხოვრების თანმდევი, თუმცა არასასურველი პროცესია. მსგავსი შემთხვევები ხდება ისეთ მაღალი დემოკრატიის მქონე ქვეყნებშიც კი, როგორებიცაა იაპონია, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, იტალია და სხვა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
06 ივლისი 2026, 15:28
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: სულხან-საბა ორბელიანის არჩევანი ნამდვილად არ იქნებოდა კირ სტარმერის განცხადება, რომელიც ამაყობს, რომ ყველაზე მაგარი გეი პარლამენტი ჰყავს
სულხან-საბა ორბელიანის არჩევანი ნამდვილად არ იქნებოდა კირ სტარმერის განცხადება, რომელიც ამაყობს, რომ ყველაზე მაგარი გეი პარლამენტი ჰყავს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
06 ივლისი 2026, 15:27
მსოფლიო
საფრანგეთში ლალიკის მუზეუმი გაძარცვეს
მძარცველებმა კარი შეამტვრიეს, ექვსი ვიტრინა ჩაამსხვრიეს, ექსპონატები აიღეს და მუზეუმი შეუფერხებლად დატოვეს. გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ მუზეუმი აღჭურვილი იყო სიგნალიზაციით, რომელმაც იმუშავა, თუმცა, მომხდარის შესახებ ჟანდარმერიას პირველად არა მუზეუმის დაცვაზე პასუხისმგებელმა უსაფრთხოების კომპანიამ, არამედ დამლაგებელმა შეატყობინა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ მოხდა ასე.
06 ივლისი 2026, 15:19
პოლიტიკა
არჩილ ბერიძე: მთავრობის გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს წამყვანი როლით აშენდეს, კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს და შუა დერეფანში მის საკვანძო როლს
„პრემიერ-მინისტრის ვიზიტები ცენტრალური აზიის ქვეყნებში სწორედ შუა დერეფნის განვითარებას ემსახურება“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ ბერიძე სოციალურ ქსელში.
06 ივლისი 2026, 15:14
მსოფლიო
„აყვავებული სომხეთის“ ლიდერის სახლში ჩხრეკა ტარდება
ერევანში, წარუკიანის სახლში ჩხრეკას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ატარებენ. ტონოიანმა აღნიშნა, რომ ჩხრეკა მიმდინარეობს თითქმის ყველა იმ კომპანიაში, რომელიც წარუკიანის კონცერნ Multi Group-ში შედის, ასევე ამ ორგანიზაციების დირექტორების ბინებში.
06 ივლისი 2026, 15:08
საზოგადოება
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმების წესის განსაზღვრის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება გამოიცა
მართლწესრიგის დაცვის კიდევ უფრო ეფექტურად აღსრულების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება გამოიცა, რომლითაც განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული პორტატული აპარატის მეშვეობით შემოწმების წესი და პირობები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


