06 ივლისი 2026, 16:57 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს თურქეთის რესპუბლიკაში დაგეგმილ ღონისძიებაში - „მოკავშირეები ანკარაში“

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 7-8 ივლისს თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდის (SETA) და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) ორგანიზებით იმართება.

ყველა სიახლე

06 ივლისი 2026, 18:10

სპორტი

ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია გაასაჩივრებს ფიფას გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ფოლარინ ბალოგუნს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში მონაწილეობის უფლება მიეცა

ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია ფიფასგან განმარტებას ითხოვს იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ნაკრების თავდამსხმელს, ფოლარინ ბალოგუნს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მიეცა, მიუხედავად იმისა, რომ წინა მატჩში წითელი ბარათი ჰქონდა მიღებული.

06 ივლისი 2026, 18:04

სპორტი

POLITICO: ევროკავშირი „სამართლიანი თამაშისკენ“ მოუწოდებს მას შემდეგ, რაც ტრამპის ჩარევამ წითელ ბარათთან დაკავშირებით მსოფლიო ჩემპიონატზე აჟიოტაჟი გამოიწვია

ევროკომისიამ სპორტში „სამართლიანი თამაშისა და გამჭვირვალე კონკურენციისკენ“ მოუწოდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ნაკრების ვარსკვლავის, ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შედეგად გაუქმდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

06 ივლისი 2026, 18:03

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენებასთან დაკავშირებით: მოდელის ცვლილება ასევე პასუხობს იმ დღევანდელ მოთხოვნებს, რომელიც გლობალური რეალობიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში

მოდელის ცვლილება ასევე პასუხობს იმ დღევანდელ მოთხოვნებს, რომელიც გლობალური რეალობიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენებასთან დაკავშირებით„დღის ქრონიკის“ წამყვანის კითხვის პასუხად.

ლევან მახაშვილი

06 ივლისი 2026, 18:02

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ჯო უილსონის მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე: დოკუმენტი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ უსაფუძვლო და დაუდასტურებელ ბრალდებებს იმეორებს - რეზოლუცია ასუსტებს საარჩევნო პროცესის მიმართ სანდოობას, რომლის დაცვის ვალდებულებასაც ეუთო ისახავს მიზნად და ეწინააღმდეგება არჩევნებში ეუთოს ჩაურევლობის პრინციპს

„ეს არ არის საპარლამენტო დიპლომატია. ეს არის ჩვენი საერთო, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის ინსტრუმენტალიზაცია, რაც აზიანებს იმ დიალოგის საფუძველს, რომლის დაცვასაც ვესწრაფვით. ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი“.

მარიამ ქვრივიშვილი

06 ივლისი 2026, 17:59

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: გასული პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა „შუა დერეფნის“ კონტექსტში ტვირთნაკადების მობილობა და ჩვენ ვხედავთ რამხელა მნიშვნელობა შეიძინა ჩვენმა ქვეყანამ და „შუა დერეფანმა“, როგორც გამორჩეულად სანდო პარტნიორმა

გასული პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა „შუა დერეფნის“ კონტექსტში ტვირთნაკადების მობილობა და ჩვენ ვხედავთ რამხელა მნიშვნელობა შეიძინა ჩვენმა ქვეყანამ და „შუა დერეფანმა“, როგორც გამორჩეულად სანდო პარტნიორმა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „ლენდლორდის“ მოდელზე საუბრისას.

მარიამ ქვრივიშვილი

06 ივლისი 2026, 17:58

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფოს როლი არის ის, რომ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც იქმნება გლობალურად, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ეს ქმნის იმ ფუნდამენტურ საფუძველს, რომელიც 2029 წელს ჩვენს ქვეყანას შეაძლებინებს, რომ პირველ რიგში ანაკლიაში მიიღოს პირველი გემი. და მეორე, რომ ჩვენმა ქვეყანამ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უზრუნველყოს 25 მილიონამდე ტონა ტვირთის გატარება

სახელმწიფოს როლი არის ის, რომ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც იქმნება გლობალურად ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ. საბედნიეროდ დღეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ როდესაც ვსაუბრობთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის მოდიფიკაცია გავუკეთოთ იმ პირველად გეგმას, რომელიც ანაკლიის განვითარებაზე გვქონდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

06 ივლისი 2026, 17:52

ეკონომიკა

სემეკი შპს „მამედის“ მიერ სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვის სმს შეტყობინების სახით გაგზავნილ ცრუ შეტყობინებას ეხმიანება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება გაზგამანაწილებელი კომპანიის შპს „მამედის“ მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისათვის გაგზავნილ სმს შეტყობინებას ბუნებრივი გაზის ტარიფთან დაკავშირებით.

ედიშერ გვენეტაძე

06 ივლისი 2026, 17:27

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: სამართლიანად იქცევა ხელისუფლება და მართლმადიდებლური ეკლესია, როდესაც საზოგადოების წინაშე საჯაროდ გამოაქვს ის ქმედებები, რომლის განხორციელებასაც ლგბტ-ს ევრობიუროკრატი პატრონები აპირებდნენ საპატრიარქოში

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე ირაკლი კირცხალიას შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ ევრობიუროკრატებს ყელში ძვალივით აქვთ გაჩხერილი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

06 ივლისი 2026, 17:26

პოლიტიკა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: წლების განმავლობაში არ გაგვიმხელია ეს გაუგონარი ამბავი, მაგრამ გვაიძულეს, რადგან ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეკლესია დაადანაშაულეს რუსეთის სასარგებლო ქმედებაში - რა გამოდის? თუ ლგბტ პროპაგანდაში არ დაეხმარება მათ ეკლესია, რუსეთის აგენტად გამოგაცხადებენ

„წლების განმავლობაში არ გაგვიმხელია ეს გაუგონარი ამბავი, რომ ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში დამატებით არ გამოგვეწვია შფოთი, მაგრამ გვაიძულეს, რადგან ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეკლესია დაადანაშაულეს რუსეთის სასარგებლო ქმედებაში. არადა, 2019 წლიდან ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ მათი ნაბიჯები მათსავე საქმეს აფუჭებდა. რა გამოდის? თუ ლგბტ პროპაგანდაში არ დაეხმარება მათ ეკლესია, რუსეთის აგენტად გამოგაცხადებენ“, - წერს მამა ანდრია.

ჭოუ ციენი

06 ივლისი 2026, 17:12

პოლიტიკა

ჩინეთის ელჩი ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობაზე: მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, იმედი გვაქვს, ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტებში და წვლილს შეიტანენ ეკონომიკურ განვითარებაში

ელჩის თქმით, წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ერთმანეთს მისალოცი წერილები გაუგზავნეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.

ბაჩო ახალაია

06 ივლისი 2026, 16:52

სამართალი

კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე ბაჩო ახალაიას ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქმე ეხება მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისადა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.

06 ივლისი 2026, 16:45

მსოფლიო

სამხრეთ კორეის სასამართლომ 2019 წლის საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო ოპოზიციის წარმომადგენლები დამნაშავედ ცნო და ფულადი ჯარიმები დააკისრა

სეულის სასამართლომ „ხალხის ძალაუფლების პარტიის“ (PPP) დეპუტატს, ნა კუნგ-ვონს და რამდენიმე პოლიტიკოსს 2019 წლის საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო ფულადი ჯარიმები შეუფარდა, - ინფორმაციას სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

გივი თხელიძე

06 ივლისი 2026, 16:40

ეკონომიკა

ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუნდაც ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით

„ჩვენ, ექსპედიტორები, ყოველთვის ვგულშემატკივრობთ იმას, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა გვქონდეს“, - განაცხადა ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა გივი თხელიძემ.

ნიკოლ ფაშინიანი

06 ივლისი 2026, 16:40

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობების განვითარებით და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობით

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუს კოლეგასთან მიხაილ მიშუსტინთან ეკატერინბურგში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ერევანი მოსკოვთან ურთიერთობების განვითარებაზეა ორიენტირებული და დაინტერესებულია ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობით.

06 ივლისი 2026, 16:28

რეგიონი

6-დან 9 ივლისის 12:00 საათამდე ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30-კმ42 (მე-3) მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას საავტომობილო გზაზე, N1 სახიდე გადასასვლელთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო სამუშაოები განხორციელდება.

06 ივლისი 2026, 16:22

რეგიონი

გივი მიქანაძე ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ინგლისური ენის გამოცდის მეორე სესიის მიმდინარეობას ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში გაეცნო.

მიხეილ ყაველაშვილი
ანტონიო გუტერეში

06 ივლისი 2026, 16:13

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივანს ორგანიზაციის აქტიური ჩართულობისა და საქართველოს საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის. მიხეილ ყაველაშვილმა ანტონიო გუტერეშს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისთვის მოწვევა დაუდასტურა.

ნიკოლ ფაშინიანი

06 ივლისი 2026, 16:09

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა

მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს მე-16 საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის, „ინოპრომის“ პლენარულ სესიაში, რომელიც ეკატერინბურგში 6-9 ივლისს არის დაგეგმილი.

გიორგი ჩაკვეტაძე

06 ივლისი 2026, 16:00

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას „უდინეზეში“ გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას იტალიაში გააგრძელებს. მან კონტრაქტია სერია ა-ს კლუბ „უდინეზესთან“ გააფორმა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.