ლევან მახაშვილი ჯო უილსონის მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე: დოკუმენტი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ უსაფუძვლო და დაუდასტურებელ ბრალდებებს იმეორებს - რეზოლუცია ასუსტებს საარჩევნო პროცესის მიმართ სანდოობას, რომლის დაცვის ვალდებულებასაც ეუთო ისახავს მიზნად და ეწინააღმდეგება არჩევნებში ეუთოს ჩაურევლობის პრინციპს
ლევან მახაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ჯო უილსონის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა. მან პროექტს მიკერძოეული უწოდა და აღნიშნა, რომ რეზოლუციის პროექტი ეუთოს მიმართ ნდობას უფრო აზიანებს, ვიდრე მისი პრინციპების დაცვას ემსახურება.
მახაშვილის შეფასებით, დოკუმენტი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ უსაფუძვლო და დაუდასტურებელ ბრალდებებს იმეორებს.
„რეზოლუცია ასუსტებს საარჩევნო პროცესის მიმართ სანდოობას, რომლის დაცვის ვალდებულებასაც ეუთო ისახავს მიზნად და ეწინააღმდეგება არჩევნებში ეუთოს ჩაურევლობის პრინციპს. გადახედეთ ეუთოს წევრ ქვეყნებში ჩატარებული ბოლო ათი არჩევნების სადამკვირვებლო ანგარიშებს და მითხარით, რომელი მათგანი იყო საქართველოზე უკეთესი იმ პრობლემების მასშტაბით, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებში დაფიქსირდა. ამავე დროს, შეგიძლიათ დაასახელოთ ამათგან თუნდაც ერთი ქვეყანა, რომელიც ამ ფორუმზე მსგავსი მასშტაბის ყურადღების ობიექტი გახდა, არჩევნებიდან 2 წლის შემდეგაც კი?
ღრმა შეშფოთებას იწვევს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი დელეგატის მიერ გამოვლენილი აკვიატებული დამოკიდებულება, რომელიც მხატვრულ ლიტერატურაში აღწერილ შეთქმულების თეორიების მიმდევარს მოგვაგონებს. ბატონი ჯო უილსონის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის გაცნობის შემდეგ, ამ დასკვნის გაკეთებისგან თავის შეკავება შეუძლებელია.
ეს არ არის საპარლამენტო დიპლომატია. ეს არის ჩვენი საერთო, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის ინსტრუმენტალიზაცია, რაც აზიანებს იმ დიალოგის საფუძველს, რომლის დაცვასაც ვესწრაფვით. ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ, როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ FARA-ს რეესტრში შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლობისტურ კომპანია Nelson Mullins-თან გაფორმებული კონტრაქტი, რომელიც, ასევე “სრულიად შემთხვევით” ბატონ ჯო უილსონთანაც არის დაკავშირებული. ბატონო თავმჯდომარევ, ცალკეული შესწორებები ვერ გამოასწორებს იმ ფუნდამენტურ და შინაარსობრივ ნაკლოვანებებს, რომლებიც მთელ დოკუმენტს გასდევს. რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება. ამიტომ, ყველაზე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნებოდა ამ რეზოლუციის სრულად უარყოფა“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ყველა სიახლე
06 ივლისი 2026, 19:01
მსოფლიო
ტრამპი ბალოგუნის დისკვალიფიკაციის გაუქმებაზე: მე ფიფას გადახედვა ვთხოვე, ეს მსაჯი ცოტათი საეჭვო პიროვნებაა, დარღვევა არ ყოფილა - მე ვარ ადამიანი, რომელსაც სპორტი უყვარს, თავადაც კარგი ათლეტი ვიყავი და სპორტი ძალიან კარგად მესმის
ოვალურ კაბინეტში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფოლარინ ბალოგუნისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
06 ივლისი 2026, 18:52
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: „ლენდლორდის“ მოდელით ოპერირებადი პორტები არის ბელგიაში, სინგაპურში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ - პარტნიორებისთვის და პოტენციური პარტნიორებისთვის ეს იქნება აბსოლუტურად ნორმალური ოპერირების გარემო
ძალიან დიდია დაინტერესება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისადმი, რაც ძალიან მისასალმებელია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, სადაც მინისტრმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური აშენება მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით მოხდება.
06 ივლისი 2026, 18:38
მსოფლიო
The Kyiv Independent: ტრამპი და ზელენსკი რუსეთზე ზეწოლის სტრატეგიაზე იმსჯელებენ, რათა მოსკოვი მოლაპარაკებებს დათანხმდეს
ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბური ომის დასრულების გზებს. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა The Kyiv Independent-ს ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს.
06 ივლისი 2026, 18:37
საზოგადოება
მარიამ ლაშხი: ღია, პროფესიული და შედეგზე ორიენტირებული მსჯელობა საფუძვლად დაედება იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებს
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზემო აჭარაში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზედაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან, ზვიად გაბისონიასთან ერთად, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და გამოწვევები განიხილეს.
06 ივლისი 2026, 18:35
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი კი არა, ვინც არ უნდა ჩამოვიდეს, წარმოუდგენელია, რომ რაღაც კონსენსუსი შედგეს საზოგადოებაში, მით უმეტეს როდესაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში - როგორ არ უნდა იცნობდე ამ ქვეყანას, რომ ეს გაბედო, საპატრიარქოში მიხვიდე და ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერა მოითხოვო
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი კი არა, ვინც არ უნდა ჩამოვიდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, წარმოუდგენელია, რომ რაღაც კონსენსუსი შედგეს საზოგადოებაში, მით უმეტეს როდესაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ, რომელმაც კომენტარი გააკეთა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გაცხადებულ ფაქტებზე.
06 ივლისი 2026, 18:28
რეგიონი
მარიამ ლაშხი დაბა ხულოს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრს ეწვია
„როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონებში მიმდინარე საგანმანათლებლო და საგამოცდო პროცესების ადგილზე გაცნობას, რათა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს რეალური ინფორმაცია ჰქონდეს არსებული საჭიროებების, გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ“.
06 ივლისი 2026, 18:26
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რა თქმა უნდა, მეც ვუერთდები ჩემი კოლეგების იმ განწყობას, რომ საზოგადოებისთვის რაც არის პირველი სათქმელი, არის ჩვენი მხრიდან ბოდიში მომხდარი ფაქტის გამო. ჩვენ გვქონდა ძალიან მშვიდი საუბარი, რის შემდეგაც ბატონ ფარულავას არ ვიცი რა მოეჩვენა, წამოვიდა აგრესიაზე
რა თქმა უნდა, მეც ვუერთდები ჩემი კოლეგების იმ განწყობას, რომ საზოგადოებისთვის რაც არის პირველი სათქმელი, არის ჩვენი მხრიდან ბოდიში მომხდარი ფაქტის გამო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
06 ივლისი 2026, 18:18
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ, როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი
ღრმა შეშფოთებას იწვევს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი დელეგატის მიერ გამოვლენილი აკვიატებული დამოკიდებულება, რომელიც მხატვრულ ლიტერატურაში აღწერილ შეთქმულების თეორიების მიმდევარს მოგვაგონებს. ბატონი ჯო უილსონის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის გაცნობის შემდეგ, ამ დასკვნის გაკეთებისგან თავის შეკავება შეუძლებელია.
06 ივლისი 2026, 18:10
სპორტი
ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია გაასაჩივრებს ფიფას გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ფოლარინ ბალოგუნს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში მონაწილეობის უფლება მიეცა
ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია ფიფასგან განმარტებას ითხოვს იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ნაკრების თავდამსხმელს, ფოლარინ ბალოგუნს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მიეცა, მიუხედავად იმისა, რომ წინა მატჩში წითელი ბარათი ჰქონდა მიღებული.
06 ივლისი 2026, 18:04
სპორტი
POLITICO: ევროკავშირი „სამართლიანი თამაშისკენ“ მოუწოდებს მას შემდეგ, რაც ტრამპის ჩარევამ წითელ ბარათთან დაკავშირებით მსოფლიო ჩემპიონატზე აჟიოტაჟი გამოიწვია
ევროკომისიამ სპორტში „სამართლიანი თამაშისა და გამჭვირვალე კონკურენციისკენ“ მოუწოდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ნაკრების ვარსკვლავის, ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შედეგად გაუქმდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
06 ივლისი 2026, 18:03
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენებასთან დაკავშირებით: მოდელის ცვლილება ასევე პასუხობს იმ დღევანდელ მოთხოვნებს, რომელიც გლობალური რეალობიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში
მოდელის ცვლილება ასევე პასუხობს იმ დღევანდელ მოთხოვნებს, რომელიც გლობალური რეალობიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენებასთან დაკავშირებით„დღის ქრონიკის“ წამყვანის კითხვის პასუხად.
06 ივლისი 2026, 17:59
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი: გასული პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა „შუა დერეფნის“ კონტექსტში ტვირთნაკადების მობილობა და ჩვენ ვხედავთ რამხელა მნიშვნელობა შეიძინა ჩვენმა ქვეყანამ და „შუა დერეფანმა“, როგორც გამორჩეულად სანდო პარტნიორმა
გასული პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა „შუა დერეფნის“ კონტექსტში ტვირთნაკადების მობილობა და ჩვენ ვხედავთ რამხელა მნიშვნელობა შეიძინა ჩვენმა ქვეყანამ და „შუა დერეფანმა“, როგორც გამორჩეულად სანდო პარტნიორმა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „ლენდლორდის“ მოდელზე საუბრისას.
06 ივლისი 2026, 17:58
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფოს როლი არის ის, რომ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც იქმნება გლობალურად, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ეს ქმნის იმ ფუნდამენტურ საფუძველს, რომელიც 2029 წელს ჩვენს ქვეყანას შეაძლებინებს, რომ პირველ რიგში ანაკლიაში მიიღოს პირველი გემი. და მეორე, რომ ჩვენმა ქვეყანამ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უზრუნველყოს 25 მილიონამდე ტონა ტვირთის გატარება
სახელმწიფოს როლი არის ის, რომ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც იქმნება გლობალურად ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ. საბედნიეროდ დღეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ როდესაც ვსაუბრობთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის მოდიფიკაცია გავუკეთოთ იმ პირველად გეგმას, რომელიც ანაკლიის განვითარებაზე გვქონდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
06 ივლისი 2026, 17:52
ეკონომიკა
სემეკი შპს „მამედის“ მიერ სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვის სმს შეტყობინების სახით გაგზავნილ ცრუ შეტყობინებას ეხმიანება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება გაზგამანაწილებელი კომპანიის შპს „მამედის“ მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისათვის გაგზავნილ სმს შეტყობინებას ბუნებრივი გაზის ტარიფთან დაკავშირებით.
06 ივლისი 2026, 17:27
პოლიტიკა
ედიშერ გვენეტაძე: სამართლიანად იქცევა ხელისუფლება და მართლმადიდებლური ეკლესია, როდესაც საზოგადოების წინაშე საჯაროდ გამოაქვს ის ქმედებები, რომლის განხორციელებასაც ლგბტ-ს ევრობიუროკრატი პატრონები აპირებდნენ საპატრიარქოში
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე ირაკლი კირცხალიას შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ ევრობიუროკრატებს ყელში ძვალივით აქვთ გაჩხერილი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია.
06 ივლისი 2026, 17:26
პოლიტიკა
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: წლების განმავლობაში არ გაგვიმხელია ეს გაუგონარი ამბავი, მაგრამ გვაიძულეს, რადგან ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეკლესია დაადანაშაულეს რუსეთის სასარგებლო ქმედებაში - რა გამოდის? თუ ლგბტ პროპაგანდაში არ დაეხმარება მათ ეკლესია, რუსეთის აგენტად გამოგაცხადებენ
„წლების განმავლობაში არ გაგვიმხელია ეს გაუგონარი ამბავი, რომ ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში დამატებით არ გამოგვეწვია შფოთი, მაგრამ გვაიძულეს, რადგან ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეკლესია დაადანაშაულეს რუსეთის სასარგებლო ქმედებაში. არადა, 2019 წლიდან ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ მათი ნაბიჯები მათსავე საქმეს აფუჭებდა. რა გამოდის? თუ ლგბტ პროპაგანდაში არ დაეხმარება მათ ეკლესია, რუსეთის აგენტად გამოგაცხადებენ“, - წერს მამა ანდრია.
06 ივლისი 2026, 17:12
პოლიტიკა
ჩინეთის ელჩი ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობაზე: მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, იმედი გვაქვს, ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტებში და წვლილს შეიტანენ ეკონომიკურ განვითარებაში
ელჩის თქმით, წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ერთმანეთს მისალოცი წერილები გაუგზავნეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.
06 ივლისი 2026, 16:57
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს თურქეთის რესპუბლიკაში დაგეგმილ ღონისძიებაში - „მოკავშირეები ანკარაში“
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის 7-8 ივლისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“.
06 ივლისი 2026, 16:52
სამართალი
კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე ბაჩო ახალაიას ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საქმე ეხება მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისადა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.


