imedi /  07 ივლისი 2026, 11:07 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: რუსეთის გარშემო თანდათან ყალიბდება ახალი საინფორმაციო-პოლიტიკური გარემო, სადაც საკითხები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ტაბუდ ითვლებოდა, დღეს კრემლის რეაქციის შიშის გარეშე განიხილება

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს რუსეთზე სხვადასხვა ფორმით განხორციელებულ ზეწოლას, ამ თემაზე საკუთარ ანალიზს აკეთებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. ზეწოლის მაგალითად მას ყარაბაღში გამართულ ფორუმზე გამოთქმული ღია განცხადებები მოჰყავს.

დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ფორმით კუთხეში მომწყვდეული რუსეთი ისტორიულად საშიში და სასტიკი ხდება და კრიზისი მყოფი შეიძლება ძალიან სახიფათო ფაზაში შევიდეს.

„ყარაბაღში, კერძოდ შუშაში გამართული ფორუმი ერთი შეხედვით, მორიგ საექსპერტო პლატფორმას ჰგავდა, თუმცა იქ გაჟღერებული გზავნილების შინაარსი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე თავად მონაწილეები. თუმცა, მონაწილეთა სპექტრიც საკმაოდ მრავალფეროვანი იყო: რუსეთში მცხოვრები მუსლიმური და ეთნოუმცირესობების თემების წარმომადგენლები. ამან შეიძლება კვლავ დაძაბოს პოლიტიკური ურთიერთობები მოსკოვსა და ბაქოს შორის, ვინაიდან სწორედ შუშაში გაჟღერდა სეპარატისტული მოწოდებები.

როდესაც საერთაშორისო ტრიბუნიდან იწყება საუბარი ჩერქეზების, იაკუტების, ბურიატებისა და რუსეთის ფედერაციის სხვა ხალხების ისტორიულ ბედზე, როდესაც ისმის მოთხოვნები წარსულისა და აწმყოს მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ, ეს უკვე ჰუმანიტარული დისკუსიის ფარგლებს სცდება. ეს იმის ნიშანია, რომ რუსეთის გარშემო თანდათან ყალიბდება ახალი საინფორმაციო-პოლიტიკური გარემო, სადაც საკითხები, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინ აბსოლუტურ ტაბუდ ითვლებოდა, დღეს საჯაროდ და კრემლის რეაქციის შიშის გარეშე განიხილება. და ეს, ალბათ, შუშის ფორუმის მთავარი შედეგია.

კიდევ რამდენიმე წლის წინ, მსგავსი რიტორიკა წარმოუდგენლად მოგვეჩვენებოდა. მაგრამ დღეს რუსეთი მხოლოდ სამხედრო, ეკონომიკურ და სანქციურ გამოწვევებს აღარ აწყდება. იგი სულ უფრო ხშირად იქცევა გლობალური საინფორმაციო კამპანიის ობიექტად, სადაც ნებისმიერი შიდა პრობლემა მყისიერად საერთაშორისო თემად იქცევა. ლოჯისტიკური სირთულეები, ცალკეულ საქონელზე შეფერხებები, საწვავის საკითხი, ყირიმის კრიზისი, სოციალური უკმაყოფილება - ყველაფერი ეს წამებში ვრცელდება სოციალურ ქსელებში და მილიონობით ნახვის მქონე ვიდეოებად, მემებად და დაცინვის ობიექტად იქცევა.

თანამედროვე სამყაროში რეპუტაციული დანაკარგები ხშირად არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ეკონომიკური ან სამხედრო ზიანი. და მოსკოვისთვის ყველაზე უსიამოვნო ის არის, რომ ასეთი ტალღების შეჩერება უკვე არც აკრძალვებით და არც ადმინისტრაციული მეთოდებით არის შესაძლებელი.

შუშა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ბევრი გარე მოთამაშე უკვე გრძნობს რუსეთის გავლენის შესუსტებას. შესაძლოა რუსეთის მისამართით ეს მცდარი შეხედულება და სახიფათო ილუზია იყოს, მაგრამ პოლიტიკა დაუნდობელია იმ ძალების მიმართ, რომლებსაც სუსტებად აღიქვამენ. სანამ სახელმწიფო ძლიერად გამოიყურება, ბევრი მწვავე თემების წამოწევას ერიდება. მაგრამ როგორც კი ჩნდება შთაბეჭდილება, რომ მისი პოზიციები დასუსტებულია, გუშინდელი ტაბუ ერთმანეთის მიყოლებით ქრება. სწორედ ამიტომ ისმის დღეს სულ უფრო ხშირად ისეთი კითხვები, რომელთა საჯაროდ განხილვას ცოტა ხნის წინ თითქმის ვერავინ ბედავდა. საუბარი აღარ არის მხოლოდ აზერბაიჯანზე. საუბარია ბევრად უფრო ფართო პროცესზეა - იმ ურთიერთობათა სისტემის გადახედვაზე, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბდა.

კრემლისთვის ყველაზე შემაშფოთებელი ტენდენცია ის არის, რომ მის წინააღმდეგ უკვე არა რომელიმე კონკრეტული მოწინააღმდეგე, არამედ თავად დროისა და გარემოს ატმოსფერო იწყებს მუშაობას. საინფორმაციო ომები იშვიათად იგება ტანკებით, დრონებით ან დიპლომატიური ნოტებით. ისინი აღქმების დონეზე იგება ან მარცხდება. და თუ სულ უფრო მეტი ქვეყანა, საზოგადოება და მედია იწყებს იმის დაშვებას, რომ რუსეთი სტრატეგიული შესუსტების ეტაპზე შევიდა, მაშინ ყოველი ახალი მოვლენა - იქნება ეს შუშის ფორუმი თუ TikTok-ში გავრცელებული მორიგი ვირუსული ვიდეო, სწორედ ამ პრიზმიდან იქნება შეფასებული.

ასეთ ვითარებაში საფრთხეს უკვე არა ცალკეული განცხადებები ან კონფერენციები, არამედ ავტორიტეტის წინააღმდეგ მიმართული მრავალი მცირე დარტყმის დაგროვება წარმოადგენს, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება გაცილებით სერიოზულ პრობლემად იქცეს, ვიდრე ეს დღეს ჩანს. და რაც ყველაზე მთავარია - ისტორიულად, ასეთ მდგომარებამდე მიყვანილი რუსეთი, განსაკუთრებით საშიში ხდება. მას შეუძლია ბოროდინოს ბრძოლა დათმოს, მოსკოვიც კი გადაწვას - და შემდეგ ფრანგებს ესპანეთამდე შეუტიოს. დიდი სამამულო ომზე რომ არაფერი ვთქვათ. ასე რომ, მიმდინარე კრიზისი შეიძლება ძალიან სახიფათო ფაზაში შევიდეს...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

13 სექტემბერი 2026, 21:39

სამართალი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

როგორც აღმოჩნდა, ფიქციურ ქორწინებასა და სტუდენტის ყალბ სტატუსს, დასავლური ქვეყნების მსგავსად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად საქართველოშიც ხშირად იყენებენ. შესაბამისად, არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით, სახელმწიფოს დამატებითი რეგულაციების შემოღება და კანონების გამკაცრება მოუხდა.

გორდონ კიოლერი

13 სექტემბერი 2026, 21:32

პოლიტიკა

გორდონ კიოლერი: ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა

ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD)-ს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ გორდონ კიოლერმა AfD-ს აკრძალვის მცდელობაზე საუბრისას.

კრისტიან მერტენსი

13 სექტემბერი 2026, 21:22

პოლიტიკა

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი, ყველაზე მცირე, თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

ამჟამინდელი ევროკავშირი, ყველაზე მცირე, თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში AfD-ს დეპუტატმა კრისტიან მერტენსმა. გერმანელი დეპუტატი რეგიონულ არჩევნებში AfD-ს გამარჯვებას ისტორიულს უწოდებს და ამბობს, რომ საქსონია ანჰალტის მოსახელობის დიდი უმრავლესობის ხმები მიიღო იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც პოლიტიკის წარმოებას მხოლოდ და მხოლოდ გერმანელი ერის ინტერესების შესაბამისად აპირებს.

13 სექტემბერი 2026, 21:17

სამართალი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

გამოძიების ვერსიით, სქემის მონაწილეები პაციენტებისა და ექიმების მონაცემებს „დარქნეტზე“ ყიდულობდნენ და შესაბამისად, დოკუმენტაციის ნამდვილობა ეჭვს აღარ იწვევდა და თანხებიც ფიქციური კომპანიების ანგარიშებზე ყოველგვარი შეფერხების გარეშე ირიცხებოდა, შემდეგ კი, დანაშაულებრივი სინდიკატების ოფშორულ ანგარიშებზე ხვდებოდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკელმა პენსიონერებმა მიიღეს ათასობით დოლარის ხარჯთაღრიცხვა მომსახურებაზე, რომლითაც არ უსარგებლიათ.

არჩილ გორდულაძე

13 სექტემბერი 2026, 21:11

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

როგორც ირკვევა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა სხვა საქმესთან დაკავშირებით დამატებითი გამოძიება და კონკრეტული ჩვენებები ჰქონდა მიცემული სხვა მაღალი თანამდებობის პირს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბატონი ირაკლის წინააღმდეგ და ახალი ბრალის წარდგენასაც ლოგიკურად იგი მოელოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას.

13 სექტემბერი 2026, 20:59

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

უამრავი ხელოვნური ბარიერის, ზეწოლის და აკრძალვის მცდელობის მიუხედავად, რეგიონულ არჩევნებში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება და მისი სწრაფად მზარდი რეიტინგი აჩვენებს, რომ გერმანიასა და მთლიანად ევროკავშირში ბრიუსელის ცენტრალიზებული პოლიტიკით უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება.

ვატო შაქარიშვილი

13 სექტემბერი 2026, 20:58

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ვხედავთ, რომ ის აღმოჩნდა ისეთ პოლიტიკურ კამპანიაში, „ასავალ-დასავალთან“, „პატრიოტთა ალიანსთან“ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, რომლის მიზანიც არის საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება

ყოველგვარ მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულურება, როგორიც გახლდათ ზურაბ ლაზარე ჯორბენაძე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე საუბრისას. მისი თქმით, ლაზარე ჯორბენაძის ადამიანის პირადი ტრაგედიის პოლიტიკაში გადატანა და ამით დივიდენდების მიღების მცდელობა ამორალურია.

13 სექტემბერი 2026, 20:40

პოლიტიკა

რატომ ჩადგა ყოფილი პრემიერი თავისი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - ღარიბაშვილის მეტამორფოზა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

რატომ ჩადგა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - წერილები ციხიდან გრძელდება და უმძიმესი ბრალდებები ისევ ისმის.

ამირან სალუქვაძე

13 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

ტყვე რას ნიშნავს? ტყვე არის, რომელიც ჩაგბარდა და წინააღმდეგობას აღარ გიწევს. ვინც გებრძვის იარაღით, იმას ესვრი და კლავ, ეს დანაშაულად არ ითვლება. რა მომენტიდანაც ის [ტყვე] ჩაგბარდა, მის უფლებებს იცავს საერთაშორისო სამართალი, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში სამხედრო ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ბარამიძის შემთხვევა იქნება გამაფრთხილებელი სხვებისთვის და მსგავსი განცხადების გაკეთებამდე ასჯერ დაფიქრდებიან.

გიორგი ბარამიძე

13 სექტემბერი 2026, 20:30

პოლიტიკა

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის? - ამ კითხვას პასუხი ახლა მართლმსაჯულებამ უნდა გასცეს, რადგან ახლახან საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ კი საბოტაჟის ბრალდებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე დააკავა, სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ლევან ნიკოლეიშვილი

13 სექტემბერი 2026, 20:25

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: პირდაპირ არის გამიზნული სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებად, რომ გამოიყვანოს საქართველო ისეთ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც არავითარი კანონები არ არსებობს

პირდაპირ არის გამიზნული სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებად, რომ გამოიყვანოს საქართველო ისეთ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც არავითარი კანონები არ არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ლევან ნიკოლეიშვილმა გიორგი ბარამიძის განცხადების შეფასებისას.

ირაკლი ჩიხლაძე

13 სექტემბერი 2026, 20:17

პოლიტიკა

ომი ჩვენი მამების ნატვრა არ ყოფილა, ისინი იბრძოდნენ იმიტომ, რომ მათთვის სამშობლოს დაცვა ღირსების საკითხი იყო. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე და შეურაცხმყოფელი გია ბარამიძის განცხადება - უმძიმესი ბრალდება, რომელიც შეურაცხყოფს არა მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნას - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

ომი ჩვენი მამების ნატვრა არ ყოფილა, ისინი იბრძოდნენ იმიტომ, რომ მათთვის სამშობლოს დაცვა ღირსების საკითხი იყო. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე და შეურაცხმყოფელი გია ბარამიძის განცხადება - უმძიმესი ბრალდება, რომელიც შეურაცხყოფს არა მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნას

პატრიარქი შიო მესამე

13 სექტემბერი 2026, 19:50

საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის

პატრიარქი შიო მესამე ხვალ სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის, - აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შაკო ჩაჩანიძე

13 სექტემბერი 2026, 18:56

პოლიტიკა

შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“ „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე „იმედზე“ გამართულ დებატებთან დაკავშირებით, რომელშიც განათლების მინისტრი გივი მიქანაძე მოადგილესთან ერთად მონაწილეობდა, ოპოზიციის რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი

13 სექტემბერი 2026, 18:14

მსოფლიო

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

„ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს. მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა: „დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს“.

13 სექტემბერი 2026, 17:40

მსოფლიო

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

„გუნტერ ზაუტერი, კანცლერის ოფისის მრჩეველი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, შაბათს საღამოს კიევიდან პოლონეთისკენ მიმავალ ღამის მატარებელში იმყოფებოდა. დილის დაახლოებით 5:00 საათზე, მატარებელი პოლონეთის საზღვართან გაჩერდა, სასაზღვრო ზონაში დრონების დარტყმების გამო კი, მატარებლის მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა“, - წერს გამოცემა.

13 სექტემბერი 2026, 17:29

სამართალი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - მორიგი ოპერაციის შედეგად რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. თითქმის უწყვეტ რეჟიმში აკავებენ დანაშაულში მხილებულებს და ოპერატიული მუშაობით სამართალდამცველებმა არაერთი დანაშაული აღკვეთეს.

13 სექტემბერი 2026, 17:29

მსოფლიო

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე შეთანხმების გაფორმებაც იგეგმება, რომელიც დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს. შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ბრიტანეთის პრემიერმა ენდი ბერნემმა, პარლამენტარებს მიანიშნა, რომ შოტლანდიის კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას იმ შემთხვევაში დართავდა ნებას, თუ ამის ირგვლივ „მკაფიო კონსენსუსი“ ჩამოყალიბდებოდა.

ლეო XIV

13 სექტემბერი 2026, 17:18

მსოფლიო

რომის პაპი: ყველას მოვუწოდებ, ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს

„კვლავ აღვავლენ ლოცვებს მათთვის, ვინც დაიღუპა და მათთვის, ვინც იმ ტრაგიკული დღის იარებს დღემდე ატარებს. იმ ფონზე, როდესაც კონფლიქტები და ძალადობა ჩვენს ამდენ ძმასა და დას ეხება, ყველას მოვუწოდებ ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს“, - განაცხადა პაპმა.

13 სექტემბერი 2026, 17:09

მსოფლიო

ჰორმუზის სრუტეში ირანულ გემს დაარტყეს

ჰორმუზის სრუტეში ირანულ სატვირთო გემზე თავდასხმა მოხდა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანულ კომერციულ გემს კუნძულ ჰენგამის ახლოს, ქეშმის შიბ-დერაზის სანაპიროსთან გამთენიისას დაარტყეს.