„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაცხადებული ფაქტები უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რათა კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გავიაზროთ, რომ ევროკავშირისკენ სვლა საფრთხეში აგდებს ყველა ფუნდამენტს, რაზეც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად იდგა, ასევე შეუძლებელს ხდის მომავალში მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას
ფოტო: Facebook
გასაჯაროებული ფაქტები ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის თუ წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან ქართულ ეკლესიაზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, არის ევროკავშირის მორალური და ღირებულებითი დეგრადაციის მორიგი თვალსაჩინო მტკიცებულება, - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ წლების განმავლობაში ერთი ხელით ევრობიუროკრატია აფინანსებდა ისეთ ორგანიზაციებსა და კომპანიებს, რომლების მიზანიც ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია იყო, ხოლო მეორე ხელით კი პირდაპირ სთხოვდა საქართველოს საპატრიარქოს ლგბტ იდეოლოგიის დამკვიდრების პროცესში ჩართვას.
„პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სახელით გვსურს გამოვეხმაუროთ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ უმძიმეს რეალობას, რაზეც ჩვენი პარტია შექმნის დღიდან აფრთხილებდა საზოგადოებას. გასაჯაროებული ფაქტები ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის თუ წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან ქართულ ეკლესიაზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, არის ევროკავშირის მორალური და ღირებულებითი დეგრადაციის მორიგი თვალსაჩინო მტკიცებულება.
მართლმადიდებელი ეკლესია და ქართველი ხალხის ქრისტიანული რწმენა იყო არის და იქნება ის უმთავრესი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის „დიფ სთეითის“ და მის მიერ მართული ევრობიუროკრატიის გეგმის განხორციელებას, რაც ჩვენს ქვეყანაში ლგბტ დღის წესრიგის გაბატონებას გულისხმობს, როგორც ეს ევროკავშირშია.
ირკვევა, რომ ერთი ხელით ევრობიუროკრატია წლების განმავლობაში აფინანსებდა ისეთ ორგანიზაციებსა და კამპანიებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ეკლესიის დისკრედიტაციას, ხოლო მეორე ხელით საპატრიარქოში ოფიციალურ შეხვედრებზე პირდაპირ ითხოვდა ეკლესიის ჩართვას საქართველოში ლგბტ იდეოლოგიის დამკვიდრების პროცესში. ახლა ჩვენ ხელთ გვაქვს საპატრიარქოს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და ასევე ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელთა შორისაც პირდაპირი კორელაციაა, რადგან კიდევ ერთხელ ნათლად იკვეთება თუ რატომ არის ქართული ეკლესია ევრობიუროკრატიის სისტემური და სისტემატური შეტევის ადრესატი.
ცხადია, შანტაჟის მცდელობაზე ეკლესიის მტკიცე პოზიცია გახდა იმ ჩანაწერის მიზეზი, რომელიც სწორედ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ ნახსენები რასა იუკნევიჩიანეს ავტორობით მომზადებულ რეზოლუციაში გაჩნდა, სადაც ეკლესია “რუსული გავლენის გამტარებლად” იქნა მოხსენიებული. ამასთან ერთად, ამავე დოკუმენტით ევროპარლამენტი საქართველოსგან კიდევ ერთხელ ითხოვს, გააუქმოს კანონი ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.
ჩვენ არაერთხელ განგვიმარტავს, რომ ცალკეული ქვეყნების დამორჩილების და საკუთარი ინტერესებით მართვის პროცესის გამარტივებისათვის უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში „დიფ სთეითმა“ ევროკავშირს თავს მოახვია და მარიონეტი პოლიტიკური ელიტის ხელით დანერგა სამი ძირითადი მიმართულება: ლგბტ პროპაგანდა; უკონტროლო მიგრაცია და ე.წ. მწვანე პოლიტიკა, რომელთა განხორციელების შედეგიც არის ის მრავალმხრივი კრიზისები, რაშიც ევროკავშირი იმყოფება. მაგრამ ურთულესი ვითარების მიუხედავად, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დიდ გამარჯვებად მიიჩნევს, ორბანის გადარჩევის შემდეგ, ბუდაპეშტში მთავრობის თანხმობით ჩატარებულ ლგბტ პრაიდს, რომელსაც ის განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მთელი ევროპა ამაყობს“ ამ მოვლენით.
ჩვენ ვნახეთ ევროკომისიის ლგბტ სტრატეგია 2026-2030, რომლის მიხედვითაც ბავშვებში სქესის შეცვლა ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ყოველგვარი დაბრკოლების, მათ შორის მშობლის ჩარევის გარეშე. ცნობილია, რომ ევროკავშირის 16 ქვეყანაში დაკანონებულია ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება, ხოლო ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყველა წევრ ქვეყანას დაევალა, სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული ქორწინების იურიდიული აღიარება.
ევროკავშირის ქვეყნებში ვხედავთ ეკლესიებს, რომლებიც ლგბტ პრაიდებსა და მსგავს ღონისძიებებს ეთმობა. სულ რამდენიმე დღის წინ იხილა საზოგადოებამ ლგბტ პრაიდი ნიდერლანდებში, რომელშიც 10 წლამდე ბავშვები მონაწილეობდნენ. შეგახსენებთ, რომ ამავე ქვეყანაში 2021 წლიდან ოფიციალურად დაარსებულია ლგბტ პრაიდი არასრულწლოვანთათვის - ე.წ. Junior Pride.
ევროკავშირში მრავალწლიანმა ლგბტ პროპაგანდამ საკუთარი მძიმე შედეგები უკვე გამოიღო - IPSOS-ის კვლევით, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მასშტაბით ჩატარდა, დგინდება, რომ მზარდია იმ ახალგაზრდების რიცხვი, ვინც საკუთარ თავს ლგბტ თემს მიაკუთვნებს და 2025 წელს ამ მაჩვენებელმა Z თაობაში 17%-ს მიაღწია, ეს კი ყოველი მეექვსე ახალგაზრდაა!
ამ კატასტროფული შედეგებისგან იცავს ჩვენს ქვეყანას ქართული ეკლესია და სწორედ ამიტომ არის ის შანტაჟისა და შეტევის ადრესატი, სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ბრიუსელის მხრიდან, არა თუ შეწყდება, არამედ კიდევ უფრო გაძლიერდება. საქართველოს წინაშე წამოყენებულია მკაფიო ულტიმატუმი - უარი საკუთარ იდენტობაზე, ოჯახურ და ტრადიციულ ღირებულებებზე, ლგბტ პროპაგანდისგან ბავშვების დაცვაზე, სუვერენიტეტსა და საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ გახანგრძლივდეს ილუზია ისეთ კავშირში გაწევრიანების შესახებ, რომელშიც წინასწარ გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხმის უფლებაც კი არ გვექნება.
სხვა გარემოებებთან ერთად, რაც ჩვენს წერილებში მრავალჯერ, დეტალურად გვაქვს განხილული, მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაცხადებული ფაქტები უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რათა კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გავიაზროთ, რომ ევროკავშირისკენ სვლა საფრთხეში აგდებს ყველა ფუნდამენტს, რაზეც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად იდგა, ასევე შეუძლებელს ხდის მომავალში მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. საქართველოს მოსახლეობამ უკანასკნელ წლებშიც არაერთხელ გამოხატა, რომ მას სურს მშვიდობიანი, სუვერენული, ტრადიციული, ქრისტიანული ქვეყანა, რისი მიღწევაც შესაძლებელია ნეიტრალური სტატუსის პირობებში და არა ევროილუზიებზე აგებული პოლიტიკით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ყველა სიახლე
13 სექტემბერი 2026, 23:45
რეგიონი
სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო.
13 სექტემბერი 2026, 23:35
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი, AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის
თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა, ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“.
13 სექტემბერი 2026, 23:32
პოლიტიკა
AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში
მმართველ სისტემას ეშინია ახალი მთავრობისა, რომელიც შეიძლება გერმანიაში ჩამოყალიბდეს. ჩვენ მოვიგეთ არჩევნები, ყველაზე ძლიერი პარტია აღმოვჩნდით საქსონია-ანჰალტში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა ირმჰილდ ბოსდორფმა.
13 სექტემბერი 2026, 23:29
პოლიტიკა
ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო
საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა, ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“.
13 სექტემბერი 2026, 23:27
პოლიტიკა
ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია
გერმანელმა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეებს აწუხებთ.
13 სექტემბერი 2026, 23:25
პოლიტიკა
ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა
წამყვანმა მას გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში გამართულ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და მისი პარტიის ყოველწლიურად მზარდ რეიტინგს გაუსვა ხაზი. კითხვაზე, რატომ დაკარგა მათი პარტიის სტიგმატიზაციამ გავლენა გერმანელ ამომრჩეველზე და რამ განაპირობა არჩევნებში AfD-ს გამარჯვება, ბოსდორფმა განაცხადა, რომ ადამიანები ხედავენ, რომ გერმანიაში პრობლემების რაოდენობა იზრდება. შესაბამისად, მათი პარტიის წინააღმდეგ გამოთქმულმა არგუმენტებმაც აზრი დაკარგა.
13 სექტემბერი 2026, 22:25
კულტურა
ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
აჭარამ „გონიოს ჰანგებს“ უმასპინძლა. საერთაშორისო ფესტივალი ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლესთან ასოცირდება.
13 სექტემბერი 2026, 22:20
ეკონომიკა
ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით
17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი, მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით, - განაცხადა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ.
13 სექტემბერი 2026, 22:02
მსოფლიო
პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
მსოფლიო ლიდერებთან ერთად მასშტაბურ ფორუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა. კოსმოსის თემაზე ასეთი მასშტაბის უმაღლესი დონის შეკრება პირველად გაიმართა. 120-მდე ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კოსმოსის მომავალზე, ახალი ტექნოლოგიების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს.
13 სექტემბერი 2026, 22:02
სამართალი
გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა
გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში, მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა გურამ დავითაშვილმა.
13 სექტემბერი 2026, 21:55
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ
2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის პოლიტიკაზე საუბრისას. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროს მიერ დარეგისტრირებული პირველი ცვლილებები, თავშესაფრის სისტემას და გაძევების მექანიზმების გამართვას შეეხებოდა.
13 სექტემბერი 2026, 21:39
სამართალი
ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
როგორც აღმოჩნდა, ფიქციურ ქორწინებასა და სტუდენტის ყალბ სტატუსს, დასავლური ქვეყნების მსგავსად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად საქართველოშიც ხშირად იყენებენ. შესაბამისად, არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით, სახელმწიფოს დამატებითი რეგულაციების შემოღება და კანონების გამკაცრება მოუხდა.
13 სექტემბერი 2026, 21:32
პოლიტიკა
გორდონ კიოლერი: ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა
ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD)-ს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ გორდონ კიოლერმა AfD-ს აკრძალვის მცდელობაზე საუბრისას.
13 სექტემბერი 2026, 21:22
პოლიტიკა
AfD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი, ყველაზე მცირე, თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას
ამჟამინდელი ევროკავშირი, ყველაზე მცირე, თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში AfD-ს დეპუტატმა კრისტიან მერტენსმა. გერმანელი დეპუტატი რეგიონულ არჩევნებში AfD-ს გამარჯვებას ისტორიულს უწოდებს და ამბობს, რომ საქსონია ანჰალტის მოსახელობის დიდი უმრავლესობის ხმები მიიღო იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც პოლიტიკის წარმოებას მხოლოდ და მხოლოდ გერმანელი ერის ინტერესების შესაბამისად აპირებს.
13 სექტემბერი 2026, 21:17
სამართალი
ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
გამოძიების ვერსიით, სქემის მონაწილეები პაციენტებისა და ექიმების მონაცემებს „დარქნეტზე“ ყიდულობდნენ და შესაბამისად, დოკუმენტაციის ნამდვილობა ეჭვს აღარ იწვევდა და თანხებიც ფიქციური კომპანიების ანგარიშებზე ყოველგვარი შეფერხების გარეშე ირიცხებოდა, შემდეგ კი, დანაშაულებრივი სინდიკატების ოფშორულ ანგარიშებზე ხვდებოდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკელმა პენსიონერებმა მიიღეს ათასობით დოლარის ხარჯთაღრიცხვა მომსახურებაზე, რომლითაც არ უსარგებლიათ.
13 სექტემბერი 2026, 21:11
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება
როგორც ირკვევა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა სხვა საქმესთან დაკავშირებით დამატებითი გამოძიება და კონკრეტული ჩვენებები ჰქონდა მიცემული სხვა მაღალი თანამდებობის პირს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბატონი ირაკლის წინააღმდეგ და ახალი ბრალის წარდგენასაც ლოგიკურად იგი მოელოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას.
13 სექტემბერი 2026, 20:59
მსოფლიო
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
უამრავი ხელოვნური ბარიერის, ზეწოლის და აკრძალვის მცდელობის მიუხედავად, რეგიონულ არჩევნებში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება და მისი სწრაფად მზარდი რეიტინგი აჩვენებს, რომ გერმანიასა და მთლიანად ევროკავშირში ბრიუსელის ცენტრალიზებული პოლიტიკით უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება.
13 სექტემბერი 2026, 20:58
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ვხედავთ, რომ ის აღმოჩნდა ისეთ პოლიტიკურ კამპანიაში, „ასავალ-დასავალთან“, „პატრიოტთა ალიანსთან“ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, რომლის მიზანიც არის საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება
ყოველგვარ მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულურება, როგორიც გახლდათ ზურაბ ლაზარე ჯორბენაძე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე საუბრისას. მისი თქმით, ლაზარე ჯორბენაძის ადამიანის პირადი ტრაგედიის პოლიტიკაში გადატანა და ამით დივიდენდების მიღების მცდელობა ამორალურია.
13 სექტემბერი 2026, 20:40
პოლიტიკა
რატომ ჩადგა ყოფილი პრემიერი თავისი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - ღარიბაშვილის მეტამორფოზა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
რატომ ჩადგა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - წერილები ციხიდან გრძელდება და უმძიმესი ბრალდებები ისევ ისმის.
13 სექტემბერი 2026, 20:33
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის
ტყვე რას ნიშნავს? ტყვე არის, რომელიც ჩაგბარდა და წინააღმდეგობას აღარ გიწევს. ვინც გებრძვის იარაღით, იმას ესვრი და კლავ, ეს დანაშაულად არ ითვლება. რა მომენტიდანაც ის [ტყვე] ჩაგბარდა, მის უფლებებს იცავს საერთაშორისო სამართალი, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში სამხედრო ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ბარამიძის შემთხვევა იქნება გამაფრთხილებელი სხვებისთვის და მსგავსი განცხადების გაკეთებამდე ასჯერ დაფიქრდებიან.


