სტეფანჩუკი: სერბები არ არიან „პატარა რუსები“, უკრაინელები არ არიან „მალოროსები“, მოლდოველები და ქართველები არასოდეს ყოფილან და არც არასოდეს იქნებიან რუსების „უმცროსი ძმები“. კმარა დამცირება
სერბები არ არიან „პატარა რუსები“, უკრაინელები არ არიან „მალოროსები“, მოლდოველები და ქართველები არასოდეს ყოფილან და არც არასოდეს იქნებიან რუსების „უმცროსი ძმები“. კმარა დამცირება, - განაცხადა უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა.
„თითოეულმა თქვენგანმა, ძვირფასო მეგობრებო, კარგად იცის დიქტატორული რუსეთისა და მისი სისხლიანი წინამორბედის - საბჭოთა კავშირის, რომელსაც კომუნისტური კგბ-ს სისტემა მართავდა - ფასი. ეს კარგად იცის მოლდოვამ, კარგად იცის საქართველომ, კარგად იცის მთელმა ბალკანეთმა, სადაც საბჭოთა კავშირი და რუსეთი ყოველთვის იყენებდნენ პრინციპს — „დაყავი და იბატონე“. ისინი ავრცელებდნენ და კვლავაც ავრცელებენ პოლიტიკურ ტერორსა და ეკონომიკურ შანტაჟს, თესავდნენ და დღესაც თესავენ მტრობას ქვეყნებსა და ხალხებს შორის. ამ ყველაფრის ფასი კი ადამიანთა განუზომელი ტკივილია.
ამიტომ დღეს, აქ, ბელგრადში, მინდა მკაფიოდ ვთქვა: სერბები არ არიან „პატარა რუსები“, უკრაინელები არ არიან „მალოროსები“, მოლდოველები და ქართველები არასოდეს ყოფილან და არც არასოდეს იქნებიან რუსების „უმცროსი ძმები“. კმარა დამცირება. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები ვართ, სადაც ევროპული ერები ცხოვრობენ და ერთ დღეს აუცილებლად ყველანი შევხვდებით ევროკავშირში“, - განაცხადა სტეფანჩუკმა.
ყველა სიახლე
07 ივლისი 2026, 18:14
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ჯო უილსონის ინიციირებულ რეზოლუციაზე: იმ ფურცლის ფასიც კი არ აქვს ამ რეზოლუციებს, რომელზეც იბეჭდება. ასეთი რეზოლუციები ბევრად უფრო მეტს მეტყველებს მის დამწერზე და მიმღებზე, ვიდრე არსებულ რეალობაზე
იმ ფურცლის ფასიც კი არ აქვს ამ რეზოლუციებს, რომელზეც იბეჭდება, - ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ჯო უილსონის მიერ ინიციირებულ რეზოლუციას.
07 ივლისი 2026, 18:07
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე: გახარიას გუნდის წევრებმა თავად წამოიწყეს კონფლიქტი, თავად არიან ამ კონფლიქტის მაპროვოცირებლები და ჯობია, წუწუნს შეეშვან და საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელონ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმიანება გიორგი გახარიას პარტიის მცდელობას მოიძიოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებებზე სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტები. პაპუაშვილის თქმით, გახარიას გუნდის წევრებმა თავად წამოიწყეს კონფლიქტი, თავად არიან ამ კონფლიქტის მაპროვოცირებლები და ჯობია, წუწუნს შეეშვან და საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელონ.
07 ივლისი 2026, 18:05
მსოფლიო
ტრამპი: გრენლანდიას უნდა აკონტროლებდეს აშშ და არა დანია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, აშშ-მა გრენლანდია აკონტროლოს და არგუმენტად მოიყვანა ის, რომ ეს ტერიტორია სტრატეგიულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის უსაფრთხოებისთვის.
07 ივლისი 2026, 18:03
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გამოვიდეს ხაზარაძე და თავად ილაპარაკოს თუ რაიმეს თქმა უნდა, თუ რაიმე ეთქმის ანაკლიასთან დაკავშირებით. ეს არის ადამიანი, რომელმაც ფაქტობრივად კრახამდე მიიყვანა ანაკლიის პროექტი
გამოვიდეს ხაზარაძე და თავად ილაპარაკოს თუ რაიმეს თქმა უნდა, თუ რაიმე ეთქმის ანაკლიასთან დაკავშირებით. ეს არის ადამიანი, რომელმაც ფაქტობრივად კრახამდე მიიყვანა ანაკლიის პროექტი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სერბეთში ჟურნალისტებთან.
07 ივლისი 2026, 18:00
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციის ფორმატზე: ყველა ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია ერთობა, ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაცვლა, მხარდაჭერა გამოცდილების გაზიარება - მივიღებთ ბელგრადის დეკლარაციას, სადაც ჩვენი განზრახულობები იქნება სრულად ასახული
გვქონდა მოსაზრებების ძალიან ნაყოფიერი გაცვლა კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების მხრიდან. მოვისმინეთ ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, გამოჩნდა ბევრი მსგავსება, მათ შორის რაც ეხება ცვალებად მიზნებს, როდესაც ხან ერთი რამეა მიზანი, ამ სამიზნეს მიაღწევ და შემდეგ იცვლება, ემატება [მიზანი], - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი (სადამფუძნებლო) კონფერენციის შესახებ მედიასთან.
07 ივლისი 2026, 17:55
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: თუკი ევროკავშირი ფიქრობს, რომ შეცვალოს ხმის მიცემის პროცედურები, ეს უნდა ეხებოდეს ყველას თანაბრად და არა ისე, რომ ახალ წევრებს ჰქონდეთ უფრო ნაკლები უფლებები, ვიდრე ე.წ. ძველ წევრებს
სხვადასხვა ხარისხის წევრობასთან დაკავშირებით ყველას აქვს ერთნაირი პოზიცია, რომ შეუძლებელია იყო ორგანიზაციის წევრი და იყო მეორეხარისხოვანი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირში გაწევრების პირობებზე საუბრისას.
07 ივლისი 2026, 17:50
მსოფლიო
აშშ-მა თურქეთს 2020 წელს დაწესებული სანქციები მოუხსნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის ლიდერთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ვაშინგტონი ანკარის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს აუქმებს.
07 ივლისი 2026, 17:45
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
07 ივლისი 2026, 17:37
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამებაში, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამებაში, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო.
07 ივლისი 2026, 17:36
მსოფლიო
ტრამპი ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შესაძლო შემცირებაზე: „ვნახოთ“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ დააკონკრეტა, აპირებს თუ არა ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის დამატებით შემცირებას.
07 ივლისი 2026, 17:35
საზოგადოება
შიო მესამე: სინანულის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა ღმერთს გული გაუხსნას. სინანული არის ცოდვების გაცნობიერება და შემდეგ ამის მონანიება. ეს არის პირველი ნაბიჯი სულის გადარჩენისკენ
სინანულის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა ღმერთს გული გაუხსნას. სინანული არის ცოდვების გაცნობიერება და შემდეგ ამის მონანიება. ეს არის პირველი ნაბიჯი სულის გადარჩენისკენ, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ქადაგებისას.
07 ივლისი 2026, 17:29
მსოფლიო
ტრამპი: ნატოს სამიტი თურქეთში რომ არ ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას არ მივიღებდი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის ლიდერთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ, ნატოს სამიტი ანკარაში რომ არ ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას არ მიიღებდა.
07 ივლისი 2026, 17:22
სამართალი
ფეისბუქ მომხმარებელი ლიანა ბლაგიძე სიძულვილის ენის გამოყენებისთვის სამართალდამრღვევად ცნეს
ფეისბუქ მომხმარებელი ლიანა ბლაგიძე სიძულვილის ენის გამოყენებისთვის სამართალდამრღვევად ცნეს.
07 ივლისი 2026, 17:22
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: რატომ გაიგივდა სიტყვა ღალატი გახარიასთან, გახარიელობასა და გახაროიდებთან? - გარე დავალებების შესრულების ხარისხი, ამაზრზენობის ხარისხი, იმ ადამიანის ღალატი, ვინც თავად გახარია კაცად აქცია, მთავარი - საკუთარი ქვეყნის ღალატი, პროვოკატორობის ხარისხი
რატომ გაიგივდა სიტყვა ღალატი გახარიასთან და მის პარტიასთან? - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. ირაკლი კირცხალია ვრცლად ეხმიანება გიორგი გახარიას პარტიის მცდელობას მოიძიოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებებზე სამართლებრივი რეაგირების პრეცედენტები.
07 ივლისი 2026, 17:20
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ეუთოც იმ ორგანიზაციების რიგში გადადის, რომლებიც, ფაქტობრივად, მკვდრადშობილი ორგანიზაციის სტატუსისკენ მიდიან
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მნიშვნელოვნად შესუსტებულია და საერთაშორისო დღის წესრიგი უკვე სახელმწიფოებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებით ყალიბდება.
07 ივლისი 2026, 17:15
მსოფლიო
ზელენსკიმ მოკავშირეებს უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტების გადაცემისკენ მოუწოდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს მოკავშირეებს კიევისთვის Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების სწრაფად გადაცემისკენ მოუწოდა.
07 ივლისი 2026, 17:13
პოლიტიკა
სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე ანა ბრნავიჩი: ჩვენ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ გვჯერა - შეგვიძლია ვიყოთ ერთმანეთის ნამდვილი პარტნიორები და მხარდამჭერები. შეგვიძლია ვისწავლოთ ერთმანეთისგან და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება
ჩვენ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ გვჯერა - შეგვიძლია ვიყოთ ერთმანეთის ნამდვილი პარტნიორები და მხარდამჭერები, - განაცხადა სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე ანა ბრნავიჩმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
07 ივლისი 2026, 17:09
პოლიტიკა
ალექსანდარ ვუჩიჩი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ სხვა ქვეყნებთან კარგი თანამშრომლობის განვითარება. როგორც სერბეთის პრეზიდენტისთვის, ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ შესანიშნავი ურთიერთობები გვქონდეს მოლდოვასთან, საქართველოსთან და, რა თქმა უნდა, უკრაინასთან
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ სხვა ქვეყნებთან კარგი თანამშრომლობის განვითარება. როგორც სერბეთის პრეზიდენტისთვის, ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ შესანიშნავი ურთიერთობები გვქონდეს მოლდოვასთან, საქართველოსთან და, რა თქმა უნდა, უკრაინასთან. გვინდა განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები და ამავე დროს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე ერთმანეთის გამოცდილებიდან ვისწავლოთ“, - აღნიშნავს ალექსანდარ ვუჩიჩი.
07 ივლისი 2026, 17:07
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან და ლონდონის საფონდო ბირჟის წარმომადგენელთან საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების ტენდენციები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდსა და ლონდონის საფონდო ბირჟის ევროპის მიმართულების ხელმძღვანელს, აიუნა ნეჩაევას შეხვდა.
07 ივლისი 2026, 17:02
მსოფლიო
მედია: პარიზის სააპელაციო სასამართლომ მარინ ლე პენს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ერთი წელი მას ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს
პარიზის სააპელაციო სასამართლომ ფრანგი მემარჯვენეების ლიდერი - მარინ ლე პენი სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ გამოყენებაში დამნაშავედ სცნო - სასამართლომ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ერთი წელი მას ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს.


