imedi /  17 იანვარი 2018, 18:02 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: ვაქცინამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანი

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

არ მინდა ვიფიქრო, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციის გამიზნული დისკრედიტაცია ხდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია ერთ-ერთმა პუბლიკაციამ, რომელიც ეხებოდა იმუნიზაციის პროცესს. ის, რაც პუბლიკაციაში წერია, რეალობას არ შეესაბამება და ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გაცემული აქვს არგუმენტირებული პასუხი აუდიტის სამსახურისთვის. მათ შორის, გუშინწინ გაიმართა სხდომა აუდიტის სამსახურში, სადაც ჩვენმა წარმომადგენლებმა დაუსაბუთეს აუდიტის სამსახურს ჩვენი პოზიცია. აუდიტის სამსახური დაეთანხმა დაავადებათა კოტროლის ცენტრის წარმომადგენლებს და იყო დაპირება, რომ ეს საკითხი მოიხსნებოდა. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ გამიზნულად ხდება დისკრედიტაცია უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციისა, რომელიც დაკავშირებულია იმუნიზაციასთან და მოსახლეობის ვაქცინაციასთან. მედიცინის ისტორიის ბოლო 200 წლის განმავლობაში ამაზე უკეთესი ინტერვენცია საზოგადოებას ჯერ არ მოუგონია, რამაც გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისვე თქმით, აღნიშნული ვაქცინა 2015 წელს შემოიტანეს ქვეყანაში ყველა იმ წესის დაცვით, რასაც ქართული საკანონმდებლო სივრცე ითვალისწინებს. „ვაქცინა იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ეს ვაქცინა გამოიყენებოდა ქვეყანაში მთელი 2015 წლის განმავლობაში და არც ერთი გვერდითი მოქმედების შემთხვევა ან სერიოზული გართულება არ ყოფილა დაფიქსირებული როგორც ვაქცინის შემოტანიდან, ისე ვაქცინის ამოღებამდე პროცესში. 2016 წლის იანვარში, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოითხოვა ამ ქარხნიდან მისი პრეკვალიფიკაცია და მოგეხსენებათ, რომ პრეკვალიფიკაცია არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი უმაღლესი თამასა ვაქცინის და საერთოდ მედიკამენტის ხარისხის შეფასებასთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო მისი ამოღება, როდესაც ის გახლავთ სტრატეგიული დანიშნულების ვაქცინა და ქვეყნის დატოვება ვაქცინის გარეშე წარმოუდგენელია. მაშინ ყველა დაკბენის შემთხვევა შეიძლება ადამიანისთვის სასიკვდილო გამოდგეს. ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ და ვერ დაუშვებდა, ამიტომაც გამოთხოვიდან, დაახლოებით თვენახევარში დაავადებათ კონტროლის ცენტრმა უზრუნველყო ამ ვაქცინის ჩანაცვლება (რადგან ეს იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია და არა იმპერატიული განცხადება) ახალი ვაქცინით და 2016 წლის 20 მარტიდან ქვეყანაში გამოიყენებოდა ახალი ვაქცინა. ხაზს ვუსვამ, რომ ამ ვაქცინის ერთი წლის განმავლობაში და მეტი გამოყენების პერიოდში არც ერთი გვერდითი მოქმედება ან გართულება არ დაფიქსირებულია. მათ შორის, 2015 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ ქვეყანაში ცოფი არ გაქვს. როდესაც სამწუხაროდ, მთელი 90-იანი წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა 10-15, პიკი იყო 21 ცოფის შემთხვევა ქვეყანაში 1996-1997 წლებში და შემდეგ ყოველწლიურად იყო 3-4-5 შემთხვევა ცოფისა. 2015 წლიდან ცოფის არც ერთი შემთხვევა ქვეყანაში არ არის და სწორედ ეს გახლავთ ერთ- ერთი უდიდესი დამსახურება ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის გამართვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, აუდიტის სამსახურის პუბლიკაციაში არ იყო განმარტებული, რომ საუბარი იყო ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე და არა სხვა აცრებზე, რომლებიც კეთდება კალენდრის მიხედვით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, "შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს. გარე წყაროების მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი მართვის პრობლემები - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით".

ყველა სიახლე

14 სექტემბერი 2026, 13:26

სამართალი

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

14 სექტემბერი 2026, 13:21

საზოგადოება

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე თესლის საშუალო და გრძელვადიანი შენახვის ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.

მარინ ლე პენი

14 სექტემბერი 2026, 12:49

მსოფლიო

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

საფრანგეთში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო კანდიდატი და უკიდურესად მემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ არაოფიციალური ლიდერი, მარინ ლე პენი სოციოლოგიურ გამოკითხვებში კონკურენტებს საგრძნობი უპირატესობით უსწრებს.

14 სექტემბერი 2026, 12:40

ეკონომიკა

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, ისტორიული მაქსიმუმი გაუმჯობესდა როგორც საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში, ისე სარკინიგზო გადაზიდვებსა და სამოქალაქო ავიაციაში, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 სექტემბერი 2026, 12:39

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა.

14 სექტემბერი 2026, 12:31

ეკონომიკა

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

„საქართველოს მელიორაციამ“ ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-7 გამანაწილებლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

14 სექტემბერი 2026, 12:09

რეგიონი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მარტყოფის ისტორიულ მუზეუმში ჩატარებული შეხვედრა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა, სადაც ყურადღება გამახვილდა წმინდა ნინოს მოღვაწეობაზე. აგრეთვე, ღონისძიების ფარგლებში, ნინი გურჩიანის ნახატების გამოფენა მოეწყო.

14 სექტემბერი 2026, 12:07

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღინიშნა. დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო.

მარკ კარნი

14 სექტემბერი 2026, 11:59

მსოფლიო

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

„ჩვენ არ ვისწრაფვით ევროკავშირის წევრობისკენ. ის, რისკენაც ვისწრაფვით და რაზეც მოლაპარაკებებს დავიწყებთ, არის უნიკალური ალიანსი ევროკავშირთან. ჩვენ ვიზიარებთ იმავე ღირებულებებს, გვაქვს იგივე პრიორიტეტები და ჩვენი ძლიერი მხარეები ერთმანეთს ძალიან კარგად ავსებს“, - განაცხადა კარნიმ.

14 სექტემბერი 2026, 11:55

პოლიტიკა

გეკა გელაძე: მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სუს-ის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს

გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა.

14 სექტემბერი 2026, 11:47

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ეფექტიანობისთვის ელექტრონულ სისტემას დანერგავს

ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ელექტრონული სისტემა უახლოეს მომავალში დაინერგება, რაც სახელმწიფო კონტროლს უფრო სწრაფსა და ეფექტიანს გახდის, რადგან ინფორმაცია ელექტრონულად იქნება ხელმისაწვდომი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

14 სექტემბერი 2026, 11:44

პოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, არპინე სარგსიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

დონალდ ტრამპი

14 სექტემბერი 2026, 11:27

მსოფლიო

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

„ჩვენ ჩინეთს ვუსწრებთ ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მსოფლიოში ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანა ვართ და, გულწრფელად რომ ვთქვა, მინდა, რომ ეს ასეც დარჩეს, რადგან ვინც გაიმარჯვებს ხელოვნური ინტელექტის რბოლაში, ის გაიმარჯვებს საბოლოოდაც“, - განაცხადა ტრამპმა.

აკაკი ალადაშვილი

14 სექტემბერი 2026, 11:23

პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

რადიკალებში არსებულ დაპირისპირებას „ქრონიკასთან“ საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი გამოეხმაურა.

თენგიზ შარმანაშვილი

14 სექტემბერი 2026, 11:15

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა საფრანგეთსა და გერმანიაზე საუბრისას.

ალის ვიდელი

14 სექტემბერი 2026, 11:13

მსოფლიო

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

„ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. ასევე, სოლიდურ მოთხოვნას წავუყენებთ უკრაინას თანხების დაბრუნებაზე. მილიონზე მეტი უკრაინელი გერმანიაში სოციალურ დახმარებას იღებს. ეს წარმოუდგენელია. საქმე ეხება ექვსციფრიან რიცხვებს. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ“, - აცხადებს ვაიდელი.

14 სექტემბერი 2026, 11:11

რეგიონი

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 280 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

14 სექტემბერი 2026, 11:10

საზოგადოება

გივი მიქანაძე: მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგების მონაწილეობით, ჩამოვაყალიბებთ სამინისტროსთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმასა და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ხედვებსა და რეკომენდაციებს გაუზიარებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 2023-2025 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა.

ჟან-ლუკ მელანშონი

14 სექტემბერი 2026, 11:07

მსოფლიო

ჟან-ლუკ მელანშონი: ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ არ გვინდა საომარი ეკონომიკა

„თუ ფრანგი ხალხის ხმებით თქვენი პრეზიდენტი გავხდები, საფრანგეთის სახელით განვაცხადებ, რომ ფრანგები არ ეთანხმებიან გერმანიის მიერ კონტინენტზე წამყვანი კონვენციური არმიის აღდგენას, რადგან ჩემი კითხვა ასეთია - რისთვის? ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ არ გვინდა საომარი ეკონომიკა და არ დავუშვებთ, რომ რომელიმე სახელმწიფომ გადაწყვიტოს, სამხედრო თვალსაზრისით ყველა სხვაზე მაღლა დადგეს, განსაკუთრებით კი ფრანგებზე“, - განაცხადა მელანშონმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

რუსლან კრავჩენკო

14 სექტემბერი 2026, 10:53

მსოფლიო

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა

„აქამდე ამ გადაწყვეტილებების მიღებისგან პოლიტიკურად პრეზიდენტი მაკავებდა, მაკავებდნენ თვითონ ანტიკორუფციონერებიც, რომლებიც ხელშეუხებლობის გარანტიებს მთავაზობდნენ ეჭვის წაყენებაზე უარის თქმის სანაცვლოდ“, - აღნიშნა კრავჩენკომ თავის ვიდეომიმართვაში და НАБУ-სა და САП-ის ხელმძღვანელებს გადადგომისკენ მოუწოდა.