ალეკო ელისაშვილი: მახრჩობდა ის პროტესტი, რაც მქონდა და როგორც შემეძლო, ისე ვიმოქმედე. ეგრე გადავწყვიტე საჭიროდ, რომ მემოქმედა. არ გამომივიდა
ფოტო: ვიდეოკადრი
ალეკო ელისაშვილმა, რომელსაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ბრალი აღიარა - მან სასამართლოზე თქვა, რომ ქმედების მიზეზი პროტესტი იყო, რომელიც ახრჩობდა.
„მახრჩობდა ის პროტესტი, რაც მქონდა და როგორც შემეძლო, ისე ვიმოქმედე. ეგრე გადავწყვიტე საჭიროდ, რომ მემოქმედა. არ გამომივიდა“, - აღნიშნა ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ე.ი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს, ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.
აღნიშნნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ყველა სიახლე
10 ივლისი 2026, 19:39
მსოფლიო
ტრამპმა New York Post-ს განუცხადა, რომ მან „დატოვა მითითებები“ იმ შემთხვევისთვის, თუ ირანი მის მკვლელობას მოახერხებს - „დაბომბეთ ისინი ისეთი მასშტაბით, როგორიც აქამდე არასდროს უნახავთ“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს გამოცემა New York Post-ს განუცხადა, რომ მან უკვე „დატოვა მითითებები“ იმ შემთხვევისთვის, თუ ირანი მის მკვლელობას მოახერხებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამაზე პასუხი ძალიან მკაცრი იქნება.
10 ივლისი 2026, 19:24
მსოფლიო
გაეროს მონაცემებით, 2026 წლის ივნისში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყების შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
გაეროს მონაცემებით, 2026 წლის ივნისში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყების შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
10 ივლისი 2026, 19:23
პოლიტიკა
შალვა ოგბაიძე: წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება გრძელდება
საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა ოგბაიძის, გამოსვლა დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას მიეძღვნა.
10 ივლისი 2026, 19:18
პოლიტიკა
ბექა დავითულიანი ოპოზიციას: ვინ არის წარუმატებელი მერი და ვინ წარუმატებელი “რისერჩერი”, რომელიც პოლიტიკურ თემებს ეძებს, რომ რაღაცას მოეჭიდოს, ეს მოსახლეობამ განსაჯოს
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა ბოლო დროს თბილისში მომხდარ რამდენიმე ფაქტთან დაკავშიორებით. როგორც ბექა დავითულიანმა განაცხადა, ასეთ თემებზე აპელირება და ქალაქის მერის დადანაშაულება ოპოზიციის მხრიდან უხერხულია.
10 ივლისი 2026, 19:00
მსოფლიო
ევროკავშირმა Meta-ს დაავალა, მნიშვნელოვნად შეცვალოს თავისი სოციალური ქსელების, Instagram-ისა და Facebook-ის დიზაინი და გააუქმოს ისეთი ფუნქციები, რომლებიც მომხმარებელს კონტენტზე დამოკიდებულს ხდის
ევროკავშირმა Meta-ს დაავალა, მნიშვნელოვნად შეცვალოს თავისი სოციალური ქსელების, Instagram-ისა და Facebook-ის დიზაინი და გააუქმოს ისეთი ფუნქციები, რომლებიც მომხმარებელს კონტენტზე დამოკიდებულს ხდის, - წერს გამოცემა Forbes-ი.
10 ივლისი 2026, 18:59
პოლიტიკა
ბექა ოდიშარია ოპოზიციას: იყავით კონსტრუქციულები, რადგან პოპულისტური ტყუილებით ფონს ვერ გახვალთ
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს პოლიტიკური პარტია „ლელოდან“ კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისინი პოპულისტური ტყუილებით და ტრიუკებით ფონს ვერ გავლენ.
10 ივლისი 2026, 18:43
მსოფლიო
ტრამპი: ირანმა გვთხოვა „მოლაპარაკებების“ გაგრძელება - ჩვენ დავთანხმდით, მაგრამ აშშ-მა მათ მკაფიოდ განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულებულია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა შეერთებულ შტატებს „მოლაპარაკებების“ გაგრძელების თხოვნით მიმართა.
10 ივლისი 2026, 18:22
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: ვერ დამისახელებთ ვერცერთ პრობლემურ საკითხს, რომელიც უყურადღებოდ არის მიტოვებული მუნიციპალიტეტის მხრიდან, უამრავი პრობლემა კი, რომლებიც არსებობდა დედაქალაქში წლების განმავლობაში, აღმოფხვრილია
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, განაცხადა, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან თბილისში არსებული პრობლემების მოგვარება მყისიერად ხდება. მისი თქმით, არცერთი პრობლემა არ რჩება ყურადღების მიღმა.
10 ივლისი 2026, 18:20
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: მომავალი არჩევნებისთვის ეუთოს უნდა ეყოს იმის ვაჟკაცობა, თქვას, რომ მისი დასკვნა მომავალში ისევ ფარატინა ქაღალდად დარჩება, თუ რაიმე შედეგი ექნება? ეუთოს დღეს თავის შინაარსზე აქვს პასუხი გასაცემი
ეუთოს უნდა ეყოს მომავალი არჩევნებისთვის იმის ვაჟკაცობა, რომ თქვას, რომ მისი დასკვნა მომავალში ისევ ფარატინა ქაღალდად დარჩება, თუ რაიმე შედეგი ექნება? თავის თავზე აქვს პასუხი გასაცემი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, რომელმაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განვითარებული პროცესები შეაფასა.
10 ივლისი 2026, 18:20
რეგიონი
ქალაქ ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ონის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი) – უზუნთა – შქმერი – ზუდალის, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუფთა – ონის საავტომობილო გზების გავლით და პირიქით.
10 ივლისი 2026, 18:19
პოლიტიკა
ზურაბ ჩიკვილაძე ოპოზიციას: კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის კომენტირებისას საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას თავი დაანებეთ
ძალიან გთხოვთ, კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის კომენტირებისას საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას თავი დაანებეთ, - ასე მიმართა დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, ოპოზიციონერ კოლეგებს კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის კომენტირებისას, რომელსაც დეველოპერული კომპანია „იგლ ჰილსი“ ახორციელებს.
10 ივლისი 2026, 18:10
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში, ამ პლატფორმას ვიყენებთ არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად და გაეროში საქართველოს მიერ ყოველწლიურად შეტანილი რეზოლუციისთვის უფრო მეტი ქვეყნის მიმხრობისთვის
ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში. წელს ამ სესიაზე მონაწილეობს 300-ზე მეტი დელეგატი, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან. ჩვენთვის ეს ფორმატი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ აქ გვაქვს შესაძლებლობა შევხვდეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც გეოგრაფიულად საქართველოსგან დაშორებით არიან და მათთან არ გვაქვს აქტიური დიპლომატიური კომუნიკაცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
10 ივლისი 2026, 18:04
პოლიტიკა
რომან კაკულია: ნატოს სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ ეს არ არის ბრძოლა დემოკრატიულ ქვეყნებსა და ავტორიტარულ სახელმწიფოებს შორის, არამედ ეს არის ცივილიზაციური გარდატეხა, როდესაც ძალა წამყვანი ინსტრუმენტი ხდება
საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა ნატოს სამიტზე, რომელსაც თურქეთმა უმასპინძლა. კაკულიამ სამიტის დეკლარაციის რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ დეკლარაციას ჩვენი რეგიონისთვის.
10 ივლისი 2026, 17:59
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ფორმულაზე: ისინი თვლიან, რომ სანქცია უნდა განხორციელდეს ქვეყნის წინააღმდეგ, რომ შეჩერდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, შეჩერდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარება, რომ მაქსიმალურად ცუდისკენ წავიდეს ვითარება, რომ ამ სანქციების მეშვეობით იქნება აქცია გამოუვიდეთ
ისინი თვლიან, რომ სანქცია უნდა განხორციელდეს ქვეყნის წინააღმდეგ, რომ შეჩერდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, შეჩერდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარება, რომ მაქსიმალურად ცუდისკენ წავიდეს ვითარება, რომ ამ სანქციების მეშვეობით იქნება აქცია გამოუვიდეთ, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ფორმულას, რომ ოპოზიციის მიდგომაა „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია და ალტერნატივა“.
10 ივლისი 2026, 17:59
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის ის ვერდიქტი, რომელიც არა მარტო ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, არამედ - მთლიანად ოპოზიციას
ეს არის ის ვერდიქტი, რომელიც არა მარტო ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, არამედ - მთლიანად ოპოზიციას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ალეკო ელისაშვილის სასჯელზე საუბრისას.
10 ივლისი 2026, 17:49
სამართალი
სასამართლომ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის ვახო სანაია და მაია დარსმელიძე სამართალდამრღვევებად ცნო - სანაიას ჯარიმის სახით 6000 ლარის, დარსმელიძეს კი 2800 ლარის გადახდა დაეკისრა
„ფორმულას“ ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო და მას 6 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის განცხადებით, შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო სანაიას უკვე დაკისრებული აქვს ჯარიმა, რომელიც ამ დრომდე გადახდილი არ არის.
10 ივლისი 2026, 17:47
მსოფლიო
CNN: ტრამპის ადმინისტრაცია ირანზე დარტყმებში ისრაელის მონაწილეობას ეწინააღმდეგება
აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის მკვეთრი ესკალაციის ფონზე, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლის საფრთხე შექმნა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ამ ეტაპზე არ სურს, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში ჩაერთოს. ინფორმაციას CNN-ი ორ ისრაელურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 ივლისი 2026, 17:35
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: ქართული საზოგადოებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია პოლიტიკურად დამთავრებულია. რაც შეეხება სამართლებრივად, მნიშვნელოვანია, რომ მათ არსებობას საბოლოო წერტილი საკონსტიტუციო სასამართლომ დაუსვას
ეს პარტია არის აბსოლუტურად გაკოტრებული. არანაირი რესურსი იმისა, რომ საზოგადოებას ესაუბრონ, საზოგადოების წინაშე გამოვიდნენ, ილაპარაკონ, მათ არ გააჩნიათ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ „ნაციონალური მოძრაობაში“ არსებული სიტუაციის შეფასებისას.
10 ივლისი 2026, 17:26
სამართალი
„არ არსებობს მტკიცებულებები, ეს საქმე უნდა შეწყვეტილიყო. არ არსებობს არანაირი კვალი ალეკო ელისაშვილის დნმ-ის“ - „ლელო“ ტერორისტული აქტის მცდელობას არ ემიჯნება
ტერორისტულ აქტს არ ემიჯნება პარტია „ლელო“. კონკრეტული მტკიცებულებების მიუხედავად, პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ბრალდება გამოგონილია.
10 ივლისი 2026, 17:23
პოლიტიკა
გივი ჩხარტიშვილი: სამწუხაროდ, ოპოზიცია კვლავ რადიკალიზაციისა და დაპირისპირების გზას ირჩევს ნაცვლად იმისა, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ერთობლივ მუშაობას შეუწყოს ხელი
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა და დიდუბის მაჟორიტარმა გივი ჩხარტიშვილმა ოპოზიციის განცხადებები გააკრიტიკა და მათ პოპულისტური უწოდა.


