ეუთოს რეზოლუცია უილსონის ფასად. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
ჰააგაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს შესახებ დეკლარაციის ფარგლებში მიიღეს, ისეთივე მაკულატურაა, როგორსაც თითქმის, ყოველ კვირას ბეჭდავენ ბრიუსელში.
რეალობას აცდენილი დასკვნები, პოლიტიკურად მიკერძოებული და დეზინფორმაციული შინაარსის მოხსენებები, ვერაფრით გამოდგება ანგარიშგასაწევ დოკუმენტად. მით უფრო, თუ ეს კონგრესმენ ჯო უილსონის კარნახით მზადდება. ეს ის უილსონია, რომელსაც საკუთარი დელეგაციის ხელმძღვანელმა ვაშინგტონში იმავე რეისით დაბრუნება აუკრძალა, რომლითაც სხვა წევრები მიფრინავდნენ.
უსამართლო დოკუმენტის მიღებით ეუთომ საკუთარ რეპუტაციას უდიდესი ზიანი მიაყენა.
ნახეთ ეუთოს რეზოლუცია უილსონის ფასად - სანდრო გამსახურდიას საავტორო რეპორტაჟი.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 22:46
მსოფლიო
ანდრაშ ლასლო: ავტომწარმოებლები ამცირებენ სამუშაო ადგილებს, რიგ შემთხვევებში კი მთლიანად ხურავენ საწარმოებს - იმ საწარმოებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გერმანული და ზოგადად ევროპული წარმოების ხერხემალს წარმოადგენდნენ
ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასო „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპულ, მათ შორის გერმანულ ავტოწარმოებაში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.
12 ივლისი 2026, 22:35
მსოფლიო
გერმანული ეკონომიკის კრიზისი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
სტაგნაციის, ენერგეტიკული კრიზისისა და სამრეწველო-ფინანსური გამოწვევების გამო გერმანული ავტოგიგანტები ერთმანეთს მიყოლებით მძიმე გადაწყვეტილებებს იღებენ - „მერსედესი“ ხელფასებს ამცირებს, „ფოლკსვაგენი“ კი ათასობით თანამშრომელს ათავისუფლებს.
12 ივლისი 2026, 22:28
ჯანდაცვა
ტომაშ ფროელიხი: გერმანული ეკონომიკის უდიდესი პრობლემა სწორედ ენერგორესურსებზე წარმოუდგენლად გაზრდილი ფასები გახლავთ, ეგრეთწოდებული „მწვანე“ საწარმოო პოლიტიკა, გერმანული წარმოების არქიტექტურა იმპორტირებულ და იაფ ენერგორესურსებზეა გათვალისწინებული და დამოკიდებული
მოგიყვებით ერთ მაგალითს, ერთ დროს 17 ატომური ელექტროსადგური გვქონდა გერმანიაში და ყველა მათგანი დავხურეთ. ახლა კი ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ საფრანგეთიდან, რომელიც მას სწორედ ატომური ელექტროსადგურით აწარმოებს. ეს ხომ სრული სიგიჟეა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხმა გერმანული ეკონომიკის პრობლემებზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 22:25
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაკეთოთ შესაბამისი ინვესტიციები იმისთვის, რომ სრულად მოეწყოს საზღვაო ნავსადგურის ის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომ უკვე მზად დახვდება ინვესტორებს და სატერმინალო ოპერატორებს
ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, მოიცავს როგორც ნავსადგურის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რასაც რა თქმა უნდა სახელმწიფო აიღებს თავის თავზე, ხოლო შემდგომ დაახლოებით 400 მილიონი იქნება პროპორციულად გადანაწილებული იმ აქტორებზე, რომლებიც განახორციელებენ სატერმინალო ოპერირებას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება.
12 ივლისი 2026, 22:20
პოლიტიკა
დებატების ეფექტი - ჯანსაღი დისკუსიის სატელევიზიო ოთხი თვე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ის, რომ დებატები და ჯანსაღი დისკუსია აუცილებელია, ეს ნათლად აჩვენა „იმედის“ ახალმა პროექტმა, რომელიც ახალი სეზონიდან კვლავ გაგრძელდება.
12 ივლისი 2026, 22:08
საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტო: ქალაქ თელავში 13 ივლისს ყველა სერვისი, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი (მოედანი), ხელმისაწვდომი იქნება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
12 ივლისი 2026, 22:02
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: დღეს ფაქტობრივად, მოშლილია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა. იმის გამო, რომ არ არსებობს საერთაშორისო სამართალი, ნეგატიური შედეგები არის გადაღვრილი საერთაშორისო ორგანიზაციებში
პირდაპირ ბოდიშებით მოდიოდნენ, რომ რა ვქნათ, პოლიტიკაა, ჩვენ პოლიტიკური ჯგუფის წევრები ვართ, სხვა გზა არ გვაქვს, ვსაუბრობთ, პირისპირ ვუხსნით, ველაპარაკებით, მაგრამ რა ვქნათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს რეზოლუციაზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 21:52
სამართალი
4 ოქტომბრის საქმე - ბაჩო ახალაიას ძალადობის უმძიმესი ფაქტები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
4 ოქტომბრის საქმეზე, როგორც ჩანს კიდევ ბევრ რამეს აეხდება ფარდა. სუს-მა ქვეყნის საზღვართან, ბუფერულ ზონაში გადაადგილებისას დააკავა ძებნილი ბექა ჭულუხაძე, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის დამხობის გეგმის სისრულეში მოსაყვანად დიდი ოდენობით იარაღი შეიძინა და თბილისთან ახლოს ტყეში დამარხა.
12 ივლისი 2026, 21:51
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო თავად განავითარებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს ტრადიციულად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში 7 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ამ სექტორში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
12 ივლისი 2026, 21:44
ეკონომიკა
შუა დერეფნის მთავარი კარიბჭე - ანაკლია „ლენდლორდის“ მოდელით. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ანაკლიის პორტის მშენებლობა მილიარდიანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც წლებია, ქვეყნის ეკონომიკური მომავლის ერთ-ერთ მთავარ შესაძლებლობად განიხილება.
12 ივლისი 2026, 21:40
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ლელოს" განცხადებაზე: არ არის გასაკვირი ოპონენტების მსგავსი ინიციატივები, იმიტომ, რომ ისინი შეჩვეულები იყვნენ, არიან და ალბათ ყოველთვის იქნებიან, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ გარედან, კარნახის საფუძველზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ ანაკლიის ღრამწყლოვანი პორტის პროექტზე საუბრისას კომენტარი გააკეთა პარტია „ლელოს” წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს.
12 ივლისი 2026, 21:32
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: „ლენდლორდის" მოდელი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ სატერმინალო ოპერატორებად გვყავდეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კერძო ოპერატორები და ერთიანი ძალისხმევით ანაკლია გავხადოთ საერთაშორისო ინტერესის, საერთაშორისო კაპიტალისა და საერთაშორისო ტვირთების თავმოყრის ცენტრი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ქართული პორტი, სახელმწიფოს მფლობელობაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“.
12 ივლისი 2026, 21:20
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ინტერესი არის ძალიან მაღალი როგორც დასავლური კომპანიებიდან, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან და შესაბამისად ჩინეთიდან - დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ყველა ინტერესის გათვალისწინებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება წარმატებული
ინტერესი არის ძალიან მაღალი როგორც დასავლური კომპანიებიდან, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან და შესაბამისად ჩინეთიდან და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ყველა ინტერესის გათვალისწინებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება წარმატებული, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება.
12 ივლისი 2026, 20:59
პოლიტიკა
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ლგბტ პროპაგანდაზე: ითხოვდნენ, რომ მოგვეცით საშუალება უბრალოდ გავივლით, აღლუმსაც არ ჩავატარებთ, უბრალოდ რუსთაველზე გავივლითო. ჩვენ ვეკითხებოდით თქვენი მიზანი ხომ გავლა არ არის, საბოლოოდ თქვენი მიზანი ხომ ქორწინების დაკანონება და ბავშვის აყვანაა - ბავშვის აყვანა საშინელებაა, რადგან ბავშვის უფლებებს არღვევ ამით
ეს ნელ-ნელა მოვიდა. როცა ვხვდებოდით მათ წარმომადგენლებს, მათ ადვოკატებს, მაშინ ისინი ითხოვდნენ, რომ მოგვეცით საშუალება უბრალოდ გავივლით, აღლუმსაც არ ჩავატარებთ, უბრალოდ რუსთაველზე გავივლითო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.
12 ივლისი 2026, 20:46
პოლიტიკა
სამიზნეშია ქართული ეკლესია - „იმედის კვირამ“ ევრობიუროკრატებს კითხვები გაუგზავნა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
„იმედის კვირამ“ ახლახან დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესთან სკანდალური ინტერვიუ მოამზადა, რომელიც თავისი შინაარსიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულია.
12 ივლისი 2026, 20:41
პოლიტიკა
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ევროპარლამენტარებს ვეუბნებოდით, რომ ჩვენ ვართ სასულიერო პირები, რომელსაც ხალხის მაჯა გვიჭირავს პირდაპირ და მათი განწყობები და დამოკიდებულებები ძალიან კარგად ვიცით. თუ გინდათ, რომ ქართველი ხალხის აზრი გაიგონოთ, ჩვენც მოგვისმინეთ, მაგრამ მათი დამოკიდებულება მაინც ზედაპირული იყო
განსაკუთრებით ბატონ კუბილიუსს და ქალბატონ რასა იუკნევიჩიენეს, მათ ვერაფრით ავუხსენი, რომ თქვენი ეს ინფორმაცია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ არის სწორი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გასულ წლებში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და ევროპელი პოლიტიკოსების შეხვედრებზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 20:38
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ჭირიც და ლხინიც ქართველ ერს და საქართველოს ეკლესიას ერთად აქვთ გავლილი - როდესაც ეკლესიას მოიხსენიებ რაღაცის ქსელად, არ აქვს მნიშვნელობა, ეს რუსეთი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ეს ნიშნავს, რომ შენ პატივს არ სცემ ქართველ ერს, ქართველი ერის ისტორიას, საქართველოს სახელმწიფოებრიობას და კონსტიტუციას
ჭირიც და ლხინიც ქართველ ერს და საქართველოს ეკლესიას ერთად აქვთ გავლილი. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესია არის საქართველოს ისტორიის განუყოფელი და ფუძემდებელი ნაწილი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი კვირა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
12 ივლისი 2026, 20:38
საზოგადოება
ქართველობისგან სრულად დაცლილი ქართველის შექმნა არ გამოუვიდათ, არც ეკლესიის დანგრევა - ისტორიას მაინც უნდა გადაავლონ თვალი და გაიხსენონ, რამდენად ძლიერი და რამდენად შეუვალია დედა ეკლესია, როცა საქმე ქართულ სახელმწიფოებრიობას ეხება - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის სკანდალური ინტერვიუ თავისი შინაარსიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულია. არ შეიმჩნიეს მხოლოდ ბრალდებულებმა, ვინც ქართულ ეკლესიაზე ზეგავლენის მოხდენას მოითხოვდნენ და არ შეიმჩნიეს ქართველმა რადიკალებმა, რომელთა მთავარი სამიზნეც ის ინსტიტუცია იყო, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება ეროვნულ იდენტობასთან, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.
12 ივლისი 2026, 20:17
რეგიონი
ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად, თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა. „იმედის კვირა“ სტიქიის ზონიდან
ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად, თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა და რისკი იმისა, რომ წყალი საცხოვრებელი სახლების ტერიტორიაზე გადმოვიდეს, მოხსნილია.


