17 ივლისი 2026, 19:12 / სანდო წყარო

ლევან მაჭავარიანი: საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-თან რეალური პარტნიორობა დაიწყოს

ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ სამადლობელო წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. იმ ადმინისტრაციამ, რომელშიც, ბატონი ტრამპის თქმით, „Deep State“-ს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. ისინი ზუსტად იმ უსამართლო და ბინძური მეთოდებით გვებრძოდნენ, როგორითაც დღეს ბრიუსელი გვებრძვის - სიცრუით, შანტაჟით, მუქარით, დეზინფორმაციით, ორმაგი სტანდარტით და ა.შ.

ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-სთან რეალური პარტნიორობა დაიწყოს:
* ზემოთ აღნიშნული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, დაპირისპირებაში ვიყავით იმ ადმინისტრაციასთან, რომელსაც ბატონი ტრამპი მტრად მოიხსენიებს;
* ღიად ვგულშემატკივრობდით დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევას;
* სრული თანხვედრა ღირებულებებსა და პოლიტიკურ მსოფლმხედველობაში;
* ანალოგიური პოზიციები და გზავნილები სახელმწიფოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით;
* მსგავსი შეფასებები რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით;
* ერთნაირი ხედვა ევრობიუროკრატიის პრობლემებთან დაკავშირებით - ჩვენი პრეტენზიები ბრიუსელთან მიმართებაში ერთი-ერთში ასახა აშშ-მ თავის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში;
* გარე ჩარევის რისკების იდენტური შეფასება;
* სრული თანხვედრა NGO-ებთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასებაში;
* ანალოგიური შეფასებები ულტრამემარცხენე იდეოლოგიასთან მიმართებაში.

ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ ამერიკელ კოლეგებთან და კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ დროსა და სივრცეში, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო-აშშ-ს შორის რეალური მეგობრობა და პარტნიორობა დაიწყოს“, - წერს ლევან მაჭავარიანი.

დონალდ ტრამპმა ირაკლი კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის იუბილეს მილოცვისთვის სამადლობელო წერილი გაუგზავნა.

ყველა სიახლე

მაკა ბოჭორიშვილი

17 ივლისი 2026, 20:16

პოლიტიკა

რადიკალიზმის ლეგიტიმაციის მცდელობა საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართულობით - საქართველოს პირველი დიპლომატის გზავნილები ვაშინგტონიდან და „პოლიტიკური ტერორიზმის” საფრთხე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიტიკური ტერორიზმი და ტრანსნაციონალური დაფინანსების სქემა - ვაშინგტონში ორგანიზებულ სამიტზე სახელმწიფო მდივანმა პრობლემა გლობალურ გამოწვევად დასახა და 60-მდე ქვეყნის წარმომადგენლებს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა.

17 ივლისი 2026, 20:01

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონში ტურისტულ სეზონზე არსებული ვითარება და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა

შეხვედრაზე იმსჯელეს სატრანსპორტო ნაკადებისა და პარკირების მართვის საკითხებზეც. მოსახლეობისა და ტურისტების რაოდენობის ზრდის ფონზე, მნიშვნელოვან ამოცანად დასახელდა მასობრივი ღონისძიებების გამართვის პროცესში ქალაქში წესრიგის შენარჩუნებისთვის თანამდევი ღონისძიებების გატარება. ყურადღება გამახვილდა ასევე რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცედურებსა და სეზონის მანძილზე მათი ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

17 ივლისი 2026, 19:52

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თბილისში, სასტუმრო „საქართველოში“ მდებარე ფართთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების ზედაპირულად გაცნობაც საკმარისი იყო იმის გასააზრებლად, რომ ფართობის გასხვისება სრულიად ფორმალურად განხორციელდა. სასტუმრო „საქართველოს“ სრული პრივატიზაცია მრავალი წლის წინ განხორციელდა, რის შემდეგაც მისი მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო შემთხვევაში, სასტუმრო „საქართველოს“ გასხვისებისას დადგინდა, რომ იყო ფაქტობრივი უზუსტობა სახელმწიფოს მიერ წლების წინ შედგენილ აზომვით ნახაზში დაფიქსირებულ ფართობსა და სასტუმრო „საქართველოს“ რეალურ ფართობს შორის. აღნიშნული ცდომილების აღმოსაფხვრელად და სამართლიანობის პრინციპის დასაცავად, ცდომილების შესაბამისი ფართი - 3,237 კვადრატული მეტრი სიმბოლურ ფასად სრულიად ფორმალურად გადაეცა სასტუმროს მფლობელს, იმგვარად, რომ მას ქონების მოცულობა რეალურად არ გაზრდია.

17 ივლისი 2026, 19:16

პოლიტიკა

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა.

გიორგი გამსახურდია

17 ივლისი 2026, 18:46

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია საგარეოს ყოფილ თანამშრომელზე: სხვებთან ერთად ჩაბუდებული იყო სამინისტროში, უწყების გამწმენდ მინისტრ ბოჭორიშვილს, უმაღლესი ტრიბუნის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას და სიმართლის გაჟღერებას უწუნებს - ასეთი მინისტრი მაგ უწყებაში ნამდვილად არ მახსოვს და ესეც არის ნაც-აკაცუკების აგრესიის მიზეზი

ეს დედალი აკაცუკი, რომელიც სხვებთან ერთად ჩაბუდებული იყო ცვლილებებამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში, უწყების ამგვარი ბიომასებისგან გამწმენდ მინისტრ ბოჭორიშვილს, ქვეყნის სასიკეთოდ, უმაღლესი ტრიბუნის გამოყენებას და ამ ტრიბუნიდან სიმართლის გაჟღერებას უწუნებს, - წერს გიორგი გამსახურდია და საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, მარიამ მაისაიას პოსტს აქვეყნებს, რომელშიც უწყების ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის აშშ-ში გამოსვლაა გაკრიტიკებული.

ანალიტიკოსი ოთარ ჭულუხაძე

17 ივლისი 2026, 18:35

პოლიტიკა

ანალიტიკოსი ოთარ ჭულუხაძე: ვის თუ არა საქართველოს არ ესწავლება პოლიტიკურ ტერორიზმთან გამკლავება, რადგან ჩვენ დავინახეთ რევოლუციების მცდელობები, რაც სინამდვილეში იყო მთავრობის გადატრიალება არაკანონიერი გზით

საკუთრივ პოლიტიკური ტერორიზმი ვისთვის, თუ არა ჩვენთვისაა ხელშესახები. რასაც ჩვენ რევოლუციების მცდელობებს ვუწოდებდით, თავისუფლად შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც პოლიტიკური ტერორიზმი, რადგან რაც მარკო რუბიომ ახსენა და მან განმარტა, ფაქტობრივად იყო ერთი ერთში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა, ოთარ ჭულუხაძემ.

17 ივლისი 2026, 18:16

პოლიტიკა

ანალიტიკოსი: ვაღიარებთ ამერიკას, როგორც ერთ-ერთ ძლიერ ძალას და ჩვენი გეოპოლიტიკიდან გამომდინარე გვინდა მასთან გვქონდეს კონკრეტული ტიპის დადებითი ურთიერთობა

„აშკარად ჩანდა, რომ პოლიტიკური დინამიკა მიდიოდა დათბობისკენ, იგივე ამერიკის მხრიდან საქართველოს ელჩის მიღება, ეს იყო ამის ერთ-ერთი პირველი დასტური. ასევე იყო რამდენიმე საჯარო წერილი, რომელიც საქართველოს პოზიციონირებას ნათლად აყალიბებდა - წინა ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომელსაც თვითონ ტრამპი ემიჯნება, ჩვენც ამ მიდგომებს ვეწინააღმდეგებოდით. ვაღიარებთ ამერიკას, როგორც ერთ-ერთ ძლიერ ძალას და ჩვენი გეოპოლიტიკიდან გამომდინარე გვინდა მასთან გვქონდეს კონკრეტული ტიპის დადებითი ურთიერთობა, რაღაც ტიპის თანამშრომლობაზე დამყარებული“, - აღნიშნა ჭულუხაძემ.

თენგიზ შარმანაშვილი

17 ივლისი 2026, 18:14

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი რეზოლუციებზე: საქართველოს მოსახლეობისთვის ნათელია რისთვის კეთდება ეს ყველაფერი. კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი ჩაიქნიოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე და მათი ინტერესების დაცვა წამოწიოს წინ ქართული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ

ჩვენთვის თანამშრომლობას მაშინ აქვს აზრი, თუ ის გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

თენგიზ შარმანაშვილი

17 ივლისი 2026, 18:10

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის მილევად რეჟიმში, სიკვდილის პირას მისული დაჯგუფება. იმდენად არასერიოზული დაჯგუფებაა, რომ ვერანაირად ვერ მოახერხებენ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით საქართველოში არეულობის შემოტანასა და დესტრუქციული ქმედებების დანერგვას

„ხან რა ალიანსი შეუქმნეს, ხან როგორ დაფინანსებას დაჰპირდნენ, ზოგი დააფინანსეს კიდევაც, რა ნაბიჯები არ გადადგეს მათი მიმართულებით, მაგრამ ვერანაირად ვერ შეძლეს, რომ სერიოზულ დაჯგუფებად ჩამოეყალიბებინათ, რომელიც რაღაც წინააღმდეგობას გაუწევდა ხელისუფლებას იმ გაგებით, რაც თვითონ უნდოდათ - ანუ, მოაწყობდა ძალადობრივ გადატრიალებას საქართველოში. ისინი აგრძელებენ ამ ნარატივსა და მცდელობას, მაგრამ ყოველდღე დარწმუნდებიან, რომ ამ ადამიანების მეშვეობით საქართველოში ამას ვერ მოახერხებენ. ამიტომ, ეს არის უბრალოდ გადმოგდებული ინიციატივები, რომ იქნებ კიდევ ცოტა ხანი აცოცხლონ ეს რადიკალური დაჯგუფებები საქართველოში, იქნებ რამე გამოდნეს ამათგან, მაგრამ ვარწმუნებ მათ, რომ ეს იმდენად არასერიოზული დაჯგუფებაა, რომ ვერანაირად ვერ მოახერხებენ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით საქართველოში არეულობის შემოტანასა და დესტრუქციული ქმედებების დანერგვას“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილი

17 ივლისი 2026, 18:10

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის მინისტერიალზე გადაღებულ ფოტოზე, სადაც მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს გვერდით დგას: როდესაც საერთო ფოტოს გადაღების დროს მიგიწვევს მასპინძელი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მოგიწოდებს, მის გვერდით დადგე და ასე წარუდგენს მსოფლიოს ფორუმს, ეს ცოტას მანიშნებელი არ არის

რუბიოს ეს ნაბიჯი ბევრის მანიშნებელი იყო. ზოგჯერ პატარა დეტალსაც აქვს მნიშვნელობა. როდესაც საერთო ფოტოს გადაღების დროს მიგიწვევს მასპინძელი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მოგიწოდებს, მის გვერდით დადგე და ასე წარუდგენს მსოფლიოს ფორუმს, ეს ცოტას მანიშნებელი არ არის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილი

17 ივლისი 2026, 18:08

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი „პოლიტიკური ტერორიზმის შესახებ“ მინისტერიალზე: მაკა ბოჭორიშვილმა მთელ მსოფლიოს შეახსენა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ამ რადიკალური მიდგომებისა, რომელიც ფინანსდებოდა იმ ორგანიზაციების მიერ, რომლის ნაწილიც გააუქმა აშშ-მა. ახლა ევროპულმა ფონდებმა გადაიბარეს ეს საქმიანობა

მაკა ბოჭორიშვილმა მთელს მსოფლიოს შეახსენა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლები ამ რადიკალური მიდგომებისა, რომელიც ფინანსდებოდა იმ ორგანიზაციების მიერ, რომლის ნაწილიც გააუქმა აშშ-მა. ახლა ევროპულმა ფონდებმა გადაიბარეს ეს საქმიანობა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპი

17 ივლისი 2026, 17:56

პოლიტიკა

დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს: სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ

„სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“, - აღნიშნულია წერილში.

გურამ მაჭარაშვილი

17 ივლისი 2026, 17:53

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: 8 აგვისტოს, როდესაც მთელი საქართველო ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებიც დაეცნენ საქართველოს ინტერესების დასაცავად ბრძოლაში, ეს ხალხი ჩადის ლგბტ დროშების ასაფრიალებლად უცხოეთში. იტყვის, რომ კაცების ქორწინება უნდა დაკანონდეს საქართველოში

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელიც 8 აგვისტოს, ბელგიის ქალაქ ანტვერპენის პრაიდში მონაწილეობის საკითხს ეხება.

დავით მათიკაშვილი

17 ივლისი 2026, 17:48

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე ანტვერპენის პრაიდში „თბილისი პრაიდის“ მონაწილეობაზე: როდესაც ამ დღეს სხვა ქვეყანაში მიემგზავრები და რაღაც შაპიტოში იღებ მონაწილეობას, ეს ხაზს უსვამს, რა ემოციური დამოკიდებულება აქვთ საკუთარი სამშობლოს მიმართ

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ქრონიკასთან“ იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „თბილისი პრაიდის“ წევრები 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე, ბელგიაში, ანტვერპენის პრაიდში მიიღებენ მონაწილეობას.

17 ივლისი 2026, 17:33

რეგიონი

შუახევის მკვიდრი: თქვენ ხართ მოღალატე პარტიის წარმომადგენლები. ამ პარტიას უფლება არ აქვს, ამ მიწაზე იყოს. გახარიამ უღალატა ღირებულებას, მშვიდობას უღალატა

როგორც ადგილობრივმა განაცხადა, იგი ომის ვეტერანია. მან გიორგი გახარიას პოლიტიკა გააკრიტიკა და გახარიას პარტია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაადანაშაულა.

ზურაბ ქადაგიძე

17 ივლისი 2026, 17:31

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ნიკა გვარამია არის იმ „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტრაგედიის მონეტიზაცია განახორციელა

„ნიკა გვარამია ხელისუფლებას ამუნათებს იმის გამო, რომ ქვეყანა არ ჩაერთო ამ საშინელ გეოპოლიტიკურ კატასტროფაში; არ დადგა მხარედ, რომელსაც პოტენციურად ექნებოდა საშუალება, ომის და ქვეყნის განადგურების შემდეგ ეწარმოებინა ხარჯთაღრიცხვა, შეეფასებინა, თუ რა დაჯდა ერთი სიცოცხლე, ხიდი და ა.შ. სტალინმა მეტი კი არაფერი თქვა - „ერთი ადამიანის სიცოცხლე ტრაგედიაა, ათასების - სტატისტიკა“. ამასვე ამბობს გვარამია. ამ სტატისტიკით უნდა მიგვეღო თურმე, ჩვენც დაფინანსება“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

17 ივლისი 2026, 17:28

სამართალი

ვახო სანაიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა გადაიდო

მას სიძლვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავება. ვახო სანაიას უწყება ჩაბარდა, თუმცა სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა. მოსამართლემ მას საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა.

17 ივლისი 2026, 17:28

სამართალი

სგპ ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ირაკლი ჭეიშვილი

17 ივლისი 2026, 17:26

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: დღეს საუბრობს მარკო რუბიო იმაზე, რაზეც ჩვენი ხელისუფლება წლების განმავლობაში ვსაუბრობთ. ის, რომ არ შეიძლება პოლიციელებზე ძალადობა

„დღეს საუბრობს მარკო რუბიო იმაზე, რაზეც ჩვენი ხელისუფლება წლების განმავლობაში ვსაუბრობთ. ის, რომ არ შეიძლება პოლიციელებზე ძალადობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალთან დაკავშირებით, რომელშიც მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით იმყოფება.