პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი

19 ივლისი 2026, 14:11

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე: მათი ფილოსოფია ასეთია: ყველაფერი რაც ტრადიციულია, ფასეულია, რაც ჰუმანურობას, ღირსებას, სიყვარულს ასწავლის საზოგადოებას, უნდა იყოს დაგმობილი, ზიზღის ენა და პოლარიზაცია კი წინ უნდა იყოს წამოწეული

საუკეთესო ადამიანების ასე მოხსენიებით, ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც ახალს, თანამედროვეს ამკვიდრებენ ქვეყანაში. პირიქით, ეს ყველაფერი რეგრესია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის მიმართ გაჟღერებულ შეურაცხყოფას.

ლადო სადღობელაშვილი

19 ივლისი 2026, 12:45

სადღობელაშვილი: „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში, საკათედრო ტაძართან მოძრაობის შეფერხება ბერა ივანიშვილის უკავშირდება - აშკარაა, რომ „აჭარა თაიმსი“ და მისი ხელმძღვანელი, სულხან მესხიძე, დაკავებულები არიან იაფფასიანი პიარით, ამგვარი სიცრუის ტირაჟირების ერთადერთი მიზანი საზოგადოებაში ხელოვნური ნეგატივის გამოწვევაა

გუშინ მედიასივრცეში, კერძოდ გამოცემა „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძართან მოძრაობის შეფერხება და გზის ჩაკეტვა ბერა ივანიშვილის უკავშირდება… ეს არის მორიგი თითიდან გამოწოვილი „სენსაცია“ და ფაქტების შეგნებული დამახინჯება, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

თამთა მეგრელიშვილი

19 ივლისი 2026, 12:12

თამთა მეგრელიშვილი: „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის სამიზნე ბერა ივანიშვილი და მისი ოჯახი ალბათ მხოლოდ ერთი მიზნით გახდა, რათა საზოგადოებაში მისი და მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობები ხელოვნურად მაინც შეიქმნას

„აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გამართულ ქორწილის ცერემონიას ბერა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ესწრებოდა და გამოითქვა მოსაზრება, რომ სავარაუდოდ გზის ჩაკეტვაც ამ გარემოებას უკავშირდებოდა, - წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში და დასძენს, რომ სამიზნე ბერა ივანიშვილი მხოლოდ იმ მიზნით გახდა, რომ საზოგადოებაში მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობები ხელოვნურად შეიქმნას.

გიორგი სოსიაშვილი

19 ივლისი 2026, 11:21

სოსიაშვილი ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე: ქართველი კაცი, რომელიც ნოდარ დუმბაძეს აუგად იხსენიებს, ის აგინებს მთელ საქართველოს - როგორი ახალგაზრდების ფორმირება უნდოდათ და სად მიაქანებდნენ ქვეყანას, ამათი დიალოგიდანაც ნათლად ჩანს

ქართველი კაცი, რომელიც ნოდარ დუმბაძეს აუგად იხსენიებს, ის აგინებს მთელ საქართველოს, ქართულ სულიერებას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.

19 ივლისი 2026, 11:18

ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა და სიძულვილი მწერლის მისამართით - ოპოზიციის აქტივისტებმა ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენა კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში გამოიყენეს

ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა და სიძულვილი მწერლის მისამართით - ოპოზიციის აქტივისტებმა ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენა კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში გამოიყენეს. ბენდუქიძე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მფლობელია.

დავით ჩიხელიძე

19 ივლისი 2026, 10:40

დავით ჩიხელიძე: „აჭარა თაიმსმა“ შეგნებულად გამოარჩია ბერა ივანიშვილის სახელი, რათა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაღიზიანება გამოეწვია - ეს არის კლასიკური პროპაგანდისტული მეთოდი, კონკრეტული პირის სახელის გამოყენება ნეგატიური ფონის შესაქმნელად, მიუხედავად იმისა, რომ რეალობასთან ამას საერთო არაფერი აქვს

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ მედიასაშუალებამ ბათუმში გზის გადაკეტვის მიზეზთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

ნინო ფოჩხუა

19 ივლისი 2026, 10:38

ნინო ფოჩხუა: აჭარაში საპატივცემულო ოჯახების შვილები ქორწინდებოდნენ, ნახევარი აჭარა და მეოთხედი თბილისი ქორწილში რომ იქნებოდა და შესაბამისად გზაც რომ გადაიკეტებოდა, ეტყობა ამ არსაიდან მოსულ მესხიძეს არც გაუგონია

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ბერა ივანიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ გარკვეული მედიასაშუალებები მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებენ.

გია აბაშიძე

19 ივლისი 2026, 10:33

გია აბაშიძე „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: მდაბიო ტყუილია, რომ ბათუმში ჯვრისწერისთვის გზა გადაიკეტა დამსწრე ბერა ივანიშვილის გამო - ასეთ ბოროტ, ქოსატყუილა ნაცლუზერებს რა უნდათ ფართო საზოგადოებაში?! სულხან მესხიძის მსგავსი პერსონაჟების ადგილი უსამშობლოთა ტრაგიკომიკურ შაბაშებზეა

ცრუპენტელა "აჭარა თაიმსის" დამფუძნებელ სულხან მესხიძეს არ ეპატიჟებიან ხალხმრავალ ქორწილებში, როდესაც ხდება ავტომოძრაობის შეფერხება; მდაბიო ტყუილია, რომ ბათუმში ჯვრისწერისთვის გზა გადაიკეტა დამსწრე ბერა ივანიშვილის გამო, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}