გურამ მაჭარაშვილი: ვიმედოვნებთ, გერმანიის ხელისუფლება მიხვდება, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მეგობრული სჯობს, ვიდრე მტრული
გურამ მაჭარაშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
გერმანიის ელჩმა [პეტერ ფიშერი] ყველაზე ცუდი საქმე გააკეთა, თუკი ვინმეს გაუკეთებია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველ რიგში გერმანიისთვის, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლას, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.
მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ გერმანიის ხელისუფლება მიხვდება იმას, რომ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები სჯობს, ვიდრე მტრული.
„გერმანიის ელჩმა, ბატონმა პეტერმა მოახერხა, რომ წელიწად-ნახევრის დაგვიანებით გაიგეს, რომ სალომე ზურაბიშვილი აღარ არის პრეზიდენტი. ვიმედოვნებთ, გერმანიის ხელისუფლება მიხვდება, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მეგობრული სჯობს, ვიდრე მტრული, კონფლიქტური და შეუარცხმყოფელი. ამის მერე გაიგებს გერმანიის საზოგადოება, რომ საქართველო აფასებს ყველა იმ სახელმწიფოსა და ერს, რომელიც აფასებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და პატივს სცემს ქართველ ხალხს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ყველა სიახლე
04 სექტემბერი 2026, 20:51
მსოფლიო
Bloomberg: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება და, სავარაუდოდ, სულ მცირე, ნოემბრის არჩევნებამდე შეჩერდება, იმ შიშის ფონზე, რომ აღნიშნული ზომა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატარიფო უფლებამოსილებებს გააფართოებს და ნავთობის ფასებს გაზრდის, - წერს საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი.
04 სექტემბერი 2026, 20:37
პოლიტიკა
საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და შერიგება აფხაზებთან - უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს მწვავედ აკრიტიკებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთზე გაკეთებული განცხადებები, „ქართული ოცნების“ შეფასებით გარედან დაგეგმილი და ორკესტრირებულია. ხელისუფლების პოლიტიკა კი უცვლელია - საქართველო საკუთარ მომავალს მშვიდობაზე , ეროვნულ ინტერესებსა და გაერთიანებაზე აშენებს.
04 სექტემბერი 2026, 20:33
პოლიტიკა
პოლიტიკური ჭორაობა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებულ კამპანიაზე - ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა ჩავარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკური ჭორაობა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებულ კამპანიაზე - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის მიერ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.
04 სექტემბერი 2026, 20:33
პოლიტიკა
ვარაუდებზე დაფუძნებული ბრალდებები - ზაზა შათირიშვილი ოპოზიციას ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის მიერ სასურველის რეალობად წარმოჩენის მცდელობას ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ამხელს. კონკრეტულ მაგალითად კი რომან გოცირიძის მიერ გიორგი ბაჩიაშვილზე გაკეთებული განცხადება მოჰყავს.
04 სექტემბერი 2026, 20:28
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. „გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.
04 სექტემბერი 2026, 20:18
პოლიტიკა
უსაფუძვლო ხმაურიანი ბრალდებები და ოპოზიციის ცრუ კამპანია - პოლიტიკოსების გამოკითხვები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პოლიტიკოსები გამოიკითხნენ. ირკვევა, რომ ხმაურიანი საჯარო ბრალდებების უკან მხოლოდ მსჯავრდებული ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი და დაუდასტურებელი ეჭვებია.
04 სექტემბერი 2026, 20:12
საზოგადოება
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, რომელიც მალე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტს ქვეყანაში შემოიტანს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საუბარია, „ჯივინოსტატზე“. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ეს მედიკამენტი შეიძინა და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანა.
04 სექტემბერი 2026, 19:49
მსოფლიო
პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დროებითი დაცვის წესების ცვლილების მიუხედავად, ბუდაპეშტი გააგრძელებს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის თავშესაფრის მიცემას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დროებითი დაცვის წესების ცვლილების მიუხედავად, ბუდაპეშტი გააგრძელებს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის თავშესაფრის მიცემას.
04 სექტემბერი 2026, 19:13
მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაზე რუსეთის დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაშავდა
4 სექტემბერს რუსეთმა კიევის ცენტრში, წმინდა სოფიას ტაძრის მოპირდაპირედ მდებარე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინას დრონით დაარტყა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 18:59
საზოგადოება
დედაქალაქის ცხრა საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებს შეუძლიათ, ისარგებლონ ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტით – საქართველო I2Q (WB). პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება და მის ფარგლებში თბილისის ცხრა საჯარო სკოლაში ფუნქციონირებას დაიწყებს სასკოლო მზაობის ჯგუფები“.
04 სექტემბერი 2026, 18:52
მსოფლიო
„ამ აქტივების ათვისება ისეთი მექანიზმით, რაც ფაქტობრივად კონფისკაციის ტოლფასია, უზარმაზარ რისკებთან იქნება დაკავშირებული“ - ბელგიამ მკვეთრი უარით უპასუხა მორიგ ინიციატივას რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინის დამატებითი დახმარებისთვის გამოყენების შესახებ
ბელგიამ მკვეთრი უარით უპასუხა მორიგ ინიციატივას რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინის დამატებითი დახმარებისთვის გამოყენების შესახებ, - წერს Euronews-ის ფრანგულენოვანი გამოცემა.
04 სექტემბერი 2026, 18:33
მსოფლიო
Euronews: ცხრა კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, მაშინ როცა სამი მდიდარი დემოკრატია მის ფარგლებს გარეთ დარჩენას ირჩევს
ცხრა კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, მაშინ როცა სამი მდიდარი დემოკრატია მის ფარგლებს გარეთ დარჩენას ირჩევს, - წერს Euronews-ის ფრანგულენოვანი გამოცემა სტატიაში სათაურით „რატომ სურს ამდენ ქვეყანას ევროკავშირში შესვლა, ევროპის ყველაზე მდიდარი ქვეყნის გარდა?“
04 სექტემბერი 2026, 18:28
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს
ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილთან რესტორანში მომხდარი ინციდენტის დეტალები განმარტა. ხუბუას თქმით, გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, თითქოს მან ან ინციდენტის სხვა მონაწილეებმა სამართალდამცავებს საჩივრით მიმართეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
04 სექტემბერი 2026, 17:50
სამართალი
საჯარო სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, სასამართლომ რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმა
საჯარო სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, მოქალაქე მიტო ჩხაიძეს, 3 თასი ლარი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო თარაშ ონიანსა და დავით კვინიკაძეს - 4-4- ათასი ლარის ოდენობით.
04 სექტემბერი 2026, 17:47
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა დაბომბა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთმა დრონის მეშვეობით კიევის ცენტრში ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალური შენობა დაბომბა.
04 სექტემბერი 2026, 17:40
სამართალი
„სახელმწიფო უსაფრთხოების” სამაგისტრო პროგრამაზე დოკუმენტების მიღება 11 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სამაგისტრო პროგრამას წელს პირველად ახორციელებს. სტუდენტები მაღალკვალიფიციური, პრაქტიკოსი აკადემიური პერსონალისგან მიიღებენ უმაღლესი ხარისხის განათლებას და ჩაერთვებიან თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სიმულაციურ სწავლებებში.
04 სექტემბერი 2026, 17:29
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირი ისლანდიის რეფერენდუმის შემდეგ გაფართოების პროცესის გაგრძელებას ცდილობს
ევროკავშირის მაღალჩინოსნები ცდილობენ შეამცირონ ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ ჩატარებული რეფერენდუმის გავლენა და გაფართოების პროცესს ახალი იმპულსი შესძინონ. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 17:25
სამართალი
ირმა ინაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: დღევანდელი გამოკითხვის ადრესატი არ ვიყავი. არ უნდა ვყოფილიყავი მე, ვინაიდან ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, რომ არ ვფლობთ ინფორმაციას იმაზე, რაც მათ აინტერესებთ
მას 2 საათზე მეტ ხანს ჰკითხავდნენ. გამოკითხვის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
04 სექტემბერი 2026, 17:08
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირი სერბეთს აფრთხილებს - რატკო მლადიჩის დაკრძალვა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი ტესტი იქნება
ევროკავშირი სერბეთის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ბოსნიელი სერბების ყოფილი სამხედრო მეთაურის, ომის დამნაშავედ მსჯავრდებული რატკო მლადიჩის დაკრძალვის ორგანიზება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 17:02
სამართალი
მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა
დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს რომ სიტყვიერი კონფლიქტის შემდეგ, უკან შესარიგებლად დაბრუნდა. პროკურორის მტკიცებით კი დაზარალებულებმა მუქარა რეალურად აღიქვეს, ელიზბარაშვილი კი უკან სავარაუდოდ შეიარაღებული დაბრუნდა.


