22 ივლისი 2026, 17:53 / სანდო წყარო

ირაკლი ქადაგიშვილი: არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, სადაც ცალსახად არის განმარტებული, რომ გინება და უწმაწური სიტყვების ძახილი არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც ცივილიზაციის კონტექსტში ჯდება

ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი კითხვით მიმართავს ევროპარლამენტარებს, რომლებიც ვახო სანაიას პატიმრობას აპროტესტებენ. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს აინტერესებს რა მოხდებოდა, ჟურნალისტს ანალოგიური ქმედება მათ სახელმწიფოში რომ ჩაედინა. დეპუტატმა ამ თემაზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ტიპის ჟურნალისტიკას მათ ქვეყნებში ეკრანებზე არავინ გამოაჩენდა.

„არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, სადაც ცალსახად არის განმარტებული - სამწუხაროა, რომ დღევანდელ კაცობრიობას ამის განმარტება უწევს, რომ გინება და უწმაწური სიტყვების ძახილი, ადამიანების წყევლა, კრულვა და ათასი უბედურება არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც ცივილიზაციის კონტექსტში ჯდება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბოროტების ენა, რომელიც საზოგადოებაში დაპირისპირებას, გახლეჩას და ყველანაირ ეროზიას იწვევს ქვეყნისა და სახელმწიფოსა, მისი არსებობის წინააღმდეგ არის მიმართული ასეთი კლიმატის დამკვიდრება ქვეყანაში, საზოგადოებაში, რომელიც შემდეგ ოჯახებში გადადის. ამიტომ, ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ვინც ამბობს, რომ ასეთი რამ არის გამოხატვის თავისუფლება, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ამ ადამიანებს ადამიანობის გაგების მიმართ აბსოლუტური განსხვავება აქვთ“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

მისივე თქმით, კრიტიკა და პოლემიკას არავის ეკრძალება.

ყველა სიახლე

05 სექტემბერი 2026, 20:40

სამართალი

რა უთხრა გამოძიებას გიორგი ლილუაშვილმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე, მსჯავრდებულმა ექსპრემიერმა ცრუ აჟიოტაჟი შექმნა, კამპანია კი ოპოზიციამ სინქრონულად გააგრძელა და თეორიები აიტაცა.

ვლადიმერ ბოჟაძე

05 სექტემბერი 2026, 20:36

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა გვარამიას მუქარაზე: ამდენი წლის შემდეგ არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც მათი ლიდერები არა თუ ნანობენ მათ საქციელს, რაც ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს, არამედ, კიდევ უფრო მეტი აგრესიით იმუქრებიან

„ნიკა გვარამიამ ის შეაშინოს, ვისი მანამდეც ეშინოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდე რასაც აკეთებდა, ყველას კარგად გვახსოვს. ფაქტია, ამდენი წლის შემდეგ არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც მათი ლიდერები არა თუ ნანობენ მათ საქციელს, რაც ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს, არამედ, კიდევ უფრო მეტი აგრესიით იმუქრებიან და აპირებენ მეტი უბედურება მოუტანონ ამ ქვეყანას თუ ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. .ამიტომ, მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას ქართველი ხალხის არასდროს დაუშვებს“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

05 სექტემბერი 2026, 20:28

პოლიტიკა

ფიციდან გინებამდე - სააკაშვილისთვის მელია კრიმინალია, რომელიც მას აგინებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ფიციდან გინებამდე - სად იწყება და ღრმავდება დაპირისპირება. მტრობაში გადაზრდილი ურთიერთობა, დესტრუქციული ქმედებები კრიზისში მყოფი ოპოზიციის ბუნებად იქცა.

ნიკა გვარამია

05 სექტემბერი 2026, 20:18

პოლიტიკა

ისევ დაშინება, შანტაჟი და მუქარა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების უცვლელი ხელწერა - გვარამია ხელისუფლებაში დაბრუნებას და ანგარიშსწორებას ლამობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორც მისი განცხადებიდან ირკვევა, გვარამიას ანგარიშსწორების სურვილი და იმედი აქვს. სწორედ ამ მოტივით ცდილობს ნინო წილოსანს დაემუქროს, თან დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდება - გვარამია, რომელიც, პარტია „ხალხის ძალის“ განცხადებით, ძალადობისა და დევნის არქიტექტორი იყო.

თამარ იოსელიანი

05 სექტემბერი 2026, 20:11

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს

„წლების განმავლობაში, საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ დონეზე, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა და დღეს უკვე მომსწრე ვართ იმისა, რომ კერძო სექტორი ასეთი ინვესტიციებით ჩაერთო მცირე ავიაციის განვითარებაში. შიდა მობილობისა და აეროპორტების ხელშეწყობისთვის საქართველოს მთავრობა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. სულ ახლახან გამოცხადდა ტენდერი როგორც თელავის, ისე მესტიის აეროპორტების ტერმინალების მშენებლობაზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით მცირე ავიაციასაც თავისი წვლილი ექნება როგორც ეკონომიკის, ისე ტურიზმის განვითარებაში“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

05 სექტემბერი 2026, 20:11

ეკონომიკა

გრძელვადიანი საინვესტიციო ხედვის ინოვაციური პროექტი - აეროდრომი და ავია-ვილები კაჭრეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გრძელვადიანი საინვესტიციო ხედვის ინოვაციური პროექტი - აეროდრომი და ავია-ვილები კაჭრეთში. ავიატურიზმსა და მცირე ავიაციის განვითარებას რამდენიმე ჰექტარი დაეთმობა.

მარიამ ქვრივიშვილი

05 სექტემბერი 2026, 19:10

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მიმდინარე წელს 4,600 მილიონზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, გაზრდილია ასევე შესრულებული ფრენების რაოდენობა - მიუხედავად რეგიონში არსებული და ზოგადად, გლობალურად ავიაციის სექტორში არსებული გამოწვევებისა

ჩვენს ქვეყანაში ავიაციის ინდუსტრია ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, მიმდინარე წელს აღნიშნული დინამიკა შენარჩუნებულია და ჩვენი ქვეყნის საავიაციო სექტორი კვლავ განაგრძობს რეკორდული მაჩვენებლით ოპერირებას - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში, „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილი

05 სექტემბერი 2026, 18:57

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე ავიაციაც, რომელიც აერთიანებს კერძო ფრენებს, ავიასპორტს, ავიატურიზმს და პროფესიულ მომზადებას. საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია - განაცხადა ეკონომიკისა და მდრგადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

05 სექტემბერი 2026, 18:35

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში, ეს არის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება - 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში

პრემიერის თქმით, 15 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში.

05 სექტემბერი 2026, 17:47

მსოფლიო

ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 2 ადამიანი, ათობით კი დაშავდა. აფეთქება პიროტექნიკის საცავში მოხდა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

05 სექტემბერი 2026, 17:44

მსოფლიო

ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს

„მე არ ვარ ომში რუთთან!“, „ხელები შორს რუსეთისგან!“ - ამ შინაარსის პლაკატებით ბერლინში „რუსული სახლის“ დახურვა გააპროტესტეს.

05 სექტემბერი 2026, 17:38

მსოფლიო

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დაარტყეს

თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. ქალაქის ხელმძღვანელობამ 5 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

05 სექტემბერი 2026, 17:30

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი შინაარსით ეს არის დესტრუქციული ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ყოფნის დროსაც მხოლოდ დესტრუქციითაა დაკავებული

„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი შინაარსით ეს არის დესტრუქციული ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ყოფნის დროსაც მხოლოდ დესტრუქციითაა დაკავებული, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

05 სექტემბერი 2026, 17:23

მსოფლიო

ალბანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

ხანძარმა დასახლებულ რაიონებში შეაღწია. დამწვარია რამდენიმე სახლი. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ათობით სახანძრო ბრიგადა და ავიაციაა ჩართული.

თორნიკე ფაღავა

05 სექტემბერი 2026, 17:13

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა ნიკა გვარამიაზე: ეს ადამიანები ძალადობდნენ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, ძალადობენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში და ძალადობას ჰპირდებიან საზოგადოებას იმ შემთხვევაშიც, თუ მოვლენ ხელისუფლებაში

„დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა გვარამია ვერასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში და ვერასოდეს გახდება გენერალური პროკურორი, იმდენად, რამდენადაც ქართველმა საზოგადოებამ ისინი უკვე გაუშვა პოლიტიკურ მოუსავლეთში, ისინი ვერასოდეს აიღებენ ხელისუფლებას და ძალაუფლებას ხელში, იმდენად, რამდენადაც ისინი არიან დადასტურებული მოძალადეები, როგორც ქართული საზოგადოების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში", - აცხადებს თორნიკე ფაღავა.

დიმიტრი ხუნდაძე

05 სექტემბერი 2026, 17:12

პოლიტიკა

დიმიტრი ხუდაძე გვარამიაზე: ჩვენ არ გვიკვირს და არც უნდა გვიკვირდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი არქიტექტორის ძალადობის და დევნის

ჩვენ არ გვიკვირს და არც უნდა გვიკვირდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი არქიტექტორის ძალადობის და დევნის - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი და მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე ნიკა გვარამიას მხრიდან ნინო წილოსანის მიმართ საჯაროდ გამოთქმულ მუქარას. მისი თქმით, გვარამიას მხრიდან ასეთი ტიპის მუქარა, კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წევრები ვერ მიხვდნენ, რატომ ჩამოაცილა ისინი ხელისუფლებას საზოგადოებამ.

05 სექტემბერი 2026, 17:09

სპორტი

სპორტის მინისტრი საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებს შეხვდა

სპორტის მინისტრი საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებს შეხვდა

05 სექტემბერი 2026, 16:57

მსოფლიო

Reuters: ნეპალში წყალდიდობიდან 10 დღის შემდეგ, ჩინეთის მოქალაქე გვირაბიდან ცოცხალი გამოიყვანეს

ნეპალში ჩინეთის მოქალაქე გვირაბიდან ცოცხალი გამოიყვანეს. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიმიტრი პესკოვი

05 სექტემბერი 2026, 16:46

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: პუტინმა კიევზე სამი დღით შეტევის შეჩერების შესახებ ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსულ ჯარს უბრძანა, კიევის დაბომბვა სამი დღით შეაჩერონ. ინფორმაციას კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.

წვიმიანი ამინდი

05 სექტემბერი 2026, 16:37

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი

„7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში - შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.