23 ივლისი 2026, 16:52 / სანდო წყარო

ალექსანდრე კარტოზია: გერმანიის პრეზიდენტთან კარგი საუბარი შედგა. ისეთი შთაბეჭდილებაა და სურვილი, რაც მთავარია, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს, კიდევ უფრო განმტკიცდეს, გახდეს ისეთი, როგორიც ეკადრება ჩვენს ისტორიულ ურთიერთობას

ალექსანდრე კარტოზია და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

ალექსანდრე კარტოზია და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

გერმანიაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები დღეს გადასცა, შესაბამისად, კარტოზია 9-თვიანი ლოდინის შემდეგ დიპლომატიურ საქმიანობას დღეიდან შეუდგება.

როგორც კარტოზიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა, გერმანიის პრეზიდენტთან კარგი საუბარი ჰქონდა.

„დღეს შედგა სიგელების გადაცემა. ლოდინმა დიდხანს გასტანა, თითქმის 9 თვე გავიდა. ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გადავეცი პროტოკოლის ხელმძღვანელს იმ სიგელების ასლები, რომლებიც დღეს პრეზიდენტს გადავეცი. ვესაუბრე პრეზიდენტს. არაერთხელ შევხვედრივარ და რამდენჯერმე იყო კიდეც საქართველოში. ვუთხარი, რომ 9 თვე ლოდინი შეიძლება ღირდა კიდეც იმად, რომ გერმანიის პრეზიდენტის ამ ახალ ადგილსამყოფელში პირველი ელჩი ვყოფილიყავი, რომლის აკრედიტაციაც მოხდა. მოგეხსენებათ, გერმანიის პრეზიდენტი გადავიდა სხვა სასახლეში, ვილა ბორსიკში და იქ გაიმართა დღეს სიგელების გადაცემა, ანუ ელჩების აკრედიტაცია. კარგი საუბარი იყო და ისეთი შთაბეჭდილებაა და სურვილი, რაც მთავარია, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს, კიდევ უფრო განმტკიცდეს, გახდეს ისეთი, როგორიც ეკადრება ჩვენს ისტორიულ ურთიერთობას. ყველასთვის ცნობილია, რომ ევროპაში ყველაზე უფრო მეგობრული საქართველოსადმი და ასევე გერმანიისათვის ყველაზე მეგობრული ქვეყანა კავკასიასა და აღმოსავლეთში საქართველო იყო და ეს არის ჩვენი ურთიერთობის ისტორია. სურვილი ნამდვილად არის, რომ აღორძინდეს და გამოცოცხლდეს ურთიერთობები. იმედი მაქვს, ეს ასეც მოხდება“, - აღნიშნა კარტოზიამ.

ყველა სიახლე

ანტონიუ გუტერეში

23 ივლისი 2026, 21:45

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი: ვითარება ახლო აღმოსავლეთში კონტროლიდან გამოდის

ვითარება ახლო აღმოსავლეთში კონტროლიდან გამოდის, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტპნიუ გუტერეშმა.

მიხაილო ფედოროვი

23 ივლისი 2026, 21:12

მსოფლიო

მიხაილო ფედოროვის განცხადებით, იგი მხოლოდ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას დათანხმდება

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ თანამდებობებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტის გარდა, სხვა არცერთ შემოთავაზებას არ დათანხმდება.

23 ივლისი 2026, 21:11

სპორტი

საქართველოს საკალათბურთო კანდიდატთა გუნდი ჩინეთშია. მზადება სოლიდარობის თასისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ტურნირზე პირველ შეხვედრას ქართველი სპორტსმენები ხვალ, მონტენეგროს წინააღმდეგ, თბილისის დროით 13:00 საათზე გამართავენ.

ონისე ოქრიაშვილი

23 ივლისი 2026, 20:38

საზოგადოება

თავდასხმა ონისე ოქრიაშვილზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ფიზიკური დაპირისპირება იყო მოსაშვილისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთაზეც. გავრცელებული კადრების მიხედვით, აქტივისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავა იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში განმარტავს, რომ ინციდენტის მიზეზი ოქრიაშვილის ერთ-ერთი პოდკასტი და იქ გახმიანებული გზავნილები გახდა.

23 ივლისი 2026, 20:37

სამართალი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენა, შეურაცხმყოფელი კომენტარები სოციალურ ქსელში და ჯარიმები - სასამართლოებმა რამდენიმე მოქალაქის, მათ შორის ოპოზიციონერი აქტივისტის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები მიიღეს.

23 ივლისი 2026, 20:37

ეკონომიკა

საქართველოს ყველაზე მასშტაბური სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი ახალ ეტაპზე გადადის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს ყველაზე მასშტაბური სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი ახალ ეტაპზე გადადის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიხეილ სააკაშვილი

23 ივლისი 2026, 20:29

პოლიტიკა

მორიგი დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე - მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მსჯავრდებულის უკმაყოფილება ორგანიზაციის იმ ანგარიშმა გამოიწვია, სადაც პოლიტიკური მოტივით დაკავებულთა შორის მისი გვარი ვერ მოხვდა.„ნაციონალურ მოძრაობაში“, სადაც წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის რეპუტაციასა და გზავნილებს იწონებდნენ, ახლა კრიტერიუმების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებენ.

ალექსანდრე კარტოზია

23 ივლისი 2026, 20:21

პოლიტიკა

თითქმის 9-თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს გერმანიაში ოფიციალურად აკრედიტებული ელჩი ჰყავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირების ფონზე, ქართველი დიპლომატის მთავარი ამოცანა ურთიერთობების გაჯანსაღება და პოზიციების დაცვა იქნება. პარალელურად, თბილისში გერმანიის ახალ ელჩსაც ელოდებიან, რომელიც საქართველოში აგვისტოში ჩამოვა. ნინი გოგიშვილი გვიერთდება პირდაპირ ეთერში.

23 ივლისი 2026, 20:21

სამართალი

სროლა ვერაზე, რომელსაც 17 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა - ბრალდებული დაკავებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სასტიკი თავდასხმა ვერაზე, რომელსაც 17 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა - შანიძისა და ხორავას ქუჩების გადაკვეთაზე ცეცხლი არასრულწლოვანებს გაუხსნეს. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელის აგრესიის მიზეზი ახალგაზრდების ხმამაღალი ლაპარაკი გახდა.

23 ივლისი 2026, 20:14

პოლიტიკა

აზიის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ეკონომიკასთან ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის - საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ სინგაპურში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ირაკლი კობახიძე ქვეყნის პირველ პირებსა და მსოფლიო დონის, გიგანტი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. „ჩანგის“ აეროპორტის მმართველების დაინტერესება ვაზიანის ახალი აეროპორტის პროექტით, ქართველი სტუდენტებისთვის გაჩენილი ახალი სასწავლო და დასაქმების შესაძლებლობები. კიდევ რა კონკრეტულ შეთანხმებებს მიაღწიეს მხარეებმა და რა სფეროებში გაღრმავდება თანამშრომლობა?

პაველ დუროვი

23 ივლისი 2026, 20:01

მსოფლიო

პაველ დუროვი: რაც შეეხება საქართველოს, ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ - მთავრობის ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება, ეკონომიკა 5 წელიწადში გაორმაგდა და წლიურად კვლავ 8%-ით იზრდება

„ტელეგრამის“ დამფუძნებელი, პაველ დუროვი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოს მიმართ აღტაცებას გამოთქვამს და საქართველოს მთავრობის ბიზნესპოლიტიკასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უსვამს ხაზს.

დონალდ ტრამპი

23 ივლისი 2026, 19:49

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ომის უფლებამოსილების შესახებ რეზოლუცია, რომელიც ტრამპს ავალდებულებს, ამერიკელი სამხედროები ირანში კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანოს

წარმომადგენლთა პალატის წევრებმა ხუთშაბათს კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკა ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები კვლავ ძლიერდება, - წერს გამოცემა POLITICO.

23 ივლისი 2026, 19:27

კულტურა

ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ ვენეციის კინოფესტივალის ოფიციალური სექციის Venezia Spotlight მონაწილეა

ოფიციალური პროგრამის გამოცხადების დროს, ვენეციის კინოფესტივალის დირექტორმა ალბერტო ბარბერამ განაცხადა, რომ „გურია“ არის ძალიან სასაცილო კომედია, რომელიც ქართული კინოს ტრადიციებს აგრძელებს

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 ივლისი 2026, 19:19

მსოფლიო

ზელენსკი: ზამთრის დადგომამდე მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი არსებობს - რუსეთთან მოლაპარაკებების გზით ომის დასრულება ან საბრძოლო მოქმედებების გაფართოება რუსეთში შესაძლო მობილიზაციის ზრდით

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზამთრის დადგომამდე მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი არსებობს - რუსეთთან მოლაპარაკებების გზით ომის დასრულება ან საბრძოლო მოქმედებების გაფართოება რუსეთში შესაძლო მობილიზაციის ზრდით.

ჯაბა ხუბუა

23 ივლისი 2026, 19:18

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ტელეკომპანია ,,იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი დღეს ,,იმედს“ ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს. არადა, პატივცემული მერაბი, თავის დროზე, სწორედ რომ ნამდვილი პოლიტიკური ტერორისტების ფეხის ხმას აჰყვა. მერაბ მეტრეველმა თავის წილი ლეგიტიმაცია მისცა სააკაშვილის რეჟიმის მიერ პატარკაციშვილის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას, რაც, საბოლოო ჯამში, ბადრის სიკვდილით დასრულდა

ტელეკომპანია ,,იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი დღეს ,,იმედს“ ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებს. არადა, პატივცემული მერაბი, თავის დროზე, სწორედ რომ ნამდვილი პოლიტიკური ტერორისტების ფეხის ხმას აჰყვა/ მერაბ მეტრეველმა თავის წილი ლეგიტიმაცია მისცა სააკაშვილის რეჟიმის მიერ პატარკაციშვილის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას, რაც, საბოლოო ჯამში, ბადრის სიკვდილით დასრულდა, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.

23 ივლისი 2026, 19:00

მსოფლიო

გერმანული მედია: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბერლინის ადგილობრივი არჩევნების წინ ჩატარებულ გამოკითხვაში პირველად ლიდერობს

ბერლინში ადგილობრივ არჩევნებამდე 59 დღით ადრე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პოპულარობით პირველი ადგილი დაიკავა.

დონალდ ტრამპი

23 ივლისი 2026, 18:43

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, საუდის არაბეთთან სამოქალაქო ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმება ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებაზეა დამოკიდებული

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთთან სამოქალაქო ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმება რიადისგან ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას მოითხოვს, რასაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მხრიდან მოწონება მოჰყვა.

23 ივლისი 2026, 18:41

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ ანდრია ლილუაშვილს სასამართლომ 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის - გრიგოლ ლილუაშვილისათვის ქრთამის მიცემის, ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი დამნაშავედ ცნო.

23 ივლისი 2026, 18:32

მსოფლიო

CNN: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, გლობალური ენერგომატარებლების მიწოდების შეფერხების შიშმა გამოიწვია ის, რომ ნავთობის ფასმა მაისის შემდეგ პირველად 100-დოლარიანი ზღვარი გადალახა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

23 ივლისი 2026, 18:10

რეგიონი

ერგნეთში IPRM-ის რიგით 133-ე შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 133-ე შეხვედრა ჩატარდა.