სკანდალური პოდკასტი - სიწმინდეებისა და ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
იუთუბერ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე ნიკო ხურცილავას ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიან გირაოს ითხოვს. ბრალდებულის ოჯახი ირწმუნება, რომ ეს არ ყოფილა ჩასაფრება და ქმედება, ოქრიაშვილის მიერ ეროვნულ ფასეულობებზე ნათქვამმა სიტყვებმა გამოიწვია.
პარალელურად, მწერალ ნოდარ დუმბაძისა და სიწმინდეების შეურაცხყოფას მკაცრად გმობენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სასულიერო პირები.
თავად პოდკასტის წამყვანი კი „ქრონიკის“ შეტყობინებებს ამ დრომდე არ პასუხობს.
ვრცლად მეგი ნარსავიძის სიუჟეტში.
ყველა სიახლე
24 ივლისი 2026, 21:40
რეგიონი
ირაკლი კობახიძე: თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, ძლიერი უნივერსიტეტი და საერთაშორისო დაკავშირებადობა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ქუთაისი გახდეს ქალაქი, სადაც ცოდნა გარდაიქმნება ინოვაციად, ინოვაცია - ბიზნესად, ბიზნესი კი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას
ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში. დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლიგური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
24 ივლისი 2026, 21:34
რეგიონი
პრემიერი: ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება. მოხარული ვარ, რომ შენობა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო, დღეიდან სრულიად ახალ ფუნქციას შეიძენს
ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლიგური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
24 ივლისი 2026, 21:30
პოლიტიკა
სტივენ ჯერმი: საინტერესოა, ევროკავშირი თუ იარსებებს იმდენ ხანს, რომ უკრაინა მიიღოს საკუთარ რიგებში. წლებია, ვფიქრობ, რომ ევროკავშირი დაიშლება, რადგან საკუთარ თავში დიდ წინააღმდეგობას მოიცავს
საინტერესოა, ევროკავშირი თუ იარსებებს იმდენ ხანს, რომ უკრაინა მიიღოს საკუთარ რიგებში. წლებია, ვფიქრობ, რომ ევროკავშირი დაიშლება, რადგან საკუთარ თავში დიდ წინააღმდეგობას მოიცავს, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა, სტივენ ჯერმიმ.
24 ივლისი 2026, 21:25
პოლიტიკა
სტივენ ჯერმი: ჩემი რჩევაა შეინარჩუნოთ რაც შეიძლება ნეიტრალური მიდგომა, როგორც რუსებთან, ასევე ნატოსა და ევროკავშირთან - უპირველეს ყოვლისა იფიქრეთ საქართველოზე და შეეწინააღმდეგეთ გარედან ზეწოლას
„თქვენ დიდი ძალის მეზობელი გყავთ რომელსაც აქვს დიდი სამხედრო ძალა, უდიდესი ბირთვული არსენალით, ასევე უდიდესი რესურსების პატრონი, ნავთობისა და ბუნებრივი აირის უდიდესი ექსპორტიორი. ჩემი რჩევაა შეინარჩუნოთ რაც შეიძლება ნეიტრალური მიდგომა, როგორც რუსებთან, ასევე ნატოსა და ევროკავშირთან. შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობები შეძლებისდაგვარად ყველა მხარესთან. ძალიან ფრთხილად იყავით რუსეთთან ურთიერთობისას - საერთო საზღვარი გაქვთ. უპირველეს ყოვლისა იფიქრეთ საქართველოზე და შეეწინააღმდეგეთ გარედან ზეწოლას“, - აღნიშნა სტივენ ჯერმა.
24 ივლისი 2026, 21:22
მსოფლიო
უკრაინული მედია: კიევის ოლქში, პოლიგონზე რუსეთის დარტყმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა
24 ივლისს, დღისით, რუსულმა ძალებმა კიევის ოლქში მდებარე პოლიგონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. თავდასხმას, სადაც იმ დროისთვის შეიარაღების გამოფენა მიმდინარეობდა, ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 100-მდე პირმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
24 ივლისი 2026, 21:20
რეგიონი
ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბი იხსნება
ჰაბის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვა პირები ესწრებიან.
24 ივლისი 2026, 21:14
მსოფლიო
ჯო უილსონი: მადლიერი ვარ, რომ ჩემი 41 ორპარტიელი კოლეგა შემომიერთდა მოთხოვნაში, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია სამხრეთ კაროლინაში გაიმართოს და არა სერბეთში - ვუჩიჩი აშშ-ის მოწინააღმდეგე სახელმწიფოების გავლენის ქვეშ იმყოფება და ეს არ არის შესაფერისი ადგილი საერთაშორისო ღონისძიების ჩასატარებლად
მადლიერი ვარ, რომ ჩემი 41 ორპარტიელი კოლეგა შემომიერთდა მოთხოვნაში, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) ყოველწლიური სესია სამხრეთ კაროლინაში გაიმართოს და არა სერბეთში, - წერს ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი, X-ზე. უილსონის განცხადებით, სერბეთზე რუსეთს, ჩინეთსა და ირანს დიდი გავლენა აქვს და ეს არ არის ადგილი, სადაც რომელიმე საერთაშორისო ღონისძიების ჩასატარებლად.
24 ივლისი 2026, 21:12
პოლიტიკა
სტივენ ჯერმი: მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსთვის სამხედრო თვითმკვლელობა იქნებოდა
მეორე ფრონტის გახსნაზე უფრო კატასტროფული ცოტა რამე თუ იქნება საქართველოსთვის, - ასე უპასუხა დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა, სტივენ ჯერმა გადაცემა „თბილისის დროით“ წამყვანის კითხვას, ბრიტანეთი და ევრობიუროკრატია საქართველოზე ძალიან დიდ ზეწოლას ახდენენ, რუსეთის წინააღმდეგ უფრო ხისტი პოზიციის დაკავების მოთხოვნით. საქმე ეხება სანქციების დაწესებას ან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას.
24 ივლისი 2026, 21:11
სამართალი
სპეცოპერაციები თბილისში - პოლიციამ 16 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი და კუსტარულად დამზადებული ფსიქოაქტიური ნივთიერებები ამოიღო. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და გავრცელების ბრალდებით პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა. საპოლიციო მოქმედებები ლილოში, გლდანსა და დედაქალაქის სხვა უბნებში ერთდროულად ჩატარდა.
24 ივლისი 2026, 21:10
პოლიტიკა
სტივენ ჯერმი: ევროპული ეკონომიკური კრიზისი შეიძლება, აღმოჩნდეს უკრაინაში ომის დასასრული. ამის ნიშნები უკვე არსებობს მას შემდეგ, რაც ევროპამ რუსული ენერგო რესურსებზე წვდომა მოიკვეთა
უკრაინაში მიმდინარე ომში ამერიკული ინტერესის კლების ფონზე, კიდევ უფრო მეტად სავარაუდოა, ევროპელთა შეთანხმება რუსულ მხარესთან სწორედ რუსული პირობებით, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა, სტივენ ჯერმიმ.
24 ივლისი 2026, 21:03
პოლიტიკა
სტივენ ჯერმი: ვხედავთ, რომ ევროპასა და რუსეთს შორის ომის შანსები მზარდია
დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა, სტივენ ჯერმა, გადაცემაში „თბილისის დროით“ რუსეთ- უკრაინის“ ომზე ისაუბრა. მას გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, რამდენად ეთანხმება მოცემულობას, რომ რუსეთთან ომის თავიდან აცილება შეუძლებელია უკრაინაის მხარდაჭერის ფონზე, რაზეც ჯერმა განაცხადა „არამგონია. რომ ამ ომის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ ვხედავთ რომ ევროპასა და რუსეთს შორის ომის შანსები მზარდია“.
24 ივლისი 2026, 21:02
რეგიონი
თანამედროვე სტადიონები და სპორტული კომპლექსები რეგიონებისთვის - სპორტული ინფრასტრუქტურა იმერეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იმერეთი სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებისთვის ემზადება. რეგიონში თანამედროვე საფეხბურთო, ასევე სარაგბო ტექნიკური ცენტრები და უეფას მესამე კატეგორიის 6 ათას ადგილიანი ახალი სტადიონი შენდება.
24 ივლისი 2026, 20:53
პოლიტიკა
სტივენ ჯერმი: საქართველო რომ იყოს ნატოს წევრი, ორი რამ არის ნათელი - სადაო საკითხია, ნატოს წევრი რამდენი სახელმწიფო გადაწყვეტს საქართველოს დახმარებას. თუკი ნატოს წევრი სახელმწიფოები საქართველოს დაეხმარებიან, ისინი ძალიან მოწყვლადი იქნებიან
ირინა ბათიაშვილის კითხვაზე, რუსეთმა რომ საქართველოზე კვლავ თავდასხმა გადაწყვიტოს, ნატოს წევრი სახელმწიფოები საქართველოს დასახმარებლად ჯარებს გამოაგზავნიან თუ არა, სტივენ ჯერმიმ აღნიშნა, რომ სადაო საკითხია, ნატოს წევრი რამდენი სახელმწიფო გადაწყვეტს საქართველოს დახმარებას.
24 ივლისი 2026, 20:52
სამართალი
ბრძოლა სიძულვილის ენასთან - საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა კანონით ისჯება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გავრცელების წინააღმდეგ. ქვეყნის მასშტაბით დღეს მორიგი სასამართლოები გაიმართა.
24 ივლისი 2026, 20:49
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
24 ივლისი 2026, 20:48
მსოფლიო
სტივენ ჯერმი: ვდარდობ, რომ ძალიან ბევრი დასავლეთში რუსეთთან ომზე საუბრობს და ცოტა თუ ფიქრობს - ეს ომი როგორ წარიმართებოდა
დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა, სტივენ ჯერმა, გადაცემაში „თბილისის დროით„ მის მიერ დაწერილ სტატიაზე, ევროპასა და რუსეთს შორის შესაძლო ომის თაობაზე ისაუბრა. როგორც სტატიის ავტორმა აღნიშნა, ამ სტატიის მიზანი არ არის მტკიცება, რომ რუსეთსა და ევროპას შორის ომი დაიწყება. სტატიის მიზანია წარმოვიდგინოთ რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ ეს მოხდა.
24 ივლისი 2026, 20:37
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
24 ივლისი 2026, 20:22
კულტურა
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის 158-ე სეზონი გიორგი კაშიას საავტორო სპექტაკლის „კლიტემნესტრას სეანსი“ პრემიერით დაიხურა
სპექტაკლი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა. სპექტაკლის მხატვარი ილია საჯაია, ხოლო კომპოზიტორი გიორგი ჯღარკავაა. დადგმაში მონაწილეობდნენ: ია სუხიტაშვილი, ირაკლი ჯიშკარიანი, გიგა აბულაძე, მარიამ მღებრიშვილი, ლევან გოგოხია და კობა მატკავა.
24 ივლისი 2026, 20:20
მსოფლიო
CNN: ტრამპის განცხადებით, მას სჯერა, რომ ჩინეთი და რუსეთი ირანს იარაღს არ აწვდიან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ ჩინეთი ან რუსეთი ირანს იარაღს აწვდიან. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.


