26 ივლისი 2026, 20:37 / სანდო წყარო

ეპოქის გზაგასაყარი. „იმედის კვირის“ საავტრო რეპორტაჟი

იმისთვის, რომ ქაოსში ბეწვის ხიდზე გავიაროთ, ერი და ბერი ერთსულოვანია. მცირე ჯგუფები, რომლებიც გარე პატრონების დავალებებს ასრულებენ ებრძვიან როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებს, ისე ქართულ ეკლესიას. შეურაცხყოფენ რწმენას და პროვოკაციულად ცდილობენ ქრისტიანული სწავლებების გაშარჟებას. უნიჭო იუმორი, უნიჭო პოდკასტებში მათთვის ვერ იქნება იმ შედეგის მომტანი, რისთვისაც უკვე წლებია იბრძვიან, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, ქართველები ვამაყობთ ჩვენი ქრისტიანული ცივილიზაციით, ისტორიით, კულტურით, ლიტერატურით, განუწყვეტელი ბრძოლით თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლას შეწირული გმირებით.

„რაც უნდა ეცადონ გარე თუ შიდა მტრები, ვერც ნოდარ დუმბაძის, ვერც ერეკლე მეორის, ვერც წმინდანების და ვერც ქართულ ეკლესიაზე თავდასხმით შეარყევენ იმ ფასეულობებს, რომელზეც ეს ქვეყანა დგას.

ჩვენი ფასეულობები ეფუძნება ქრისტიანობას, რომლის აღორძინებაშიც უდიდესია ილია მეორის ღვაწლი. ჩვენ წილად გვხვდა ბედნიერება, მის ეპოქაში გვეცხოვრა და ბუნებრივია, სეზონის ბოლო შემაჯამებელ გადაცემაში გვერდს ვერ აუვლით არა მხოლოდ სეზონისა და წლის, არამედ ეპოქის უმნიშვნელოვანეს მოვლენას - გავიხსენებ საუკუნის პატრიარქს და კიდევ ერთხელ სიამაყით გიჩვენებთ ახალ პატრიარქს.

შესავალ ტექსტში ქრისტიანობასა და მის მნიშვნელობაზე გესაუბრეთ და ძალიან სამწუხარო და კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, როცა ევროპის პარლამენტი ოფიციალურ რეზოლუციაში აღიარებს „ქრისტიანოფობიას“, როგორც პრობლემას და ამავე დროს მისი ცალკეული წევრები, თუ მათგან მხარდაჭერილი ძალები, თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას, კადნიერდებიან და სთხოვენ ლგბტ პროპაგანდაში დახმარებას, უარის შემდეგ კი ცდილობენ მიზანმიმართული კამპანიებით მისი იმიჯის დაზიანებას. ბევრს ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ მეამაყება ჩვენი ეკლესია, ჩვენი სარწმუნოება და ჩვენი საქართველო ისევე, როგორც ამ ქვეყნის მილიონობით მოქალაქეს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ეპოქის გზაგასაყარი, - ნახეთ მარიამ ოშხნელის საავტრო რეპორტაჟში.

ყველა სიახლე

26 ივლისი 2026, 22:50

სამართალი

შსს-მ დააკავა ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა

შსს-მ დააკავა ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის დაკავებული (წვრილმანი ხულიგნობა).

თამარ იოსელიანი

26 ივლისი 2026, 22:41

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს, - განუცხადა "იმედის კვირას" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. მისივე თქმით, ტვირთბრუნვის კუთხით რკინიგზაში ძალიან კარგი ტენდენციები ფიქსირდება, მათ შორის ბოლო ათი წლის ჭრილში.

26 ივლისი 2026, 22:17

საზოგადოება

„იმედი“ გვაერთიანებს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ტრადიციულად, სეზონის ბოლოს „იმედის კვირა“ „ტელეიმედის“ უნიჭიერეს, გემოვნებიან, ღირსეულ და პატრიოტ თანამშრომლებზე მოგიყვებათ.

26 ივლისი 2026, 22:10

რეგიონი

მთა ჩუდურაულში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა

მთა ჩუდურაულში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

26 ივლისი 2026, 22:04

საზოგადოება

ქართული ფოლკლორის ქომაგი - გია ბაღაშვილის სამეცნიერო საქმიანობა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

გაგაცნოთ ქართული ფოლკლორის ქომაგს - ადამიანს, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება, რადგან „იმედის“ მაყურებლების ყველა თაობა მისი ნიჭის თაყვანისმცემელია.

26 ივლისი 2026, 21:57

საზოგადოება

კულინარიის ბასკური გაკვეთილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საქართველოდან ჩასულ შეფმზარეულებს ცოდნა და გამოცდილება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულინარიულ სასწავლებელში გაუზიარეს.

26 ივლისი 2026, 21:40

ეკონომიკა

3 აგვისტოდან თბილისიდან ბათუმში მატარებელი 4 საათში ჩავა - რკინიგზის მასშტაბური განახლება. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

მატარებლით მგზავრობა კიდევ უფრო კომფორტული გახდება, ისეთ რეგიონებს შეგიძლიათ ეწვიოთ სარკინიგზო მარშრუტით, სადაც ბოლოს მატარებელი ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს გაჩერდა.

აბას არაღჩი

26 ივლისი 2026, 21:39

მსოფლიო

აბას არაღჩი: ზელენსკი ირანის სავაჭრო გემს დაესხა თავს, მოკლულია ერთი მეზღვაური. ეს გაეროს წესდების აშკარა დარღვევაა - შეუძლებელია, რომ რაც კიევში ამ მუქთახორამ გააკეთა, პასუხგაუცემელი დარჩეს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში უკრაინის მიერ ირანის სავაჭრო გემზე თავდასხმის შესახებ წერს.

26 ივლისი 2026, 21:22

სამართალი

იოსებ სიგუასა და სოფია სიგუას ოჯახური კონფლიქტი - სკანდალური საქმის დეტალები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ბოლო დროის ერთ-ერთი სკანდალური და რეზონანსული თემაა იოსებ სიგუასა და სოფია სიგუას ოჯახური კონფლიქტი, სადაც ქალი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მოძალადემ პასუხი უნდა აგოს.

ლაშა აბაშიძე

26 ივლისი 2026, 21:21

ეკონომიკა

ლაშა აბაშიძე: სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს

რკინიგზაში რა პროცესიც მიმდინარეობს, ეს არის სამგზავრო მიმართულება და სატვირთო გადაზიდვების მიმართულება, ამ ორივე მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, - განუცხადა „იმედის კვირას“ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ. მისივე თქმით, ახალციხის სარკინიგზო ხაზის განახლება უკვე სრულდება და პარალელურად ახალციხეში დაწყებულია ახალი სადგურის მშენებლობა.

26 ივლისი 2026, 21:17

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და სოფელ ხიჭაურსა და გომარდულში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და სოფელ ხიჭაურსა და გომარდულში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

26 ივლისი 2026, 21:11

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ამ ორმა ქვეყანამ მოილაპარაკა ეკონომიკური საქმიანობის და ურთიერთობების გააქტიურების შესახებ, სადაც, რა თქმა უნდა, წამყვანი ადგილი უჭირავს ბუნებრივი აირით გერმანიის მომარაგების თემას. ცხადია, რომ ამ ვითარებაში საქართველოს როლი არის შეუცვლელი, რადგან ეს არის ერთ-ერთი უმოკლესი და უიაფესი გზა

ამ ყველაფერს პირველ რიგში ვუკავშირებ საქართველოს გლობალურ როლს საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვების საქმეში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა გერმანიის მიერ საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლაზე საუბრისას.

26 ივლისი 2026, 21:05

პოლიტიკა

გერმანიამ ზურაბიშვილი წაშალა - რატომ გადაწყვიტა გერმანიამ საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულების გამოსწორება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

გერმანიამ ზურაბიშვილი წაშალა და „ფეისბუქჩათი“, რომელსაც მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტი წლებია, მედიასთან საკომუნიკაციოდ იყენებდა, სათაური გადაარქვა - „პრეზიდენტის მასალების“ ნაცვლად ახლა ჩათის სახელწოდებაა „სალომე ზურაბიშვილი ფორ მედია“. ფიშერის წასვლით ზურაბიშვილის ბოლო ბასტიონი დაეცა და გადადგომა თავის ვიწრო წრეშიც მოუწია.

ლევან მაჭავარიანი

26 ივლისი 2026, 20:53

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გერმანიის მიერ საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლაზე: რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული, დაველოდოთ, როგორი იქნება ოფიციალური ბერლინის პოზიციები სხვადასხვა მიმართულებით

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონ ფიშერთან არ იქნებოდა დაკავშირებული, - განუცხადა „იმედის კვირას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევამ მაჭავარიანმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდიდან საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლის თაობაზე. მისივე თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ მინიმუმ ის ტყუილები წაიშალა, რომლებიც წელიწადნახევრის განმავლობაში იყო განთავსებული, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილი ახლაც საქართველოს პრეზიდენტია.

გივი მიქანაძე

26 ივლისი 2026, 20:48

პოლიტიკა

გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ანკარაში გაემგზავრა

გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრ იუსუფ თექინთან და ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ოსმან აშქინ ბაქთან.

26 ივლისი 2026, 20:15

პოლიტიკა

გეოპოლიტიკურ ქაოსში მშვიდობის შესანარჩუნებლად ცეცხლის რკალში მოქცეული საქართველო. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირის“ სეზონის ბოლო გადაცემის პირველი რეპორტაჟი ეძღვნება მთავარ კითხვას - გეოპოლიტიკურ ქაოსში როგორ მოახერხა საქართველომ მშვიდობის შენარჩუნება?

26 ივლისი 2026, 17:55

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძიზე სამუშაო შეხვედრა გამართა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე კურორტ გოდერძიზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას გაეცნო და „გოდერძი რეზორტის“ დირექტორთან, ფრიდონ პაპიძესთან და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

26 ივლისი 2026, 17:37

სპორტი

ოქროს ტბაზე 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატზე სლალომის დისციპლინაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ოქროს ტბაზე 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატზე სლალომის დისციპლინაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაძაბული გამოსვლების, სამი სპორტსმენის თანაბარი შედეგისა და ძლიერი წვიმით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ქალთა შორის ჩემპიონი ესპანელი სანდრა ბოტას მედემი გახდა.

26 ივლისი 2026, 17:36

რეგიონი

უძლიერეს მამაკაცთა შორის ბათუმში „შავი ზღვის ღია თასის“ რიგით მესამე შეჯიბრება გაიმართა

ტურნირის მონაწილეებმა ძალები ექვს დისციპლინაში მოსინჯეს. მსოფლიოს ოთხგზის რეკორდსმენმა, 52 წლის ნუგზარ გოგრაჭაძემ კი 286 კილოგრამი კბილებით ასწია და გინესის ახალი რეკორდი დაამყარა.