28 ივლისი 2026, 12:01 / სანდო წყარო

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: ილუზიაა მოლოდინი, თითქოსდა ევროკავშირი შეიცვლება და ისეთ გაერთიანებაში შევალთ, როგორიც ჩვენს წარმოდგენებში იყო ათწლეულების წინ. ასევე მცდარია მოლოდინი, თითქოს საქართველო ევროკავშირის წევრობისგან რაიმე სარგებელს მიიღებს

ილუზიაა მოლოდინი, თითქოსდა ევროკავშირი შეიცვლება და ისეთ გაერთიანებაში შევალთ, როგორიც ჩვენს წარმოდგენებში იყო ათწლეულების წინ. ასევე მცდარია მოლოდინი, თითქოს საქართველო ევროკავშირის წევრობისგან რაიმე სარგებელს მიიღებს, - ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული ყველა მონაცემი ვითარების კიდევ უფრო გაუარესებაზე მიუთითებდა და ამაზე „ნეიტრალურმა საქართველომ“ არაერთხელ განაცხადა.

„პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დაფუძნების დეკლარირებული მიზანი, ქვეყნის ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობიდან გათავისუფლება და საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრისას დოგმატური ჩარჩოების ნაცვლად, რაციონალური მსჯელობის შემოტანა იყო, რადგან დოგმებმა, გარედან თავსმოხვეულმა დღის წესრიგმა, საქართველოს, ბოლო ათწლეულებში მძიმე ზიანი მიაყენა და მნიშვნელოვნად შეაფერხა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და პოლიტიკური ინსტიტუციების განვითარება.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრამა მინიმუმი მიღწეულია − ჩვენ მოვახერხეთ რელიგიის რანგში აყვანილი თემის დესაკრალიზაცია და დღეს უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავის მხრივ სვამს შეკითხვას − რა აზრი აქვს ევროკავშირის წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ? მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან, არათუ შეკითხვის დასმაა დაგვიანებული, არამედ ამ შეკითხვაზე პასუხიც უკვე დიდი ხანია ნათელია.

უპირველესად, უნდა ითქვას, რომ ილუზიაა მოლოდინი, თითქოსდა ევროკავშირი შეიცვლება და ისეთ გაერთიანებაში შევალთ, როგორიც ჩვენს წარმოდგენებში იყო ათწლეულების წინ. ასევე მცდარია მოლოდინი, თითქოს საქართველო ევროკავშირის წევრობისგან რაიმე სარგებელს მიიღებს − ეკონომიკური, ან უსაფრთხოების, ან ღირებულებითი თვალსაზრისით. ჩვენს განცხადებებში არაერთხელ გვაქვს დეტალურად აღწერილი რეალობა, რაც დღევანდელ ევროკავშირშია, ასევე პერმანენტულად ვუსვამდით ხაზს, რომ ყველა მონაცემი ვითარების კიდევ უფრო გაუარესებაზე მიუთითებდა. იქვე მკაფიოდ ვამბობდით, რომ არც საქართველოს მიმართ ბრიუსელის ბიუროკრატიის დამოკიდებულება შეიცვლებოდა ობიექტურობისკენ.

ფაქტი ის არის, რომ ევროკავშირის წილი გლობალურ ეკონომიკაში 2008 წლიდან მცირდება და 26%-დან 14%-მდეა დაცემული. ეს ტენდენცია კიდევ უფრო შეუქცევად ხასიათს იღებს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნები მილიარდობით ევროს გამოყოფენ პროქსი-ომის გახანგრძლივების მიზნით და ამავდროულად ზრდიან სამხედრო დანიშნულების ხარჯებს. 2024 წელს ევროკავშირის ჯამური ბიუჯეტი მილიტარიზაციაზე 343 მილიარდი ევრო იყო, 2026 წელს კი, 110 მილიარდზე მეტით იზრდება და 454 მილიარდ ევროს მიაღწევს. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის გახლავთ, რომ ამ მიმართულებით ბიუჯეტის ზრდა არ არის ეკონომიკური აღმავლობით გამოწვეული, არამედ ეს ყველაფერი ხდება ეკონომიკური სტაგნაციის ფონზე, მაშინ, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ მსხვილი საწარმოები, აღარ არის იაფი ენერგორესურსები, აღარ არის ტექნოლოგიური მიღწევები, რის გამო სწრაფი ტემპით ხდება ევროკავშირის დეინდუსტრიალიზაცია.
ეკონომიკური დეგრადაციის პარალელურად, ევროკავშირის აბსოლუტურად სუიციდურმა მიგრაციის პოლიტიკამ, წევრ ქვეყნებში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საზოგადოებრივი უსაფრთხოება აქცია. მაგალითისთვის − მხოლოდ ერთი წლის სტატისტიკით გერმანიაში მიგრანტების მიერ ჩადენილ იქნა 402 000 კრიმინალური აქტი: ძალადობა, ქურდობა, გაუპატიურება, ტერორისტული აქტები და ა.შ.
ევროკავშირის მოსახლეობა იზრდება, მაგრამ მცირდება ადგილობრივი მოსახლეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხდება ბუნებრივი მოსახლეობის ეტაპობრივი ჩანაცვლება. მაგრამ ეს ყველაფერი ხელს არ უშლის ევროკავშირის ბიუროკრატიას, რათა მთავარ პრიორიტეტად კვლავ ლგბტ-პროპაგანდა შეინარჩუნოს. წლევანდელი წელი გამორჩეული იყო ე.წ. ლგბტ-პრაიდების ჩატარების კუთხით, რაც დიდ წარმატებად გამოაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ნიდერლანდებში 25 ივლისს გაიხსნა ე.წ. ჯუნიორ-პრაიდის კვირეული, რომელიც გათვლილია 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ამავე ქვეყნის პარლამენტი კი, მსჯელობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რათა ერთნაირსქესიან წყვილებს საერთო ბიოლოგიური შვილის ყოლის შესაძლებლობა მიეცეთ. საერთო ჯამში, ევროკავშირი არის ღირებულებითი დეგრადაციის პიკში და ეს ყოველდღიურად მტკიცდება იქ განვითარებული მოვლენებით, მიღებული კანონებით, შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტებით, რეზოლუციებით და ა.შ.

დღეს ევროკავშირი დემოკრატიული, ძლიერი ეკონომიკის მქონე გლობალური მოთამაშის ნაცვლად არის განსხვავებული აზრის ჩამხშობი, მილიტარისტული გაერთიანება, რომელიც ღია ომშია რუსეთთან, სატარიფო და სასანქციო დაპირისპირებაში აშშ-სა და ჩინეთთან. მიუხედავად იმისა, რომ თვალნათლივ ჩანს, თუ რამ მიიყვანა მძიმე შედეგებამდე ევროკავშირი, მისი მმართველი ელიტა, რომელიც სრულად ექვემდებარება „დიფ სთეითს“, კიდევ უფრო დიდი მონდომებით აგრძელებს იმავე პოლიტიკის გატარებას ყველა მიმართულებით და პოტენციურ წევრ ქვეყნებზე ისე აპირებს ამ ყველაფრის თავს მოხვევას, რომ მათ ხმის უფლებასაც კი არ უტოვებს.

ჩვენმა პარტიამ 17 ივნისს გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის ინიციატივაზე გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომელმაც სამომავლოდ წევრი ქვეყნებისთვის ხმის უფლების შეზღუდვის იდეა პირველმა გააჟღერა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით კი, უკვე 12 ქვეყანა უჭერს მხარს კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღების წესის გაუქმებას და ახალი წევრი ქვეყნებისთვის საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების, ბიუჯეტის და სხვა ძირითად საკითხებზე ხმის უფლების შეზღუდვას.

ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩახშობის და ეროვნული ინტერესების შესაბამისად ქვეყნის მართვის უფლების შეზღუდვის მცდელობები ევროკავშირს დიდი ხანია პრაქტიკაში დაწყებული აქვს. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი საქართველოა. უკვე წლებია ბრიუსელი ცდილობს ჩვენი ქვეყნის დასჯას მხოლოდ იმიტომ, რომ უარი ვთქვით მათი დირექტივების შესრულებაზე, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა და მეტიც - საკუთარი ხელით ქვეყნის განადგურებას გამოიწვევდა. ისინი ღიად ითხოვდნენ ჩვენგან ასეთი ნაბიჯების გადადგმას და ამას იმით ხსნიან, რომ რადგან მათ კლუბში გვსურს გაწევრიანება, ამ კლუბს აქვს საკუთარი წესები და პირობები, რასაც უსიტყვოდ უნდა დავემორჩილოთ. ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი ძალისხმევით მოახერხა არ დაჰქვემდებარებოდა შანტაჟსა და ზემოქმედებას, რის გამო არაერთი რევოლუციური მცდელობის მოგერიება მოგვიწია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჰიპოთეზურად წევრობის შემთხვევაში, ჩვენ ეს შესაძლებლობა, რომ საკუთარ ქვეყანაზე თავად მივიღოთ გადაწყვეტილება, უკვე დე იურე ჩამოგვერთმევა.

ამიტომ, ახლა შეკითხვების დასმის დრო ნამდვილად აღარ არის, რადგან შეკითხვის დასმა ვერ ცვლის სტატუს-კვოს და ჩვენ კვლავ პარადოქსულ მოცემულობაში ვრჩებით - გვაქვს კონსტიტუციური დოგმა, ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტი ისევ იმ ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინია, საბოლოო გაწევრიანების პერსპექტივით, რომელიც ვერანაირ სარგებელს ვერ მისცემს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ პოზიციის დაფიქსირების უფლების გარეშე, დააკისრებს ისეთ ვალდებულებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, უსაფრთხოებისთვის და იდენტობისთვის გამანადგურებელი იქნება.

ამიტომ, აუცილებელია ევროილუზიიდან საბოლოო გათავისუფლება და საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს მხრიდან ახალი დისკურსის შეტანა − ქვეყნის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. კანდიდატის სტატუსით და ევროკავშირისკენ კურსის შენარჩუნებით ჩვენ კვლავ ვრჩებით ამ ბანაკის ნაწილად, ეს კი გვაქცევს იზოლაციაში, ხელს გვიშლის სრულფასოვნად მოქნილი და მრავალვექტორული პოლიტიკის გატარებაში, რაც ოპტიმალური გზაა იმისათვის, რათა ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერიტორიული გამთლიანება და ტრადიციული ღირებულებებით ცხოვრების გაგრძელება“, - აღნიშულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ირაკლი ნადარეიშვილი

12 სექტემბერი 2026, 09:47

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო დიალოგის სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანია ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა საქართველოში

საქართველოს ურთიერთობებს ჩინეთთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ადგილი უკავია, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პეკინში გამართულ მომსახურებით ვაჭრობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

ვლადიმერ პუტინი

12 სექტემბერი 2026, 09:41

მსოფლიო

ბრიტანული დაზვერვა: უკრაინის ომში რუსეთმა ნახევარი მილიონი სამხედრო დაკარგა

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო დაჭრილების ჩათვლით რუსეთის არმიის საერთო დანაკარგი 1,5 მილიონს აღწევს. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 09:26

პოლიტიკა

ანტიამერიკული პროპაგანდა ოპოზიციის პროპაგანდისტული „ფორმულას“ ეთერში, პრეზიდენტ ტრამპის დაცინვა და მისი დადანაშაულება ამომრჩევლის მოსყიდვაში

რადიკალური ოპოზიციისა და მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში ანტიამერიკული ნარატივების ტირაჟირება გრძელდება.

12 სექტემბერი 2026, 09:04

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 სექტემბერს საქართველოში

12 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +32 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

12 სექტემბერი 2026, 08:32

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ლინდსი გრემის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მომზადებულ კანონპროექტს მომავალი კვირიდან განიხილავს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა მომავალ კვირაში რუსეთზე ფართომასშტაბიანი სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტის განხილვას დაიწყებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 08:00

პოლიტიკა

ახალი სასწავლო წელი განათლების მასშტაბური რეფორმის ფონზე. რა სიახლეებს სთავაზობს სისტემა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს? - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერი“ „იმედზე“

ახალი სასწავლო წელი განათლების მასშტაბური რეფორმის ფონზე. რა სიახლეებს სთავაზობს სისტემა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს?

11 სექტემბერი 2026, 23:25

მსოფლიო

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

საუდის არაბეთმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი დროებით გაითიშა მას შემდეგ, რაც რიადისა და მედინის რეგიონებში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ლევან დარსალია

11 სექტემბერი 2026, 21:10

ეკონომიკა

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე გვაქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, რომელიც ძალიან მალე სატესტო რეჟიმში ჩაეშვება, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სტუმრობისას.

ბექა ფერაძე

11 სექტემბერი 2026, 21:00

საზოგადოება

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

46%-ით შემცირებული ფატალური შემთხვევები სამშენებლო ობიექტებზე, შემოწმებული ობიექტების გაზრდილი რაოდენობა და ჯარიმების გამოყენების შემცირებული მაჩვენებელი - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა.

11 სექტემბერი 2026, 20:55

სამართალი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაკავებულია ორი ადამიანი. ისინი იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ერთ-ერთი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარელიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ.

ზაზა დობორჯგინიძე

11 სექტემბერი 2026, 20:53

პოლიტიკა

ზაზა დობორჯგინიძე: კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე „ნაცის“ დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას

კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე ნაცის დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას, - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.

11 სექტემბერი 2026, 20:48

სამართალი

სასამართლო პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - რა გადაწყვეტილებები მიიღეს მოსამართლეებმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ. მოსამართლეებმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს. სასამართლომ სოციალური ქსელის ის მომხმარებლები, რომლებმაც შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, სამართალდამრღვევებად ცნო.

11 სექტემბერი 2026, 20:47

ჯანდაცვა

დაავადებათა კონტროლისა ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორედ მიენიჭა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვირუსული ჰეპატიტების აღმოფხვრის გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით მიენიჭა.

11 სექტემბერი 2026, 20:44

პოლიტიკა

უმძიმესი კრიზისი შიდა დაპირისპირების ფონზე - ოპოზიციის თვითგანადგურება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

პოლიტიკური ანგარიშსწორება და საჯარო ურთიერთბრალდებები ყოფილ თანაგუნდელებს შორის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან მკაცრ განცხადებებს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პასუხობს. ყოფილი თანამებრძოლები კი მას დებატებისთვის თავის არიდებასა და სერიოზულ კითხვებზე პასუხების არქონაში ადანაშაულებენ.

11 სექტემბერი 2026, 20:32

პოლიტიკა

ლაზარე ჯორბენაძის სუიციდისა და დავით გარეჯის საქმე - სპეკულაციები არარსებული ამბებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველი გუნდი ოპოზიციასა და ცალკეულ მედიასაშუალებებს სახელმწიფო ინტერესების შელახვასა და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

მარტა კოსი

11 სექტემბერი 2026, 20:22

პოლიტიკა

რას ფიქრობს შეერთებული შტატების დიპლომატიური მისია ბრიუსელის მოთხოვნასა და „მაგას“ წინააღმდეგ მიმართულ განცხადებაზე - ბრიუსელის ულტიმატუმი, ვაშინგტონის დუმილი და თბილისის მკაცრი პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკომისარი ევროკავშირის მომავალი წევრებისგან დონალდ ტრამპის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციასთან ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვს.

რევაზ სოხაძე

11 სექტემბერი 2026, 20:18

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: კარგად გვესმის, რას ნიშნავს ბავშვისთვის და მისი ოჯახისთვის სკოლის მშენებლობის ან რეაბილიტაციის თითოეული გადაცილებული დღე - ჩვენი ამოცანაა, არსებული პრობლემები ეტაპობრივად გადავჭრათ, მიმდინარე პროექტები ხარისხიანად დავასრულოთ და პროცესი ისე გავმართოთ, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ დაგროვდეს

28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის დასრულებას ვგეგმავთ“, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხილვისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ლევან დარსალია

11 სექტემბერი 2026, 20:13

რეგიონი

ლევან დარსალია: გუდაურში წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ

„ჩვენ წელს ვამატებთ 7,5 კილომეტრის გათოვლიანებას და ჯამურად გათოვლიანებული ტრასების სიგრძე იქნება 12,5 კილომეტრი, რაც მოგვცემს სამომავლოდ იმის საშუალებას, რომ სეზონის გახსნა წინასწარ დავაანონსოთ. ადგილობრივ ტურისტულ კერძო სექტორს, რომელიც ტურისტებზე არის მორგებული, შეეძლება წინასწარ დაგეგმოს თავისი გაყიდვები, კამპანიები და უფრო მეტი ტურისტი შემოიყვანოს ქვეყანაში“.

11 სექტემბერი 2026, 20:10

სამართალი

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ბარამიძე დააკავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძის საქმეზე მეტ დეტალს მარიამ ქართველიშვილი მოგაწვდით.

რიკარდ იოზვიაკი

11 სექტემბერი 2026, 19:51

მსოფლიო

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე. კიდევ ერთი შეხვედრა ორშაბათს გაიმართება

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე.