პოლიტიკა
28 ივლისი 2026, 14:49
თამთა მეგრელიშვილი ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება, სწორი რეაგირება აუცილებელია, რადგან ის დიდი ხანია გასცდა კულტურული და მორალური ნორმების ზღვარს
ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება, სწორი რეაგირება აუცილებელია, რადგან ის დიდი ხანია გასცდა საზოგადოებაში მიღებული კულტურული და მორალური ნორმების ზღვარს. ახალი მოძრაობა ამ მხრივ აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.
28 ივლისი 2026, 14:47
ჩიხელიძე აშშ-ის საელჩოს: თუ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები არაერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს, საქართველოში იმავე მიდგომას თავისუფლების შეზღუდვად რატომ მიიჩნევთ? გამოხატვის თავისუფლების დაცვა და სიძულვილის ენის პრევენცია შესაძლებელია თანაარსებობდეს, თუ სახელმწიფო მოქმედებს კანონის შესაბამისად
თუ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მექანიზმები არაერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს, საქართველოში იმავე მიდგომას თავისუფლების შეზღუდვად რატომ მიიჩნევთ? - ამ კითხვით ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, აშშ-ის საელჩოს მიმართავს, მათ მიერ “რადიო თავისუფლებასთან” გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით, სადაც საელჩო აცხადებს, რომ შეშფოთებულები არიან სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიღებული კანონმდებლობით.
28 ივლისი 2026, 14:46
დავით ქართველიშვილი: აშშ-ის საელჩომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართულ კანონიერ ბრძოლას „შემაშფოთებელი“ უწოდა „კაია კალასის“ საუკეთესო ტრადიციებში. არ გამოვრიცხავ, რომ საელჩოს მორიგ სამიზნეში ჩვენი სპორტსმენის, გიორგი ქართველიშვილის მიერ დაანონსებული ორგანიზაცია მოხვდეს
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმიანება, რომელმაც სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართულ კანონიერ ბრძოლას „შემაშფოთებელი“ უწოდა. ქართველიშვილი პარალელს ავლებს ქართველი MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ დაანონსებულ საზოგადოებრივ მოძრაობასთან და აცხადებს, რომ თუ საელჩო ამ ორგანიზაციის მიმართაც გამოთქვამს „შეშფოთებას“, მაშინ შეფასებისას სწორედ ამერიკული გამოცდილებითა და თანაბარი სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს.
28 ივლისი 2026, 14:26
ლევან მაჭავარიანი გიორგი ქართველიშვილის მოძრაობაზე: კითხვა მდგომარეობს შემდეგში - რა როლი ექნება ქვეყნის იდენტობის, გამოჩენილი ქართველების დაცვაში ამ ორგანიზაციას. ნაცვლად იმისა, რომ ამ ტიპის შეკითხვებს სვამდეს რადიკალური ოპოზიცია, პირდაპირ გადადიან ბულინგზე
დეპუტატი გიორგი ქართველიშვილის მიერ მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.
28 ივლისი 2026, 14:20
თორნიკე ჭეიშვილი ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე: რადიკალებს მწვავე ალერგია ემართებათ მაშინვე, როდესაც ჩვენ გვესმის იდეა და მიზანი ეროვნული ღირებულებების დაცვისა, ვინაიდან არაერთხელ სწორედ ისინი იდგნენ იმ მასირებული შტურმის უკან, რომელიც ხორციელდებოდა ჩვენს ტრადიციებზე, კულტურაზე, ეკლესიაზე
რადიკალებს მწვავე ალერგია ემართებათ მაშინვე, როდესაც ჩვენ გვესმის იდეა და მიზანი ეროვნული ღირებულებების დაცვისა, ვინაიდან არაერთხელ სწორედ ისინი იდგნენ იმ მასირებული შტურმის უკან, რომელიც ხორციელდებოდა ჩვენს ტრადიციებზე, კულტურაზე, ეკლესიაზე, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე.
28 ივლისი 2026, 14:19
დავით ქართველიშვილი: საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კვლავ ძირითადად ადგილობრივ მყიდველებზეა დაფუძნებული, უცხოური მოთხოვნა მრავალ ქვეყანაზე ნაწილდება და არც ერთი რეგიონი დომინანტურ პოზიციას არ იკავებს
ამიტომ „არაბული ქალაქებისა“ და „არაბული სოფლების“ შესახებ გავრცელებული თეზისები უფრო პოლიტიკური რიტორიკის ნაწილია, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკა და ობიექტურ საბაზრო ანალიზზე დაფუძნებული დასკვნა. რეალური სურათი გაცილებით პრაგმატულია: საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კვლავ ძირითადად ადგილობრივ მყიდველებზეა დაფუძნებული, უცხოური მოთხოვნა მრავალ ქვეყანაზე ნაწილდება და არც ერთი რეგიონი დომინანტურ პოზიციას არ იკავებს. ხოლო სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან შემოსული კაპიტალი არ არის დემოგრაფიული ექსპანსიის ნიშანი. იგი საერთაშორისო ინვესტორების მზარდი ნდობის გამოხატულებაა საქართველოს ეკონომიკის, ტურისტული პოტენციალისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს მიმართ. სწორედ ინვესტიციები და არა პოლიტიკური მითები წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას“, - წერს დავით ქართველიშვილი.
28 ივლისი 2026, 14:18
ლევან მაჭავარიანი აშშ-ს საელჩოს პოზიციაზე: დარწმუნებული ვარ, რომ საელჩოდან, ვინც ეს განცხადება გააკეთა, ამ საგანს კარგად არ იცნობს, ან კითხვა იყო იმგვარად დასმული, რომ შეგნებულად შეცდომაში შეიყვანეს
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიციას, რომ შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო, მმართველი გუნდი პასუხობს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, სიტყვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის დიდი სხვაობა არსებობს.
28 ივლისი 2026, 13:57
ცოტნე ანანიძე: ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპს - სახელმწიფოთა თანასწორობას აუქმებენ, თავადვე ანადგურებენ იმ იდეას, რაზეც ეს კავშირი უნდა იდგეს
„ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტები საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ ვნახეთ, ახლა ევროკავშირის მთავარ ფუნდამენტურ პრინციპს - სახელმწიფოთა თანასწორობას აუქმებენ. თავადვე ანადგურებენ იმ იდეას, რაზეც ეს კავშირი უნდა იდგეს,” - წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


