დავით ქართველიშვილი სააკაშვილის განცხადებაზე „მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი“: მისი მანიაკალური, ჩამოუყალიბებელი გიჟის შიგთავსი, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას 9 წელი, თურმე ემშვიდობება თავის ფიზიკურ იპოსტასს, რომელმაც ვერ მოახერხა სახელისუფლებო რეინკარნაცია და ჰოლოგრამის სახით გვიბრუნდება
დავით ქართველიშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც „მზადდება მისი ხელოვნური ინტელექტის ავატარი“, აღნიშნული განცხადების ამსახველ ვიდეოს კი სოციალურ ქსელში აზიარებს ავტორი. ქართველიშვილი სააკაშვილის განცხადებებს საქართველოს ისტორიის დაგვიანებულ დიაგნოზად აფასებს, „რომელმაც დაუშვა 2003 წელს ეს მანიაკალურ-ფსიქოპატიური მოვლენა სახელმწიფოს სათავეში.“
მისივე თქმით, სააკაშვილის გამოსვლა დეგრადირებული არსების პოლიტიკური მონოსპექტაკლია.
„ჯერ კიდევ „გუშინ" ის „კვდებოდა" და „გადასარჩენად" კომფორტულ კლინიკაში ხან კიევიდან მოზარდთა ენურეზის მკურნალს იწერდა, ხან ლონდონიდან - ფსიქიატრიის ცნობილ პროფესორს. შუალედში ხან საკუთარი განავალით კალათბურს თამაშობდა პალატაში, ხან ამ განავალს პოლონელ სტუმრებს ატანდა ქვეყნის გარეთ საბაჟო დეკლარაციაში შეტანის გარეშე. პარალელურად - დემენციას ამარცხებდა და როგორც ჩანს, ბუნებრივი ინტელექტის უკანასკნელ „წვეთებს" ემშვიდობებოდა, რათა საბოლოოდ ხელოვნურზე გადასულიყო და საკუთარი არანაკლებად შეშლილი სექტანტების წინაშე - დღეს უკვე ვირტუალურ ბელადად და ავატარად წარმოჩენილიყო.
მისი მანიაკალური, ჩამოუყალიბებელი გიჟის შიგთავსი - რომელიც მართავდა ამ ქვეყანას 9 წელიწადი, თურმე ემშვიდობება თავის ფიზიკურ იპოსტასს, რომელმაც ვერ მოახერხა სახელისუფლებო რეინკარნაცია - და ჰოლოგრამის სახით გვიბრუნდება და სთავაზობს საკუთარ თავს პოლიტიკური შიზოფრენიით დაინფიცირებულ საზოგადოებას. ამაზე ღლიცინიც კი აღარ შეიძლება - ეს არის დაგვიანებული დიაგნოზი საქართველოს უახლოესი ისტორიისა, რომელმაც დაუშვა 2003 წელს ეს მანიაკალურ-ფსიქოპატიური მოვლენა სახელმწიფოს სათავეში.
ამ ვიდეოში ჩვენ ვხედავთ დეგრადირებული არსების პოლიტიკურ გამოსვლას - მონოსპექტაკლს, სადაც საღმა აზრმა თუ ბუნებრივმა ინტელექტმა დარბაზი დიდი ხნის წინ დატოვა, ხოლო ტაშს მხოლოდ ერთგული და გადარეული სექტა უკრავს, რომელიც მზადაა თავისი კერპის ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე აბსურდული ქმედება გენიოსობად გამოაცხადოს. ინტერნეტის ჯანსაღი მომხმარებელი, როგორც ყოველთვის, ამ ყველაფერს სიცილით პასუხობს - მემებით, ირონიით, დაცინვით. მაგრამ სინამდვილეში აქ სასაცილო ძალიან ცოტაა. ისტორიას არაერთხელ უნახავს, როგორ იწყებოდა მძიმე პოლიტიკური კატასტროფები იმ მომენტიდან, როდესაც საზოგადოებამ სახიფათო ქცევა უბრალოდ ექსცენტრიულობად ჩათვალა და სერიოზულად აღარ აღიქვა. სანამ ერთნი ხუმრობდნენ, მეორენი სრულიად სერიოზულად მთელ ქვეყანას საკუთარი აკვიატებული იდეების საცდელ პოლიგონად აქცევდნენ. ამიტომ მთავარი კითხვა თავად ამ პოლიტიკოსს კი არ ეხება. მთავარი კითხვაა - მზად არის თუ არა საზოგადოება კიდევ ერთხელ ანდოს სახელმწიფო, ამჯერად უკვე შეშლილ "ავატარს", რომლის საჯარო გამოსვლებიც სულ უფრო მეტად წააგავს საკუთარ ავადმყოფურ წარმოდგენებთან დაუსრულებელ ბრძოლას.
სახელმწიფო არც ფსიქოთერაპიის კაბინეტია და არც პოლიტიკური თრილერის გადასაღები მოედანი. საკუთარ ქვეყანაზე ჩატარებული ექსპერიმენტები აპლოდისმენტებით თითქმის არასოდეს მთავრდება. გაცილებით ხშირად ისინი მთავრდება იმით, რომ შემდეგ წლების განმავლობაში მთელ საზოგადოებას უწევს იმ ნანგრევების ალაგება, რომლებიც დატოვა ადამიანმა, რომელიც მისთვის მიუღებელ ქვეყანას ასეთი გაშმაგებით და აბუჩად აგდებით "ტროლავდა".“- წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
30 ივლისი 2026, 00:58
მსოფლიო
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
იაპონიის სამხრეთით, კუნძულ კიუშუზე მომხდარი 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. აღნიშნულ მონაცემებს ქვეყნის ცენტრალური მთავრობა და კუმამოტოს პრეფექტურა ავრცელებენ.
30 ივლისი 2026, 00:49
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ „საკმაოდ იმედგაცრუებული“ დარჩება სი ძინპინით, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ „საკმაოდ იმედგაცრუებული“ დარჩება სი ძინპინით, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდის.
30 ივლისი 2026, 00:16
მსოფლიო
ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრაზე: მსურს, რომ მან ომი დაასრულოს - ომის დასრულება მინდა, დაასრულეთ ეს ომი
მსურს, რომ მან ომი დაასრულოს, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამშაბათს გამართულ შეხვედრას.
29 ივლისი 2026, 23:51
მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალები: უკრაინამ ფრონტის ერთ-ერთ მიმართულებაზე გამანადგურებელი F-16 დაკარგა
უკრაინამ ფრონტის ერთ-ერთ მიმართულებაზე გამანადგურებელი F-16 დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების პრესსამსახური ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 22:44
მსოფლიო
უკრაინის გენერალურმა შტაბმა საბრძოლო დანაყოფების დაკომპლექტებისა და პირადი შემადგენლობის გადანაწილების აუდიტი გამოაცხადა
უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ახალი მეთაურის, გენერალ მიხაილო დრაპატის ხელმძღვანელობით, საბრძოლო დანაყოფების დაკომპლექტებისა და პირადი შემადგენლობის გადანაწილების აუდიტი ჩატარდება.
29 ივლისი 2026, 22:30
მსოფლიო
მერცი: სრულიად მიუღებელია ევროპული ინსტიტუტებისთვის 2 500 ახალი პოზიციის შექმნა - ჩვენ ამას არ შევეგუებით
უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, გერმანიის ფედერალური მთავრობა ცენტრალურ აპარატში თანამდებობების 8 პროცენტით შემცირებას გეგმავს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.
29 ივლისი 2026, 21:45
მსოფლიო
ესპანეთსა და საფრანგეთში მძიმე ხანძრების ფონზე, ევროკავშირის სააგენტო გამოდის გაფრთხილებით, რომ აგვისტოს დასაწყისში შესაძლოა „მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვეს“
ევროპაში ტყის ხანძრების გაზრდილი რისკების, ასევე ესპანეთსა და საფრანგეთში მძიმე ხანძრების ფონზე, ევროკავშირის სააგენტო გამოდის გაფრთხილებით, რომ აგვისტოს დასაწყისში შესაძლოა „მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვეს“.
29 ივლისი 2026, 21:09
მსოფლიო
POLITICO: მაშინ, როდესაც საფრანგეთი იწვის, ულტრამემარჯვენეები ამაში საარჩევნოდ შანსს ხედავენ
ექსტრემალური სიცხისა და გვალვის შედეგად უმართავი ტყის ხანძრები, ერთი შეხედვით, ნაკლებად ჰგავს იმ თემას, რისი საარჩევნოდ გამოყენებაც საფრანგეთის უკიდურეს მემარჯვენეებს შეეძლებათ - მარინ ლე პენის „ეროვნულ გაერთიანებას“ წლები აქვს გატარებული „მწვანე“ რეგულაციების მოწინააღმდეგეთა რიგებში, თუმცა, ახლა პარტია ოსტატურად იყენებს ბოლო წლების ყველაზე მასშტაბურ ხანძრებს იმის დასამტკიცებლად, რომ ემანუელ მაკრონის მთავრობა კრახს განიცდის თავის უმთავრეს მოვალეობაში: მოქალაქეებისა და მათი საკუთრების დაცვაში, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „მაშინ, როდესაც საფრანგეთი იწვის, ულტრამემარჯვენეები ამაში საარჩევნოდ შანსს ხედავენ“.
29 ივლისი 2026, 21:02
რეგიონი
ტურისტული პოტენციალის გაძლიერება და ახალი მიმართულებების პოპულარიზაცია - ტური იმერეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იმერეთში ტუროპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის სამდღიანი საინფორმაციო ტური გაიმართა. სტუმრები რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, ქუთაისის ახლად გახსნილ ტექნოლოგიურ ჰაბსა და ჭიათურაში მოწყობილ სათავგადასავლო მარშრუტებს გაეცნენ.
29 ივლისი 2026, 20:54
საზოგადოება
გუდაურის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა - სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი ოჯახის წევრებმა, კოლეგებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა მიაგეს. დღეს ქვეყანა კიდევ ერთხელ იხსენებს ადამიანებს, რომლებმაც პროფესიულ მოვალეობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.
29 ივლისი 2026, 20:48
რეგიონი
ინფრასტრუქტურული პროექტები და სტიქიის შედეგების აღმოფხვრა - მინისტრები კახეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კახეთში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა და ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურ ფაზაში შედის. თელავში გამაგრებითი და პრევენციული სამუშაოები ოფიციალურად დაიწყო.
29 ივლისი 2026, 20:44
პოლიტიკა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა.
29 ივლისი 2026, 20:42
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ჩვენთვის რეგიონები განსაკუთრებული პრიორიტეტია, ამ მიმართულების გაძლიერება ერთის მხრივ, პასუხისმგებლობაა და ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ჩემს გამოცდილებას მოვახმარ ჩემს გუნდს და ჩემს ქვეყანას, მადლობა ყველა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, იქ მუშაობენ გმირები, რომლებიც დღეს და ღამეს ასწორებენ, რომ წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში
მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე, რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე, ბატონო პრემიერო, გამოწვევა მიღებულია, - განაცხადა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
29 ივლისი 2026, 20:34
მსოფლიო
უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო კორუმპირებული თანამდებობის პირების წინააღმდეგ - მიზანში დავით არახამიაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კიდევ ერთი კორუფციული სკანდალი - უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობას სწავლობს.
29 ივლისი 2026, 20:25
სამართალი
სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის. დეტალები „ქრონიკაში“
სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სოციალური ქსელების მონიტორინგს განაგრძობს.
29 ივლისი 2026, 20:24
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას
რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულება მამუკა მდინარაძეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსს, ყველაზე უკეთ შეუძლია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
29 ივლისი 2026, 20:20
პოლიტიკა
ჯო უილსონი სიძულვილის მხარეს - კონგრესმენის მიერ დაანონსებული მორიგი კანონპროექტი და მმართველი გუნდის მწვავე კრიტიკა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ჯო უილსონი, როგორც მაშველი რგოლი - ამერიკელი კონგრესმენის მიერ დაანონსებულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოში სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ეხება, „ქართულ ოცნებაში“ ლობისტურ პროექტად აფასებენ.
29 ივლისი 2026, 20:14
პოლიტიკა
ნაურუმ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უკან წაიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს ხელისუფლების პრინციპული გამარჯვება და არაღიარების პოლიტიკის შედეგი - ნაურუს რესპუბლიკამ სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმებთან ურთიერთობა ოფიციალურად გაწყვიტა.
29 ივლისი 2026, 20:05
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: მიშას ორი ავატარი მე უკვე ამოვიცანი. ერთი წითლიძეა, მის ახალგაზრდობას გვახსენებს უფრო, მეორე ნანულა ჟორჟოლიანი, რომელიც უფრო ჰგავს სააკაშვილს 50 წლის ასაკში... არაა ბევრი ფიქრი საჭირო
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი „ავატარი“ მზადდება.


