ნანა კაკაბაძე: ის, რომ დასავლეთი გაურიგდა (ან შეეგუა) რუსეთს საქართველოს ოკუპაციის საკითხში და მასთან მშვიდობიანი თანაარსებობა ურჩია, სულაც არ არის ჩვენი პროფესიით “პატრიოტების” სადარდებელი. ამიტომაც იყო, რომ ადრე მათ არც რუსული ენა აწუხებდათ, არც “ღრუსი” ტურისტები და არც იქიდან შემოსული ფული. მაშინაც და ახლაც მათთვის ქცევის წესებს დასავლეთიდან მონავალი ფულის ნაკადი განაპირობებს, ეს არის მათი "თავდადებისა" და “პატრიოტიზმის” ქვაკუთხედი
ნანა კაკაბაძე
ფოტო: Facebook
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ანტირუსული განწყობის მიზეზებზე წერს. მისი თქმით, ის, რომ დასავლეთი გაურიგდა (ან შეეგუა) რუსეთს საქართველოს ოკუპაციის საკითხში და მასთან მშვიდობიანი თანაარსებობა ურჩია, სულაც არ არის ჩვენი პროფესიით “პატრიოტების” სადარდებელი.
„ანტირუსული ისტერიის ანატომია
დაახლოებით ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე ვინც აკვირდება ქართული საზოგადოების რუსეთისადმი და ზოგადად, რუსულისადმი განწყობებს, აშკარად შეამჩნევდა ამ საკითხისადმი მნიშვნელოვან განსხვავებებს დღევანდელობასა და 30-40, ან თუნდაც 10-15 წლის წინანდელ დამოკიდებულებას შორის.
თუ მხოლოდ გარედან დამკვირვებელი არა ხარ და აქტიურად მონაწილეობ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იმ ცვლილებების მიზეზების გარკვევასაც შეეცდები, რამ მიიყვანა ჩვენი დღევანდელი საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი აშკარად გამოვლენილ, თავის მოწონებად ქცეულ ნაცისტური იდეოლოგიით ნასაზრდოებ რუსოფობიამდე.
მე-20 საუკუნის 70-80-იანი წლების ქართული დისიდენტური მოძრაობის მკვებავი იყო დემოკრატიული იდეალები.
მართალია, იმ პერიოდის დისიდენტები ვებრძოდით საბჭოთა სისტემას, რუსეთს იმპერიად, ხოლო არსებული პოლიტიკის გამტარებელ რუსებს იმპერიალისტებად მოვიხსენიებდით, მაგრამ მაშინ ვერავის მხრიდან ვერ ნახავდით რუსი ერის წინააღმდეგ იმის მსგავს მოწოდებებს, რასაც დღეს ვისმენთ იმ ადამიანებისგან, ვისაც პატრიოტობა შემოსავლის წყაროდ და პროფესიად, ხოლო რუსოფობია ამ პროფესიის სამარკო ნიშნად უქცევიათ.
პირიქით, რუსი, უკრაინელი და სხვა დისიდენტები მუდამ ერთმანეთის სოლიდარულები იყვნენ ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს იყო ის ცივილიზებული დამოკიდებულება, რომელიც მიიჩნეოდა ნორმად.
როდესაც 80-იან წლებში ეროვნული მოძრაობა გახდა მასობრივი, მაშინაც ქართველთა ბრძოლა მიმართული იყო იმპერიიდან თავის დასახსნელად და არა რუსი ერის წინააღმდეგ.
მხოლოდ 9 აპრილის შემდეგ, მცირე ხნით იფეთქა ანტირუსულმა ისტერიამ, მაგრამ ჯანსაღმა საზოგადოებრივმა პოზიციამ და ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა მალევე გადაიყვანეს სწორ კალაპოტში აზვირთებული ხალხის განწყობები.
90-იან წლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში, წინა პლანზე გამოსულები იყვნენ სეპარატისტი აფხაზები, ოსები და ჩრდილო კავკასიელი ბოევიკები, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ მათ უკან სწორედ იმპერიული რუსეთი იდგა, მაშინაც კი არ ყოფილა ისეთი ანტირუსული ისტერია, როგორსაც დღეს ვხედავთ.
უფრო მეტიც, 2008 წელს როდესაც პირდაპირ რუსული შეიარაღებული ძალების მიერ მოხდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპირება, რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. ამის შემდეგაც კი ყოველგვარი ანტი-რუსული ისტერიის გარეშე, ვხედავდით საპირისპიროს, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ რუსების მოპატიჟებას საქართველოში ტურისტებად თუ ბიზნესის საკეთებლად. მათ ჩვენი ქვეყნის პირველი პირები საზღვარზევე ხვდებოდნენ დიდი პატივისცემით, რათა ეჩვენებინათ, რომ პოლიტიკური დაპირისპირება ჩვენს ერებს შორის, ეროვნულ დაპირისპირებას არ იწვევდა და რუს ერს ქართველები მტრად არ მიიჩნევდნენ.
ბევრს დღესაც გვახსოვს, საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის წერილების პათოსი რუსეთში, სადაც ის ოკუპანტი ქვეყნის ხელმძღვანელობას თითქმის ეხვეწებოდა, მოგვეცით კულტურული ღონისძიებების (სიმღერის და ცეკვის) თქვენთან ჩატარების საშუალებაო.
მანამდე ხომ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ რუსებისთვის მიყიდული სტრატეგიული ობიექტებიც გვახსოვს, რუსებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება და იმის მტკიცება, რომ რუსეთიდან ინვესტიციების შემოდინება დიდად სასურველია, რადგან “ფულს სუნი არა აქვს”.
ამ ჩვენი პროფესიით “პატრიოტებისთვის” მაშინ ეს ყველაფერი მისაღები იყო, არც რუსულ ენაზე საუბრები აღიზიანებდათ, არც თვითონ “ღრუსები”. ზოგ შემთხვევებში ახლაც ასეა, მაგ: მათთვის ლიაკა ხოშტარიას “ღრუსულ” რუბლებს დღესაც ვარდის სურნელი ასდის.
პასუხ გაუცემელია კითხვა, ჩვენს “პატრიოტ აკაცუკებს” ანტირუსული ისტერიისა და რუსოფობიის ბაცილა მხოლოდ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რატომ შეეყარათ.
არანორმალური და არაადეკვატურია ისიც, რომ რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ისე არ აღუშფოთებიათ და გაუმწარებიათ ქართველი პროფესიით “პატრიოტები”, როგორც ეს მოხდა უკრაინა-რუსეთის ომის დროს.
მათ სწორედ ეს ომი (და არა წლობით გაგრძელებული ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია) წარმოაჩინეს რუსეთ-საქართველოს ომად და გვიმტკიცებენ, იმიტომ უნდა ვმონაწილეობდეთ ამ ომში, რომ რუსეთის დამარცხების შემდეგ აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასო.
პროვინციალიზმი იდიოტობა და სამშობლოს უპატივცემულობა გვგონია ქართულზე მეტად უკრაინული დროშების ფრიალი საქართველოში, სოციალურ ქსელებში ამ დროშებით “მარიაჟობა”, თუმცა, ვერც პროვინციალიზმს და ვერც იდიოტობას აუკრძალავ ვერავის, ისევე როგორც ვერავის აიძულებ უყვარდეს და პატივს სცემდეს უპირველესად სამშობლოს, მაგრამ ჭკვიანი ადამიანი საკუთარ გამოცდილებაზე მაინც ისწავლიდა, რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას გულის ფხანად ქცეულმა რუსეთის გაღიზიანებამ და იმ საფრთხეებზეც ჩააფიქრებდა, რაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი ქვეყნის საზღვრებისთვის რუსეთის დანგრევამ.
ერთი შეხედვით უცნაურ მოვლენას, თუ რატომ გახდა სწორედ ახლა ჩვენი საზოგადოების საკმაო ნაწილი ისტერიული რუსოფობი, ერთი პასუხი აქვს:
არც 90-იანებში და არც სააკაშვილის მმართველობის დროს დასავლეთის დაკვეთა არ იყო რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის გახსნა, ამისათვის მსოფლიო საზოგადოებისთვის პიარ-ტექნოლოგიებით ტვინების გამორეცხვა და საომარი (ომის მომხრეობის) განწყობის შექმნა.
დღეს დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, რადგან მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლის-დასუსტების და მისი წიაღისეულის და ნავთობის დაპატრონების დრო.
ომის შედეგად უკრაინელთა გენო ფონდის განადგურება, მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილის ლტოლვილებად ქცევა, ქვეყნის ნგრევა თავისი საბოლოო მძიმე შედეგებით, დემოკრატიის სახელით კეთდება და არა იმ რეალური მოტივით რაც უდევს საფუძვლად ამ ომის დაფინანსებას დასავლეთის მიერ.
ამ პიარისა და დაფინანსების ტალღას მოერგნენ თუ მოარგეს საკუთარი ინტერესები ჩვენმა ე. წ. ოპოზიციამ, NGO-ებმა და აკაცუკებმა. აქ იშოვება დღეს ფული და ესენიც მიმჯდრები არიან როგორც ძუძუს გოჭები დედა ღორის ძუძუებს.
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, დასავლეთი დღეს საქართველოს იმიტომ სჯის, რომ ჩვენ არ ჩავერიეთ "კაი ბიჭების” ინტერესების დასაკმაყოფილებელ ომში, ჩვენი ქვეყნის განადგურების ხარჯზე.
აი ეს არის რეალური მიზეზი იმ უსამართლო სანქციებისა, ჩვენი ქვეყნის ლანძღვისა და მუქარებისა, რომელიც დასავლეთიდან ასე უხვად და უწყვეტად მოედინება.
უცხოური ვალუტით გამაძღარების და მათი "თავდადების" პათოსი ამოხსნილია, მაგრამ გაბრიყვებულთა რაოდენობაა სამწუხარო, რომლებიც ზედაპირზე მოტივტივე რეალობას ვერ ხედავენ და პიარით შექმნილ არარეალობას უჭერენ მხარს, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვისა და ღირსების შებღალვის ხარჯზე.
ფაქტია, რომ ასეთებისთვის საქართველო და მისი ტერიტორიული მთლიანობა გაცილებით უფრო უმნიშვნელო აღმოჩნდა, ვიდრე უკრაინის ომი და უცხო ტერიტორიები.
ის, რომ დასავლეთი გაურიგდა (ან შეეგუა) რუსეთს საქართველოს ოკუპაციის საკითხში და მასთან მშვიდობიანი თანაარსებობა ურჩია, სულაც არ არის ჩვენი პროფესიით “პატრიოტების” სადარდებელი.
ამიტომაც იყო, რომ ადრე მათ არც რუსული ენა აწუხებდათ, არც “ღრუსი” ტურისტები და არც იქიდან შემოსული ფული. მაშინაც და ახლაც მათთვის ქცევის წესებს დასავლეთიდან მონავალი ფულის ნაკადი განაპირობებს, ეს არის მათი "თავდადებისა" და “პატრიოტიზმის” ქვაკუთხედი. "ფული ბაბაია ფული", და ეს ფული დასავლეთიდან მიღებული ბრძანებების შესრულებას მოჰყვებოდა უკან მაშინაც და ახლაც. უბრალოდ, მაშინ “პატრიოტებისთვის” მიღებული დავალება იყო დღევანდელისგან განსხვავებული", - წერს ნანა კაკაბაძე.
ყველა სიახლე
13 სექტემბერი 2026, 18:56
პოლიტიკა
შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო
პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე, „იმედზე“ გამართულ დებატებთან დაკავშირებით, რომელშიც განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, მოადგილესთან ერთად მონაწილეობდა, ოპოზიციის რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
13 სექტემბერი 2026, 18:14
მსოფლიო
ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს
„ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს. მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა: „დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს“.
13 სექტემბერი 2026, 17:40
მსოფლიო
მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ
„გუნტერ ზაუტერი, კანცლერის ოფისის მრჩეველი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, შაბათს საღამოს კიევიდან პოლონეთისკენ მიმავალ ღამის მატარებელში იმყოფებოდა. დილის დაახლოებით 5:00 საათზე, მატარებელი პოლონეთის საზღვართან გაჩერდა, სასაზღვრო ზონაში დრონების დარტყმების გამო კი, მატარებლის მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა“, - წერს გამოცემა.
13 სექტემბერი 2026, 17:29
სამართალი
პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - მორიგი ოპერაციის შედეგად რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. თითქმის უწყვეტ რეჟიმში აკავებენ დანაშაულში მხილებულებს და ოპერატიული მუშაობით სამართალდამცველებმა არაერთი დანაშაული აღკვეთეს.
13 სექტემბერი 2026, 17:29
მსოფლიო
The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ
გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე შეთანხმების გაფორმებაც იგეგმება, რომელიც დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს. შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ბრიტანეთის პრემიერმა ენდი ბერნემმა, პარლამენტარებს მიანიშნა, რომ შოტლანდიის კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას იმ შემთხვევაში დართავდა ნებას, თუ ამის ირგვლივ „მკაფიო კონსენსუსი“ ჩამოყალიბდებოდა.
13 სექტემბერი 2026, 17:18
მსოფლიო
რომის პაპი: ყველას მოვუწოდებ, ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს
„კვლავ აღვავლენ ლოცვებს მათთვის, ვინც დაიღუპა და მათთვის, ვინც იმ ტრაგიკული დღის იარებს დღემდე ატარებს. იმ ფონზე, როდესაც კონფლიქტები და ძალადობა ჩვენს ამდენ ძმასა და დას ეხება, ყველას მოვუწოდებ ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს“, - განაცხადა პაპმა.
13 სექტემბერი 2026, 17:09
მსოფლიო
ჰორმუზის სრუტეში ირანულ გემს დაარტყეს
ჰორმუზის სრუტეში ირანულ სატვირთო გემზე თავდასხმა მოხდა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანულ კომერციულ გემს კუნძულ ჰენგამის ახლოს, ქეშმის შიბ-დერაზის სანაპიროსთან გამთენიისას დაარტყეს.
13 სექტემბერი 2026, 17:05
მსოფლიო
პოლონეთში განაცხადეს, რომ უკრაინაზე მორიგი იერიშის დროს, რუსულ დრონებს ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დარღვევია
„მადლობას ვუხდი ჩვენს ჯარისკაცებს; პოლონეთის საჰაერო თავდაცვა მუდმივად საბრძოლო მზადყოფნის მაღალ რეჟიმში იმყოფება“, - დასძინა კოსინიაკ-კამიშმა.
13 სექტემბერი 2026, 16:00
საზოგადოება
ბაკურიანში აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების ხელშეწყობის მიზნით, პროექტი განხორციელდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის, ბაკურიანში პროექტი „აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდებისა და მათი მშობლების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“ განხორციელდა.
13 სექტემბერი 2026, 15:38
მსოფლიო
დრონის სავარაუდო გამოჩენის გამო ლიეტუვამ ვილნიუსის აეროპორტი დახურა, ნატომ კი ჰაერში ავიაცია აწია
უწყების განმარტებით, თვითმფრინავი ჩრდილოეთ ლიეტუვაში მდებარე შიაულიაის ავიაბაზიდან აფრინდა, სადაც ნატოს ბალტიის საჰაერო თავდაცვის მისიის ფარგლებში, ამჟამად იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალებია განთავსებული.
13 სექტემბერი 2026, 15:07
მსოფლიო
პესკოვმა უკრაინასა და აშშ-სთან სამმხრივი მოლაპარაკებების ოქტომბერში განახლება არ გამორიცხა
„დიახ, ჩვენ არ გამოვრიცხავთ ასეთ შესაძლებლობას. ჩვენ სწორედ უახლოეს პერსპექტივაზე ვსაუბრობთ. ანუ, ოქტომბრის გამორიცხვა არ შეიძლება“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს ინდოეთში გამართული BRICS-ის სამიტის შემდეგ.
13 სექტემბერი 2026, 14:58
სპორტი
გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა
გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა.
13 სექტემბერი 2026, 14:51
ტექნოლოგიები
Anthropic-ის, OpenAI-ისა და xAI-ის ხელმძღვანელები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოწოდებით გამოვიდნენ
შედეგად კომპანიებიდან რამდენიმე წამყვანი სპეციალისტი წავიდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც AI-ინდუსტრიის წარმომადგენლები ტექნოლოგიის განვითარების ტემპის შეზღუდვის ინიციატივით გამოდიან. 2023 წელს მასკი და ათასზე მეტი სპეციალისტი გამოდიოდნენ მოწოდებით, GPT-4-ზე უფრო მძლავრი სისტემების სწავლება სულ მცირე ნახევარი წლით შეჩერებულიყო. მოგვიანებით ალტმანმა, ამოდეიმ და სხვა მკვლევრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, სადაც AI-ისგან კაცობრიობის წინაშე არსებული რისკი პანდემიებისა და ბირთვული ომის საფრთხეების გვერდით დააყენეს.
13 სექტემბერი 2026, 14:47
საზოგადოება
საქართველოს ფოსტის ინიციატივით დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება
საქართველოს ფოსტის ინიციატივით, დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება
13 სექტემბერი 2026, 14:24
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჩვენ აქამდეც, დონალდ ტრამპის პირველი გაპრეზიდენტებისას გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდა მას გვარამია. დღეს იმავე გზაზე, რელსებზე დგანან ცალკეული ტელევიზიები, აგენტურული რუპორები
ჩვენ აქამდეც, დონალდ ტრამპის პირველი გაპრეზიდენტებისას გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდა მას გვარამია. დღეს იმავე გზაზე, რელსებზე დგანან ცალკეული ტელევიზიები, აგენტურული რუპორები, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
13 სექტემბერი 2026, 14:20
მსოფლიო
კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარ „ლუკასის“ ჩაქრობას ცდილობენ. ცეცხლი ტყის მასივში მძვინვარებს, სტიქიის ზონასთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს სავალდებულო ევაკუაცია შეეხო.
13 სექტემბერი 2026, 14:17
მსოფლიო
გერმანული მედია: ლაიპციგის აეროპორტზე აგვისტოს დასაწყისში ჩაშლილი თავდასხმის უკან რუსეთი დგას
ამავე წყაროების ცნობით, გერმანიის ხელისუფლებამ კავშირების შესახებ იცოდა მაშინ, როდესაც დამნაშავე თურქეთიდან ქვეყანაში შევიდა, თუმცა ჩასვლის შემდეგ მასზე თვალთვალი არ განხორციელებულა. ინციდენტი ლაიპციგ-ჰალეს აეროპორტში, უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების გამანაწილებელ ცენტრში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა.
13 სექტემბერი 2026, 14:12
მსოფლიო
ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა ოქტომბერში სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ემზადება
„ვემზადებით. ოქტომბრისთვის“, - ასე უპასუხა ბუდანოვმა ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას.
13 სექტემბერი 2026, 14:03
მსოფლიო
ჯარედ კუშნერი კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში ყველაზე რთულ საკითხად ტერიტორიებს ასახელებს
„პრეზიდენტმა პუტინმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რის მიღწევა სურს. უკრაინას ამ საკითხში დათმობაზე წასვლა რომ ნდომებოდა, შეთანხმების დანარჩენ პუნქტებს უკვე შევათანხმებდით. თუმცა უკრაინას ახლა ეს არ სურს. ჩვენი, როგორც შუამავლების ამოცანა კი ისეთი კრეატიული გამოსავლის პოვნაა, რომელიც არ შევა წინააღმდეგობაში მათ [უკრაინის] სურვილებთან, დაეხმარება მიზნის მიღწევაში და ამასთან, აიძულებს რუსეთს დაასრულოს კონფლიქტი ისე, რომ ორივე მხარემ შეძლოს წინსვლა იმ სისტემის ფარგლებში, რომელიც მსგავსი მოვლენების განმეორებას გამორიცხავს“, - განაცხადა კუშნერმა.
13 სექტემბერი 2026, 14:00
სპორტი
გიორგი კვერნაძე „ჯენოასთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
გიორგი კვერნაძემ იტალიის ჩემპიონატში გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. სერია ა-ს მეოთხე ტურში „ფროზინონემ“ სტუმრად „ჯენოასთან“ ფრედ 1-1 ითამაშა. 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა, 87-ე წუთზე კი შეცვალეს. კვერნაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.


