ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ვფიქრობ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით
ფოტო: IMEDI/კადრი
ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარს არ ამბობს, თუმცა აქვს პირობა, რომელიც გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი გახდეს ცხადი. საქმე ეხება სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას.
„მე ვფიქრობ ამ პარტიის თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით, აირჩიოს, რომ მისი მთავარი ველი არის ეს ქვეყანა. მიშა თუ იტყვის, რომ პოლიტიკაში შემოდის, ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური სუბიექტი და პრემიერობის კანდიდატი, ეს გაამარტივებს თამაშის წესებს. სიცხადეა ის, რომ ამ პარტიის ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შექმნის ეფექტურობას, გამოცდილებას, შესაძლებლობას. ეფექტური დღის წესრიგის შემდგენელი არ იყვნენ მოგონილი ლიდერები, რომელთა დაკავშირებითაც საბოლო კოჰაბიტაცია მაინც არ დგება“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში.
ყველა სიახლე
14 სექტემბერი 2026, 18:25
მსოფლიო
POLITICO: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს ევროპის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და იარაღის ქარხნებზე, ნატოს ქვეყნები კვლავ ფრთხილობენ ისეთი მკაცრი ნაბიჯების გადადგმისგან, რომლებმაც შესაძლოა კრემლის პროვოცირება გამოიწვიოს
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს ევროპის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და იარაღის ქარხნებზე, ნატოს ქვეყნები კვლავ ფრთხილობენ ისეთი მკაცრი ნაბიჯების გადადგმისგან, რომლებმაც შესაძლოა კრემლის პროვოცირება გამოიწვიოს, - წერს გამოცემა POLITICO.
14 სექტემბერი 2026, 18:23
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი აკადემიური წელი დაიწყო
KIU 2026-2027 აკადემიურ წელს მნიშვნელოვანი სიახლეებითა და მიზნებით შეხვდა. უნივერსიტეტმა პირველად მიიღო სტუდენტები ორ ახალ - ფიზიკისა და არქიტექტურის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე. ახალი და უკვე მოქმედი პროგრამების უმრავლესობა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) და ასევე, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროგრამებს უძღვებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. 2026-2027 სასწავლო წლიდან სწავლას სახელმწიფო აფინანსებს.
14 სექტემბერი 2026, 18:14
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: პროექტი „ჩემი პირველი ნერგი“ 22 ოქტომბრიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება
მთავრობის ინიციატივით, 31 აგვისტოს პრემიერის განკარგულებით დაიწყო პროექტი „ჩემი პირველი ნერგი“, რომლის განხორციელებაში ჩართული არის ჩვენი სამინისტრო, განათლების სამინისტრო, თბილისის მერია და რეგიონების სამინისტრო, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტი 22 ოქტომბრიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.
14 სექტემბერი 2026, 18:12
პოლიტიკა
პარლამენტი მიმდინარე კვირაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას უყრის კენჭს
საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას მიმდინარე პლენარული სხდომების კვირაში უყრის კენჭს.
14 სექტემბერი 2026, 18:09
ეკონომიკა
გივი დავითაშვილი: საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, საქართველოს საავიაციო სექტორი დინამიკურად ვითარდება - მიმდინარე მაჩვენებლები გვაძლევს პოზიტიურ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ 2026 წელი საქართველოს სამოქალაქო ავიაციისათვის რეკორდული იქნება
საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, საქართველოს საავიაციო სექტორი დინამიკურად ვითარდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ხელმძღვანელმა, გივი დავითაშვილმა.
14 სექტემბერი 2026, 18:07
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია ოპოზიციაზე: როდესაც მათ იხსენიებენ პოლიტიკურ ოპოზიციად, მე ბუნებრივად მიჩნდება ხოლმე პროტესტი ამ შეფასებასთან დაკავშირებით
როდესაც მათ იხსენიებენ პოლიტიკურ ოპოზიციად, მე ბუნებრივად მიჩნდება ხოლმე პროტესტი ამ შეფასებასთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ოპოზიციაზე საუბრისას.
14 სექტემბერი 2026, 18:03
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
14 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულ ელჩთან, ფაბიენ ვასერმანთან.
14 სექტემბერი 2026, 17:58
რეგიონი
ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად ქალაქ ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერა.
14 სექტემბერი 2026, 17:57
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა.
14 სექტემბერი 2026, 17:56
საზოგადოება
დავით სონღულაშვილმა მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) 2026 წლის ყოველწლიური კონფერენციის გახსნით ღონისძიებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
14 სექტემბერი 2026, 17:54
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: მოლოდინი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში პრემიერი კულტურის მინისტრის ახალ კანდიდატურას წარადგენს. მზად ვართ ახალ მინისტრთან ვიმუშაოთ იმ პრობლემების გადაჭრაზე, რა პრობლემებიც და გამოწვევებიც ჩვენს სფეროში არსებობს
მოლოდინი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში პრემიერი კულტურის მინისტრის ახალ კანდიდატურას წარადგენს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.
14 სექტემბერი 2026, 17:54
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესა და ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორთან როინ თავართქილაძესთან ერთად, ყინჩაურის საბავშვო ბაღში იმყოფებოდა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
14 სექტემბერი 2026, 17:51
რეგიონი
პირველად ფოთში, მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღებში, ჭადრაკის სწავლება იწყება
პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღები ჭადრაკის სასწავლო შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. სასწავლო პროცესს ფოთის საჭადრაკო სკოლის გამოცდილი და კვალიფიციური პედაგოგები წარმართავენ.
14 სექტემბერი 2026, 17:48
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია საკადრო ცვლილებებზე: კარიერული გზა, რომელიც გაიარა სუს-ის ახალმა ხელმძღვანელმა, ცხადყოფს, რომ ის არის ღირსეული კანდიდატი, კარგად იცნობს სისტემას და შეუძლია განაგრძოს იმ ამოცანების შესრულება, რაც დასახული აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს
უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით გაძლიერდა და განვითარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაგრძოს განვითარება. ჩვენ ვიცით, როგორი უმნიშვნელოვანესი ამოცანები აკისრია ამ ინსტიტუციას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას.
14 სექტემბერი 2026, 17:37
საზოგადოება
შიო მესამე: გილოცავთ საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე
გილოცავთ საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებას, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ ქადაგებისას.
14 სექტემბერი 2026, 17:34
მსოფლიო
პოლონეთში რუსული დრონის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს
„პირველადი დათვალიერება მიუთითებს იმაზე, რომ ეს რუსული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატია. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ“, - განაცხადა მინისტრმა.
14 სექტემბერი 2026, 17:23
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: რა რეპრესიაზეა საუბარი, ვინ ექაჩებოდა მას ენაზე, რომ ეს ეთქვა. სახელმწიფომ ჩაუდო ეს ნათქვამი?
ის პატრიოტია თუ არა პატრიოტი ამისთვის არავინ ასამართლებს, მას ბრალი წარუდგინეს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას.
14 სექტემბერი 2026, 17:23
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში სარეალიზაციო ობიექტიდან ვადაგასული სურსათი ამოიღო
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სასურსათო მაღაზია შპს „აჭარა“ შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საქმიანობა შეუჩერეს. ინსპექტირების შედეგად, ობიექტზე ვადაგასული სურსათი აღმოაჩინეს, მათ შორის ხორცპროდუქტები. ამასთან, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
14 სექტემბერი 2026, 17:21
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი მაკრონისა და მერცის რეიტინგის ვარდნაზე: თითოეული ეს კვლევა პირდაპირი გამოძახილი და შედეგია მათი არასწორი პოლიტიკის. მათ ხალხის ინტერესები ომის ინტერესებს და არაფორმალური გავლენის ინტერესებს გადააყოლეს
თითოეული ეს კვლევა პირდაპირი გამოძახილი და შედეგია მათი არასწორი პოლიტიკის, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, მაკრონისა და მერცის რეიტინგის ვარდნასთან დაკავშირებით.
14 სექტემბერი 2026, 17:21
სამართალი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა სამართლებრივი დავები განიხილეს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე დაჯარიმდა
საქალაქო და რაიონული სასამართლოები სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამართლებრივ დავებს განიხილავენ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე იმსჯელა წყალტუბოს სასამართლომ.


