პოლიტიკა
17 სექტემბერი 2026, 18:08
ზვიად შალამბერიძე „ფარაზე“: ვფიქრობ, სულ ახლო მომავალში, თითქმის ყველა სახელმწიფოს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი სუვერენიტეტი, თავის კანონმდებლობაში მსგავსი და ძალიან მკაცრი კანონი ექნება
ვფიქრობ, სულ ახლო მომავალში, თითქმის ყველა სახელმწიფოს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი სუვერენიტეტი, თავის კანონმდებლობაში მსგავსი და ძალიან მკაცრი კანონი ექნება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „ფარას“ კანონზე საუბრისას.
17 სექტემბერი 2026, 18:00
ზვიად შალამბერიძე: იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც გადაპორტირდნენ საქათმეებში სადღაც ესტონეთში, არასოდეს ამოძრავებდათ ჩვენი საზოგადოების ინტერესები. მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის მუშაობდნენ
„ჩვენ არავინ აგვიკრძალავს. ამ [გამჭვირვალობის] კანონით უბრალოდ მოვუწოდეთ, რომ უფრო მეტად დეკლარირებული იყოს მათი თანხები. ისინი საუბრობენ, თითქოს ამ ნაბიჯით ისეთ პროექტებს ვაჩერებთ, რომლებიც ეხმარება, ფერმერებს, შშმ პირებს, ბავშვებს და ა.შ. ამის საპირისპიროდ გადავდგით ეს ნაბიჯი [გრანტების მართვის სააგენტოს შექმნა] - კი ბატონო, თუ ასე ხართ მოწადინებულები, რომ ასეთ ადამიანებს დაეხმაროთ, სახელმწიფო გაძლევთ საშუალებას და რესურსს, რომ შემოიტანოთ განაცხადები, დაგიფინანსებთ და განაგრძეთ. მაგრამ ამით უფრო მეტად გამოჩნდა, რომ მათი პირველადი მიზანი არ იყო მოსახლეობის დახმარება, ჩვენი საზოგადოების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს იყო უბრალოდ შეფუთვა. სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდათ ამ ადამიანებს“, - განაცხადა შალამბერიძემ.
17 სექტემბერი 2026, 17:28
ლაშა ფარულავა: არა მხოლოდ ვეთანხმები ლევან ხაბეიშვილს, ვმუშაობთ, რომ მისი განცხადება სისრულეში მოვიყვანოთ - თამარ ჩერგოლეიშვილის პოზიციები არ გვაინტერესებს, სინამდვილეში არც არავის აინტერესებს
არა მხოლოდ ვეთანხმები ლევან ხაბეიშვილს, ვმუშაობთ, რომ მისი განცხადება სისრულეში მოვიყვანოთ, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ.
17 სექტემბერი 2026, 17:08
პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
17 სექტემბერი 2026, 16:04
გივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს ჰუსეინ ალ-ომუშს, ჯგუფის წევრებსა და წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის მრჩევლებს შეხვდა, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 15:46
გურამ მაჭარაშვილი: თუ FARA-ს კანონის გამკაცრება ისეთ ქვეყანას სჭირდება, როგორიც ამერიკაა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭიროა გამჭვირვალობის კანონი საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ქვეყნის ინტერესთა გადაკვეთის ობიექტია
ამერიკაში FARA-ს გამკაცრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ნაბიჯები აბსოლუტურად სწორი იყო, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.
17 სექტემბერი 2026, 15:32
პარლამენტის წევრები ენერგეტიკოსთა პროფესიული დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრნენ
ენერგეტიკოსთა პროფესიული დღის აღსანიშნავად მცხეთაში, ზაჰესის კაშხალზე, საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ენერგეტიკის სახელმწიფო კომპანიების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები დაესწრნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 15:30
ლევან მაჭავარიანი: ყველაფერი ამხილა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ, რომელმაც ფაქტებით დაადასტურა, თუ როგორ მოქმედებდნენ USAID-ი ან NED-ი „ენჯეობის“ მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში ქაოსის შესატანად, რევოლუციების მოსაწყობად
ჩვენთანაც ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება, გავიხსენოთ ე.წ მდიდარი „ენჯეოები“ როგორ ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგში, როგორ იდგნენ რევოლუციური სცენარების განვითარების ავანგარდში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


