ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: კარგად გვახსოვს, რომ მათ ხმა მისცეს ომიდან სულ მალე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებას. რუსეთის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად აღუდგინეს. გადასცეს ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიებს. ხელი მოუწერეს რეზოლუციაზე, სადაც ჩვენს გმირ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება
ლევან მაჭავარიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“ და ჩვენი მომხრეებისთვის რუსეთი ოკუპანტი იყო 2008 წლის ომის შემდეგაც და რუსეთი ოკუპანტია დღესაც, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
ის რუსოფობებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას და ამ საკითხზე ოპოზიციის სპეკულაციებს გამოეხმაურა. ლევან მაჭავარიანის თქმით, ოპოზიცია 2008 წელსაც და მის მერეც ასრულებდა გარე დავალებებს.
„ეს არის აგენტის ხვედრი. იქიდან გამომდინარე, რომ იმ დროს არ იდგა დღის წესრიგში რუსეთის ასეთი გაშავება გარე ძალების მხრიდან და შესაბამისად აგენტურას საქართველოში დაავალეს ის მესიჯბოქსი, რა მესიჯბოქსითაც ისინი მოქმედებდნენ. კარგად გახსოვთ, რომ მათ ხმა მისცეს ომიდან სულ მალე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებას. მათ აღუდგინეს უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად რუსეთის მოქალაქეებს. გადასცეს ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიებს. დავალების მიხედვით მათ ხელი მოუწერეს რეზოლუციაზე, სადაც ჩვენს გმირ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება და დანაშაულების ჩადენა. ყველას შევახსენებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლოსა და ჰააგის სასამართლოებში პროცესები. ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“ და ჩვენი მომხრეებისთვის რუსეთი ოკუპანტი იყო 2008 წლის ომის შემდეგაც და რუსეთი ოკუპანტია დღესაც“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ყველა სიახლე
04 აგვისტო 2026, 15:36
პოლიტიკა
კახა კალაძე: სააკაშვილი დამანგრეველი ომის შემდეგ, ია-ვარდებით ხელში, ლარსის საზღვარზე ხვდებოდა რუს ტურისტებს. მაშინ კარგი იყვნენ რუსები და დღეს გახდნენ ცუდი? ეს ადამიანები ჩვეულებრივი აგენტები არიან. როგორც, ჯარში ჯარისკაცები მსახურობენ, ისე ემსახურებიან „დიფსთეითს“
სააკაშვილი დამანგრეველი ომის შემდეგ, ია-ვარდებით ხელში ხვდებოდა რუს ტურისტებს ლარსის საზღვარზე. მაშინ კარგი იყვნენ რუსები და დღეს გახდნენ ცუდი, მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრნენ?! ეს მიუთითებს, რომ რასაც „დიფ სთეითი“ ავალებს ამ უსამშობლო ადამიანებს, ვალდებულები არიან ყველაფერი შეასრულონ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერის, ირაკლი კობახიძის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში „რუსოფობიის“ ხარისხზე და ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს.
04 აგვისტო 2026, 15:31
ეკონომიკა
თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის.
04 აგვისტო 2026, 15:17
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: ირაკლი კობახიძის წერილმა კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ჩვენს ოპოზიციას - აქაური უსამშობლო აგენტურა გარე დავალების აქტიური და უპირობო შემსრულებელია, არ იყო მკაცრი რიტორიკა 2008 წლის ომზე უცხოელი პატრონებისგან, ესენიც შესაბამისად მოქმედებდნენ
ირაკლი კობახიძის წერილმა კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ჩვენს ოპოზიციას, - წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
04 აგვისტო 2026, 15:13
სამართალი
სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ თემურ გორდენლოვი 2500 ლარით დააჯარიმა
სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ თემურ გორდენლოვი 2500 ლარით დააჯარიმა
04 აგვისტო 2026, 15:13
პოლიტიკა
გია აბაშიძე: პრემიერ ირაკლი კობახიძის წერილი მკაფიოდ და არგუმენტირებულად ამბობს, რომ სუვერენულ საქართველოს ებრძვიან გარე ძალების ნაცმონები, მონას კი, საკუთარი ინიციატივა არასდროს აქვს
ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ მასში მკაფიოდ და არგუმენტირებულად არის ნაჩვენები, გარე ძალების გავლენა ქართულ ოპოზიციაზე.
04 აგვისტო 2026, 15:06
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში, პრემიერ-მინისტრის წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ ის „სრულად აშიშვლებს ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურ მიზნებს“ და ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს ნათლად წარმოაჩენს.
04 აგვისტო 2026, 14:57
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: აგენტის ხვედრია, რასაც დაავალებენ, ის გააკეთონ. გვახსოვს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში, სამხედრო აღლუმს ევროპის ბევრი წამყვანი ქვეყნის შემადგენლობა დაესწრო, ვინაიდან მაშინ დღის წესრიგში რუსეთის გაშავება არ იდგა და აგენტურასაც უფლება არ ჰქონდა, ხმა ამოეღო- შეიცვალა დღის წესრიგი და მხოლოდ მას შემდეგ გახდა რუსეთი ოკუპანტი მათთვის
ეს აგენტების ხვედრია. მათ უფლება არ ჰქონდათ, რომ სხვანაირად ელაპარაკათ, ემოქმედათ, ვინაიდან ასეთი დავალება ჰქონდათ მიღებული და იმ დროს არ იდგა დღის წესრიგში რუსეთის გაშავების კამპანია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პრემიერ, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს.
04 აგვისტო 2026, 14:56
პოლიტიკა
კახა კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
„დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას“, - განაცხადა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
04 აგვისტო 2026, 14:54
მსოფლიო
თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს
თურქეთმა რუსეთსა და უკრაინას შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
04 აგვისტო 2026, 14:53
საზოგადოება
მდინარე ვერეს ხეობაში არსებული ნატანდამჭერი ცხაურები იწმინდება
მდინარე ვერეს ხეობაში ნატანდამჭერი ცხაურის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
04 აგვისტო 2026, 14:51
პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციაზე: 2008 წლის ომის მერე რუსებს ყველანაირად მიესალმებოდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ხედავთ რა განცხადებები კეთდება
„რა გამოდის, რომ როცა ჩვენ ომი გვქონდა, მაშინ კარგები იყვნენ რუსები და მერე გახდნენ ცუდები, როცა უკრაინაში შეიჭრნენ? ეს არის ფარისევლობა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული წერილის შეფასებისას.
04 აგვისტო 2026, 14:50
სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და განსაკუთრებითი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შვიდ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შვიდ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს ბრალდება წარუდგინა.
04 აგვისტო 2026, 14:49
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი ზალუჟნის განცხადებაზე, რომ უკრაინა ნატო-ში არასდროს გაწევრიანდება: საქართველოსთან მიმართებაში როდესაც ვამბობდით ამას, გვეუბნებოდნენ, რომ სინამდვილეში ღია კარის დღე ორპირი კარის დღეა და დიდხანს მოგვიწევდა ორპირში დგომა
საქართველოსთან მიმართებაში როდესაც ვამბობდით ამას, გვეუბნებოდნენ, რომ სინამდვილეში ღია კარის დღე ორპირი კარის დღეა და დიდხანს მოგვიწევდა ორპირში დგომა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, აკაკი ალადაშვილმა „ქრონიკასთან“.
04 აგვისტო 2026, 14:48
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: იმ რუსოფობიის - რომლის გამოვლინებას 2008 წლის აგვისტოდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე - ადგილი არა თუ არ ჰქონია, არამედ ამ პერიოდმა უკრაინის მომავალი მოქალაქის, სააკაშვილის თაოსნობით - არნახული რუსოფილიის ნიშნით ჩაიარა, სწორედ ამის შესახებ გვახსენებს დღეს პრემიერ-მინისტრი თავისი წერილით და ძალიანაც რომ მოინდომოს ოპონენტმა, ძნელია მის შინაარსს არ დაეთანხმო
რუსოფობიის - რომლის გამოვლინებას 2008 წლის აგვისტოდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე - ადგილი არა თუ არ ჰქონია, არამედ ამ პერიოდმა უკრაინის მომავალი მოქალაქის, სააკაშვილის თაოსნობით - არნახული რუსოფილიის ნიშნით ჩაიარა. სწორედ ამის შესახებ გვახსენებს დღეს პრემიერ-მინისტრი თავისი წერილით და ძალიანაც რომ მოინდომოს ოპონენტმა - ძნელია მის შინაარსს არ დაეთანხმო, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.
04 აგვისტო 2026, 14:48
პოლიტიკა
ფავლენიშვილი აღიარებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ნაცმოძრაობის ლოიალობას რუსეთის მიმართ ხელი შეუწყო „ევროპაში ძალებმა“
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სწორედ ევროპულმა ძალებმა შეუწყვეს ხელი, რომ საქართველოს რუსეთის მიმართ აგრესიული პოზიცია არ ჰქონოდა.
04 აგვისტო 2026, 14:46
მსოფლიო
კანადაში უცხოური გავლენის რეესტრი ამოქმედდა
კანადაში დღეიდან უცხოური გავლენის რეესტრი ამოქმედდა. ინფორმაციას კანადური მედია ავრცელებს.
04 აგვისტო 2026, 14:32
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: ნატო-ს წევრი სახელმწიფოები თვითონ ამბობენ, რომ ნატო არ გეგმავს აღმოსავლეთით გაფართოებას. ამ ყველაფრიდან უნდა გამოვიტანოთ აზრი ის, რომ ჩვენი უსაფრთხოება, ეკონომიკური ინტერესები არ უნდა იყოს მაინცდამაინც ორიენტირებული ერთ კონკრეტულ საერთაშორისო ორგანიზაციაზე თუ სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებაზე
რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება ჩვენ თუ გავხდებით ნატო-ს წევრი სახელმწიფო, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ თავად ნატო არ იქნება მზად ამ ყველაფრისთვის, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მრავალვექტორული პოლიტიკა, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავამ.
04 აგვისტო 2026, 14:22
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი ოპოზიციაზე: მათ აკრძალული აქვთ საკუთარი ინიციატივით გადადგან რაიმე პოლიტიკური ნაბიჯი, უნდა შეასრულონ მხოლოდ ის, რა დავალებასაც მიიღებენ გარედან - როდესაც ასეთი დავალება აქვთ, მაშინ არც ფულს უდის სუნი, რუსული ბიზნესიც და რუსი ტურისტიც მისაღებია
2008 წლის ომის მერე, როდესაც რუსეთის მხრიდან აგრესია და ოკუპაცია ეხებოდა საქართველოს, არ გვახსოვს დღევანდელი ყალბი ანტი რუსების რიტორიკა, ის, რომელიც მათ დღეს ახასიათებს - 2022 წლის მერე ისინი გახდნენ მკვეთრად ანტი რუსები, რუსოფობები და აქვთ აგრესიული რიტორიკა რუსეთის მიმართ, ხოლო, 2008 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, პირიქით, მათი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, გვახსოვს, ლარსზე, საზღვარზე ხვდებოდა რუს ტურისტებს და ეპატიჟებოდა მათ საქართველოში ჩამოსვლისთვის და ბიზნესის გახსნისთვის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, აკაკი ალადაშვილმა, ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკასთან დაკავშირებით საუბრისას.
04 აგვისტო 2026, 14:18
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ქმედებები 2008 წელს, თუ ახლაც, არ იყო განპირობებული საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, ისინი გარე დაკვეთით მოქმედებდნენ მაშინაც და გარე დაკვეთით მოქმედებენ ახლაც
„ნაციონალური მოძრაობის“ ეს ქმედებები 2008 წელს, თუ ახლაც, არ იყო განპირობებული საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან. განპირობებული იყო იმით, რომ ისინი გარე დაკვეთით მოქმედებდნენ მაშინაც და გარე დაკვეთით მოქმედებენ ახლაც, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.


