გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
გია აბაშიძე
ფოტო: ვიდეოკადრი
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანების (ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი) დაკავების ირგვლივ აღძრული საზოგადოებრივი აჟიოტაჟი განსაკუთრებით გაამწვავა ერთ-ერთი დაკავებულის მშობლის არაჯანსაღმა აქტიურობამ, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
ანალიტიკოსი კითხვას სვამს, თუ ტრაგიკულად დაღუპული გიგა ავალიანი სავარაუდოდ ავიწროებდა არასრულწლოვან ნია იმნაძეს, თანამედროვე გაჯეტების პირობებში რა უშლიდა მას ხელს, ინციდენტები ჩაეწერა და მტკიცებულებები ოჯახისთვის წარედგინა?
მისივე თქმით, ანომალიურია დაზარალებული მხარის ოჯახის მიმართ განხორციელებული ვერბალური აგრესია და მუქარა.
„ისმის სრულიად ლეგიტიმური კითხვები: თუ ტრაგიკულად დაღუპული გიგა ავალიანი სავარაუდოდ ავიწროებდა არასრულწლოვან ნია იმნაძეს, თანამედროვე გაჯეტების პირობებში რა უშლიდა მას ხელს, ინციდენტები ჩაეწერა, მტკიცებულებები ოჯახისთვის წარედგინა და შემდგომში აღნიშნულ სივრცეში ვიზიტები შეეწყვიტა?
თუ სავარაუდო შევიწროება არ ატარებდა სიმულაციურ ხასიათს, პრობლემის პრევენცია მტკიცებულებათა დროული დაფიქსირებითა და ოჯახის ინფორმირებით იყო შესაძლებელი, რაც პროცესს საწყის ეტაპზევე აღკვეთდა.
თუმცა, ამის საპირისპიროდ, განვითარებული სცენარი მიუთითებს ქცევის იმ მოდელზე, სადაც კონფლიქტის ინსპირირება საკუთარი სოციალური სტატუსისა თუ მიმზიდველობის ხაზგასმას ემსახურება. აღნიშნულმა ქმედებებმა მძიმე შედეგები გამოიწვია მეორე მხარისა და მისი ოჯახისთვის. და როგორც ჩანს, ესკალაციის პროცესი სწორედ ხსენებული ერთ-ერთი პირის ქმედებებით დაიწყო.
ანომალიურია დაზარალებული მხარის ოჯახის მიმართ განხორციელებული ვერბალური აგრესია და მუქარა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, სწორედ აღნიშნულ პირს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია.
მოკლული გიგა ავალიანის საქმე: 2025 წლის შემოდგომაზე, თემქის დასახლებაში, ჯგუფურად სასტიკად სცემეს პედაგოგი გიგა ავალიანი, რომელიც მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაულის უშუალო შემსრულებლები (გაბაშვილი, რიკაძე და სხვები) უკვე მსჯავრდადებულნი არიან.
თავდასხმა და მოტივი: ნია იმნაძე დააკავეს წაშლილი მიმოწერების აღდგენის შემდეგ. მას ბრალი ედება თავდამსხმელების წაქეზებასა და დანაშაულის დაგეგმვისკენ ბიძგებაში.
ანასტასია ბერუაშვილი (რიკაძის შეყვარებული) დააკავეს შეუტყობინებლობისთვის — მან წინასწარ იცოდა თავდასხმის გეგმის შესახებ და იცოდა ცემის ფაქტიც, თუმცა პოლიციას დაუმალა.
გამოძიებისა და საქმის მასალების თანახმად, თავდასხმის ძირითადი გარემოებები და მოტივი უკავშირდება პირად უთანხმოებასა და შურისძიებას.
პირადი კონფლიქტი: ნია იმნაძე გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლე იყო. გამოძიების ვერსიით, მათ შორის არსებული პირადი უთანხმოებისა და კონფლიქტის ნიადაგზე, ნია იმნაძემ შურისძიების მიზნით დაარწმუნა და წაახალისა თავისი ნაცნობი მოძალადეები (გიორგი რიკაძე, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვები), რომ გიგა ავალიანზე ფიზიკურად ეძალადათ“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ყველა სიახლე
20 სექტემბერი 2026, 23:21
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: მერციც და მაკრონიც არიან განსახიერება იმ პოლიტიკური ძალის, რომლებმაც ეს ცხოვრება მოიტანეს, როგორც საფრანგეთში, ასევე გერმანიაში
ყველა ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის, ისეთი დიდი ინდუსტრიული ქვეყნების მოქალაქეები, როგორებიც არის გერმანია და საფრანგეთი, აანალიზებენ იმას, რომ არჩევნების შედეგად სისტემური პარტიების მეშვეობით ისინი ვერ ცვლიან თავიანთი ქვეყნების პოლიტიკურ დღის წესრიგს და შესაბამისად ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ამ ქვეყნებს მართავენ, ამ შემთხვევაში მერციც და მაკრონიც, არიან განსახიერება იმ პოლიტიკური ძალის, რომლებმაც ეს ცხოვრება მოიტანეს, როგორც საფრანგეთში, ასევე გერმანიაში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის რეიტინგებზე საუბრისას.
20 სექტემბერი 2026, 23:11
სპორტი
სანდრო ბაზაძე საერთაშორისო ტურნირის „სატელიტის“ გამარჯვებულია
ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული საერთაშორისო ტურნირის „სატელიტის“ გამარჯვებულია.
20 სექტემბერი 2026, 22:12
კულტურა
ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ
საბედნიეროდ, ყველა ეპოქაში არსებობენ ადამიანები, რომელთა შესახებაც ბევრი საუბარი საერთოდ არ არის საჭირო. მათი სახელები და გვარები თავად ჰყვებიან ყველაფერს განვლილ გზაზე, ნიჭზე, პატრიოტიზმსა და იმ უდიდეს ღვაწლზე, რომელიც მათ ქვეყნის ცხოვრებაში შეაქვთ.
20 სექტემბერი 2026, 22:06
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის
მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის, მაგრამ არსებობს თვითონ მიხეილ სააკაშვილი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ოპოზიციაზე საუბრისას.
20 სექტემბერი 2026, 21:58
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „არაბიზაციასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ორი თვის განმავლობაში შიშზე აგებული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მიუხედავად, კამპანიის ფინალი ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა.
20 სექტემბერი 2026, 21:40
კულტურა
„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი
რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს და საუკუნეების წინ დამკვიდრებულ იმ წესზე მოგვითხრობს, რომელმაც არაერთი ოჯახისა თუ თაობის ისტორია შეცვალა. ამბავი სისხლის აღების წესზე, ადამიანურ არჩევანსა და პატიების ძალაზეა.
20 სექტემბერი 2026, 21:25
პოლიტიკა
დაშლილების შემოდგომა - დისფუნქციური „ალიანსი“. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
მიმდინარე პოლიტიკური კვირა ისევ ნაცნობი სცენარით დასრულდა - ბევრი განცხადება, ბევრი ბრალდება და ჯერ კიდევ გაურკვეველი პასუხი კითხვაზე: ვინ, როდის და როგორ აპირებს პოლიტიკურ რეინკარნაციას. ოპოზიციაში მოშლილ კოორდინაციაზე ლაპარაკობენ, ციხიდან გამოგზავნილ წერილებში კი უკვე საკუთარ თანამებრძოლებს აკრიტიკებენ.
20 სექტემბერი 2026, 21:23
მსოფლიო
Politico: პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. არჩევნების შედეგები კატასტროფულად მძიმეა ფრიდრიხ მერცისთვის, რომელმაც ხმების მხოლოდ 5.5% მიიღო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პარტიის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია
გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), ეგზიტპოლების თანახმად, მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც საქსონია-ანჰალტის შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, - წერს გამოცემა „პოლიტიკო”.
20 სექტემბერი 2026, 21:18
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: ევროკავშირს ძალიან მკაფიო გზავნილები აქვს წევრი ქვეყნებისთვისაც, კანდიდატი ქვეყნებისთვისაც და საქართველოსთვის განსაკუთრებით, რომ „უარი თქვით ბავშვების დაცვაზე ლგბტ პროპაგანდისგან, დაუშვით ერთნაირსქესიანთა წყვილების ქორწინება, ჩაატარეთ ლგბტ პრაიდები თბილისისა და საქართველოს ქალაქების ქუჩებში და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში“
როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება უნგრეთში და ე.წ. პროევროპული ხელისუფლება მოვიდა, პირველი, რაც გააკეთეს, ეს იყო ბუდაპეშტში ლგბტ პრაიდის გამართვა, რასაც განცხადებით გამოეხმაურა და მიესალმა ურსულა ფონ დერ ლაიენი და სწორედ ეს არის ფასი, რომელსაც ქვეყნები იხდიან ბრიუსელის კეთილგანწყობაში, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.
20 სექტემბერი 2026, 21:16
მსოფლიო
მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე ჩატარებული არჩევნების პირველი მონაცემებით ისევ AfD-მ გაიმარჯვა
მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე ჩატარებული არჩევნების პირველი მონაცემებით ისევ AfD-მ გაიმარჯვა. მეორე ადგილზეა ამ მიწის ყოფილი მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია. რაც შეეხება კანცლერ მერცის პარტიას, ის 5%-იან ბარიერთან იმყოფება.
20 სექტემბერი 2026, 21:14
პოლიტიკა
სუს-ის ახალი უფროსი - თამაზ ბორაშვილის სამოქმედო გეგმები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირების გამოვლენა, სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერება და კიბერუსაფრთხოება - ეს ბორაშვილის სამოქმედო გეგმის ნაწილია.
20 სექტემბერი 2026, 20:54
პოლიტიკა
ბრიუსელის მორჩილების ეფექტი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
უნგრეთი ბრიუსელზე დამოკიდებული ხდება, რასაც წლების განმავლობაში ებრძოდა ორბანი. იცვლება ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილად აყვანის შეზღუდვები და იხსნება ლგბტ კონტენტზე დაწესებული აკრძალვების დიდი ნაწილი.
20 სექტემბერი 2026, 20:46
ეკონომიკა
ბექა ძამაშვილი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე: ვცდილობთ, რომ სააპელაციო სასამართლოს პარიზში ვაჩვენოთ, რომ კონტრაქტორი არ მოიქცა კეთილსინდისიერად, რადგან მას საბაბად არ უნდა გამოეყენებინა გარკვეული ჯგუფის მხრიდან ჰესის მშენებლობისთვის ხელის შეშლა, ის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო კონტრაქტში და სახელმწიფოსთან ერთად ეცადა მოეძებნა გამოსავალი
ჩვენ რასაც ვცდილობთ სააპელაციო ეტაპზე არის ის, რომ, როგორც მინიმუმ, თუ ვერ გავიმარჯვებთ, თანხის ოდენობა მკვეთრად შემცირდეს და იყოს რეალობასთან მიახლოებული, რადგან მიგვაჩნია, რომ ის თანხა, რომელიც პირველ ეტაპზე განისაზღვრა, არ შეესაბამება რეალობას და იმ ხარჯებს, რომელიც კონტრაქტორის მხრიდან შეიძლება ყოფილიყო რეალურად გაწეული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა, რომელიც გამოეხმაურა ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.
20 სექტემბერი 2026, 20:40
პოლიტიკა
სიმართლე, რომელმაც ურსულა ფონ დერ ლაიენს ნიღაბი ჩამოხსნა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ფონ დერ ლაიენს შავი ოთხშაბათი დაუდგა. ევროკომისიის პრეზიდენტს ევროდეპუტატებმა შეუტიეს. განწყობა მძიმეა - პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ დუმილის დრო აღარ არის. ევროპა კარგავს ევროპულ ღირებულებებს, ხალხის ხმა აღარც საკუთარ მთავრობებს და აღარც ბრიუსელს ესმის.
20 სექტემბერი 2026, 20:28
პოლიტიკა
საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ დაფინანსებული საბოტაჟი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯით ქვეყანა ზიანდება. ამის მაგალითია ეროვნული ინტერესებით შეფუთული საბოტაჟი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ და შემდეგ სახელმწიფოსთან ენკას სამართლებრივი დავა.
20 სექტემბერი 2026, 20:15
პოლიტიკა
„იგლ ჰილსთან“ ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციებისთვის ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხონ ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ იმის მიუხედავად, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციებისთვის ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხონ ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ, მიუხედავად იმისა, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელების წინააღმდეგ მიმართული აქციის შეფასებისას.
20 სექტემბერი 2026, 20:07
რეგიონი
აჭარაში უხვი ნალექის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე სამუშაოებს გვიან ღამემდე ადგილზე ეცნობოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. იგი ბათუმში, დატბორილი ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე დაბა ჩაქვში ერთ-ერთი ოჯახში იმყოფებოდა, სადაც უხვი ნალექის შედეგად განსაკუთრებით რთული მდგომარეობა შეიქმნა. აჭარაში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტი რეჟიმით ატარებენ. შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე სამუშაოებს გვიან ღამემდე ადგილზე ეცნობოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. იგი ბათუმში, დატბორილი ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე დაბა ჩაქვში ერთ-ერთი ოჯახში იმყოფებოდა, სადაც უხვი ნალექის შედეგად განსაკუთრებით რთული მდგომარეობა შეიქმნა. ბათუმში ამოტუმბვითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დარჩენილ ადგილებზე გრძელდება მოსახლეობასთან კომუნიკაცია, საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება. წყალმომარაგების მხრივ შეფერხება არ ყოფილა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დილიდან საგზაო დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტექნიკა გზების გაწმენდაზე მუშაობს. დატბორილ ქუჩებზე წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ადგილზე სწავლობენ მდგომარეობას და საჭირო ღონისძიებებს ატარებენ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული მცირე მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს. დილიდან იწმინდება მეწყრული მასისგან დამეწყრილი მონაკვეთები და წესრიგდება გზები. ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდაზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და თანამშრომლები უკვე ორი დღეა უწყვეტად მუშაობენ. სულ აღრიცხული 20 ადგილმდებარეობიდან ამ ეტაპზე სამუშაოები მხოლოდ დარჩენილ სამ მონაკვეთზე მიმდინარეობს. უხვი ნალექის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს მუნიციპალიტეტების მერიებში მოქმედი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისიები განიხილავენ. ზიანის შეფასებისა და შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ანაზღაურება დადგენილი წესის შესაბამისად გაიცემა. რეგიონში შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულია და სამუშაოები კოორდინირებულად გრძელდება.
20 სექტემბერი 2026, 19:52
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს კვლავ დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიებს: კომენტატორების უმრავლესობას ჯუჯების არსებობა ოჯახში მიაჩნიათ წყევლად
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებას განაგრძობს და მათ კვლავ „ჯუჯებს“ უწოდებს.
20 სექტემბერი 2026, 18:53
მსოფლიო
გამოკითხვა: პოლონელთა ნახევარზე მეტი ტუსკის მუშაობით უკმაყოფილოა
პოლონეთში საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მოსახლეობის უმრავლესობაში პოპულარობით ვერ სარგებლობს. გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 54,3% მთავრობის მეთაურის პოსტზე მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
20 სექტემბერი 2026, 18:45
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ბრალდებულმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, შეეჯახა გაჩერებულ ავტომანქანას და მოქალაქეებს, რის შედეგადაც ორი ადამიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.


