imedi /  07 აგვისტო 2026, 17:03 / სანდო წყარო

გურამ ნიკოლაშვილი: ისტორიას ვერ გადაწერთ. რაც არ უნდა იხმაუროს დამარცხებულმა პარტიამ, მისი დანაშაულები ვერ გადაიფარება

გურამ ნიკოლაშვილი

გურამ ნიკოლაშვილი

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი გურამ ნიკოლაშვილი 2008 წლის ომის წლისთავს და ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან მორიგი ყიჟინაა ატეხილი იმ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო.

„ჩვენ, ტრადიციულად, ვხედავთ ოპოზიციის და მათ შორის იმ ექსტრემისტული ოპოზიციის მორიგ ყიჟინას იმ ტრაგიკულ პერიოდთან დაკავშირებით, რომელსაც ჰქვია 2008 წლის აგვისტოს ომი.

ჩვენ რამდენიმე დღის წინ წავიკითხეთ პრემიერ-მინისტრის წერილი, რომელშიც ძალიან მკაფიოდ იყო ხაზი გავლებული, თუ როგორ მოხდა იმ დღეების შემდეგ რუსოფობიის ინსტრუმენტალიზება შიდა პოლიტიკურ პროცესში და მთლიანად აქცენტის გადატანა იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი, როდის დაიწყო და უკვე წლებია ჩვენ ვუყურებთ თარიღებით მანიპულაციას. რეალურად ჩვენ ვუყურებთ იმ ბრალეულობის გადაფარვის მცდელობას, რომელიც მიუძღვის მაშინდელ მმართველ პარტიას. მათ ვერც 2008 წლის აგვისტომდე, როდესაც უამრავი გაფრთხილება იყო, ვერც ომის პირობებში, როდესაც ჩვენ პრაქტიკულად 5 დღეში დავმარცხდით და ვერც ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც, ფაქტობრივად, მოხდა კაპიტულაციაზე ხელის მოწერა და სრული მარცხი დაფიქსირდა საინფორმაციო ომში, ვერ გამოიჩინეს სახელმწიფოებრივი პოზიცია“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ბოლო დღეებში აფხაზეთის ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ეს განცხადებები ისტორიის გადაწერის და წინა ხელისუფლების დანაშაულის გადაფარვის მცდელობაა.

„პროკურატურამ საქმე აღძრა ერთ-ერთ მაღალჩინოსნის მიმართ 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე. ეს არის მცდელობა, მოხდეს ისტორიის გადაწერა, ეს არის ვიღაც აქტივისტ-ისტორიკოსების მიერ დღევანდელ კონიუნქტურაზე მორგებული რეტროსპექტივა, რომ თითქოს ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ყველა დოკუმენტი მეტყველებს და ჩვენ მომსწრე და თვითმხილველები ვართ, თუ რა მოხდა 1990-იან წლებში და რა მოხდა 2008 წელს. განსხვავება აშკარაა დოკუმენტების დონეზე. 2008 წლის ომმა ჩვენ ჩაგვაგდო სრულიად მძიმე ვითარებაში და დღევანდელი უტიფარი, აბსოლუტურად ქედმაღლური დანაშაულებრივი გამოსვლები არის მცდელობა, რომ ისტორია გადაიწეროს, ყველაფერი მიიჩქმალოს, თითქოს მაშინდელ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა არ მიუძღვის იმაში, რაც მოხდა. მინდა ვთქვა, რომ ისტორიას ვერ გადაწერთ! რაც არ უნდა იხმაუროს დამარცხებულმა პარტიამ, მისი დანაშაულები ვერ გადაიფარება. მოსახლეობამ იცის, რაც მოხდა. ამაზე პოლიტიკური პასუხი გაცემულია.

საქართველოს ინტერესები დღეს ყველაზე გონივრულად არის დაცული და ვერანაირი რევანში ამ ძალების მხრიდან და მათი უკან დაბრუნება ვერ მოხდება. ეს არის ჩვენი პასუხი იმ საინფორმაციო კაკაფონიაზე, რომელიც გვესმის“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

ყველა სიახლე

შოთა ქევხიშვილი

07 აგვისტო 2026, 17:58

პოლიტიკა

შოთა ქევხიშვილი: ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის: ჩვენ განვითარებასა და შედეგებზე ვსაუბრობთ, თქვენ კი - პროტესტსა და დესტრუქციაზე

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრი და დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ქევხიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლის, ნიკა ჩერქეზიშვილის მიერ ერთ-ერთ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციონერი კოლეგის განცხადება სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

ნიკოლოზ კახეთელიძე

07 აგვისტო 2026, 17:55

პოლიტიკა

ნიკოლოზ კახეთელიძე: ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ ისეთ საკითხებზე, რომელთა არსი ან სათანადოდ ვერ გაუგიათ, ან საზოგადოებას შეგნებულად აწვდიან არასწორ ინფორმაციას

დედაქალაქში მიმდინარე სამშენებლო პროცესების შეფასება, როგორც „უკანონო ქაოსური მშენებლობებისა“, არასწორია და რეალობას არ შეესაბამება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებით უხერხულია, როდესაც ამ საკითხზე თავად საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ლაპარაკობენ.

07 აგვისტო 2026, 17:50

პოლიტიკა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ათენის მერს, ჰარის დუკასს შეხვდნენ

„ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მტკიცე მეგობრობასა და პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბანაკების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის. ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიცნონ ერთმანეთის კულტურა, ისტორია და ტრადიციები, დაამყარონ მეგობრული ურთიერთობები და კიდევ უფრო გააძლიერონ კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ, ასეთი პროგრამები მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართულ-ბერძნული მეგობრობის განმტკიცებაში", - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

07 აგვისტო 2026, 17:45

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: 8 აგვისტოს 00:30 საათიდან 8 აგვისტოს 22:00 საათამდე, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას კუთხიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით, ფანჯიკიძის ქუჩის კუთხემდე ავტომობილების გადაადგილება სრულად შეიზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის №37-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების 1000 მმ-იან მაგისტრალურ მილსადენზე რთული ტექნიკური დაზიანების აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, აუცილებელია გზის სავალი ნაწილის დაკეტვა.

07 აგვისტო 2026, 17:42

მსოფლიო

POLITICO: საფრანგეთის ხელისუფლება მასშტაბურ კრიზისებზე რეაგირების წვრთნას ჩაატარებს

POLITICO-ს ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლება მასშტაბურ კრიზისებზე რეაგირების წვრთნას ჩაატარებს, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის შესაძლო სრულ გათიშვასა და მისგან გამოწვეულ საფრთხეზე რეაგირებას გამოცდიან.

არჩილ გორდულაძე

07 აგვისტო 2026, 17:32

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: განსაკუთრებული შეტევა მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიაზე. ცდილობენ, რომ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს შორისაც შუღლი ჩამოვარდეს

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და კონსულტაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ვიწყებთ მუშაობას აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დასარეგულირებლად. მომზადდება შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გასაჯაროვდება შესაბამისი კონსულტაციების დასრულების შემდეგ და საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას საქართველოს პარლამენტს წარედგინება“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

შოთა ქევხიშვილი

07 აგვისტო 2026, 17:26

პოლიტიკა

შოთა ქევხიშვილი: ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის: ჩვენ განვითარებასა და შედეგებზე ვსაუბრობთ, თქვენ კი - პროტესტსა და დესტრუქციაზე

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრი და დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ქევხიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლის, ნიკა ჩერქეზიშვილის მიერ ერთ-ერთ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

07 აგვისტო 2026, 17:24

მსოფლიო

The Guardian: გლობალურმა სასურსათო ფასებმა სამ წელიწად-ნახევარში მაქსიმუმს მიაღწია - მიზეზი სიცხე, ომები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაძვირებაა

გლობალური სასურსათო ფასები ბოლო სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა. ამის მიზეზად გაერო ზაფხულის ექსტრემალურ სიცხესა და უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებს ასახელებს, რომლებმაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებისა და მიწოდების ხარჯები გაზარდა, იუწყება The Guardian-ი.

კახა ლაბუჩიძე

07 აგვისტო 2026, 17:16

საზოგადოება

კახა ლაბუჩიძე: ისნის რაიონში, მეტრომშენის დასახლებაში, მთისძირის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა კახა ლაბუჩიძემ ისნის რაიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტი განიხილა.

შალვა ოგბაიძე

07 აგვისტო 2026, 17:14

პოლიტიკა

შალვა ოგბაიძე: თბილისის საავტობუსო პარკი რეგიონსა და ევროპის ქალაქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და მოწესრიგებულია

„ჩვენ ვსაუბრობთ საკითხისადმი სისტემურ მიდგომაზე, რაც განსაზღვრულია სატრანსპორტო პოლიტიკით. სხვათა შორის, 2025 წელს, 2011 წელთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ მგზავრთა გადაყვანის რაოდენობა ორჯერ გაიზარდა და 320 მილიონი შეადგინა“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

07 აგვისტო 2026, 17:10

მსოფლიო

Euractiv: ისლანდია ბრიუსელს მოუწოდებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმში არ ჩაერიოს

Euractiv-ის ცნობით, ისლანდიის მთავრობამ ბრიუსელს მოუწოდა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ქვეყანაში დაგეგმილ რეფერენდუმში არ ჩაერიოს.

პაატა ზაქარეიშვილი

07 აგვისტო 2026, 16:35

პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: საიდან მოიტანა, რომ ტყვეებს ვხვრეტდით - ეს აბსურდი და ბოდვაა

„მეც დავდიოდი და ბარამიძეც, მაგრამ ამასობაში არჩევნები ჩატარდა, ბარამიძე პარლამენტის წევრი გახდა და კომისიის მუშაობიდან ამოვარდა. მე კომისიაში მუშაობას ვაგრძელებდი, ბარამიძე პარლამენტში იყო და ზოგჯერ გვეხმარებოდა. იშვიათად ჩამოდიოდა, როცა ტყვეთა გაცვლა იყო. შეიძლება იყო ფრაგმენტები, მაგრამ ეს არ იყო რეგულარული. მაჩვენოს ერთი პროტოკოლი, სადაც ტყვეთა გაცვლისას ბარამიძის გვარია. ვერ მოიტანს. ყველგან ჩემი გვარია. ამ ყველაფერს მე ვმართავდი“.

კაროლ ნავროცკი

07 აგვისტო 2026, 15:54

მსოფლიო

კაროლ ნავროცკი: პოლონეთის ინტერესშია, რომ ბანდერას დროშები ვარშავასა და პოლონეთის სხვა ქალაქებში არ ფრიალებდეს

პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის განცხადებით, პოლონეთის ინტერესს წარმოადგენს ის, რომ უკრაინელი ნაციონალისტის, სტეპან ბანდერას დროშებმა ვარშავასა და სხვა ქალაქებში არ იფრიალოს.

ბექა მიქაუტაძე

07 აგვისტო 2026, 15:35

ჯანდაცვა

ბექა მიქაუტაძე: საქართველო ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მედიკამენტ ჯივინოსტატს შეიძენს და სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს

ხელისუფლებამ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტის საქართველოში შემოტანისა და პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობის მიმართულებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.

ალექსანდრე ტაბატაძე

07 აგვისტო 2026, 15:32

პოლიტიკა

ალექსანდრე ტაბატაძე: გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომის დროს ტყვეების მიმართ დამოკიდებულებას ეხებოდა, არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე გიორგი ბარამიძის განცხადებას ეხმაურება.

07 აგვისტო 2026, 15:25

მსოფლიო

Financial Times: დიდმა ბრიტანეთმა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტი დროებით შეზღუდა, რათა შიდა მარაგები შეინარჩუნოს

დიდმა ბრიტანეთმა ევროპელ მეზობლებთან გასულ თვეში ელექტროენერგიის ექსპორტი დროებით შეზღუდა, რათა სიცხეების პერიოდში ქვეყნის შიდა ელექტრომომარაგების საიმედოობა უზრუნველეყო. ინფორმაციას Financial Times-ი ეროვნული ენერგეტიკული სისტემის ოპერატორის (NESO) ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზურაბ აბაშიძე

07 აგვისტო 2026, 15:21

საზოგადოება

ზურაბ აბაშიძე: რუსთაველის გამზირის განახლება ნიშნავს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, თანამედროვე ურბანული გარემოს შექმნას და მნიშვნელოვან ინვესტიციას თბილისის მომავალში

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

07 აგვისტო 2026, 15:13

პოლიტიკა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გამართულ შეხვედრაზე, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება, ვეტერანებმა დაგმეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება, ერთობლივად დაგმეს 7 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შეკრებილმა ვეტერანებმა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

07 აგვისტო 2026, 15:07

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა.