08 აგვისტო 2026, 11:48 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის, მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა, სამარცხვინო სიტყვები თქვა, თითქოს, სააკაშვილისთვის შეგინებას თუ რაღაც ამგვარს სთხოვდნენ მას

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის, მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა, სამარცხვინო სიტყვები თქვა, თითქოს, სააკაშვილისთვის შეგინებას თუ რაღაც ამგვარს სთხოვდნენ მას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ანწუხელიძე არის ეროვნული გმირი, მაგრამ ეს ვერ გადაფარავს იმ ღალატს, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა.

„ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის. მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა. სამარცხვინო სიტყვები თქვა, მან თქვა, რომ სააკაშვილისთვის შეგინებას თუ რაღაც ამგვარს სთხოვდნენ. დროშაზე იყო საუბარი და სააკაშვილმა, ამ სამარცხვინო ბინძურმა უცხოელმა აგენტმა თავის თავზე მიიწერა. ანწუხელიძე რა თქმა უნდა, არის ეროვნული გმირი, მაგრამ ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს იმ ღალატს, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა. რატომ გინდათ, რომ ანწუხელიძის გმირობა გამოიყენოთ თქვენი პარტიის ლიდერის ჩადენილი ღალატის გადასაფარად. ვერ გადაფარავთ, იმიტომ, რომ ანწუხელიძის გმირობა არის გმირობა საკუთარი სამშობლოსთვის", - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

მიხეილ ყაველაშვილი

08 აგვისტო 2026, 12:49

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე: აი, ის ვაჟბატონი, ხან ოდისევსი როა, ხან ნელსონ მანდელა, ხან ილია ჭავჭავაძე და ხან დავით აღმაშენებელი, სინამდვილეში ჩვენმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, ერთი საცოდავი, მხდალი პიროვნებაა

აი, ის ვაჟბატონი, ხან ოდისევსი როა, ხან ნელსონ მანდელა, ხან ილია ჭავჭავაძე და ხან დავით აღმაშენებელი, სინამდვილეში ჩვენმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, ერთი საცოდავი, მხდალი პიროვნებაა, - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

ვახტანგ ცინცაძე

08 აგვისტო 2026, 12:45

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს S&P-ის რეიტინგში, BB დონეზე „პოზიტიური“ პერსპექტივა მიენიჭა - პერსპექტივის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად რჩება

„პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს S&P-ის რეიტინგში, BB დონეზე, „პოზიტიური“ პერსპექტივა მიენიჭა“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „Standard & Poor's Global“-ის (S&P) ახლად გამოქვეყნებულ სუვერენული რეიტინგის შეფასებაზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გაუმჯობესდა.

შალვა პაპუაშვილი

08 აგვისტო 2026, 12:44

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ის, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაციას ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ დავამტკიცეთ სასამართლო წესით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში

ის, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაციას ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ დავამტკიცეთ სასამართლო წესით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო ძალით დაამტკიცა, რომ რუსეთმა 2008 წელს ჩაიდინა ომის დანაშაულები.

შალვა პაპუაშვილი

08 აგვისტო 2026, 12:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ომის წლისთავის აღნიშვნის თარიღებზე: ეს არის სპეციალურად გარედან შემოგდებული საკითხები იმისთვის, რომ საზოგადოება ვერ შეთანხმდეს მთავარ საკითხებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავის აღნიშვნის თარიღებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობას გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილი

08 აგვისტო 2026, 12:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 2022 წელსაც ვიღაცას უნდოდა, რომ ჩვენ კვლავ პაიკი გავმხდარიყავით, კვლავ შევსულიყავით სამხედრო დაპირისპირებასა და ომში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2022 წელს, როცა რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ვიღაცას სურდა, რომ საქართველოც შესულიყო სამხედრო დაპირისპირებაში და კვლავ პაიკი გამხდარიყო, როგორც ეს 2008 წელს მოხდა.

შალვა პაპუაშვილი

08 აგვისტო 2026, 12:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციურ მედიას: ისტორია არ იცით, არ იცით, რომ რუსეთ-საქართველოს შორის იყო ომი? ეს არის სამარცხვინო დამოკიდებულება. რომ არა ჩვენი ძალისხმევა, დაბრუნებულიყო მტკიცებულებები, დღეს დამტკიცებულიც არ იქნებოდა, რომ რუსეთს სამხედრო დანაშაულები აქვს ჩადენილი 2008 წელს

ვინ ლაპარაკობს საერთოდ რუსეთზე? მთავარი მტკიცებულებები რუსეთის დანაშაულებისა საერთოდ ქვეყნიდან გაიტანეს, „ისკანდერის“ ნამსხვრევები ვის მისცეს, ჰკითხეთ ერთი “ნაციონალურ მოძრაობას”, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

ირაკლი კობახიძე

08 აგვისტო 2026, 12:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ელექტროენერგიის გათიშვის პირველ ორ შემთხვევასთან დაკავშირებით სუს-ში წარიმართება გამოძიება და ინფორმაციას მოგვიანებით დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას, მესამე გათიშვას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი - კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები ენგურჰესზე

ელექტროენერგიის გათიშვას პირველ ორ შემთხვევაში ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, რასთან დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ამასთან დაკავშირებით სუს-ში წარიმართება გამოძიება და ინფორმაციას მოგვიანებით დეტალურად წარვუდგენთ საზოგადოებას, იმიტომ, რომ რაღაცებს სჭირდება დამატებით ჩაღრმავება, - განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

08 აგვისტო 2026, 12:23

ეკონომიკა

პრემიერი: წლევანდელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ამ ეტაპზე შარშანდელზე მაღალია. შარშან წელიწადი დავხურეთ 7,5%-ით, და პირველი 6 თვის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%. ამის მიზეზია ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა და კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. მაღალ დონეზე სრულად აღმოფხვრილია კორუფცია

სრულად აღმოფხვრილია კორუფცია მაღალ დონეზე, ბუნებრივია, გაგრძელდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დაბალ დონეზე, ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე და ამის შედეგია ის, რომ გაუმჯობესდა საქართველოს პერსპექტივა ნეიტრალურიდან პოზიტიურისკენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში, საკრედიტო სააგენტო S&P Global Ratings-ის ანგარიშის კომენტირებისას.

ირაკლი კობახიძე

08 აგვისტო 2026, 12:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გიორგი ბარამიძის განცხადება მორალურად არის ამაზრზენი და სამარცხვინო, სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ

გიორგი ბარამიძის განცხადება მორალურად არის ამაზრზენი და სამარცხვინო, სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

08 აგვისტო 2026, 12:13

პოლიტიკა

პრემიერი: ჰააგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცს ომის დანაშაული არ ჩაუდენია და სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ქართველ ჯარისკაცს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია, ეს აჩვენებს, თუ როგორია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ

ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცს ომის დანაშაული არ ჩაუდენია, ეს დავამტკიცეთ ჩვენ ჰააგის სასამართლოში და სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ქართველ ჯარისკაცს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მიხეილ ყაველაშვილი

08 აგვისტო 2026, 12:13

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, რომ ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათ ქმედებებსა და გამონათქვამებზე

„ჩვენი ვალდებულებაა, რომ ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათ ქმედებებსა და გამონათქვამებზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გია ბარამიძის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

შალვა პაპუაშვილი

08 აგვისტო 2026, 12:05

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: აგვისტოს ომმა დაგვანახა ორი განსხვავებული სამყარო. ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე, დაგვანახა მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი

ამ ომმა დაგვანახა ორი განსხვავებული სამყარო. ერთი ეს არის ქართველი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე დაგვანახა მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. პარლამენტის თავმჯდომარემ, 2008 წლის 9 აგვისტოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაც გაიხსენა.

ირაკლი კობახიძე

08 აგვისტო 2026, 12:04

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას

ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში.

ირაკლი კობახიძე

08 აგვისტო 2026, 12:02

პოლიტიკა

პრემიერი: რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს, ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს, ქვეყნის წინაშე, ჩვენი ხალხის, ჩვენი ჯარისკაცების წინაშე

ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ ყაველაშვილი

08 აგვისტო 2026, 12:01

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე: ჩვენმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, რომ ის არის ერთი საცოდავი, მხდალი პიროვნება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის ყოფილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომის დროს გორში რუსული თვითმფრინავისგან გაქცევის გამო გააკრიტიკა და მას მხდალი ადამიანი უწოდა.

ირაკლი კობახიძე

08 აგვისტო 2026, 12:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ნიშნავს ომს, კონფლიქტი ომში გადაიზარდა ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი, რასაც სამარცხვინოდ ხელი მოაწერეს

ევროსაბჭოს რეზოლუციაში ასეთი რაღაც წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

08 აგვისტო 2026, 11:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი

რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, ამის შემდეგ სააკაშვილმა ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ იმ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი.

მიხეილ ყაველაშვილი

08 აგვისტო 2026, 11:43

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის მიუღებელი და პოლიტიკოსს ამის გამო პასუხის გაცემა მოუწევს.

მიხეილ ყაველაშვილი

08 აგვისტო 2026, 11:42

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი: მე მინდა ქედი მოვიხარო და მადლობა ვუთხრა ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ ასეთი ღირსეული პიროვნებები გაუზარდეს სამშობლოს. სამწუხაროდ, ეს ოკუპაცია დღემდე გრძელება

მე მინდა ქედი მოვიხარო და მადლობა ვუთხრა ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ ასეთი ღირსეული პიროვნებები გაუზარდეს სამშობლოს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.