პარლამენტის თავმჯდომარე 2008 წლის ომზე: მაშინ ევროპამ სანქციები დაუწესა არა რუსეთს, არამედ საქართველოს
შალვა პაპუაშვილი
IMEDI/ვიდეოკადრი
მაშინ ევროპამ სანქციები დაუწესა არა რუსეთს, არამედ საქართველოს, თქვენ იცით ეს თუ არ იცით?!, - მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციურ მედიას მათი კითხვების პასუხად.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაციას „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო წესით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დაამტკიცა.
„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს დღეს აღიარებულია სასამართლო წესით, არა პოლიტიკური განცხადებებით და ღლაბუცით, რითაც დაკავებული იყო 2008 წელს სააკაშვილი და მისი მარიონეტული რეჟიმი. ჩვენ სასამართლოს ძალით დავამტკიცეთ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, ჩვენ სასამართლოს ძალით დავამტკიცეთ, რომ 2008 წელს რუსეთმა ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები. საერთოდ როგორ ბედავთ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსახური პროპაგანდისტული იარაღი, „ქართულ ოცნებას“ უსვამთ კითხვას ამასთან დაკავშირებით?! მაშინ ევროპამ სანქციები დაუწესა არა რუსეთს, არამედ საქართველოს. თქვენ იცით ეს თუ არ იცით? ნაცვლად იმისა დაფიქრდეთ, რომ ემსახურებით კრიმინალურ რეჟიმს, რომელმაც მაშინ საქართველო ამ ომში შეიყვანა და ამით ფაქტობრივად განგრძობით ღალატში ხართ ჩართული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციური მედიის კითხვების პასუხად.
ყველა სიახლე
08 აგვისტო 2026, 14:15
რეგიონი
კახეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
კახეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.
08 აგვისტო 2026, 14:07
რეგიონი
ტრადიციულად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გორში გაიხსენეს
ტრადიციულად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გორში გაიხსენეს
08 აგვისტო 2026, 13:58
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ
„ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ არ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რუსოფობიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მარიონეტები არიან.
08 აგვისტო 2026, 13:54
საზოგადოება
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან იკრიბებიან
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან იკრიბებიან. ისინი ჯარისკაცების გმირულ ისტორიებს კიდევ ერთხელ იხსენებენ.
08 აგვისტო 2026, 13:52
პოლიტიკა
ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩოხოსნები, კადეტები, გმირულად დაღუპული ქუთაისელი მეომრების ოჯახის წევრებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან მივიდნენ და პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას.
08 აგვისტო 2026, 13:47
პოლიტიკა
თეა ახვლედიანმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო.
08 აგვისტო 2026, 13:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საქართველოს სუვერენულ რეიტინგზე: ეს აჩვენებს ორ რამეს. პირველი, საქართველოს ხელისუფლების მშვიდ, რაციონალურ და ძალიან სწორ ეკონომიკურ გეზს. მეორე, ეს გვაჩვენებს ქართველი ხალხის სიბრძნეს, რომ ამ პოლიტიკაში საქართველოს ხელისუფლებას მიჰყვება
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებას, რომლის თანახმადაც საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დარჩა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა, ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.
08 აგვისტო 2026, 13:43
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი: აგვისტოს ომის გმირი ჯარისკაცები თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი. დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას!
„არ არსებობს რეალობა, სადაც ვინმეს წარმოუდგენია, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე იარსებებს საქართველო. ამ აზრის შეგუება გამორიცხულია, ყველამ მსოფლიოში უნდა გაიაზროს ეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რომელმაც პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
08 აგვისტო 2026, 13:32
რეგიონი
დავით კოდუა: ომში მონაწილე თითოეული ადამიანის თავდადება, სიმამაცე და სამშობლოსადმი ერთგულება ჩვენი ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია
ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, ბადრი ბერანძის შვილთან საბა ბერანძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
08 აგვისტო 2026, 13:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რა გააკეთა ევროკავშირმა იმისთვის, რომ 12 აგვისტოს შეთანხმება შესრულებულიყო?! სანქციები დაუწესა რუსეთს, რომ გაეყვანა ჯარები?! არა! ვის დაუწესა სანქციები?! საქართველოს დაუწესა!
12 აგვისტოს შეთანხმებაზე საქართველოს და რუსეთის ხელმოწერის გარდა, კიდევ არის ევროკავშირის ხელმოწერა, როგორც გარანტის. რა გააკეთა ევროკავშირმა იმისთვის, რომ 12 აგვისტოს შეთანხმება შესრულებულიყო? სანქციები დაუწესა რუსეთს, რომ გაეყვანა ჯარები? არა. ვის დაუწესა სანქციები? საქართველოს დაუწესა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. მისივე თქმით, ნაომარ ქვეყანას დასავლეთმა 2008 წელს იარაღის შესყიდვაზე ემბარგო დაადო.
08 აგვისტო 2026, 13:23
პოლიტიკა
შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ომიდან მე-18 წლისთავზე, პროკურატურამ პირველად აღძრა საქმე ღალატის მუხლით, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ქვეყნის კანონმდებლობაში - ამ მუხლით პასუხისგებაში უნდა მიეცეს, წარმოუდგენელი მასშტაბის ღალატის აქტის ჩამდენი, სხვა არაერთ დანაშაულში მხილებული და ამ დრომდე დაუსჯელობის სინდრომის გამო გათავხედებული გია ბარამიძე!
ნაცმოძრაობის საქმიანობა მისი შინაარსით არის სამშობლოს ღალატის ქრონიკა, ჯერ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებიდან, ხოლო უკვე 14 წელია ოპოზიციიდან, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
08 აგვისტო 2026, 13:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ქართველ ჯარისკაცებს, ამ ჯარისკაცებს, რომელთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნადაც დღეს აქ ვიმყოფებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დანაშაულების ჩადენა დააბრალა. ეს გააკეთეს 2008 წელს
„ამ ჯარისკაცებს, რომელთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნადაც დღეს აქ ვიმყოფებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დანაშაულების ჩადენა დააბრალა. ეს გააკეთეს 2008 წელს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
08 აგვისტო 2026, 13:20
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: ნაცებისა და ნაცისეულების საუბარიც და მოქმედებაც, ომსა და მშვიდობაზე, მუდმივად საქართველოს აზიანებდა და კვლავაც აზიანებს
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის პოლიტიკასა და რიტორიკას ეხმიანება. მისი თქმით, მათი პოზიცია ომისა და მშვიდობის საკითხებზე ქვეყნის ინტერესებს როგორც წარსულში ვნებდა, ისე აწმყოში ვნებს.
08 აგვისტო 2026, 13:12
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ეს იგივე სულისკვეთება არის, რაც ზუსტად 2008 წლის ოქტომბრის PACE-ს რეზოლუციის მხარდაჭერა იყო, როდესაც მაშინაც ქართულ ჯარს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ომის დანაშაულის ჩადენა დააბრალეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ომში ქართველი სამხედროები თითქოს ტყვეებს ხვრეტდნენ, არის იგივე სულისკვეთება, რაც 2008 წლის ოქტომბერში PACE-ს რეზოლუციის მხარდაჭერა იყო, როდესაც ქართულ ჯარს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ომის დანაშაულის ჩადენა დააბრალეს.
08 აგვისტო 2026, 13:00
პოლიტიკა
პრემიერი: ხოშტარია, რომელიც დღეს დანიშნული ჰყავთ მის პატრონებს მთავარ რუსოფობად, გამოდიოდა 2008-2012 წლებში და აცხადებდა, რომ რუსი ტურისტი და რუსული ფული არ იყო პრობლემა, პირიქით, მიესალმებოდნენ, 2008-2012 წლებში რომ გამოდიოდი და მიესალმებოდი რუს ტურისტსაც, რუსულ ფულსაც და ყველაფერ რუსულს და ახლა ქორწილებს რომ აქციებს უწყობ, ეს არის უცხოელი აგენტის სამარცხვინო ბედი
2008-2012 წლებში, როდესაც ომი იყო ახალი მომხდარი საქართველოში, ოკუპაცია იყო ახალი განხორციელებული, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ე.წ. აღიარება იყო ახალი მომხდარი, ანწუხელიძე იყო ახალი ნაწამები და მოკლული და გმირები იყვნენ ახალი დაღუპული, 120-ზე მეტი სოფელი გვქონდა ახალი დაკარგული, მაშინ ხოშტარია და ეს ადამიანები გამოდიოდნენ და მიესალმებოდნენ რუს ტურისტებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
08 აგვისტო 2026, 12:58
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საია ჩართული იყო საქართველოს ჯარისკაცების წინააღმდეგ მტკიცებულებების შეკერვაში, მიუხედავად ამ შიდა ღალატისა, საქართველომ თავისი სიმართლე დაამტკიცა
შეგახსენებთ, რომ საია, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაცია, ჩართული იყო საქართველოს ჯარისკაცების წინააღმდეგ მტკიცებულებების შეკერვაში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველომ, ყველა სამართლებრივ ფორმატში დაამტკიცა თავისი სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური აქტივისტი ჩართული იყო საქართველოს წინააღმდეგ.
08 აგვისტო 2026, 12:57
პოლიტიკა
ბექა დავითულიანი: ამ ომმა დაგვიტოვა ბევრი გმირის სახელი და დაგვაკისრა პასუხისმგებლობა, რომ ერთი ნაბიჯით არ დავიხიოთ უკან ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვისას და მშვიდობით შევძლოთ საქართველოს გაერთიანება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ და საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თბილისის საკრებულოს წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
08 აგვისტო 2026, 12:49
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე: აი, ის ვაჟბატონი, ხან ოდისევსი როა, ხან ნელსონ მანდელა, ხან ილია ჭავჭავაძე და ხან დავით აღმაშენებელი, სინამდვილეში ჩვენმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, ერთი საცოდავი, მხდალი პიროვნებაა
აი, ის ვაჟბატონი, ხან ოდისევსი როა, ხან ნელსონ მანდელა, ხან ილია ჭავჭავაძე და ხან დავით აღმაშენებელი, სინამდვილეში ჩვენმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, ერთი საცოდავი, მხდალი პიროვნებაა, - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
08 აგვისტო 2026, 12:45
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს S&P-ის რეიტინგში, BB დონეზე „პოზიტიური“ პერსპექტივა მიენიჭა - პერსპექტივის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად რჩება
„პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს S&P-ის რეიტინგში, BB დონეზე, „პოზიტიური“ პერსპექტივა მიენიჭა“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „Standard & Poor's Global“-ის (S&P) ახლად გამოქვეყნებულ სუვერენული რეიტინგის შეფასებაზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გაუმჯობესდა.


