პაატა ზაქარეიშვილი: ტყვეთა გაცვლის პროცესში გია ბარამიძის ჩართულობა იყო ფორმალური, ამიტომ, მას არ შეეძლო სცოდნოდა ის, რაც განაცხადა. მისი განცხადება არის მისი აზრი, მოსაზრება, აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან
პაატა ზაქარეიშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთის ომის პერიოდში ტყვეთა გაცვლის პროცესს იხსენებს და აცხადებს, რომ გია ბარამიძეს ყოველდღიურ ჰუმანიტარულ საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია.
მისი თქმით, ბარამიძის ჩართულობა მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო, რის გამოც მას რეალობასთან აბსოლუტურად აცდენილი განცხადება აქვს გაკეთებული.
„მე ვიყავი მთელი ომის განმავლობაში სოხუმში. მე გახლდით სწორედ კოორდინატორი, უხეშად რომ ვთქვათ, თუმცა ხელმძღვანელად ვითვლებოდი იმ სამუშაო ჯგუფისა, კომისიისა, რომელიც მუშაობდა ყოველდღიურად ტყვეთა გაცვლაზე, მოლაპარაკებებზე, დევნილების გამოყვანაზე, გადმოსვენებაზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე.
გია ბარამიძე ამ პროცესში არ მონაწილეობდა. ანუ, ის ყოველდღიურ საქმიანობაში არ მონაწილეობდა. შევთანხმდებოდით გაცვლაზე, გია ბარამიძე, როგორც პარლამენტის წევრი, ჩამოდიოდა ჩვენთან და ესწრებოდა გაცვლებს. ანუ, მისი ჩართულობა იყო უფრო ფორმალური, ვიდრე რეალური. ამიტომ, მას არ შეეძლო სცოდნოდა ის, რაც განაცხადა. მისი განცხადება არის მისი აზრი, მოსაზრება, აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან," - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა - ამ კვალიფიკაციით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. საქმე ეხება გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ.
ყველა სიახლე
08 აგვისტო 2026, 21:09
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
,,ძალიან მძიმე დღეა თითოეული ჩვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის. 18 წელი გავიდა 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ, თუმცა დიდი ტკივილი არ ნელდება. დღეს, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე გაიღეს“.
08 აგვისტო 2026, 21:06
პოლიტიკა
სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი - გიორგი ბარამიძის განცხადება და გამოკითხვა პროკურატურაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის არიან აფხაზეთის ომის ვეტერანები, მაშინდელი მაღალჩინოსნები თუ სამხედრო პირები.
08 აგვისტო 2026, 21:00
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინურ პაქსაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
08 აგვისტო 2026, 20:56
პოლიტიკა
პოზიციები აგვისტოს ომის შემდეგ და დღეს - ვინ განსაზღვრავს ოპოზიციის რიტორიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციას მოუხდა იმის დადასტურება, რომ საკუთარ ქვეყანაში ომის შემდეგ რუსეთთან მიმართებით სხვა პოზიცია ჰქონდათ, დამოკიდებულება კი მხოლოდ ახლა გაამწვავეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ეს არაღიარების პოლიტიკის საჭიროებით ახსნა.
08 აგვისტო 2026, 20:48
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: მე და გიორგი ბარამიძე აფხაზეთის ომის დროს ერთად ვმუშაობდით ტყვეების გაცვლაზე - გიორგიმ რაღაც არასწორად ჩამოაყალიბა
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, აფხაზეთის ომის დროს ისინი ტყვეების გაცვლაზე ერთად მუშაობდნენ და მიიჩნევს, რომ ბარამიძემ სათქმელი არასწორად ჩამოაყალიბა.
08 აგვისტო 2026, 20:35
პოლიტიკა
გია ნიშნიანიძე: არც ისეთი სულელი უნდა იყოს ბატონო ბარამიძე, რომ ვერ ხვდებოდეს რა თქვა - რაღაც დიდი, პროვოკაციული, ბინძური პროექტის გეგმას ვთვლი
აფხაზეთის ომის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი, გია ნიშნიანიძე „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ გია ბარამიძის განცხადებამ გარკვეული კითხვები გაუჩინა. ნიშნიანიძე ამბობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება და ის ტყვეების გაცვლის პროცესში არ მონაწილეობდა.
08 აგვისტო 2026, 20:27
პოლიტიკა
2008 წლის 8 აგვისტო - რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი, იძულებით გადაადგილებული ადამიანები, ათობით განადგურებული სოფელი და ოკუპირებული მიწა, მავთულხლართები….
08 აგვისტო 2026, 18:47
რეგიონი
სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა და თანამშრომლებმა სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე აგვისტოს ომში დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგეს
2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ფოთის ბაზაზე საზღვაო ძალების ხუთი მოსამსახურე — კაპიტან-ლეიტენანტი თეიმურაზ ჭიტაძე, საზღვაო კაპრალები ზვიად ბარბაქაძე, გიორგი ღვინჯილია, ზვიად დათუაშვილი და თემურ ფიჩხაია დაიღუპნენ.
08 აგვისტო 2026, 18:40
სამართალი
სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო
სულხან თამაზაშვილი დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ გმირი ოჯახის წევრებისთვის სიკვდილის შემდეგ მინიჭებული ჯილდო - მედალი „მამაცობისათვის“ გადასცა.
08 აგვისტო 2026, 17:54
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომი დაგვატყდა თავს და უამრავი ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ოჯახი გაუბედურდა, მაშინ არ გვახსოვს ჩვენ ამ ძალის, ამ „ნაცბანდის“ ანტირუსული განწყობები, ვინაიდან მაშინ დავალება არ ჰქონდათ
მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომი დაგვატყდა თავს და უამრავი ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ოჯახი გაუბედურდა, მაშინ არ გვახსოვს ჩვენ ამ ძალის, ამ „ნაცბანდის“ ანტირუსული განწყობები, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილმა.
08 აგვისტო 2026, 17:48
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: მიშა მშვილდაძე ანტირუსული კამპანიის სათავეებში იდგა და ახლა აღმოჩნდა, რომ პირდაპირ რუსეთის მოქალაქეებისგან აქვს სარგებელი - ამ ამორალური ადამიანების დღის წესრიგით წლებია ოპოზიციის პოლიტიკა იქმნებოდა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი „ფორმულას“ დირექტორის, მიშა მშვილდაძის მიერ რუსეთის მოქალაქეებზე ბინის გადაფორმებას მედიასთან ეხმიანება. როგორც ნინო წილოსანი აღნიშნავს, პრობლემა ის კი არ არის, რომელი ნაციონალობის ადამიანს მიაქირავებენ ან მიყიდიან ბინას, პრობლემა თავად ეს ადამიანები არიან.
08 აგვისტო 2026, 17:37
პოლიტიკა
შარმანაშვილი რუსოფობიურ კამპანიაზე: ეს ადამიანები არანაირი პატრიოტები არ არიან, რასაც შეუკვეთავენ იმას აკეთებენ
ეს ადამიანები არანაირი პატრიოტები არ არიან, დიფ სტეიტს, რომ ვეძახით მათგან მართულები არიან, მათი აგენტურაა, რასაც შეუკვეთავენ იმას აკეთებენ, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციის ზოგიერთი წამომადგენლის მხრიდან რუსოფობიურ კამპანიაზე საუბრისას. მისივე თქმით, შეკვეთით პატრიოტიზმი არ არსებობს.
08 აგვისტო 2026, 17:35
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი, ისევე როგორც ცოტა ხანში ვიხილავთ სხვა ვითომ "ანტირუსების" მითების და ბუშტების გასკდომის სერიას
„როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი, ისევე როგორც ცოტა ხანში ვიხილავთ სხვა ვითომ "ანტირუსების" მითების და ბუშტების გასკდომის სერიას. და ვინმეს გჯერათ მათი ფსევდო-ანტირუსული შეძახილების, მიტინგების და მარშების? „ - წერს ანჯაფარიძე.
08 აგვისტო 2026, 17:29
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: ომამდე, ომის დროსაც და ომის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის ინტერესებს ატარებდა
„ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და იმ დავალებებს ასრულებენ, რომელსაც გარედან იღებენ. მაშინ არ იყო დავალება, რომ რუსეთი ოკუპანტად გამოეცხადებინათ, სანქციები დაეწესებინათ, პირიქით, რუს ტურისტებს ეპატიჟებოდნენ, ომის შემდეგ გადაუფორმეს ეკონომიკა და ენერგეტიკა რუსეთს, მხარი დაუჭირეს რუსეთს გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ცალმხრივად დაუშვეს რუსეთის მოქალაქეების უვიზო რეჟიმი, ეს იმას ნიშნავს, რომ ომამდე, ომის დროსაც და ომის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა რუსეთის ინტერესებს“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
08 აგვისტო 2026, 17:23
რეგიონი
წირვისა და პარაკლისის შემდეგ ატენისა და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა
წირვისა და პარაკლისის შემდეგ ატენისა და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
08 აგვისტო 2026, 17:17
პოლიტიკა
პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი ბარამიძეზე: ამდენმა ხალხმა მოისმინა და ვერავინ გაიგო სწორად? სად იბრძოდა? ერთი ტყვია გაუსვრია თვითონ?
ამდენმა ხალხმა მოისმინა და ვერავინ გაიგო სწორად? ნაცარს გვაყრის თვალებში თუ რა ხდება? სად იყო თვითონ? სად იბრძოდა? ერთი ტყვია გაუსვრია თვითონ? - ასე ეხმიანება პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი, რომელიც პროკურატურაში იმყოფებოდა, გია ბარამიძის განცხადებას ქართველი სამხედროების მიერ ტყვეების დახვრეტის თაობაზე. პოლკოვნიკი ამბობს, რომ ბარამიძის განცხადებაში დანაშაულის ნიშნებია.
08 აგვისტო 2026, 17:08
პოლიტიკა
დავით ღვინჯილია გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: მის სიტყვებს არანაირი დამაჯერებლობა არ აქვს. მისი განცხადება თავიდან ბოლომდე ტყუილია
ვეტერანთა საქმეთა სამსახურის აფხაზეთის სამმართველოს უფროსი, დავით ღვინჯილია „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებას მედიასთან აფასებს. როგორც ღვინჯილია აღნიშნავს, ბარამიძის განცხადება რეალობასთან ახლოს არ არის.
08 აგვისტო 2026, 16:47
მსოფლიო
POLITICO: საფრანგეთის ყოფილი პრემიერი ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე საუბრობს
საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა გაბრიელ ატალმა მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთის მიერ სავარაუდო დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებასთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
08 აგვისტო 2026, 16:36
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი ზუსტად 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსიდან. იმდენად შეაშინა თავიანთ რიგებში ღალატის გრადუსმა - ამ მუხლს თუნდაც თეორიულად, რომელი მათგანი გადაურჩებოდა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „სამშობლოს ღალატის“ მუხლით გასამართლდება. ქართველიშვილის განცხადებით, „სამშობლოს ღალატის“ მუხლი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსიდან გააუქმეს იმ მიზეზით, რომ „საკუთარ რიგებში ღალატის გრადუსმა“ ხელისუფლების წარმომადგენლები შეაშინა.


