09 აგვისტო 2026, 10:31 / სანდო წყარო

სებ: აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებული პირი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებულ სუბიექტს

ქვეყნის ტერიტორიაზე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქმიანობა წარმოადგენს მკაცრად რეგულირებად სფეროს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს ამ ტიპის საქმიანობას, უნდა გაიაროს სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ცნობით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული შპს „შელბითს“ სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტს არ წარმოადგენს.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებულ სუბიექტს - შპს „შელბითს“ (SHPS SHELBIT) - ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს და შესაბამისად ის არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტს.

ამასთან, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ კომპანიას გაუქმებული აქვს რეგისტრაცია.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის.

ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა საერთაშორისო ჯგუფის (FATF) სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება. შეფასების თანახმად, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით (რომელიც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას) საქართველოს რეიტინგი შეადგენს "მნიშვნელოვნად შესაბამისს" (largely compliant). აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2026, 11:32

მსოფლიო

იაპონიაში არმიის გაფართოების გეგმა გააპროტესტეს

ტოკიოში ქვეყნის არმიის გაფართოებისა და ბირთვული პოლიტიკის გადახედვის გეგმა გააპროტესტეს. აქციაზე გამოსულები ამტკიცებდნენ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მილიტარიზაციის გზა აირჩია და რომ გადასახადების გადამხდელთა ფული ომისთვის მზადებისთვის გამოიყენება.

09 აგვისტო 2026, 11:23

მსოფლიო

Bloomberg: თურქეთმა თავდასხმების გახშირების გამო შავ ზღვაში გემების გადაადგილება შეზღუდა

თურქეთმა თავდასხმების გახშირების გამო შავ ზღვაში გემების გადაადგილება შეზღუდა, - წერს Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება და წერს, რომ თურქულმა მხარემ რუსეთის ნოვოროსიისკის პორტისკენ მიმავალ რამდენიმე გემს აცნობა, რომ ტრანზიტის ნებართვების გაცემა შეჩერებულია და დარდანელის სრუტის გავლის თაობაზე განაცხადების დასამუშავებლად დამატებითი დროა საჭირო. შეზღუდვები არ შეხებია: ბულგარეთის, რუმინეთის, საქართველოსა და თურქეთის პორტებისკენ მიმავალ გემებს.

ოთიკო ონეზაშვილი

09 აგვისტო 2026, 11:19

თავდაცვა

„ჯარის ბანაკის“ მონაწილე ოთიკო ონეზაშვილი: ჩემი აზრით, ეს არის საქართველოში ნომერ პირველი პროექტი, რომელიც ეხმარება ადამიანს სულიერი, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების სრულყოფაში

ჩემი აზრით, ეს პროექტი, ალბათ საქართველოში ნომერ პირველი პროექტია, რომელიც ეხმარება ადამიანს, მოზარდს სულიერი, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების სრულყოფაში, - განაცხადა პროექტ „ჯარის ბანაკის“ მონაწილე ოთიკო ონეზაშვილმა.

09 აგვისტო 2026, 11:15

მსოფლიო

ირანში განმარტავენ, რომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეთანხმება ომანთან სრუტის ხელახლა გახსნას არ ნიშნავს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა, თუმცა სრუტეს ხელახლა გახსნა „სხვა პირობებზე რჩება დამოკიდებული“.

09 აგვისტო 2026, 11:12

საზოგადოება

შეკვეთილში ახალი კონცეპტუალური სივრცე - „ჰეკატეს ბაღი“ გაიხსნა

„ჰეკატეს ბაღი“ - ახალი კონცეპტუალური სივრცე - ბაღს, გასტრონომიას, მცენარეთა კულტურასა და დიზაინს აერთიანებს. შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი კერძები, დაათვალიერონ სათბური, გაეცნონ სხვადასხვა სახეობის მცენარეს და სურვილის შემთხვევაში, ნერგებიც შეიძინონ. ადგილზე დაგხვდებათ საგანმანათლებლო ვორქშოპებიც.

09 აგვისტო 2026, 11:11

რეგიონი

ბათუმში მუსიკალური ფესტივალი „ჰიტერატურა“ ჩატარდა

ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში კი მუსიკალური მასტერკლასი გაიმართა, რის შემდეგაც საგამოფენო პერფორმანსი მოეწყო.

09 აგვისტო 2026, 10:48

სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს, მათ შორის, 2 არასრულწლოვანია.

09 აგვისტო 2026, 10:43

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი, ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, მათ შორი: 2 ავტომატი, 3 პისტოლეტი, 6 მჭიდი, მაყუჩი და 41 ვაზნა.

09 აგვისტო 2026, 10:41

სამართალი

იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

09 აგვისტო 2026, 10:30

თავდაცვა

კოჯორში პროექტის - „ჯარის ბანაკი“ დახურვის ცერემონია გაიმართა

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედრო ბაზაზე პროექტის - „ჯარის ბანაკი – დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ დახურვის ცერემონია გაიმართა.

ალექსანდერ დობრინდტი

09 აგვისტო 2026, 10:24

მსოფლიო

გერმანიის შს მინისტრი: ჩვენ არ ვართ ომის მდგომარეობაში, თუმცა ყოველდღიურად ვხდებით ჰიბრიდული ომის სამიზნე

„ჩვენ არ ვართ ომის მდგომარეობაში, თუმცა ყოველდღიურად ვხდებით ჰიბრიდული ომის სამიზნე. ჯაშუშობა, დივერსიები, კიბერთავდასხმები თუ საგარეო ძალების ფარული ოპერაციები, რომლებიც გერმანიის დესტაბილიზაციას ან პირდაპირი ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად - ეს მუდმივი რეალობაა“, - განაცხადა მინისტრმა.

ლაშა ქოიავა

09 აგვისტო 2026, 01:04

პოლიტიკა

ლაშა ქოიავა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებზე: კეზერაშვილმა სამხედრო თათბირზე მოიტანა სააკაშვილის სურვილები და ამ სურვილებს იცავდა. ის არ იცავდა სამხედროების პოზიციებს, რადგან სამხედრო გეგმით ცხინვალში შესვლა საერთოდ დაგეგმილი არ იყო

„დილის 5 საათზე უნდა ვყოფილიყავი მინისტრის თათბირზე, ეს იყო 7 აგვისტო. თათბირს ესწრებოდა ბევრი პოლიტიკური თანამდებობის პირი, მახოსოვს კეზერაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი. იქ, სადაც ეს თათბირი ტარდებოდა, კეზერაშვილსაც არაფერი ესაქმებოდა, რადგან ეს იყო უშუალოდ საბრძოლო მოქმედებაზე გასვლის თათბირი. იქ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი და სამხედროები“.

ლაშა ქოიავა

09 აგვისტო 2026, 00:09

პოლიტიკა

ლაშა ქოიავა: 2008 წელს, იმის მიუხედავად რომ ჯარი ძალიან კარგად იყო ჩაცმულ-დახურული, კარგადაც იკვებებოდა, ჯარი იყო სავალალო მდგომარეობაში - რეფორმები, რომელიც ოქრუაშვილმა ჩაატარა, მიმართული იყო ჯარის დემორალიზაციაზე და ჯარისკაცის დაკნინებაზე

„ერთი ბრძანებით ჯარიდან გაშვებული იყო რამდენიმე ათასი ადამიანი, იმის გამო, რომ ისინი იყვნენ ვეტერანები. ჯერ ეს ბარამიძეს ჰქონდა დაბარებული და ბარამიძემ დაავალა ელენე ხოშტარიას, რომ ჯარიდან სამხედროები უნდა გაეყარა. მერე მოვიდა ოქრუაშვილი და ერთი ბრძანებით გაუშვა რამდენიმე ათასი ადამიანი, რამაც რასაკვირველია ჯარის მორალურ მდგომარეობაზე ცუდი შედეგი გამოიღო“, - აღნიშნა ქოიავამ.

08 აგვისტო 2026, 21:55

ეკონომიკა

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს პოზიცია გააუმჯობესა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს მონაცემები საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings- მა გააუმჯობესა. სტაბილურიდან პოზიტიურად შეცვლილი პერსპექტივა საფინანსო სექტორის განმარტებით შენარჩუნებულ მდგრად ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს.

მიშა მშვილდაძე

08 აგვისტო 2026, 21:37

პოლიტიკა

ე.წ. ანტირუსული კამპანიის სათავეში და პარალელურად უძრავი ქონების გასხვისება რუსეთის მოქალაქეებზე. - „ფორმულას“ დირექტორის ორმაგი სტანდარტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ე.წ. ანტირუსული კამპანიის სათავეში და, პარალელურად, უძრავი ქონების გასხვისება რუსეთის მოქალაქეებზე. „ფორმულას“ დირექტორმა, მიშა მშვილდაძემ „ქრონიკის“ ზარებს ამ დრომდე არ უპასუხა.

ცოტნე ანანიძე

08 აგვისტო 2026, 21:29

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: აგვისტოს ომიდან 18 წლის თავზე, სეპარატისტებიდან ოფიციალურად მხარდაჭერილი ოპოზიცია გვყავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, გიორგი ბარამიძის განცხადების გამო მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების გამოხმაურებას აფასებს და ოპოზიციას სეპარატისტებისგან ოფიციალურად მხარდაჭერილს უწოდებს.

08 აგვისტო 2026, 21:26

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 9-11 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი

სინოპტიკოსების ცნობით, 9 აგვისტოს სანაპირო რაიონებში, აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მთიან ზონაში, ხოლო 10-11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი ინტენსივობის წვიმა.

08 აგვისტო 2026, 21:09

რეგიონი

ზურაბ პატარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

,,ძალიან მძიმე დღეა თითოეული ჩვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის. 18 წელი გავიდა 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ, თუმცა დიდი ტკივილი არ ნელდება. დღეს, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე გაიღეს“.

გიორგი ბარამიძე

08 აგვისტო 2026, 21:06

პოლიტიკა

სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი - გიორგი ბარამიძის განცხადება და გამოკითხვა პროკურატურაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის არიან აფხაზეთის ომის ვეტერანები, მაშინდელი მაღალჩინოსნები თუ სამხედრო პირები.