11 აგვისტო 2026, 13:39 / სანდო წყარო

პრემიერი: იყვნენ ადამიანები, რომლებიც 2008-2012 წლებში მიესალმებოდნენ ყველაფერ რუსულს, მათ შორის ტურისტებს, ფულს რუსეთიდან, დადიოდნენ კონცერტებზე მათ შორის რუსეთში, ახლა იგივე ადამიანები გამოდიან განსხვავებული განცხადებებით, ეს ორმაგი სტანდარტი მიუთითებს, რომ ეს ადამიანები არსებითად არიან უცხოური აგენტურა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

იყვნენ ადამიანები, რომლებიც 2008-2012 წლებში და ამის შემდეგაც მიესალმებოდნენ ყველაფერ რუსულს, მათ შორის ტურისტებს, ფულს რუსეთიდან და ა.შ. დადიოდნენ კონცერტებზე მათ შორის რუსეთში. ახლა იგივე ადამიანები უკვე გამოდიან განსხვავებული განცხადებებით, ეს ორმაგი სტანდარტი მიუთითებს, რომ ეს ადამიანები არსებითად არიან უცხოური აგენტურა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინდისში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი მოქმედებენ არა იმის მიხედვით, რა ხდება ამ ქვეყანაში, არამედ იმის მიხედვით, თუ რას ეტყვიან გარედან.

„ზოგადად, საქართველოში არიან ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები, ე.წ. „ენჯეოშნიკები“, პარტიული აქტივისტები, ე.წ. კულტურის თუ ნამდვილად კულტურის მოღვაწეები, რომლებიც თავიდან ბოლომდე მოქმედებენ გარე დაკვეთებით. კონკრეტულად ამ კულტურის მოღვაწეების მაგალითზე ზუსტად იგივე ჩანს. შინდისის გმირობა იყო ახალი მომხდარი, როდესაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები არ უკადრისობდნენ რუსეთში ჩასვლას, კონცერტების გამართვას და მას შემდეგ, რაც უკრაინაში განხორციელდა რუსული ოკუპაცია, მხოლოდ შემდეგ დაიწყეს ანტირუსული განცხადებებით საუბარი, მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს მოგზაურობა რუსეთში. ეს ყველაფერი მეტყველებს ერთ რამეზე, რომ არსებობს ადამიანების გარკვეული კასტა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მოქმედებს, არა საკუთარი შეხედულებების, საკუთარი შეგრძნებების მიხედვით, არამედ იმის მიხედვით, თუ რას დაუკვეთავენ გარედან. სამწუხაროდ, ეს ვრცელდება კულტურის სფეროს წარმომადგენლებზეც, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა.

მათ სათქმელი არაფერი აქვთ, არც სააკაშვილს, არც „ნაცმოძრაობის“ რომელიმე სხვა წარმომადგენელს არაფერი აქვს რეალურად სათქმელი, იმიტომ, რომ ფაქტი არის ჯიუტი, ძალიან მარტივი. იყვნენ ადამიანები, რომლებიც 2008-2012 წლებში და ამის შემდეგაც მიესალმებოდნენ ყველაფერ რუსულს, მათ შორის ტურისტებს, ფულს რუსეთიდან და ა.შ. დადიოდნენ კონცერტებზე მათ შორის რუსეთში. ახლა იგივე ადამიანები უკვე გამოდიან განსხვავებული განცხადებებით. ეს ორმაგი სტანდარტი მიუთითებს რაზე, რომ არსებითად ეს ადამიანები არიან უცხოური აგენტურა. ისინი მოქმედებენ არა იმის მიხედვით, რა ხდება ამ ქვეყანაში, არამედ იმის მიხედვით, თუ რას ეტყვიან მათ გარედან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

ლევან გოგოლაური

11 აგვისტო 2026, 14:43

პოლიტიკა

ომის ვეტერანი ლევან გოგოლაური: ბარამიძის განცხადება გამიზნული იყო კონკრეტული მიზნის მისაღწევად

როგორც ვეტერანი, გიორგი ბარამიძის განცხადებით აღშფოთებული ვარ. ეს განცხადება გაკეთებულია ყოვლად უპასუხისმგებლო ადამიანის მიერ, - განაცხადა ომის ვეტერანმა, ლევან გოგოლაურმა, რომელიც გენერალურ პროკურატურაში გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში იკითხება.

11 აგვისტო 2026, 14:39

საზოგადოება

სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია, ისტორიული (13 წლიანი) პროგრესით კი ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულში

სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია, ისტორიული (13 წლიანი) პროგრესით კი ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულში.

ირაკლი კობახიძე

11 აგვისტო 2026, 14:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ფორმულას“ ჟურნალისტს: თქვენ არ გაქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ გულშემატკივრობთ ისევ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმ სისხლიან პარტიას, რომელმაც ათასი უბედურება დაატეხა ჩვენს ქვეყანას, როცა იყო ხელისუფლებაში, გაქვთ კონკრეტული პარტიული დანიშნულება და ინსტრუქციები, ამიტომ ხართ სრულიად არაკრიტიკულები

თქვენ არ გაქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ გულშემატკივრობთ ისევ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმ სისხლიან პარტიას, რომელმაც ათასი უბედურება დაატეხა ჩვენს ქვეყანას, როცა იყო ხელისუფლებაში, ამ ომის ჩათვლით, რაზეც დღეს ვსაუბრობთ, რომელმაც ათასი უბედურება მოუტანა უამრავ ადამიანს ბიზნესის რეკეტით და ქუჩაში ადამიანების მკვლელობით, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ფორმულას“ ჟურნალისტს.

მამუკა მდინარაძე

11 აგვისტო 2026, 14:31

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ომის დანაშაული როგორც მაშინ, ისე ახლა, გია ბარამიძემ დააბრალა საკუთარ სამხედროებს და შეიქმნა დიდი რისკი ჰააგის სასამართლოში, სადაც არავის აინტერესებდა ომი რა დღეს და რომელ წუთზე დაიწყო - იქ იძიებდნენ ომის დანაშაულს

„ომის დანაშაული როგორც მაშინ, ისე ახლა გია ბარამიძემ დააბრალა საკუთარ სამხედროებს და შეიქმნა დიდი რისკი ჰააგის სასამართლოში, სადაც არავის აინტერესებდა ომი რა დღეს და რომელ წუთზე დაიწყო - იქ იძიებდნენ ომის დანაშაულს, - განაცხადა მდინარაძემ.

ირაკლი ჩიქოვანი

11 აგვისტო 2026, 14:31

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: 2008 წელს საქართველოს ჰყავდა უგუნური და მოღალატე ხელისუფლება და ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს ჯარისკაცებს, ეს ბიჭები ყოველთვის მზად იყვნენ, მზად არიან და მზად იქნებიან დაიცვან საკუთარი ამოცანები

„სამწუხაროდ საქართველოს ჰყავდა მოღალატე ხელისუფლება, საქართველოს ჰყავდა მოღალატე ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ და საერთოდ უგუნურები იყვნენ, თუ რას აკეთებდნენ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე

11 აგვისტო 2026, 14:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოს და ქართულ მხარეს არავინ ადანაშაულებს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ის ომი, რომელიც დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებით, საქართველოს არ მოუკლავს არც გირგვლიანი და არც რობაქიძე, თქვენმა პარტიამ, თქვენმა რეჟიმმა მოკლა

საქართველოს არ მოუკლავს არც გირგვლიანი და არც რობაქიძე, თქვენმა პარტიამ მოკლა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ის ომი, რომელიც დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

გურამ მაჭარაშვილი

11 აგვისტო 2026, 14:26

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ქვეყნის მოღალატეობრივი პოლიტიკაა და ორმაგი სტანდარტია, როცა რუსეთის ფედერაცია შენს სამშობლოში შემოიჭრა და ამას „არა უშავს“, შემდეგ მომღერლებიც ამღერო რუსეთში და დღეს კი, სააკაშვილის კარის მომღერლები ვითომ რუსოფობები გახდნენ

მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკა, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება თავის დროზე აწარმოებდა და ახლა ნაცაგენტურის სახით აგრძელებს, სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტი.

11 აგვისტო 2026, 14:22

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა რუსეთთან დაკავშირებული ორი გემი ჯართში ჩააბარა

აშშ-ის მთავრობამ ჯართში ჩააბარა ორი სანქცირებული ნავთობტანკერი, რომლებიც ვაშინგტონის მიერ ვენესუელაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღეში დააკავეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

11 აგვისტო 2026, 14:18

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა, საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოს შემოჭრით. ეს არის ისტორიული ფაქტი. ამაში დამნაშავეა რუსეთი და რუსეთის ჯარის კონკრეტული ნაწილის ჯარისკაცები დამნაშავეები არიან ომის დანაშაულებში, რაც დავადასტურეთ ჰააგის სასამართლოში

ის ასევე აცხადებს, რომ 1-დან 7 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ესკალაცია შეინიშნებოდა - იყო დაბომბვები და იყვნენ დაჭრილები. თუმცა, ქართულ მხარეს ამის გამო გაეროს უშიშროების საბჭო არ მოუწვევია და არ გაუტარებია რაიმე ქმედითი ღონისძიება, რომელიც ყველას დაუმტკიცებდა, რომ საქართველო „აბსოლუტურად მართალი იქნებოდა ამ ყველაფერში“.

ირაკლი კობახიძე

11 აგვისტო 2026, 14:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ფორმულას“ ჟურნალისტს: თქვენ თუ რაიმე ინტერესი გაქვთ კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით, ჩადით მოსკოვში და დააზუსტეთ, რა იგულისხმება, 2022 წლამდე არ გიჭირდათ მოსკოვში სიარული თქვენი პარტიის წარმომადგენლებს

თქვენ თუ რაიმე ინტერესი გაქვთ კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით, ჩადით მოსკოვში და დააზუსტეთ, რა იგულისხმება, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ფორმულას“ ჟურნალისტს, რომელმაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინის განცხადებაზე დაუსვა კითხვა მთავრობის მეთაურს.

11 აგვისტო 2026, 14:08

სამართალი

შემოსავლების სამსახური: ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევის 212 ფაქტი გამოვლინდა

კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის განმავლობაში გამოვლენილია საქართველოს ტერიტორიაზე ფასის ლარით გამოხატვის წესების დარღვევის 212 ფაქტი. კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევისთვის 185 პირის მიმართ, სანქციის სახით გაფრთხილება იქნა გამოყენებული, ხოლო 27 პირს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 27 000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ირაკლი კობახიძე

11 აგვისტო 2026, 14:08

პოლიტიკა

პრემიერი: ვიდრე ე.წ. აღიარება არის შემდგარი ფაქტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება. ჩვენი მიზანი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განაცხადი

ჩვენი მიზანი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური ცვლილებების კვალად ეს ყველაფერი გახდება შესაძლებელი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

11 აგვისტო 2026, 14:06

ეკონომიკა

EUROCONTROL: 9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ფრენების ისტორიული რეკორდი, 306 ჩამოფრენა და გაფრენა დაფიქსირდა

9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ერთ დღეში 306 ჩამოფრენა და გაფრენა დაფიქსირდა, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ინფორმაციას ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია EUROCONTROL-ი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

11 აგვისტო 2026, 14:04

პოლიტიკა

პრემიერი: ევროსაბჭოს რეზოლუციაში გარკვევით ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში კონფლიქტი გადაიზარდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ, ამ ყველაფერს ხელი მოაწერეს 2008 წელს, როცა ომის დასრულებიდან დღეები იყო გასული, მათ მოჰკითხეთ, ჯერ რატომ გააკეთეს ეს და მერე რატომ მისცეს აღიარებითი ჩვენება ევროსაბჭოში

არ არსებობს არავითარი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, არ არსებობს არავითარი აფხაზეთის რესპუბლიკა, ასეთი ერთეულები არ არსებობს, აქედან გამომდინარე, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ამ დე ფაქტო წარმონაქმნების, ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები რა განცხადებას გააკეთებენ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინდისში ჟურნალისტებთან.

მამუკა მდინარაძე

11 აგვისტო 2026, 14:01

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ორმაგი სტანდარტები დიდი ხანია აღარ გვიკვირს, ვინაიდან ძალიან ბევრი წელია და ამ ბოლო წლებში კიდევ უფრო გამძაფრდა ეს ყველაფერი, რომ რაც საქართველოში „რუსულ კანონად“ ფასდება, ის ნორმაა ევროპის ბევრ ქვეყანაში

ორმაგი სტანდარტები დიდი ხანია აღარ გვიკვირს, ვინაიდან ძალიან ბევრი წელია, არაერთი და ამ ბოლო წლებში კიდევ უფრო გამძაფრდა ეს ყველაფერი, რომ რაც საქართველოში „რუსულ კანონად“ ფასდება, ის ნორმაა ევროპის ბევრ ქვეყანაში, - განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძე

11 აგვისტო 2026, 14:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა

იცით, რა მასშტაბის ცვლილებები განხორციელდა სასამართლო სისტემაში 2012 წლის შემდეგ, რასაც მოჰყვა კონკრეტული ცვლილებები, მათ შორის სტატისტიკაში, სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვიანობის კუთხით და ასე შემდეგ, ფუნდამენტური ცვლილებები გვაქვს სასამართლო სისტემაში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

11 აგვისტო 2026, 13:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გინდათ მიიღოთ ჰედლაინი, მაგალითად იგივე თუნდაც რუსულ მედიაში, რომ მე ვაცხადებ, რომ რუსეთის ფედერაცია არის მტერი, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც მერე ნაბიჯებიც უნდა მოაყოლო, ის ნაბიჯები, რაც თქვენმა პარტიამ მოაყოლა 2008 წელს, „ფორმულაც“ და „ტვ პირველიც“ წარმოადგენთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“

თქვენ ძალიან მარტივად გინდათ მიიღოთ ჰედლაინი, მაგალითად იგივე თუნდაც რუსულ მედიაში, იმასთან დაკავშირებით, რომ მე ვაცხადებ, რომ რუსეთის ფედერაცია არის მტერი, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც მერე ნაბიჯებიც უნდა მოაყოლო,- განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ბაშარ ასადი

11 აგვისტო 2026, 13:53

მსოფლიო

სირიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ბაშარ ასადს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

სირიის სასამართლომ რუსეთში გაქცეულ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ბაშარ ასადსა და ქვეყნის სამხრეთში, დერაას პროვინციაში პოლიტიკური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ატეფ ნაჯიბს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

11 აგვისტო 2026, 13:52

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ბარამიძის განცხადებაზე: ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალა, ისევე, როგორც თავის დროზე რეზოლუციის მხარდაჭერით დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალეს

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან გიორგი ბარამიძის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ბარამიძემ ამ განცხადებით ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალა.

მამუკა მდინარაძე

11 აგვისტო 2026, 13:46

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ეს ადამიანები საკუთარი სამშობლოს ოკუპაციაზე და საკუთარი ხალხის დახოცვაზე არ გაბრაზდნენ და გაბრაზდნენ სხვისი სამშობლოს ოკუპაციაზე. რატომ დადიოდნენ რუსეთში 2008 წლის ომის შემდეგ და რატომ გაბრაზდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა? ამისი პასუხი არის ერთადერთი - ისინი ასრულებდნენ დავალებას

ჩვენ საუბარი გვაქვს ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი სამშობლოს ოკუპაციაზე და საკუთარი ხალხის დახოცვაზე არ გაბრაზდნენ და გაბრაზდნენ სხვისი სამშობლოს ოკუპაციაზე და სხვის სამშობლოზე თავდასხმაზე, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.