imedi /  12 აგვისტო 2026, 14:41 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ქსენოფობია არის ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენა, შესაბამისად, ეს ყველაფერი არის ხელოვნური კოორდინაციის და მართვის შედეგი, ეს ყველაფერი იმართება ქვეყნის გარედან ე.წ. „დიფ სთეითის“ საერთო ქოლგის ქვეშ, არარსებული პირები საუბრობენ არარსებულ ფაქტებზე, როგორ შეურაცხყოფენ რუს ტურისტებს საქართველოში, რაც მარტივი ტყუილია

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ჩვენი მთავარი პოლიტიკური ამოცანა, როდესაც საქმე ეხება რუსეთის ფედერაციას, არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება და ამის წინაპირობა არის დეოკუპაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის ხელისუფლების მკაფიო პოლიტიკური ხაზი და გზავნილი.

პრემიერის შეფასებით, ქსენოფობია ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენაა და არარსებული პირების საუბარი, თითქოს საქართველოში რუს ტურისტებს შეურაცხყოფენ, ხელოვნურია.

„რას ვაკეთებთ ჩვენ იმისათვის, რომ ჩვენმა მტრებმა ვერ მიაღწიონ მიზანს - აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების გაფრთხილებაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით. საზოგადოება უნდა იყოს სათანადოდ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა სურს ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეს და რატომ არის გაჩაღებული რუსოფობიური კამპანია საქართველოში, რაც აბსოლუტურად ხელოვნურია. რუსოფობია და ზოგადად, ქსენოფობია არის ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენა. შესაბამისად, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ხელოვნურია და არის ხელოვნური კოორდინაციის და მართვის შედეგი. ეს ყველაფერი იმართება ქვეყნის გარედან ე.წ. „დიპ სტეიტის“ საერთო ქოლგის ქვეშ. ვიდეოები ვრცელდება, სადაც არარსებული პირები საუბრობენ არარსებულ ფაქტებზე, როგორ შეურაცხყოფენ რუს ტურისტებს საქართველოში, რაც არის მარტივი ტყუილი, თუმცა ვხედავდით კოორდინაციას, ქვეყნის გარედან იყო კოორდინირებული ეს ყველაფერი და მხარდაჭერილი იყო ქვეყნის შიგნით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

ირაკლი ზარქუა

12 აგვისტო 2026, 15:46

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა რადიკალებზე: სინამდვილეში, ეს არის „მეხუთე კოლონა“. კარდაკარ უნდა დაეწყოთ სიარული, მთელი ქვეყანა უნდა შემოევლოთ, თავისი იდეები ეთქვათ, სიგიჟეებს რომ ჰყვებოდნენ, აბა სად არიან, სად გადაიმალნენ

სინამდვილეში, ეს არის „მეხუთე კოლონა“, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ რადიკალებთან დაკავშირებით.

ზვიად შალამბერიძე

12 აგვისტო 2026, 15:46

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: ყველაზე საინტერესო სააკაშვილის განცხადებაში იყო ის, რომ ის დაეთანხმა იმას, რასაც წლებია ვამბობთ - ოპოზიცია არის გაყიდული

„ყველაზე საინტერესო მის განცხადებაში იყო ის, რომ ის დაეთანხმა იმას, რასაც წლებია ვამბობთ - ოპოზიცია არის გაყიდული, მოსყიდული იმ ძალების მიერ, რომლებიც მას ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარედან მართავენ. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი მათ უცხო ქვეყნის აგენტებს უწოდებს“, - აცხადებს შალამბერიძე.

მიხეილ სააკაშვილი

12 აგვისტო 2026, 15:45

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციით უკმაყოფილოა და მათ უმოქმედობაში ადანაშაულებს

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციით უკმაყოფილოა და მათ უმოქმედობაში ადანაშაულებს. სააკაშვილი ოპოზიციის ნაწილს გაყიდულსა და შეშინებულს უწოდებს. ასევე წერს რომ აქტიურობის ნაცვლად ოპოზიციის წევრები დასასვენებლად არიან წასულები. პირველი ვინც მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას დაეთანხმა ლაშა ფარულავა იყო. სააკაშვილის კრიტიკას არ იღებენ სხვები.

12 აგვისტო 2026, 15:44

მსოფლიო

Anadolu Agency: აშშ და ირანი 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

აშშ და ირანი შეთანხმდნენ, რომ ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, რომლის ვადა 17 აგვისტოს იწურება, გაახანგრძლივებენ. ინფორმაციას Anadolu Agency პაკისტანის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

12 აგვისტო 2026, 15:36

პოლიტიკა

პრემიერი: ანწუხელიძის წამება და მკვლელობა ახალი მომხდარი იყო და სააკაშვილი და მერაბიშვილი ხელგაშლილი ესაუბრებოდნენ რუს ტურისტებს და ბიზნესმენებს, მთავარ რუსოფობებად დანიშნული არიან ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე, რომლებიც გამოდიოდნენ ტექსტებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო რუსი ტურისტი, რუსული ფული საქართველოში, “ფორმულას” დამფუძნებელი რუსებზე ყიდის ბინას და თან რუსოფობად არის დანიშნული, ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სინამდვილეში ესენი არიან უცხოელი აგენტები

მთელი არსი უცხოელი აგენტების არის ის, რომ უცხოელ აგენტს რასაც ავალებენ, იმას აკეთებს, მაშინ პატრონების ინტერესებში იყო, რომ აქაურ აგენტურას დამატებითი ეკონომიკური პრობლემები არ შეჰქმნოდა, მისცეს მარტივი დირექტივა, რომ სააკაშვილი უნდა დახვედროდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს ლარსის გამშვებ პუნქტზე, ახლა აქვთ განსხვავებული დავალება, იმიტომ რომ ახლა პირიქით, „დიფ სთეითის“ ინტერესებშია, უცხოური აგენტურა გამოიყენოს საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მისაყენებლად, - ამის განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

12 აგვისტო 2026, 15:31

საზოგადოება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაულს - „დიდგორობა 2026“-ს დაესწრო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, და, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად, სახალხო დღესასწაულს - „დიდგორობა 2026“-ს დაესწრო, - ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

12 აგვისტო 2026, 15:10

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინტექ ინიციატივები ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების საერთაშორისო პუბლიკაციაშია

საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით საერთაშორისო აკადემიური გამომცემლობის Springer Nature-ის წიგნში, სახელწოდებით „ფულის ტოკენიზაცია: ტრადიციული ვალუტებიდან სტაბილქოინებამდე“ არის წარმოდგენილი.

12 აგვისტო 2026, 15:07

მსოფლიო

POLITICO: საბერძნეთში მასშტაბური ხანძრების მიზეზად მოძველებულ ელექტროსისტემას ასახელებენ

საბერძნეთში მასშტაბური ტყის ხანძრების ნაწილის მიზეზი ქვეყნის მოძველებული ელექტროგადამცემი ქსელიდან წარმოქმნილი ნაპერწკლებია. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

12 აგვისტო 2026, 15:07

საზოგადოება

ფოკაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი გამოაცხადა, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

12 აგვისტო 2026, 15:06

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: პოლიტიკოსებისა და ე.წ. ელიტის მოსკოვში ვიზიტები საკუთარ ქვეყანასთან ომის შემდეგ და აქტიური „რუსოფობია“ სხვა ქვეყანასთან ომის ფონზე - ნურავინ გაიკვირვებს, რომ კითხვები ჩნდება, რასაც პასუხი პრემიერმა გასცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, რუსეთთან მიმართებით 2022 წლის შემდეგ, ოპოზიციისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა ნაწილის რიტორიკის ცვლილებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ირაკლი კობახიძე

12 აგვისტო 2026, 15:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ტურიზმს, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი, თუ ყველა ერთად დავდგებით, მოწოდების სიმაღლეზე, ეს კამპანიები თავის შედეგს ვერ მიაღწევს

ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ჩვენს ტურიზმს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

12 აგვისტო 2026, 15:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როდესაც ექსპერტულად მომზადდა ევროკავშირის დოკუმენტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ექსპერტებმა შეიტანეს ერთობლივი ინტერესების პროექტების ნუსხაში, სადაც ექსპერტული კომპონენტია ჩართული, იქ რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ საქართველოს გარეშე ასეთი კავშირები ვერ დამყარდება და გამყარდება

როდესაც ექსპერტულად მომზადდა ევროკავშირის დოკუმენტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ექსპერტებმა შეიტანეს ერთობლივი ინტერესების პროექტების ნუსხაში, სადაც ექსპერტული კომპონენტია ჩართული, იქ რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ საქართველოს გარეშე ასეთი კავშირები ვერ დამყარდება და გამყარდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

12 აგვისტო 2026, 14:58

სამართალი

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეთადონის“ და ფსიქოტროპული მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს.

ირაკლი კობახიძე

12 აგვისტო 2026, 14:51

პოლიტიკა

პრემიერი: 2022 წელს სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია, როდესაც ვხედავთ, როგორ დადიან უცხოელი აგენტები მაგალითად ბათუმის პლაჟზე რუსოფობიური ბანერებით, ეს არის კოორდინაციის შედეგი

2022 წელს სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია, შემდეგ ეს გაგრძელდა და ვხედავთ ახალ ტალღას, გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

ირაკლი კობახიძე

12 აგვისტო 2026, 14:48

პოლიტიკა

პრემიერი: უცხოური აგენტურის მიზანია, რამენაირად ზიანი მიაყენონ საქართველოს ეკონომიკას და ამაში ჩართულია მთელი კოორდინაცია, საზოგადოება უნდა გავაფრთხილოთ, თუ ვინ არის მტერი

უცხოური აგენტურის - თავისი პარტიებით, პარტაქტივით, ტელევიზიებით, მიზანი არის ერთადერთი, რომ რამენაირად ზიანი მიაყენონ საქართველოს ეკონომიკას და ამაში არის ჩართული მთელი კოორდინაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

 ირაკლი ჩიქოვანი

12 აგვისტო 2026, 14:47

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს

ქართული ჯარის სულისკვეთება ჩვენს მრავალსაუკუნოვან მხედრულ ტრადიციასა და წინაპართა გმირობას ეფუძნება - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას.

12 აგვისტო 2026, 14:37

რეგიონი

დავით სონღულაშვილმა ბიო მარწყვის მწარმოებელი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

„მსოფლიო ბაზარზე მომხმარებლის მოთხოვნა ხარისხიან და სერტიფიცირებულ ბიოპროდუქტზე მუდმივად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, ქართული ფერმერული მეურნეობები ამ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ეფექტიანად მოერგოს და ქართული პროდუქტი უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე. მისასალმებელია, როცა ფერმერი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების დანერგვაზეა ორიენტირებული და ამცირებს ქიმიურ საშუალებებზე დამოკიდებულებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

12 აგვისტო 2026, 14:37

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ჯგუფი, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, თბილისში ახორციელებდნენ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას.

ირაკლი კობახიძე

12 აგვისტო 2026, 14:21

პოლიტიკა

პრემიერი: „დიფ სთეითის“ აგენტურის მიერ საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია, რომელიც ერებს შორის ზიზღის უკიდურესად გამწვავებით, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლით და ვითარების მაქსიმალური ესკალაციით უნდა დასრულდეს, როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რათა ნებსით თუ უნებლიეთ გლობალური ომის პარტიის ინტერესების სასარგებლოდ არ იმოქმედონ

„დიფ სთეითის“ დავალების შესაბამისად, მათი აგენტურა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, საზღვარზევე მიესალმებოდა რუს ტურისტებს, ისევე, როგორც რუსულ ინტერვენციებს საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიულ ობიექტებში, რუსეთის მოქალაქეებისთვის კი სავიზო რეჟიმს ცალმხრივად აუქმებდა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.