ნინო წილოსანი: 2003-2012 წლებში ხელისუფლებაში, შემდეგ კი უკვე ვითომ ოპოზიციის სახით, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედებდა ძალა, რომლის პოლიტიკაც საერთოდ არ ასახავდა ქართველი ხალხის ინტერესებს და საოცარი სიზუსტით ერგებოდა გარედან შეცვლილ პოლიტიკურ კონიუნქტურასა და გარედან წამოსულ დავალებებს
ნინო წილოსანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მოდით, ცოტა გავაფართოოთ სურათი, გავცდეთ ამ უსამშობლო აგენტურას და ვნახოთ, რა იყო 2008-2012 წლების გლობალური კონტექსტი, რამაც, ფაქტობრივად, უსიტყვო დავალების ფუნქცია შეასრულა ადგილობრივი რადიკალებისთვის, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში და ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც 2008-2012 წლების გლობალურ პოლიტიკურ კონტექსტსა და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ნაბიჯებს აანალიზებს.
დეპუტატის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდი ეროვნულ ინტერესებს გვერდზე დებდა და სრულად ერგებოდა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების „გადატვირთვის“ პოლიტიკას. წილოსანი რამდენიმე საკვანძო ისტორიულ ფაქტსა და დოკუმენტზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს:
„არაფერი საწინააღმდეგო იმაში არ არის, რომ მაშინ დასავლეთმა რუსეთთან „გადატვირთვა“ დააანონსა, თუმცა შენი ქვეყნისთვის უმძიმესი ომიდან მალევე, შენი გაცხოველებული ანტირუსული რიტორიკიდან მყისიერად რუსი ტურისტი რომ სასურველი გახდება, რუსი ბიზნესმენი და ინვესტორი მისაღები, სავიზო რეჟიმი კი გასაუქმებელი და რუსეთის WTO-ში გაწევრიანებისთვის ხელის მოწერაც შესაძლებელი, კარგად ააშკარავებს შენს ამორალურობასა და უსამშობლობას. მით უფრო მაშინ, როდესაც ამ ყველაფრის სანაცვლოდ შენს ქვეყანას არც ოკუპაციის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი მიუღია, არც ტერიტორიები დაუბრუნებია და არც რაიმე ისეთი ხელშესახები პოლიტიკური სარგებელი მიუღია, რომელიც ეროვნული ინტერესის დათმობას გაამართლებდა.“
„2008 წლის აგვისტოს ომიდან სულ რაღაც ორ თვეში, 2008 წლის 2 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 1633 - „საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგები“.
რეზოლუციის მე-5 პუნქტში ჩაიწერა, რომ "2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვამ კონფლიქტის ესკალაცია ახალ დონეზე, ღია და სრულმასშტაბიანი ომის საფეხურზე გადაიყვანა". სააკაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა არა მხოლოდ ამ შეფასებას დაუჭირა მხარი, მეტიც, იმავე რეზოლუციით ქართულ ჯარს სამხედრო დანაშაულების ჩადენა დააბრალა.
რეზოლუციის ამ ჩანაწერით საქართველოსთვის შეიქმნა უმძიმესი პოლიტიკური მემკვიდრეობა, თუმცა, თუ მაშინდელ მედიას და პოლიტიკურ რეალობას გავიხსენებთ, რეზოლუციის ამ ჩანაწერზე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მომხდარზე ფართო საზოგადოებრივი დისკუსია პრაქტიკულად არ ყოფილა.
ცალკე ისტორიაა ტალიავინის დასკვნა, სადაც ასევე გვხვდება საქართველოსთვის საზიანო და დღემდე პოლიტიკური ინტერპრეტაციების საგნად ქცეული ჩანაწერები. ტალიავინის მისია ევროკავშირმა მოგვიანებით, 2008 წლის 2 დეკემბერს შექმნა, ხოლო საბოლოო ანგარიში 2009 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნდა. თუმცა, სანამ ტალიავინის მისია მუშაობას დაასრულებდა და საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებდა, საერთაშორისო პოლიტიკაში უკვე დაწყებული იყო ბევრად უფრო მასშტაბური პროცესიც - დასავლეთის, პირველ რიგში კი აშშ-ის, რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა.
აგვისტოს ომიდან მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ, 2009 წლის 6 მარტს, ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსულ-ამერიკული ურთიერთობების ცნობილი „გადატვირთვის“ სიმბოლურ წითელ ღილაკს აჭერენ ხელს.
ეს ღილაკი ადგილობრივი აგენტურისთვისაც განგაშის სიგნალივით უნდა ყოფილიყო - პოლიტიკური კონიუნქტურა შეიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის ომიდან ერთი წელიც კი არ იყო გასული, იწყება პერიოდი, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდანაც სულ უფრო ხშირად გვესმის რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების, რუსი ტურისტების მოზიდვისა და რუსული ინვესტიციების შესახებ საუბარი.
ეს პოლიტიკა საბოლოოდ იქამდე მიდის, რომ 2012 წლის 29 თებერვალს სააკაშვილის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ცალმხრივად აუქმებს.
მაგრამ მანამდე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამბავი ხდება. 2010 წლის 24 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ვირჯინიაში, „Ray's Hell Burger “-ში, ერთად მიირთმევენ ბურგერს. ერთი შეხედვით, უბრალო პროტოკოლური კადრია, მაგრამ იმავე დღეს თეთრი სახლი თავად აქვეყნებს მასალას სათაურით: „Reset with Russia Continues“. ანუ გზავნილი საერთოდ არ იყო დასამალი, რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკა გრძელდებოდა.
ადგილობრივი აგენტურისთვის, ალბათ, ამაზე ნათელი სიგნალი არც იყო საჭირო.
გლობალური პროცესების ამ მსხვილი ფაქტების ჩამონათვალში თავისუფლად შეგვიძლია შევიტანოთ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი. 2011 წელს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება.
ცნობისათვის, რუსეთი WTO-ში გაწევრიანებას ჯერ კიდევ 1993 წლიდან ცდილობდა, მაგრამ პროცესის დასრულებისთვის საქართველოს თანხმობაც მნიშვნელოვანი დაბრკოლება იყო.
საბოლოოდ, შვეიცარიის შუამავლობით, 2011 წლის 9 ნოემბერს საქართველომ და რუსეთმა ხელი მოაწერეს საბაჟო ადმინისტრირებისა და სავაჭრო ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმებას, რითაც რუსეთის WTO-ში გაწევრიანებას ბოლო მნიშვნელოვანი პოლიტიკური დაბრკოლება მოეხსნა და იმავე წლის 16 დეკემბერს WTO-ს მინისტრთა კონფერენციამ რუსეთის გაწევრიანება ოფიციალურად დაამტკიცა.
შეგახსენებთ, სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან რუსეთის WTO-ში გაწევრიანებისთვის გზის გახსნა 2008 წლის ომიდან სულ რაღაც სამი წლის შემდეგ ხდება. სამი წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი აწარმოა, ჩვენი ტერიტორიები დაიკავა, ჩვენი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ, ათასობით ადამიანი დევნილად იქცა და სამი წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ხელს აწერს შეთანხმებას, რომელიც რუსეთისთვის WTO-ში შესვლის გზას ხსნის.
ადგილობრივი აგენტურისთვის, ალბათ, სასიხარულოდ მისაღები იყო ეს გადაწყვეტილებაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცოტა ხნით ადრე უყურებდნენ, როგორ მიირთმევდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბურგერს რუსეთის პრეზიდენტთან ერთად და როგორ აცხადებდა თეთრი სახლი ოფიციალურად, რომ „Reset with Russia Continues “. სიგნალი იმდენად ნათელი იყო, რომ, ალბათ, დავალების სიტყვიერად გაცემაც აღარ იყო საჭირო.
მოკლედ, არაფერი ეროვნული და არაფერი სახელმწიფოებრივი - თუ უსამშობლო აგენტურას გლობალური პატრონების წითელ ხალიჩაზე სიარული სურდა, მაშინ გლობალურ კონიუნქტურასაც ფეხდაფეხ უნდა მიჰყოლოდა. გუშინდელი მტერი მისაღები პარტნიორი უნდა გამხდარიყო მაშინ, როცა ამას ახალი პოლიტიკური რეალობა მოითხოვდა, ხოლო ეროვნული ინტერესი იმდენად უნდა გადაეწიათ გვერდზე, რამდენადაც ამას გარედან შეცვლილი დღის წესრიგი უკარნახებდათ.
საუბედუროდ, 2003-2012 წლებში ხელისუფლებაში, შემდეგ კი უკვე ვითომ ოპოზიციის სახით, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში მოქმედებდა ძალა, რომლის პოლიტიკაც საერთოდ არ ასახავდა ქართველი ხალხის ინტერესებს და საოცარი სიზუსტით ერგებოდა გარედან შეცვლილ პოლიტიკურ კონიუნქტურასა და გარედან წამოსულ დავალებებს.
ეს სავალალო დამოკიდებულება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების მაგალითზეც ძალიან კარგად გვაჩვენებს, როგორ ეწირება გარედან მართული უსამშობლო აგენტურის ხელში ქვეყნის ეროვნული ინტერესები და როგორი დამანგრეველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს სახელმწიფოსთვის სხვათა ფეხის ბაკუნზე აყოლას.
არაფერი საწინააღმდეგო იმაში არ არის, რომ მაშინ დასავლეთმა რუსეთთან „გადატვირთვა“ დააანონსა, თუმცა შენი ქვეყნისთვის უმძიმესი ომიდან მალევე, შენი გაცხოველებული ანტირუსული რიტორიკიდან მყისიერად რუსი ტურისტი რომ სასურველი გახდება, რუსი ბიზნესმენი და ინვესტორი მისაღები, სავიზო რეჟიმი კი გასაუქმებელი და რუსეთის WTO-ში გაწევრიანებისთვის ხელის მოწერაც შესაძლებელი, კარგად ააშკარავებს შენს ამორალურობასა და უსამშობლობას. მით უფრო მაშინ, როდესაც ამ ყველაფრის სანაცვლოდ შენს ქვეყანას არც ოკუპაციის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი მიუღია, არც ტერიტორიები დაუბრუნებია და არც რაიმე ისეთი ხელშესახები პოლიტიკური სარგებელი მიუღია, რომელიც ეროვნული ინტერესის დათმობას გაამართლებდა.
ყველაზე მძიმე ამ რეალობაში კი სწორედ ამ პოლიტიკური თამაშების ფასია, რაც საქართველომ საკუთარი ტერიტორიებით, საკუთარი ეროვნული ინტერესებით და, რაც მთავარია, ჩვენი გმირი ბიჭების სიცოცხლით გადაიხადა“, - წერს წილოსანი.
ყველა სიახლე
13 აგვისტო 2026, 14:17
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ვხედავთ კოორდინირებულ კამპანიას იმ მიზნით, რომ საქართველოს ეკონომიკას შეექმნას პრობლემები. ამის არაერთი მცდელობა გვახსოვს, თუმცა ბრძენმა ქართველმა ხალხმა არ დაუშვა მეხუთე კოლონა ხელისუფლებაში. დღეს ცდილობენ სხვა გზით შეეცადონ ეკონომიკას დაარტყან
ვხედავთ კოორდინირებულ კამპანიას იმ მიზნით, რომ საქართველოს ეკონომიკას შეექმნას პრობლემები. ამის არაერთი მცდელობა გვახსოვს, თუმცა ბრძენმა ქართველმა ხალხმა არ დაუშვა მეხუთე კოლონა ხელისუფლებაში, არ დაუშვა საქართველოს ჩართვა ომში, სანქციების დაწესებით ეკონომიკის ჩამოშლა და დღეს ცდილობენ სხვა გზით შეეცადონ ეკონომიკას დაარტყან, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა რუსოფობიასთან დაკავშირებით.
13 აგვისტო 2026, 14:14
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს აფხაზებთან და ოსებთან სიტუაციის დასტაბილურებას, ნორმალიზებას, პირველ რიგში ესენი არიან სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ცალკეულ პარტიებად არიან ჩამოყალიბებულები
თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს აფხაზებთან და ოსებთან სიტუაციის დასტაბილურებას, ნორმალიზებას, პირველ რიგში ესენი არიან სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ცალკეულ პარტიებად არიან ჩამოყალიბებულები, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ.
13 აგვისტო 2026, 14:13
მსოფლიო
მედია: სევასტოპოლში სავარაუდოდ უკრაინული წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაური მოკლეს, რომელიც რუსეთის მხარეს გადავიდა
ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში სავარაუდოდ უკრაინული წყალქვეშა ნავის „ზაპოროჟიეს“ ყოფილი მეთაური რობერტ შაგეევი მოკლეს, რომელიც ყირიმის ოკუპაციის შემდეგ 2014 წელს რუსეთის მხარეს გადავიდა და რუსულ ჯარში გააგრძელა სამსახური. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
13 აგვისტო 2026, 14:10
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ივლისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება, ასევე რეკორდულია იანვარ-ივლისის ექსპორტის მაჩვენებლები
ივლისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება, კერძოდ, 30%-იანი ზრდა გვაქვს და ექსპორტის მაჩვენებელი 792 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ გასული თვის ექსპორტის მაჩვენებლების შეფასებისას.
13 აგვისტო 2026, 13:54
პოლიტიკა
ფაშინიანი: მზად ვართ ვითანამშრომლოთ აზერბაიჯანთან ელექტროენერგიით ვაჭრობის სფეროში, როგორც ამას საქართველოსთან ვაკეთებთ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი მზადაა ითანამშრომლოს აზერბაიჯანთან ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის კუთხით, როგორც ამას საქართველოსთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან აკეთებს.
13 აგვისტო 2026, 13:31
რეგიონი
რევაზ სოხაძე: არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურად გაგრძელდება, რათა დროებითი შეზღუდვა მაქსიმალურად მალე მოიხსნას
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
13 აგვისტო 2026, 13:10
მსოფლიო
Euractiv: ძლიერი ხანძრების გამო ევროკავშირის ტერიტორიის 38% გვალვამ მოიცვა
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ძლიერი ხანძრების გამო გაერთიანების ტერიტორიის 38% გვალვამ მოიცვა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
13 აგვისტო 2026, 13:10
საზოგადოება
ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებს სასკოლო სახელმძღვანელოები უახლოეს დღეებში მიეწოდება
2026-2027 სასწავლო წელს I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან, - ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს.
13 აგვისტო 2026, 13:03
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდა
13 აგვისტო 2026, 12:59
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: ზოგიერთი დღემდე თანხებს რუბლებში იღებს მოსკოვიდან, ზოგიერთი თურმე უძრავ ქონებას ასხვისებს რუსეთის მოქალაქეებზე, ახლა გაახსენდათ, რომ რუსეთთან ურთიერთობები არ არის საინტერესო და დაიწყეს ერთგვარი იერიში, რომელიც არის თითიდან გამოწოვილი იმის გათვალისწინებით, რაც მათ წარსულში ჩაუდენიათ
რაც შეეხება ახლა მიმდინარე კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები და რაც შეიძლება სერიოზული დარტყმა მიაყენოს ჩვენს ეკონომიკას, ხელოვნურად მართული პროცესია, - განუცხადა „ქრონიკას“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა რუსოფობიასთან დაკავშირებით.
13 აგვისტო 2026, 12:51
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ და კუბელების დაცვამ მადურო ვერ დაიცვეს
აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო კუბელებისგან შემდგარ დაცვას უნდა დაეცვა, ხოლო ქვეყნის დედაქალაქი კარაკასი - რუსულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას, თუმცა ამერიკელმა სამხედროებმა მაინც ჩაატარეს ოპერაცია და მიმდინარე წლის იანვარში ის დააკავეს და ამერიკაში გადაიყვანეს.
13 აგვისტო 2026, 12:48
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ამბიციური პროექტის განხორციელება პრაქტიკულ ფაზაში გადადის - ეს არის ჩვენი უსამშობლო მავნებლებისთვის მორიგი გამანადგურებელი ინფორმაცია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის გარშემო, ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ეს არის მორიგი გამანადგურებელი ინფორმაცია.
13 აგვისტო 2026, 12:26
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: პირველ რიგში, ვაფიქსირებ ჩემს პატივისცემას ანსამბლ „სუხიშვილების“ სასცენო მოღვაწეობის მიმართ. თუმცა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არ არის პრობლემა და ეს მიუღებელი მხოლოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?!
„პირველ რიგში, ვაფიქსირებ ჩემს პატივისცემას ანსამბლ „სუხიშვილების“ სასცენო მოღვაწეობის მიმართ. თუმცა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არ არის პრობლემა და ეს მიუღებელი მხოლოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?!“, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
13 აგვისტო 2026, 12:18
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდებულებას და ეს დამოკიდებულება მკვეთრად მხოლოდ მაშინ იცვლება, როდესაც რუსეთმა ანალოგიური უკრაინის მიმართ განახორციელა
სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდებულებას და ეს დამოკიდებულება მკვეთრად მხოლოდ მაშინ იცვლება, როდესაც რუსეთმა ანალოგიური უკრაინის მიმართ განახორციელა, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
13 აგვისტო 2026, 12:15
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტმა კუბის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება არ გამორიცხა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა არ გამორიცხა, რომ ამერიკა კუბის წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებს.
13 აგვისტო 2026, 12:08
რეგიონი
მარნეულის მუნიციპალიტეტში 250 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის სარწყავი წყლით უზრუნველყოფა გაუმჯობესდება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს, რომლის დასრულების შემდეგ 250 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის სარწყავი წყლით უზრუნველყოფა გაუმჯობესდება.
13 აგვისტო 2026, 12:07
რეგიონი
რუსთავში ჟიული შარტავას სახელობის გამზირს რეაბილიტაცია უტარდება
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, ურბანულად ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ შარტავას გამზირზე, ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
13 აგვისტო 2026, 11:48
საზოგადოება
GCCA-მა „ხეირი ნახე“ სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, საქმის შესწავლის შედეგად, ი/მ ნიკოლოზ ჩახაიას („ხეირი ნახე“) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
13 აგვისტო 2026, 11:44
მსოფლიო
ზელენსკი: მოგვყიდეთ აშშ-ის Patriot-ების რაკეტების მარაგის 10% და ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
უკრაინას რუსეთის მზარდი ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმების შესაჩერებლად აშშ-გან სასწრაფოდ საჭირო რაკეტების მხოლოდ მეათედი აქვს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში.


