13 აგვისტო 2026, 14:52 / სანდო წყარო

პაატა ზაქარეიშვილი 2012 წელს: ომისკენ სვლა საქართველომ დაიწყო 2008 წლის 3 ივლისს, როდესაც წვერიახოს მთაზე სანაკოევის ესკორტს დაესხნენ თავს

პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი

ომისკენ სვლა საქართველომ დაიწყო 2008 წლის 3 ივლისს, როდესაც წვერიახოს მთაზე სანაკოევის ესკორტს დაესხნენ თავს, - ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილი 2012 წელს აცხადებდა.

ზაქარეიშვილმა ამავე ინტერვიუში გაიხსენა, რომ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებამ, გამოძიების გარეშე განაცხადა, რომ თავდასხმა ოსი სეპარატისტების განხორციელებული იყო და დაარღვიეს ჟვანიასა და კოკოითის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება.

„საქართველოს ხელისუფლებამ, ისე, რომ არც გამოიძია, განაცხადა, ეს თავდასხმა განახორციელეს ოსმა სეპარატისტებმაო და დაიკავა სარაბუკის მთა, რომლის დაკავებაც იყო ჟვანიასა და კოკოითის მიერ 2004 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევა. ამის შემდეგ დაიწყეს ოსებმა ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა".

სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ ეუთოს დამკვირვებელთა მონაცემების მიხედვით 7 აგვისტოს დღის 3 საათზე ეუთოს პატრულმა გორიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მიმავალი ქართული არტილერიის და სარაკეტო დანადგარების დიდი რაოდენობა შენიშნა.

"...ქალაქის დაბობმვის კომენტირებისას ქართველებმა დასავლელ დიპლომატებს განუცხადეს, რომ ოსები მშვიდობიანი მაცხოვრებელების სახლებში იარაღს მალავდნენ, რამაც ისინი ლეგიტიმურ სამიზნეებად აქცია.
მოვლენათა ქართული ვერსია ომის დაწყების მომენტშივე საკამათო გახადა რაიან გრისტმა, ბრიტანული არმიის ყოფილმა კაპიტანმა და ეუთოს მთავარმა წარმომადგენელმა საქართველოში. გრისტმა განაცხადა, რომ იმ ღამეს ის ყველა მხარესთან მუდმივ კონტაქტში იმყოფებოდა. ”ჩემთვის ცხადი გახდა, რომ დარტყმები განურჩევლად ხორციელდებოდა და არ იყო პროვოკაციის პროპორციული, თუ ამ პროვოკაციას საერთოდ ჰქონდა ადგილი, ჩემი აზრით, ამ შეტევის მიზანი ქალაქის აღება იყო.” - ვკითხულობთ 2012 წლის 13 აგვისტოთი დათარიღებულ სტატიაში.

2026 წელს კი, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების მთელი კონცეფცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთისთვის გადაცემისკენ არის მიმართული. ის აკრიტიკებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას და პრემიერ-მინისტრის განცხადებებს და აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" აპირებს, ყველაფერში "ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულოს, რუსეთს კი ორივე ოკუპირებული რეგიონი გადასცეს.

"ისინი [საქართველოს ხელისუფლება] თმობენ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს - ანუ, ხელები დაგვიბანია, ყველაფერში დამნაშავეა "ნაციონალური მოძრაობა", ჩვენ ვერაფერს ვშვებით, რუსეთი ბრუტალური ძალაა და ა.შ. ამიტომ, რაც მოხდება - მოხდება. პრაქტიკულად, ისინი ამზადებენ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომ ჩააბარონ რუსეთს, ოღონდ, კი არ აღიარებენ და ხელს კი არ მოუწერენ, არამედ [იტყვიან] რუსეთმა წაგვართვა, "ნაციონალური მოძრაობის" ბრალია ყველაფერი, რომ არა "ნაციონალური მოძრაობა" ეს არ მოხდებოდა, მაგრამ, თვითონ არანაირი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებენ", - აცხადებს ზაქარეიშვილი.

ყველა სიახლე

13 აგვისტო 2026, 15:45

რეგიონი

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 36 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა

შესყიდვების ფარგლებში გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

13 აგვისტო 2026, 15:41

მსოფლიო

მედია: ამერიკელი კანონმდებლები ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ზე შექმნილი ვითარების გამოძიებას ითხოვენ მას შემდეგ, რაც რამდენიმე სამხედრომ წყალში გადახტომა სცადა

აშშ-ის კონგრესის „დემოკრატი“ წევრები პენტაგონსა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს პასუხს სთხოვენ ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

13 აგვისტო 2026, 15:16

მსოფლიო

რუსეთმა უკრაინას 261 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაუბრუნა

რუსეთის ფედერაციამ უკრაინულ მხარეს 261 დაღუპული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

13 აგვისტო 2026, 15:16

საზოგადოება

13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

13 აგვისტო 2026, 15:03

რეგიონი

გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთის მთავრობა დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად ახალი პროგრამების განხორციელებას აგრძელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

13 აგვისტო 2026, 14:56

მსოფლიო

Der Spiegel: ბავარიაში სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა

გერმანიაში ბავარიის რეგიონის ქალაქ ტროიხტლინგენში სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა, რადგან რკინიგზის სადგურზე საეჭვო საგანი აღმოაჩინეს. ინფორმაციას Der Spiegel-ი ავრცელებს.

რევაზ სოხაძე

13 აგვისტო 2026, 14:56

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ახალგაზრდებს პროფესიული გამოცდილებისა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას აძლევს

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, შეიძინონ პროფესიული გამოცდილება და კარიერა საკუთარი პროფესიის შესაბამისად დაიწყონ”, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

13 აგვისტო 2026, 14:55

სამართალი

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირთან ერთად, „ქურდული გარჩევების“, საკუთარი კრიმინალური გავლენის და სხვა უკანონო ქმედებების გამოყენებით აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს“ მართვასა და ორგანიზებაში. უკანონო „ქურდული გარჩევების“ შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, მიმართული იყო ბრალდებულების ძალაუფლებისა და კრიმინალური გავლენების განმტკიცებისა, სარგებლის და უპირატესობის მიღებისკენ.

13 აგვისტო 2026, 14:53

ეკონომიკა

გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია, ევროპაში კი მე-2 ადგილზე დაწინაურდა

გლობალური ადაპტაციის ინიციატივამ 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც ნოტერდამის უნივერსიტეტში იწარმოება, ზომავს ქვეყნების მოწყვლადობის და მედეგობის დონეს გლობალური გამოწვევების მიმართ, მათ მზადყოფნასთან ერთად, გააუმჯობესონ მდგრადობა.

დუეინ ჯონსონი

13 აგვისტო 2026, 14:38

კულტურა

დუეინ ჯონსონმა ქალიშვილებისთვის სიმღერა ჩაწერა და მუსიკალური კარიერა წამოიწყო

„ეს სიმღერა ჩემგან ჩემი ქალიშვილებისთვის გზავნილია. აქ არ არის არანაირი წნეხი ან მოლოდინი გაყიდვებსა თუ რეიტინგებზე - ეს უბრალოდ გულიდან მოდის. ჩემს ოჯახში და ზოგადად პოლინეზიურ კულტურაში, სიმღერა და ცეკვა ყოველდღიურობის ნაწილია“, - განმარტა მან.

13 აგვისტო 2026, 14:37

რეგიონი

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, საპლაჟო ფრენბურთში ბათუმმა ტურნირს უმასპინძლა

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, საპლაჟო ფრენბურთში ბათუმმა ტურნირს უმასპინძლა

13 აგვისტო 2026, 14:34

სამართალი

ქვეყნის მასშტაბით სიძულვილის ენაზე სასამართლო პროცესები იმართება

ქვეყნის მასშტაბით სიძულვილის ენაზე სასამართლო პროცესები იმართება. სამტრედიის რაიონული სასამართლომ ბაქარ დვალიშვილი კანონდამრღვევად ცნო. მან შეურაცხყოფა მიაყენა თენგიზ ჭანტურიძეს.

13 აგვისტო 2026, 14:25

რეგიონი

რეგიონული განვითარების მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს მხარის ახლად დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ზაუტაშვილი წარუდგინა

რეგიონული განვითარების მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს მხარის ახლად დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ზაუტაშვილი წარუდგინა.

დავით მათიკაშვილი

13 აგვისტო 2026, 14:17

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ვხედავთ კოორდინირებულ კამპანიას იმ მიზნით, რომ საქართველოს ეკონომიკას შეექმნას პრობლემები. ამის არაერთი მცდელობა გვახსოვს, თუმცა ბრძენმა ქართველმა ხალხმა არ დაუშვა მეხუთე კოლონა ხელისუფლებაში. დღეს ცდილობენ სხვა გზით შეეცადონ ეკონომიკას დაარტყან

ვხედავთ კოორდინირებულ კამპანიას იმ მიზნით, რომ საქართველოს ეკონომიკას შეექმნას პრობლემები. ამის არაერთი მცდელობა გვახსოვს, თუმცა ბრძენმა ქართველმა ხალხმა არ დაუშვა მეხუთე კოლონა ხელისუფლებაში, არ დაუშვა საქართველოს ჩართვა ომში, სანქციების დაწესებით ეკონომიკის ჩამოშლა და დღეს ცდილობენ სხვა გზით შეეცადონ ეკონომიკას დაარტყან, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა რუსოფობიასთან დაკავშირებით.

ირაკლი ხელაძე

13 აგვისტო 2026, 14:14

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს აფხაზებთან და ოსებთან სიტუაციის დასტაბილურებას, ნორმალიზებას, პირველ რიგში ესენი არიან სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ცალკეულ პარტიებად არიან ჩამოყალიბებულები

თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს აფხაზებთან და ოსებთან სიტუაციის დასტაბილურებას, ნორმალიზებას, პირველ რიგში ესენი არიან სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ცალკეულ პარტიებად არიან ჩამოყალიბებულები, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ.

რობერტ შაგეევი

13 აგვისტო 2026, 14:13

მსოფლიო

მედია: სევასტოპოლში სავარაუდოდ უკრაინული წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაური მოკლეს, რომელიც რუსეთის მხარეს გადავიდა

ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში სავარაუდოდ უკრაინული წყალქვეშა ნავის „ზაპოროჟიეს“ ყოფილი მეთაური რობერტ შაგეევი მოკლეს, რომელიც ყირიმის ოკუპაციის შემდეგ 2014 წელს რუსეთის მხარეს გადავიდა და რუსულ ჯარში გააგრძელა სამსახური. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვახტანგ ცინცაძე

13 აგვისტო 2026, 14:10

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ივლისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება, ასევე რეკორდულია იანვარ-ივლისის ექსპორტის მაჩვენებლები

ივლისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება, კერძოდ, 30%-იანი ზრდა გვაქვს და ექსპორტის მაჩვენებელი 792 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ გასული თვის ექსპორტის მაჩვენებლების შეფასებისას.

გიორგი ვოლსკი

13 აგვისტო 2026, 14:05

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის სცენარს უპირისპირდება ის, რაც ახლა ხდება, როდესაც აფხაზური საზოგადოების დასახმარებლად, კეთილი ნებით, ბიზნესმა გადაწყვიტა, რომ შეიტანოს საწვავის გარკვეული რაოდენობა

„ეს არის სცენარი და ამ სცენარს უპირისპირდება ის, რაც ახლა ხდება, როდესაც აფხაზური საზოგადოების დასახმარებლად, კეთილი ნებით, ბიზნესმა გადაწყვიტა, რომ შეიტანოს საწვავის გარკვეული რაოდენობა, რომელიც არის მიზერი, იმასთან შედარებით, რასაც მოიხმარენ რუსეთში. ისიც ყველამ იცის, რომ დიზელს მოიხმარს სამხედრო ძალა და არა ბენზინს“, - აცხადებს ვოლსკი.

ნიკოლ ფაშინიანი

13 აგვისტო 2026, 13:54

პოლიტიკა

ფაშინიანი: მზად ვართ ვითანამშრომლოთ აზერბაიჯანთან ელექტროენერგიით ვაჭრობის სფეროში, როგორც ამას საქართველოსთან ვაკეთებთ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი მზადაა ითანამშრომლოს აზერბაიჯანთან ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის კუთხით, როგორც ამას საქართველოსთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან აკეთებს.