13 აგვისტო 2026, 19:57 / დაუდასტურებელი

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000-მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა „ფიზიკური წყვეტისგან“

თამარ ჩიბურდანიძე

თამარ ჩიბურდანიძე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ. ანალიტიკოსი წერს, რომ პრემიერ-მინისტრი სწორად აფასებს ტრაქტატის მნიშვნელობას.

ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ რუსეთის იმპერიამ მრავალი საშინელი ქმედება ჩაიდინა საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა ქვეყანას უფრო გაუჭირდებოდა სამხრეთის ქვეყნებისგან გადარჩენა - რელიგიისა და კულტურის შენარჩუნება.

„გავუძლებდით კი რუსეთის ნაცვლად სამხრეთის სახელმწიფოებთან გაერთიანებას? გადარჩებოდა კი მაშინ ჩვენი კულტურა, რელიგია, ჩვენი გენოფონდი? რა თქმა უნდა, ვერა! ამ საკითხზე კამათიც კი დიდი პოლიტიკური უმწიფრობაა“, - წერს ჩიბურდანიძე.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ ქართველების რაოდენობა 740 000-დან 2 მილიონამდე გაიზარდა და ამ რიცხვს გადააჭარბა კიდეც. ანალიტიკოსის სიტყვებით, ერეკლე მეფემ საქართველო გადაარჩინა „ფიზიკური წყვეტისგან“.

„ვინც არ იცის საქართველოს დემოგრაფიული ისტორია, მისთვის მარტივია ფაქტებზე საუბარი, მით უმეტეს, პოლიტიკური სტიგმების ფონზე. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატით საქართველო გადარჩა და ეს სწორედ რომ ასეა. ამას მოწმობს სტატისტიკური ციფრებიც. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, გეორგიევსკის ტრაქტატამდე საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 5 მილიონიდან 740 000- მდე იყო დასული, გამუდმებული ომებისა და გავრცელებული პანდემიის შედეგად. ხოლო ტრაქტატის შემდეგ, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, 2 მილიონს გადააჭარბა (წყარო: ანზორ თოთაძე -“საქართველოს დემოგრაფიული მომაცემები”). ასეთი სწრაფი მატება ბუნებრივი მატების და არა მოსახლეობის შევსების კუთხით, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”. სწორედ ასე გაქრა უამრავი უძველესი ერი სამყაროდან. ვისთვისაც ეს ციფრები ძვირფასი არ არის, მისთვის არც ქვეყანაა ძვირფასი, არც ეროვნება, რელიგია და არც ჩვენი გენოფონდი. რა თქმა უნდა, არავის მოსწონს საქართველოს უახლეს ისტორიაში რუსეთის იმპერიის მიერ ჩადენილი საშინელი ქმედებები - გუბერნიად ქცეული ქვეყანა, კირით შეღებილი ეკლესიები, საქართველოდან გატანილი უამრავი საეკლესიო ქონება, ძვირფასეულობა და ბოლოს, სახელმწიფო ენის წართმევის მცდელობაც. ჩვენ ამას გავუძელით, მაგრამ გავუძლებდით კი რუსეთის ნაცვლად სამხრეთის სახელმწიფოებთან გაერთიანებას? გადარჩებოდა კი მაშინ ჩვენი კულტურა, რელიგია, ჩვენი გენოფონდი? რა თქმა უნდა, ვერა! ამ საკითხზე კამათიც კი დიდი პოლიტიკური უმწიფრობაა. როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ, არავის ახსენდება მისი პოზიტიური შედეგებიც. ან იციან, მაგრამ პოლიტიკური დაკვეთა არ აძლევთ ამის თქმის უფლებას. ვინმეს უფიქრია, როგორ შეიქმნა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ეპოქა - თერგდალეულები? კლასიკოსები, პროფესიონალები, რომლებიც მაშინ ევროპას კვებავდნენ თავიანთი აზროვნებით. არ არის გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ მეცხრამეტე საუკუნის საქართველომ დიდად შეუწყო ხელი ევროპის, როგორც ფენომენის ჩამოაყალიბებას ხელოვნების, ეკონომიკის, არქიტექტურის, უფლებრივი დაცვისა თუ თანასწორობის საკითხებში. აღარაფერს ვამბობთ ქრისტიანული სწავლების მიმართულებით. რომ არა სოციალისტური რევოლუცია, რომელიც ისევ დასავლეთის პირმშო იყო, საქართველოს ძლიერ იდენტურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას წინ ვერავინ გადაეღობებოდა. თუ ვინმემ დაგვადო ბროკილები, ეს საბჭოთა რევოლუცია იყო, რომლის სათავეც ევროპიდან მოდიოდა. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ოპოზიცია რუსულ იარლიყს გვაწებებს, ეს მათი ნარატივია, რომელსაც მხოლოდ მათი მცირე მხარდამჭერები მიყვებიან. ამ სტიგმის არავის ეშინია. თუ გვინდა სწორად ჩამოვაყალიბოთ სახელმწიფო, ჯერ წარსული უნდა გავაანალიზოთ და შემდეგ განვსაზღვროთ მისი მომავალი. გეორგიევსკის ტრაქტატმა და ერეკლე მეფის პატრიოტულმა, გონივრულმა გადაწყვეტილებამ საქართველო სრული დემოგრაფიული, ეთნიკური და რელიგიური განადგურებისგან გადაარჩინა. დიახ, ასევე ბევრჯერ ვიგემეთ რუსის ჩექმა, ჩაგვრა, ოკუპაცია, მაგრამ ამას მოვერიეთ და ბოლომდე გავიმარჯვებთ, მაგრამ იმ “სხვა გადაწყვეტილებით” მიღებულ შედეგს ვეღარავინ გამოასწორებდა“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ყველა სიახლე

13 აგვისტო 2026, 20:44

სამართალი

გახსნილი ნარკოდანაშაულები და 135 დაკავებული - საპოლიციო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საპოლიციო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაკავებულია 135 ადამიანი. ნარკოდანაშაულთან ბრძოლას უწყება კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად განიხილავს. გივი კუჭავას სიუჟეტი

13 აგვისტო 2026, 20:35

პოლიტიკა

დაკვეთა თუ ტრენდს აყოლა - შეცვლილი რიტორიკა რუსეთთან მიმართებით და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ლევან მაჭავარიანი სახელმწიფო ანსამბლ სუხიშვილების სასცენო მოღვაწეობის მიმართ პატივისცემას ადასტურებს, თუმცა აფასებს ანსამბლის დირექტორის განცხადებას რუსეთში კონცერტის გამართვის თაობაზე.

13 აგვისტო 2026, 20:27

პოლიტიკა

ხელისუფლების მიერ გამოვლენილი ახალი გეგმა, რომლის მთავარი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელისუფლების მიერ გამოვლენილი ახალი გეგმა, რომლის მთავარი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაა. კოორდინირებული კამპანია, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელების პარალელურად, რუსოფობიის გაღვივებას მოიცავს, პრემიერ-მინისტრმა დეტალურად განმარტა.

13 აგვისტო 2026, 20:18

პოლიტიკა

დე ფაქტო რეჟიმი გია ბარამიძის განცხადებას საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად იყენებს - ბარამიძე იმავეს იმეორებს და „იმედს“ ედავება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართველებისთვის ტყვეთა დახვრეტის დაბრალება აფხაზეთის ომის მებრძოლებისთვის, შეურაცხყოფასთან ერთად, ღალატია. სწორედ ღალატის და საბოტაჟის საკითხებზე მუშაობს გამოძიება.

13 აგვისტო 2026, 20:14

პოლიტიკა

ბიზნესის ჰუმანური აქტი, ოპოზიციის შეფასებით, აგრესორის დახმარებაა. ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის შესახებ პრემიერ-მინისტრის განმარტება ცნობილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბიზნესის ჰუმანური აქტი, ოპოზიციის შეფასებით, აგრესორის დახმარებაა. ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის შესახებ პრემიერ-მინისტრის განმარტება ცნობილია.

13 აგვისტო 2026, 20:07

მსოფლიო

ევროკომისია: უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ევროკავშირის უპირობო პრიორიტეტია

ევროკავშირში უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას უპირობო პრიორიტეტად მიიჩნევენ. ევროკომისიის წარმომადგენლის, ანიტა ჰიპერის განცხადებით, ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი, კაია კალასი იმ წევრი ქვეყნების მთავრობებს მიმართავს, რომლებსაც საწყობებში Patriot-ის სისტემის რაკეტები აქვთ, უმოკლეს ვადებში გადასცენ ისინი უკრაინას.

13 აგვისტო 2026, 19:52

რეგიონი

15 აგვისტოს 09:00 საათიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 34-ე კმ-ზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ26-კმ50 მონაკვეთის (სექცია 2) დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ფარგლებში, აღნიშნული საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისათვის, საჭიროა სავალი ნაწილის ჩაკეტვა მიმდინარე წლის 15 აგვისტოს 09:00 საათიდან 4 სექტემბრის ჩათვლით.

13 აგვისტო 2026, 19:13

მსოფლიო

გაერო: უკრაინაში, ომის შედეგად, ივლისში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობა 2022 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო, ხოლო ბავშვებს შორის - 2022 წლის აპრილის შემდეგ

უკრაინაში, ომის შედეგად, ივლისში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობა 2022 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო, ხოლო ბავშვებს შორის - 2022 წლის აპრილის შემდეგ. აღნიშნული მონაცემები უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიამ ხუთშაბათს გამოაქვეყნა.

13 აგვისტო 2026, 19:02

მსოფლიო

რუმინეთმა ჩერნავოდას მეორე და ბოლო მოქმედი ატომური რეაქტორი გააჩერა, რადგან გვალვისგან დამშრალ მდინარე დუნაიში წყლის დონე გამაგრილებელი ტუმბოების მოსამარაგებლად კრიტიკულად შემცირდა

ხუთშაბათს რუმინეთმა ჩერნავოდას მეორე და ბოლო მოქმედი ატომური რეაქტორი გააჩერა, რადგან გვალვისგან დამშრალ მდინარე დუნაიში წყლის დონე გამაგრილებელი ტუმბოების მოსამარაგებლად კრიტიკულად შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

13 აგვისტო 2026, 18:57

საზოგადოება

შსს: გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა, ხოლო სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“ მუშაობას ჩვეული რეჟიმით განაგრძობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ჩვეული რეჟიმით განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

13 აგვისტო 2026, 18:16

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობერტ გერშნერს შეხვდა.

ლადო სადღობელაშვილი

13 აგვისტო 2026, 18:06

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე პრემიერის განცხადების შესახებ: ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავება არის ერთადერთი სწორი გზა ჩვენი საზოგადოებების ხელახლა დასაახლოებლად - ზუსტად გათვლილი ბალანსია მაღალ ჰუმანიზმსა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც მყარად დგას კანონსა და სუვერენიტეტზე

პრემიერ-მინისტრის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის მდგომარეობის შემსუბუქებასა და საწვავის შესაძლო მიწოდებაზე არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი სიბრძნისა და შორსჭვრეტელი პოლიტიკის მაგალითი, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან მაჭავარიანი

13 აგვისტო 2026, 17:50

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რა გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა რუსეთისთვის - ომამდე სამართლებრივად აღადგინა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები, ომის დროს არ გააფრთხილა და არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა, პირდაპირ ეთერში რუსეთს კარნახობდა სამხედროების სტრატეგიულ განლაგებას, ოკუპირებულ ტერიტორიებს ქვების გროვა უწოდა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ რუსეთის სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა როგორც 2008 წლის ომამდე, ისე ომის დროს და მის შემდეგ, არაერთი ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც რუსეთისთვის მისაღები იყო.

13 აგვისტო 2026, 17:41

მსოფლიო

POLITICO-ს ცნობით, ბრიუსელის რეგულაციების გამო, ევროპაში პროდუქტი ძვირდება

ევროკავშირის პესტიციდების ახალი წესები საუზმეს მნიშვნელოვნად გააძვირებს. სტატიას ამ სათაურით გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ბარბარა ფოსია

13 აგვისტო 2026, 17:30

პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსია

საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსია

გიორგი წიტაიშვილი

13 აგვისტო 2026, 17:30

სპორტი

გიორგი წიტაიშვილი კარიერას საფეხბურთო კლუბ „რაიო ვალეკანოში“ განაგრძობს

საქართველოს ნაკრების 25 წლის ფეხბურთელი ესპანეთის ლა ლიგის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.

13 აგვისტო 2026, 17:25

მსოფლიო

უკრაინული მედია: პოლონეთმა უკრაინა 15 აგვისტოს დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე არ მიიწვია

პოლონეთმა უკრაინა 15 აგვისტოს დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე არ მიიწვია. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გოგა ხაინდრავა

13 აგვისტო 2026, 17:21

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ბარამიძის განცხადებაზე: ეს არის მიზანმიმართული დივერსია. ამის დამადასტურებელი საბუთია ოლეგ ბარციცის გამოსვლა რუსეთის ტელევიზიაში, ამის დამადასტურებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხილია როგორც რუსეთში, ისე აფხაზეთში

მიზანმიმართულ დივერსიად აფასებს ომის ვეტერანი, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გიორგი ბარამიძის განცხადებას.

13 აგვისტო 2026, 17:16

პოლიტიკა

ქართველების წინააღმდეგ გიორგი ბარამიძის განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება მტკიცებულებად იყენებს, თავად ბარამიძე კი პასუხისმგებლობას არ გრძნობს და დღესაც იმავეს იმეორებს

ქართველების წინააღმდეგ გიორგი ბარამიძის განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება მტკიცებულებად იყენებს. თავად ბარამიძე კი პასუხისმგებლობას არ გრძნობს და დღესაც იმავეს იმეორებს.