16 აგვისტო 2026, 12:43 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: საქართველოს მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთა სამედიცინო დახმარებისთვის ყოველწლიურად საშუალოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე გამოყოფს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით საბიუჯეტო ხარჯებმა 40-50 მილიონ ლარს გადააჭარბა

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

მთავარია, ვინ არის ამ პარანოიის გამავრცელებელი. კვლავ იგივე ადამიანები, რომლებიც 2006-2008 წლებში კოდორის ხეობაში საგანგებოდ გამოთხრილ და დაბეტონებულ სანგრებში ათობით მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას ასაწყობებდნენ, იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოში ერთი გასროლის გარეშე ჩაებარებინათ ის რუსებისა და სეპარატისტებისთვის. შემდგომ კი ამ იარაღით რუსებს უკრაინელები გაენადგურებინათ. უკრაინული ჯოჯოხეთის ეს სისხლიანი სპონსორები დღეს ნიანგის ცრემლებს ღვრიან ღალატის თემაზე, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარული ტვირთის სახით საწვავის მიწოდების საკითხს და აცხადებს, რომ ამ თემის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები მიმდინარეობს.

მისივე შეფასებით, წინა ხელისუფლების პერიოდში რუსულ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან გაფორმებული გარიგებების მასშტაბი დღეს მიმდინარე დისკუსიების ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა.

მისი ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს მიეწოდებათ ონკოლოგიური, კარდიოქირურგიული, პედიატრიული, დიაგნოსტიკური, რეანიმაციული და სხვა სახის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.

ქართველიშვილი ასევე საუბრობს პროგრამის ფინანსურ მხარეზე და აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მცხოვრები პირებისთვის სამედიცინო დახმარების ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება.

„მილიონნახევარი ლარის ღირებულების საწვავი ჰუმანიტარული ტვირთის სახით შევიდა მათ შორის ქართველებით დასახლებულ ოკუპირებულ აფხაზეთში და ამას მიეცა არმაგედონული ხასიათის შეფასება, რომლის შიზოფრენიულ შინაარსს ნუღა მომაყვანინებთ. მთავარია - ვინ არის ამ პარანოიას გამავრცელებელი. კვლავ იგივე მოღალატეები, რომლებიც 2006-2008 წ.წ. კოდორის ხეობაში საგანგებოდ გამოთხრილ და დაბეტონებულ სანგრებში ასაწყობებდნენ ათობით მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას იმისთვის - რომ 2008 წლის აგვისტოში ერთი გასროლის გარეშე ჩაებარებინათ ის რუსების და სეპარატისტების ხელში იმისთვის, რომ შემდგომ ამ იარაღით რუსებს - უკრაინელები გაენადგურებინათ. უკრაინული ჯოჯოხეთის აი ეს სისხლიანი სპონსორები დღეს ნიანგის ცრემლებს ღვრიან ღალატის თემაზე.

​თუ შევაჯამებთ ყველა იმ საკვანძო ქართული ენერგეტიკული, სამრეწველო და ინფრასტრუქტურული აქტივის ღირებულებას, რომლებიც 2008–2012 წლების პერიოდისთვის რუსულ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს („ინტერ რაო“, „გაზპრომი“, „ვთბ“, „ალფა-ჯგუფი“, „GeoProMining“ და სხვ.) გადასცეს ამ მოღალატეებმა, რომლებიც დღეს მილიონნახევრის ღირებულების საწვავზე რუსეთის "გაძლიერების" სცენარებს აგებენ: ​ამ ობიექტების ჯამური საბაზრო ღირებულება დაახლოებით 800 მლნ – 1,2 მლრდ აშშ დოლარად ფასდება. ​უშუალოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ (2009–2011 წ.წ. პერიოდში) რუსულ სტრუქტურებთან გაფორმებული ახალი გარიგებების ჯამურმა მოცულობამ (ხრამჰესი-1-ისა და ხრამჰესი-2-ის პრივატიზების ჩათვლით) დაახლოებით 100–150 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მას შემდეგ, რაც სვანების მკვლელმა ბარამიძემ - ქართველებს საჯაროდ დასდო ბრალი სამხედრო დანაშაულის (War Crimes) ჩადენაში 1992-1993 წ.წ. და ამით დაადანაშაულა საქართველო: ჟენევის კონვენციისა (Grave Breaches of the Geneva Conventions) და რომის სტატუტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადამიანურობის წინააღმდეგ (Crimes Against Humanity) - რუსულ "წისქვილზე" საუბრებს ან ზოგადად როგორ ბედავენ, ან ნუთუ საერთოდ აზროვნებაგამოშიგნულია მათი ის "ბაბლი", რომელსაც ღმერთმა ის უკანასკნელიც წაართვა, რაც "ჰომო საპიენსებს" პრიმატებისგან განასხვავებენ? ამდენი იდიოტი ერთ სულ მოსახლეზე ძალიან ბევრია ასეთი მცირერიცხოვანი სახელმწიფოსთვის.

ბარამიძის მიზანმიმართული მორიგი ანტიქართული გამოხტომის შემდეგ, მე აღარ გამიკვირდება მორიგი ბრალდება, რომ საქართველომ იმის მაგივრად, რომ ხელი შეეწყო "სეპარატისტების პოპულაციის" შემცირებას - წლების განმავლობაში მათ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით ზრუნავს მათთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისების გაწევას. მე ამ კლასიკური გაგების და ლიბერალური ნაირსახეობის ფაშისტების მხრიდან აღარაფერი გამიკვირდება. კალკულატორების ისეთი ლომები, რომლებიც ენგურზე გადასულ ათობით 30-ტონიან (!) ბენზომზიდებს აფიქსირებენ (გვარამია), ხოლო სოჭიდან რუსებით გადაჭედილ 500-მგზავრიან (!) "იკარუსებზე" (?) სრულ სისულელეს (გოცირიძე) აჭმევენ თავის უტვინო მაყურებელს - ხვალ არ მოერიდებიან, ეს სამედიცინო დახმარებაც თავის ფაშისტურ კონვერტაციაში გადაიყვანონ.

​დიახ, დე-ფაქტო აფხაზეთის რეჟიმის მოქალაქეებისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ ოფიციალურ სტატისტიკას საქართველოს მთავრობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აწარმოებს. ​სამედიცინო დახმარება მიეწოდება სპეციალური „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ (ასევე საყოველთაო ჯანდაცვის) ფარგლებში, რომელიც ხელმისაწვდომია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ყველა პირისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეობის ან ქართული დოკუმენტების არქონის შემთხვევაშიც. ასე რომ - გასკდით გულზე ფაშისტებო, ჯალათებო, მკვლელებო და მოღალატეებო.

​მიუხედავად ანტიქართული ლიბერალური ფაშიზმის ჯერ კიდევ არსებობისა - ​პაციენტთა ნაკადი იქიდან წლების განმავლობაში სტაბილურია. სხვადასხვა შეფასებით, მიმართვების უმრავლესობა (65%-დან 80%-მდე) სწორედ აფხაზეთის მცხოვრებლებზე მოდის. ​საშუალოდ წელიწადში: თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებში დახმარებას იღებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის 1 200-დან 1 800-ზე მეტი მცხოვრები. ​COVID-19-ის პერიოდში: ამ პროგრამის მომსახურებით ისარგებლა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის 2 440-მა პაციენტმა, მათ შორის 860-ზე მეტმა პირმა მკურნალობა უშუალოდ კორონავირუსულ ინფექციაზე გაიარა.

პანდემიის შემდეგ, ​2023 წელს: საქართველოს მთავრობის ანგარიშის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიების დაახლოებით 1 500-მა მცხოვრებმა მიიღო უფასო მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. ​მსგავსი ინიციატივების გააქტიურებისა და რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების მომენტიდან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარება სულ ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო. ​დახმარების ძირითადი მიმართულებებია:

​ონკოლოგია (ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, სიმსივნის ქირურგიული მოკვეთა); ​კარდიოქირურგია და ენდოვასკულარული ოპერაციები;

​პედიატრია და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა (მრტ, კტ); ​რეანიმაციული მდგომარეობები და გადაუდებელი ტრავმატოლოგია.

ეხლა კი - გოცირიძის საყვარელი თემა:

დაფინანსება და გამოყოფილი თანხები.

​გამოკვლევის, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის, ასევე ოპერაციული ჩარევის ყველა ხარჯი სრულად იფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ​აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა სამედიცინო დახმარებისთვის საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად გამოყოფს საშუალოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე. ​ბოლო 10 წლის განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეთა მკურნალობის დაფინანსებაზე საქართველოს საბიუჯეტო ხარჯებმა 40–50 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ამ ​დახმარების გაწევის თავისებურებები: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის სამედიცინო დახმარება 100%-ით უფასოდ ხორციელდება, დაცულია ​კონფიდენციალურობა - იმის გათვალისწინებით, რომ სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება პერიოდულად ზეწოლას ახდენს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც სამკურნალოდ თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა თუ ბათუმში მიემგზავრებიან და პაციენტების პერსონალური მონაცემები მკაცრად არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით და ღიად არ ქვეყნდება. აფხაზეთიდან პაციენტების უმრავლესობა ენგურის ხიდის გავლით ზუგდიდის რეგიონის კლინიკებში შედის (მათ შორის საზღვართან სპეციალურად აშენებულ რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოში) ან თბილისის წამყვან სამედიცინო ცენტრებში იგზავნება.

ეს არის იმ ყველაფრის მინიმუმი, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თუ რითი განსხვავდება ღალატი - ადამიანობისაგან, ქართველობა - უსამშობლოობისაგან, ჰუმანიზმი - ფაშიზმისაგან, პოლიტიკური ფსიქოპატია - ჯანსაღი სამოქალაქო პოზიციისაგან. დიახ, გენმოდიფიცირებული მოსახლეობის რაოდენობა ჯერ კიდევ დიდია - მაგრამ არა კრიტიკულად საშიში იმისთვის, რომ ნორმალურებს ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში გადარჩენის და განვითარების პერსპექტივები გვქონდეს, მათ შორის საქართველოს "უძღებ შვილებთან" ერთად“, - წერს ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 11:50

მსოფლიო

დონალდ ტრამპი 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლებზე: ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ. სწორედ ამიტომ ვიბრძვით დღეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა არასდროს ივიწყებს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს და სწორედ ამიტომ იბრძვის დღეს.

12 სექტემბერი 2026, 11:37

კულტურა

კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

ორი გამორჩეული ხმა, რომლებმაც ქართული ოპერის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვეს და ევროპულ სცენებზე ეროვნული ხელოვნების აღიარებას საფუძველი ჩაუყარეს - კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

კაია კალასი

12 სექტემბერი 2026, 11:32

მსოფლიო

კაია კალასი: ევროკავშირმა უნდა დაასანქციროს ებრაული დასახლებები ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო დასახლებებთან საქონლით ვაჭრობა უნდა აკრძალოს ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის შემთხვევაში. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 11:30

პოლიტიკა

„იმედმა“ აშშ-ის საელჩოს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ კამპანიაზე შეკითხვა გაუგზავნა

„იმედმა“ ამერიკის საელჩოს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ კამპანიაზე შეკითხვა გაუგზავნა

თორნიკე ჭეიშვილი

12 სექტემბერი 2026, 11:28

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას

ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, მარტა კოსის განცხადების შეფასებისას.

რატი იონათამიშვილი

12 სექტემბერი 2026, 11:19

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს

ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას.

თენგიზ შარმანაშვილი

12 სექტემბერი 2026, 11:19

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: ახლა რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თავში ხელს ირტყამენ, ეს მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა

ახლა რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თავში ხელს ირტყამენ, ეს მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა, - განაცხადა გიორგი ბარამიძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

12 სექტემბერი 2026, 11:07

სამართალი

საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადება. სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

12 სექტემბერი 2026, 10:57

სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა - მათ შორის, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 10:51

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 59 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - კენიის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, განას, ეთიოპიის, უზბეკეთის, ფილიპინების, სუდანის, კამერუნის, ჩინეთის და აზერბაიჯანის მოქალაქე.

12 სექტემბერი 2026, 10:50

მსოფლიო

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ტოლიატისა და ტაგანროგის საწარმოებზე იერიში მიიტანეს

უკრაინულმა ძალებმა 12 სექტემბერს რუსეთის ქალაქებში ტოლიატისა და ტაგანროგში სამრეწველო ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 10:45

საზოგადოება

სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების მიზნით მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა

პანელური დისკუსიების ფარგლებში კონფერენციის მონაწილეებმა ფინანსური განათლების მიმართულებით ეროვნულ ხედვაზე, სკოლებში ფინანსური განათლების ინტეგრირებაზე, მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომ პროგრამებსა და საგანმანათლებლო რესურსებზე იმსჯელეს.

12 სექტემბერი 2026, 10:39

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

12 სექტემბერი 2026, 10:36

მსოფლიო

The New York Times: ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკული დერეფნები სულ უფრო იკეტება

მსოფლიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფნები სულ უფრო რთულად გასავლელი ხდება. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 10:33

საზოგადოება

გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ალექსანდრე იურჩენკო

12 სექტემბერი 2026, 10:11

მსოფლიო

უკრაინული მედია: ზელენსკის პარტიის ყოფილ დეპუტატს ქრთამის აღების საქმეზე 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დეპუტატ ალექსანდრე იურჩენკოს ქრთამის აღების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ირაკლი ნადარეიშვილი

12 სექტემბერი 2026, 09:47

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო დიალოგის სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანია ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა საქართველოში

საქართველოს ურთიერთობებს ჩინეთთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ადგილი უკავია, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პეკინში გამართულ მომსახურებით ვაჭრობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

ვლადიმერ პუტინი

12 სექტემბერი 2026, 09:41

მსოფლიო

ბრიტანული დაზვერვა: უკრაინის ომში რუსეთმა ნახევარი მილიონი სამხედრო დაკარგა

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო დაჭრილების ჩათვლით რუსეთის არმიის საერთო დანაკარგი 1,5 მილიონს აღწევს. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 09:26

პოლიტიკა

ანტიამერიკული პროპაგანდა ოპოზიციის პროპაგანდისტული „ფორმულას“ ეთერში, პრეზიდენტ ტრამპის დაცინვა და მისი დადანაშაულება ამომრჩევლის მოსყიდვაში

რადიკალური ოპოზიციისა და მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში ანტიამერიკული ნარატივების ტირაჟირება გრძელდება.

12 სექტემბერი 2026, 09:04

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 სექტემბერს საქართველოში

12 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +32 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.