ირაკლი კობახიძე: ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი - დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული, გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დასავლური ქრისტიანული სამყაროს ნაწილი და ამას ეფუძნება ჩვენი სწრაფვა მათ შორის ევროკავშირისკენ
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი - დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული, გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დასავლური ქრისტიანული სამყაროს ნაწილი და ამას ეფუძნება ჩვენი სწრაფვა მათ შორის ევროკავშირისკენ , - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერის თქმით, როდესაც საქართველოს აქვს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ამბიცია, ესეც არის იმ ბრძნული გადაწყვეტილების დამსახურება, რომელიც თავის დროზე მიიღო ერეკლე მეორემ.
„რაც შეეხება გეორგიევსკის ტრაქტატს, აქ არის მთავარი საერთო შეფასება - რა მოტივით მოქმედებდა ერეკლე მეორე, მაშინდელი საქართველოს ხელისუფალი, როდესაც ამ ტრაქტატს აფორმებდა და საბოლოო ჯამში, რა შედეგები მიიღო ქვეყანამ ამ ტრაქტატიდან. შედეგებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს ერეკლე მეორის ეს ნაბიჯი. ეს იყო ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება - ეს იყო ხელშეკრულება იმპერიასთან. რუსეთის იმპერია იყო იმპერია, საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებით და ზრახვებით, აქედან გამომდინარე, ერეკლე მეორეს რისკებიც ჰქონდა გათვლილი. ეს რისკები საბოლოო ჯამში რეალიზდა, თუმცა, მთლიანობაში, ქვეყანამ მიიღო კონკრეტული შედეგები იმ ნაბიჯიდან, რომელიც მაშინ გადადგა ერეკლე მეორემ. ეს შედეგები ადასტურებს იმას, რომ მისი ნაბიჯი იყო უალტერნატივო და ბრძნული.
მაშინ რეალურად, გაკეთდა ცივილიზაციური არჩევანი. დღეს ხშირად იყენებენ ხოლმე ამ ტერმინს და ერეკლე მეორის მაშინდელი არჩევანიც იყო ცივილიზაციური არჩევანი. ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქრისტიანული ქვეყანა იყო მუსლიმანური ქვეყნის ვასალი. მაშინ ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი. საბოლოო ჯამში, ამ არჩევანმა მოიტანა კონკრეტული შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს რომ საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, ის, რომ ჩვენი ერი გადარჩა. დემოგრაფიული თვალსაზრისით იყო უკიდურესად მძიმე ვითარება მე-18 საუკუნის ბოლოს.
ის, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩა დემოგრაფიული თვალსაზრისით და ის, რომ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ეფუძნება ტრადიციულ ევროპულ ფასეულობებს და ევროპულ კულტურას, ეს არის სწორედ ერეკლე მეორის მიერ მიღებული პრაგმატული გადაწყვეტილების დამსახურება. რა თქმა უნდა, რისკები იყო და ეს რისკები ბუნებრივია, შემდეგ რეალიზდა. როდესაც პატარა ქვეყანას საქმე გაქვს დიდ იმპერიასთან, რომელიც საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, თავისთავად არსებობს რისკები. საბოლოო ჯამში უნდა ვიმსჯელოთ შედეგებით და შედეგი არის ის, რომ მაშინ საქართველო გადარჩა ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით. დღეს რომ საქართველო არის ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქრისტიანული ქვეყანა ეს არის სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურება.
რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, დღეს ვართ ჩვენ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული. ჩვენ გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დასავლური ქრისტიანული სამყაროს ნაწილი და ამას ეფუძნება ჩვენი სწრაფვა მათ შორის ევროკავშირისკენ. ეს არის ჩვენი არჩევანი. როდესაც ჩვენ გვაქვს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ამბიცია, ესეც არის იმ ბრძნული გადაწყვეტილების დამსახურება, რომელიც თავის დროზე მიიღო ჩვენმა დიდმა მეფემ“, - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
18 აგვისტო 2026, 12:43
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე: არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული, ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი
არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ოპოზიცია, თავისი ყველა განშტოებით აცხადებს ხოლმე ყველაზე საზიზღარ ადამიანად და მერე, როდესაც ეს ადამიანი უპირისპირდება საკუთარ გუნდს, ამის შემდეგ აცხადებენ ხოლმე გმირად, პოლიტპატიმრად და ა.შ. ეს ძალიან მარტივი სქემაა და ჩვენთვის საინტერესო არ არის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
18 აგვისტო 2026, 12:41
სამართალი
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე თამაზ კოსტავა 1500 ლარით დააჯარიმა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ასკ-ს 173 16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოქალაქე თამაზ კოსტავას მიმართ.
18 აგვისტო 2026, 12:40
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა - როგორც ქართული, ისე აფხაზური ნაწილი, შესაბამისად ნდობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით
ჩვენი წყალობით გადაიჭრა მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პრობლემა აფხაზეთში, რაც საბოლოო ჯამში ყველასთვის იქნება თვალსაჩინო. შესაბამისად, აბსოლუტური რწმენა შეიძლება გვქონდეს, რომ ასეთი ნაბიჯები ხელს უწყობს ნდობის აღდგენას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
18 აგვისტო 2026, 12:39
მსოფლიო
ხარკოვის ოლქში რუსეთის იერიშს 10 ადამიანი ემსხვერპლა
„ამ რუსულ დარტყმას აუცილებლად ვუპასუხებთ და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმაც დაუმატონ ჩვენს სამართლიან პასუხებს რუსეთზე ზეწოლა და უკრაინის მხარდაჭერისკენ მიმართული საკუთარი ნაბიჯები“, - დაწერა თავის Telegram-არხზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
18 აგვისტო 2026, 12:39
პოლიტიკა
კახა კალაძე: მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც სტიქიის დროს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას იჩენენ და გვერდში გვიდგანან, რათა ერთად ვიზრუნოთ თბილისზე
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სხვადასხვა ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
18 აგვისტო 2026, 12:37
მსოფლიო
Reuters: ირანის ხელისუფლებას აშშ-ის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის გამო ახალი საპროტესტო გამოსვლების ეშინია
სააგენტოს წყაროების თქმით, სიტუაციას დამატებით ამერიკული საზღვაო ბლოკადა ამძიმებს. ირანი ცდილობს პირველადი მოხმარების საქონელი სახმელეთო მარშრუტებითა და კასპიის ზღვის გავლით გადაზიდოს, თუმცა ხიდებზე განხორციელებული დარტყმები ასეთი გადაზიდვების ღირებულებასა და ხანგრძლივობას ზრდის. ბენზინის იმპორტი ბლოკადის გამო ფაქტობრივად შეწყდა: ქვეყანა დღეში დაახლოებით 130 მილიონ ლიტრს აწარმოებს, მაშინ როცა მოხმარება 137 მილიონ ლიტრს შეადგენს.
18 აგვისტო 2026, 12:34
საზოგადოება
ლიბანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დასრულდა
გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, N6 საცხოვრებელი კორპუსისა და N119 საჯარო სკოლის მიმდებარედ, მეწყერსაშიშ ზონაში ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები დასრულდა.
18 აგვისტო 2026, 12:26
საზოგადოება
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულდა
ორთაჭალაში, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ნაპირსამაგრი და საგზაო სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
18 აგვისტო 2026, 12:23
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად
უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
18 აგვისტო 2026, 12:20
საზოგადოება
თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს
თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის - თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას გეგმავს.
18 აგვისტო 2026, 12:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება დაცულია, ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა
როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება არის დაცული, რაზეც არის საუბარი ამ განცხადებაში, ასეთ თეორიულ რისკსაც ვერ ვხედავ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
18 აგვისტო 2026, 12:17
მსოფლიო
ფილიპინებზე მოზარდმა სკოლაში მოსწავლე მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, მსროლელმა მალულად შეძლო სკოლაში პისტოლეტის შეტანა, შემდეგ კი მასწავლებლის მიმართულებით გაისროლა, თუმცა ააცილა. ამის შემდეგ ეჭვმიტანილი სხვა საკლასო ოთახში გადავიდა და ესროლა მოსწავლეს, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. მსროლელმა თავი მოიკლა.
18 აგვისტო 2026, 12:10
მსოფლიო
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი: სეულს არ აქვს განზრახვა, აშშ-სთან სწავლებები ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმისთვის ან კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის გასაზრდელად გამოიყენოს
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონს დაავალა „არსებითად შეამციროს“ სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მის ინიციატივას უპასუხა.
18 აგვისტო 2026, 11:57
პოლიტიკა
„ქრონიკის“ ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ შექმნილი ოპოზიციის ალიანსი ოფიციალურად დაიშალა
„ქრონიკის“ ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ შექმნილი ოპოზიციის ალიანსი ოფიციალურად დაიშალა. „ქრონიკის“ ინფორმაციითვე, ალიანსის დატოვების მითითება მიხეილ სააკაშვილმა გასცა. სააკაშვილმა წერილი ნანუკა ჟორჟოლიანსა და ლევან ბეჟაშვილს გაუგზავნა. „ქრონიკამ“ ინფორმაციის გადამოწმება ალიანის წევრებთან სცადა, თუმცა ისინი კონკრეტულ პასუხს არ იძლევიან.
18 აგვისტო 2026, 11:53
პოლიტიკა
პრემიერი „ოპოზიციის ალიანსზე“: ჩვენ კიდევ უფრო ადრე ვამბობდით ამ ყველაფერს, არავითარი პერსპექტივა ამ გაერთიანებას არ აქვს, როგორც წააგეს ყველა წინა არჩევნები, ასევე განწირული არიან მომავალშიც, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონსტიტუციური სარჩელი, ვინაიდან, ჩვენი ამოცანაა პოლიტიკური სისტემის მთლიანად გათავისუფლება უცხოური აგენტურისგან
ჩვენ გავაშიშვლეთ უცხოური აგენტურა, მათ შორის „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით, რომელიც პირდაპირ მიმართული იყო აგენტურის დაფინანსებისკენ, მათ შორის პარტიული აგენტურის არაპირდაპირი დაფინანსებისკენ, შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო ადრე ვამბობდით, რომ არავითარი პერსპექტივა ამ გაერთიანებას არ აქვს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ოპოზიციური პარტიების პერსპექტივებს შეეხებოდა.
18 აგვისტო 2026, 11:41
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: უცხოურ აგენტურას აქვს თავისი ამოცანა - ხელი შეუშალონ ნდობის აღდგენას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა - ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით იქნება სრულიად თანმიმდევრული და პრინციპული
„სახელმწიფოს აქვს მკაფიო პოლიტიკა, ჩვენ გვაქვს დამტკიცებული ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით, მათ შორის მიღებული გვაქვს კანონმდებლობა, რომელსაც ეწოდება "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". წლების წინ დამტკიცდა ეს კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის სასარგებლოდ, მათი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას და ა.შ. და იგივე ეს ნაბიჯები, რაც გადაიდგა საწვავით მომარაგებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ასევე ნდობის აღდგენისკენ არის მიმართული. თუმცა თქვენ ხედავთ გაჩაღებულ კამპანიას ამ ყველაფრის წინააღმდეგ. უცხოურ აგენტურას აქვს თავისი ამოცანა - ხელი შეუშალონ ნდობის აღდგენას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა - ხელი შევუწყოთ პირიქით ნდობის აღდგენას. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით იქნება სრულიად თანმიმდევრული და პრინციპული“, - აღნიშნა პრემიერმა.
18 აგვისტო 2026, 11:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: კამპანია აქვთ გაჩაღებული, თუ როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას, ეს არის კამპანიის ძალიან მკაფიო ხაზი, ამის მერე არ უნდა ეწყინოთ, როდესაც მათ უსამშობლოებს ვუწოდებთ და პატრიოტიზმს ვუწუნებთ, რომელიც მათ სინამდვილეში საერთოდ არ აქვთ
„მანამდე, რამდენიმე თვის წინ, კიდევ ერთ უცხოელ აგენტს, დავით ბერძენიშვილს გაატესტინეს ეს საკითხი, თვეების წინ ზუსტად იგივე თქვა ბერძენიშვილმა, რომ სომხეთმა მიიღო ბრძნული გადაწყვეტილება, როდესაც გათავისუფლდა ამ ისტორიული მეხსიერებისგან, ამ ტკივილისგან და ისიც საუბრობდა საქართველოს კონტექსტში ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ბერძენიშვილი არ აღმოჩნდა საკმარისი დონე, რომ ეს საკითხი აეწიათ და ახლა გამოაგორეს, როგორც ჟარგონზე იტყვიან, კიდევ ერთი უცხოელი აგენტი - გვარამია, რომელსაც იგივე თემა წამოაწევინეს. ეს არის ერთი ჯაჭვი. უცხოური აგენტურა იღებს ხოლმე დავალებებს და მერე ასრულებს. კამპანია აქვთ გაჩაღებული, თუ როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას, ეს არის კამპანიის ძალიან მკაფიო ხაზი. ამის მერე არ უნდა ეწყინოთ, როდესაც მათ უსამშობლოებს ვუწოდებთ და პატრიოტიზმს ვუწუნებთ, რომელიც მათ სინამდვილეში საერთოდ არ აქვთ“, - აღნიშნა პრემიერმა.
18 აგვისტო 2026, 11:24
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: თუ ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის საბადოს გახსნიან, დიდი ბრიტანეთი ისევ გამდიდრდება
დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ დიდმა ბრიტანეთმა ჩრდილოეთის ზღვაში არსებული ნავთობის საბადო უნდა გახსნას. შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ დიდ ბრიტანეთს დღეს ორი პრობლემა აქვს - უკანონო მიგრაცია და ენერგეტიკა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ენდი ბერნემს ტელეფონით ესაუბრა და ფიქრობს, რომ ლონდონი ამ ნაბიჯს გადადგმას.
18 აგვისტო 2026, 11:22
პოლიტიკა
პრემიერი: 2008 წლის ომი არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები ვერ იქნება დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების კეთილ ნებაზე, ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ, ნებისმიერ ვითარებაში, წინა პლანზე საკუთარი ქვეყნის ინტერესები დააყენოს
2008 წლის ომი არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები ვერ იქნება დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების კეთილ ნებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.


