imedi /  19 აგვისტო 2026, 16:48 / სანდო წყარო

ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის აქტივისტის, გიორგი ახობაძის განცხადებაზე: ნავთობტერმინალზე დარტყმა ნიშნავს ეკონომიკურ კოლაფსს და ადამიანების მსხვერპლს - ეს არის რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე, კლასიკური მეხუთე კოლონა, რომლისთვისაც საქართველოს ომის ცეცხლში გახვევა და ნანგრევებად ქცევა არა ტრაგედია, არამედ სანატრელი მიზანია

ლიზა გეგეჭკორი

ლიზა გეგეჭკორი

რა ჰქვია ამას, თუ არა ღია, დაუფარავი და პირდაპირი სახელმწიფო ღალატი?! ეს აღარ არის არც პოლიტიკური დაპირისპირება, არც რადიკალიზმი და არც გამოხატვის თავისუფლება. ეს არის საკუთარი სამშობლოს, ეკონომიკის და, რაც მთავარია, რიგითი მოქალაქეების სიცოცხლის პირდაპირი მტრობა, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის აქტივისტის, გიორგი ახობაძის განცხადების შესახებ, რომელმაც აღნიშნა: „ქართული ნავთობტერმინალები სამხედრო სამიზნეებია უკრაინისთვის. ჩვენს ნავთობტერმინალებზე უკრაინული ჩიტები რომ მოფრინდებიან, შევძახოთ ღიმილით და ჩქარი ტაშით - „იბაწ“.

გეგეჭკორის თქმით, „მათთვის ქვეყანა მხოლოდ მაშინ არის ფასეული, თუ თავად სხედან ხელისუფლებაში; წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად არიან, საკუთარი ხელით გაანადგურონ ყველაფერი და მტერსაც კი დაუდგნენ გულშემატკივრად, ოღონდ საკუთარი სახელმწიფო დააზიანონ.“

„რა ჰქვია ამას, თუ არა ღია, დაუფარავი და პირდაპირი სახელმწიფო ღალატი?! უბრალოდ, წაიკითხეთ და გაიაზრეთ, რას ითხოვს და რას ნატრობს ეს ე.წ. "ოპოზიციის აქტივისტი" გიორგი ახობაძე. ადამიანი სრული სერიოზულობით მოუწოდებს საზოგადოებას, რომ როდესაც უცხო ქვეყნის დრონები თუ რაკეტები საქართველოს სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას, კერძოდ კი ჩვენს ნავთობტერმინალებს დაარტყამენ და გაანადგურებენ, ამას ღიმილითა და ტაშით უნდა შევხვდეთ! ეს აღარ არის არც პოლიტიკური დაპირისპირება, არც რადიკალიზმი და არც გამოხატვის თავისუფლება. ეს არის საკუთარი სამშობლოს, ეკონომიკის და, რაც მთავარია, რიგითი მოქალაქეების სიცოცხლის პირდაპირი მტრობა. ნავთობტერმინალზე დარტყმა ნიშნავს უმძიმეს ეკოლოგიურ კატასტროფას, განადგურებულ სახელმწიფო ქონებას, ეკონომიკურ კოლაფსს და ადამიანების მსხვერპლს. და ამ ფონზე ეს უსამშობლო არსებები თურმე ტაშის დაკვრასა და საზეიმო შეძახილებს აპირებენ. აი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის რეალური, შეულამაზებელი სახე. ეს არის კლასიკური მეხუთე კოლონა, რომლისთვისაც საქართველოს ომის ცეცხლში გახვევა და ნანგრევებად ქცევა არა ტრაგედია, არამედ სანატრელი მიზანია. მათთვის ქვეყანა მხოლოდ მაშინ არის ფასეული, თუ თავად სხედან ხელისუფლებაში; წინააღმდეგ შემთხვევაში, მზად არიან, საკუთარი ხელით გაანადგურონ ყველაფერი და მტერსაც კი დაუდგნენ გულშემატკივრად, ოღონდ საკუთარი სახელმწიფო დააზიანონ,“ - წერს ლიზა გეგეჭკორი.

ყველა სიახლე

19 აგვისტო 2026, 18:13

რეგიონი

წყალტუბოში აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გური ბაქრაძემ აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

19 აგვისტო 2026, 18:07

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ნანა სანდერისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე: მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრის ლიმიტი ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 75 წუთს. მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა აგვისტოს თვეში მისთვის განსაზღვრული სატელეფონო ლიმიტი სრულად ამოწურა

„მისთვის განსაზღვრული საშიშროების მომეტებული რისკის შესაბამისად, ის განთავსებულია დაწესებულების დახურულ ნაწილში. პენიტენციური კოდექსის თანახმად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრის ლიმიტი ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 75 წუთს. მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა აგვისტოს თვეში მისთვის განსაზღვრული სატელეფონო ლიმიტი სრულად ამოწურა“.

19 აგვისტო 2026, 18:03

სამართალი

საბაჟო დეპარატამენტის ხელმძღვანელმა პირებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს

შეხვედრაზე მხარეებმა, გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, ორი ქვეყნის საბაჟო გამშვები პუნქტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და საერთაშორისო გადაზიდვების შეუფერხებელი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს.

არჩილ გორდულაძე

19 აგვისტო 2026, 17:33

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე გიორგი ახობაძეზე: ამ მორალის მქონე ზნედაცემული ხალხი დგას ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და რადიკალურ ფრთაზე. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც, პირადი გამორჩენის მიზნით, მზად არიან საკუთარი ქვეყანა გაწირონ

ამ მორალის მქონე ზნედაცემული ხალხი დგას ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და რადიკალურ ფრთაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გიორგი ახობაძესთან დაკავშირებით.

თორნიკე ჭეიშვილი

19 აგვისტო 2026, 17:31

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის ალიანსზე: იქ შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს იმდენად არაჯანსაღი პოლიტიკური ამბიციები ჰქონდათ, შეუძლებელი იყო მათი სინქრონული მოქმედება წარმოგვედგინა

„გვახსოვს, კამპანიების მცდელობები ჰქონდათ, თითქოს რეგიონებში მოსახლეობასთან უნდა დაეწყოთ აქტიური კომუნიკაცია, რეალურად კი მივიღეთ ცარიელი დარბაზები და ცარიელი სკამები. ამ კვაზიალიანსში შემავალმა ე.წ. პოლიტიკურმა ძალებმა, რა თქმა უნდა, დიდი ხანია მოიჭრეს საზოგადოებასთან სალაპარაკო გზა“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

19 აგვისტო 2026, 17:16

საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 20 აგვისტოს 18:00 საათამდე აქვთ

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 20 აგვისტოს 18:00 საათამდე აქვთ

19 აგვისტო 2026, 17:12

მსოფლიო

Telegraph: ბრიტანული ინსტიტუტები ტრანსგენდერულ იდეოლოგიასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებენ

Telegraph-ი წერს, რომ ბრიტანეთში სახელმწიფო ინსტიტუტები კანონს არღვევენ და ტრანსგენდერულ იდეოლოგიასთან დაკავშირებით უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებენ.

19 აგვისტო 2026, 17:10

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ცალკეული დაინტერესებული პირების მხრიდან მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება. განვმარტავთ, რომ ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7880 -მა მოქალაქემ გადმოკვეთა“.

დავით ჩიხელიძე

19 აგვისტო 2026, 17:04

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე რადიკალ აქტივისტ ახობაძეზე: ე.წ. პატრიოტი გვეუბნება, რომ ქართველების სიკვდილს და ქვეყნის განადგურებას ოვაციით შევხვდეთ - შესაძლოა შენი ქვეყანა და ხალხი არ გიყვარდეს, მაგრამ ასე რატომ უნდა შეიძულო?

არავის ვუსურვებ ასეთ „სამოქალაქო საზოგადოებას“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის გიორგი ახობაძის განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ ,,უკრაინული ჩიტები” როდესაც ქართულ ნავთობტერმინალებზე მოფრინდებიან, საზოგადოება ამას ტაშით და სიხარულით უნდა შეხვდეს.

19 აგვისტო 2026, 17:04

მსოფლიო

ესპანური მემარჯვენე პარტია „ვოქსი“ ევროპაში უახლოეს არჩევნებში კონსერვატორების გამარჯვების მიზნით ძალების კოორდინაციას გეგმავს

ესპანეთში არჩევნები 2027 წლის აგვისტოშია, მანამდე პარტია ევროპის მასშტაბით მემარჯვენე ძალებთან კოორდინაციას გეგმავს, რათა 2027 წლის განმავლობაში საფრანგეთში, პოლონეთსა და იტალიაში დანიშნულ არჩევნებში კონსერვატიული ძალები დაწინაურდნენ.

19 აგვისტო 2026, 16:55

მსოფლიო

ხორვატიაში „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქების საქმეზე კიდევ ერთი უკრაინელი დააკავეს

უკრაინული მედია წერს, რომ, სავარაუდოდ, საქმე ეხება ვოლოდიმირ ჟურავლიოვს, რომლის დაპატიმრების ორდერიც გერმანიამ 2024 წლის ივნისში გასცა. მას იმ უკრაინული დივერსიული ჯგუფის წევრად მიიჩნევენ, რომელმაც რუსული გაზსადენის ქვეშ ასაფეთქებელი ნივთიერება ჩადო.

19 აგვისტო 2026, 16:51

რეგიონი

მარტვილში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე მ.თ., რომელსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო ჰქონდა მოწყობილი. მეწარმე სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დარღვევით საქმიანობდა.

19 აგვისტო 2026, 16:44

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რათა უზრუნველვყოთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა

2026 წლის მეორე კვარტალში, ეკონომიკური აქტივობის ზრდის პარალელურად, შრომის ბაზრის კუთხით პოზიტიური დინამიკა გრძელდება, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

მამუკა მდინარაძე

19 აგვისტო 2026, 16:39

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან

ვიცე-პრემიერმა ყურადღება დაუთმო, კორუფციული დანაშაულის შედეგად, წინა წლებში რეგიონებში დაგროვილ პრობლემებს და აღნიშნა, რომ დროულად და ხარისხიანად უნდა დასრულდეს ყველა ის პროექტი, რომლებიც რეგიონებშია დაწყებული.

19 აგვისტო 2026, 16:23

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირებს ფაქტორინგული პლატფორმების საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების პროცესში ჩართვას სთავაზობს

კანონის თანახმად, ფაქტორინგის მხარეს წარმოადგენენ სებ-ის რეგულირებული სუბიექტები - კომერციული ბანკები, მიკრობანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ფაქტორინგული კომპანიები. რაც შეეხება ფაქტორინგულ გარიგებებს, ისინი უნდა შესრულდეს ასევე სებ-ის ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებული ფაქტორინგული პლატფორმის მიერ.

მამუკა მდინარაძე

19 აგვისტო 2026, 16:13

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ფერისცვალებას ვულოცავ მთელ საქართველოს, ყველა მართლმადიდებელს

ვულოცავ მთელ საქართველოს, ყველა მართლმადიდებელს, ქრისტიანს და ვუსურვებ ხანგრძლივ, ბედნიერ ცხოვრებას, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ბახმაროში, სადაც ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებას დაესწრო.

19 აგვისტო 2026, 16:03

რეგიონი

რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ თამარ მეფის მამის-გიორგი III-ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა

მონეტა მე-12 საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის უნიკალური ნიმუშია. მონეტის შუბლზე გამოსახულია, მეფე, რომელსაც ხელზე შევარდენი უზის, არეზე კი ქართული მხედრული წარწერით წერია გიორგი მეფის სახელი და ასოთმთავრული წარწერა-ქორონიკონ 394.

მამუკა მდინარაძე

19 აგვისტო 2026, 15:57

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გიორგი ახობაძის პოსტზე: ვის ინტერესებსაც, საბოლოო ჯამში, შედეგობრივად ატარებენ, სამიზნეებს ურჩევენ და ეს სამიზნეები არის ქართული; ამაზე ოცნებობენ წლების განმავლობაში - ბომბების წვიმა, ომის დაწყება და ასე შემდეგ

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის აქტივისტის, გიორგი ახობაძის პოსტს გამოეხმაურა, სადაც ის წერს, რომ ქართული ნავთობტერმინალები უკვე უკრაინისთვის სამხედრო სამიზნეებია.

მამუკა მდინარაძე

19 აგვისტო 2026, 15:56

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე რადიკალებზე: ბოლო წლების განმავლობაში, რაც ეს ბულინგი, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური წნეხი გაძლიერდა, ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც მოწყვლადი ადამიანების კეთილსინდისიერებით, ადვილად მიმღებლობით ისარგებლეს „დიფ სთეითის“ თუ სხვა მიმართულების აგენტებმა და ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს

ბოლო წლების განმავლობაში, რაც ეს ბულინგი, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური წნეხი გაძლიერდა, ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც მოწყვლადი ადამიანების კეთილსინდისიერებით, ადვილად მიმღებლობით ისარგებლეს „დიფ სთეითის“ თუ სხვა მიმართულების აგენტებმა და ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს, - განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ კითხვის პასუხად, მოიხდიან თუ არა ბოდიშს ადამიანები, რომლებიც „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ.