21 აგვისტო 2026, 11:52 / სანდო წყარო

ლევან მაჭავარიანი: აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ მდიდარ NGO-ებს და მათ ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალ აქტივისტებს ბოდიში აქვს მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ აქციებით ხელისუფლებას აიძულებდნენ ჩართულიყო ომში, ხოლო, მეორე მხრივ, იმისათვის, რომ ფაშისტური მეთოდებით აიძულებდნენ ჩვენს მოქალაქეებს ამ აქციებში მონაწილეობას

ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, აცხადებს, რომ აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ არასამთავრობო სექტორსა და აქტივისტებს საზოგადოებისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი, როგორც „რუსული კანონის“ კამპანიის, ისე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გამართული აქციებისა და საზოგადოებაზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის.

მაჭავარიანის შეფასებით, აღნიშნული ჯგუფები წლების განმავლობაში ცდილობენ, რომ საკუთარი დღის წესრიგი მოქალაქეებს თავს მოახვიონ და მათ შორის განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებზე ფსიქოლოგიურად იძალადონ.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რათა აღარ მიეცეთ შესაძლებლობა აგენტებსა და ფსევდოლიბერალებს, რომ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფონ საქართველოს მოქალაქეები.

„როგორც რამდენიმე დღის წინ აღვნიშნე, აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული მდიდარი NGO-ები და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტები მზად არიან, ფაშისტური მეთოდებით ფსიქოლოგიურად გაანადგურონ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უარს იტყვის, რომ ბრმად, ფიქრისა და ანალიზის გარეშე, მათი შეთხზული ზღაპრები დაიჯეროს.
ბოლო პოსტში საზოგადოებას დეტალურად გავახსენე ამ აქტორების „აფერისტული“ კამპანია - „რუსული კანონი“. ამ თაღლითობის გამო აგენტურასა და მათ აქტივისტებს ბოდიში აქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის.
სხვა უამრავ მავნებლობას შორის, მათ ასევე ბოდიში აქვთ მოსახდელი იმ ისტერიის გამო, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთ კვირაში მოაწყვეს. შეგახსენებთ, რომ ბატონმა ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია იმის გამო, რომ ჩვენ არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს, მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავაგზავნეთ მოხალისეები ჩარტერული რეისით უკრაინაში და არ გადავეცით ჩვენი შეიარაღება უკრაინას.
აგენტურამ ამ შემთხვევაშიც აღვირახსნილი კამპანია წამოიწყო. მათ დააორგანიზეს აქციები და „რუსული კანონის“ კამპანიის მსგავსად, ამცირებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და რუსულ იარლიყს აწებებდნენ საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც აქციაში მონაწილეობა არ სურდა. ამ შემთხვევაშიც, მრავლად იყვნენ ადამიანები, რომლებიც აქციაზე მხოლოდ სელფის გადასაღებად მიდიოდნენ და შემდეგ რუსთაველიდან ფოტოს დადებით თავიდან ირიდებდნენ ფაშისტურ თავდასხმებს აგენტურული პარტიების აქტივისტებისგან.
ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი აცნობიერებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების დაკმაყოფილება ავტომატურად გულისხმობდა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას. ჩვენ უარი განვაცხადეთ ამ მოთხოვნების შესრულებაზე, შესაბამისად, ავირიდეთ ომი. ამ მოთხოვნების შესრულებაზე გაცხადებული უარის გამო აგენტურამ დააორგანიზა აქციები. დიახ, მათ აქციები დააორგანიზეს ომის არიდების გამო!
ამასთანავე, ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყვეს იმ მოქალაქეებს, ვისაც არ სურდათ ამ აქციებში მონაწილეობა, შესაბამისად, ვისაც არ სურდათ სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან!
ამ შემთხვევაშიც აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ მდიდარ NGO-ებს და მათ ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალ აქტივისტებს ბოდიში აქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ აქციებით ხელისუფლებას აიძულებდნენ, დათანხმებოდა ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესრულებას და ჩართულიყო ომში, ხოლო, მეორე მხრივ, იმისათვის, რომ ფაშისტური მეთოდებით აიძულებდნენ ჩვენს მოქალაქეებს ამ აქციებში მონაწილეობას.
ვთვლი, რომ ვალდებულები ვართ, საზოგადოებას გავახსენოთ ბოლო წლების მსგავსი ისტორიები, იმისათვის, რომ ფხიზლად ვიყოთ ქართველები და არასდროს აღარ მივცეთ საშუალება აგენტებსა და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალებს, რომ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფონ ჩვენი მოქალაქეები.“- წერს ლევან მაჭავარიანი.

ყველა სიახლე

21 აგვისტო 2026, 12:30

მსოფლიო

ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შემქმნელებს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, „მაშა და დათვი“ საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შემქმნელებს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ პორტალზე ხუთშაბათს, 20 აგვისტოს გამოქვეყნდა.

21 აგვისტო 2026, 12:28

ჯანდაცვა

ლევან ჯღარკავა: რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მმართველობაში არსებული მარნეულის ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერების, არსებული საჭიროებებისა და სამომავლო განვითარების საკითხებზე ლაბორატორიის დირექტორმა ლევან ჯღარკავამ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.

21 აგვისტო 2026, 12:21

საზოგადოება

აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა

აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დაცული ტერიტორიების მიმართულებით 12 გიდი გადაამზადა. ინფორმაციას ტურიზმის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კახა კალაძე

21 აგვისტო 2026, 12:20

საზოგადოება

კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც გადაადგილების თვალსაზრისით სერიოზული დისკომფორტიც ახლავს თან.

სერგეი რიაბკოვი

21 აგვისტო 2026, 12:20

მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: რუსეთი მზადაა განიხილოს ახალი წინადადებები უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, თუმცა ნებისმიერი ინიციატივა „ადგილზე არსებულ რეალობას“ უნდა ემყარებოდეს

რუსეთი მზადაა განიხილოს ახალი წინადადებები უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, თუმცა ნებისმიერი ინიციატივა „ადგილზე არსებულ რეალობას“ უნდა ემყარებოდეს. ამის შესახებ რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატმა განაცხადა.

კახა კალაძე

21 აგვისტო 2026, 12:15

საზოგადოება

კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ეს არ არის დისკომფორტი, რომელიც იმიტომ იქმნება, რომ ქალაქში არაფერი კეთდება - პირიქით, ეს არის დროებითი დისკომფორტი იმისთვის, რომ შემდეგ ათწლეულების განმავლობაში გვქონდეს სრულად განახლებული გამზირი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისელებს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ცოტნე ანანიძე

21 აგვისტო 2026, 11:59

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე NGO-ებს: „გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, მსოფლიო პრაქტიკაში ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. რამდენჯერაც არ უნდა უწოდოთ საკუთარ თავს პატრიოტი ფაქტებს ვერ შეცვლით

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ეკა გიგაურის, თინა ხიდაშელის, გიორგი მშვენიერაძის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ეხმიანება.

21 აგვისტო 2026, 11:40

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

2026 წლის საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრა ცესკოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.

21 აგვისტო 2026, 11:33

სამართალი

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები მრავალმიზნობრივ საზღვაო სწავლებაში „Tomis 2026“ მონაწილეობდნენ

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საზღვაო სწავლება რუმინეთის შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, მრავალმიზნობრივი საზღვაო ოპერაციის - „Western Black Sea 2026“ ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანი კი საზღვაო სფეროში ურთიერთთავსებადობისა და თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერება, ასევე, მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციისა და ერთობლივი მოქმედების შესაძლებლობების გაუმჯობესება წარმოადგენდა.

21 აგვისტო 2026, 11:07

მსოფლიო

თეირანი ტრამპის ეკონომიკურ მუქარას გმობს და მას „ომის მეორე მხარედ“ აფასებს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „უკანონო“ მუქარა თეირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების თაობაზე.

21 აგვისტო 2026, 11:07

რეგიონი

ქალაქ ახალციხეში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ახალციხეში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

21 აგვისტო 2026, 11:05

რეგიონი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საირიგაციო არხების გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს.

21 აგვისტო 2026, 10:59

საზოგადოება

ბორჯომში, 150 დევნილი ოჯახისთვის, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, უახლოეს პერიოდში, გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა დაიწყება.

ალექსანდრ ვუჩიჩი

21 აგვისტო 2026, 10:54

მსოფლიო

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ხუთშაბათს, ტელეკომპანია RTS-ის ეთერში განაცხადა. კენჭისყრა 18 ან 25 ოქტომბერს ჩატარდება - დაგეგმილ ვადაზე ერთ წელზე მეტი ხნით ადრე. ვუჩიჩის თქმით, არჩევნების ზუსტი თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

21 აგვისტო 2026, 10:46

სამართალი

სამართალდამცველებმა ქვეყანაში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკის გავრცელების მცდელობა აღკვეთეს, ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის - 4 კილოგრამამდე „ალფა-პვპს“ გავრცელების მცდელობა აღკვეთეს.

ილონ მასკი

21 აგვისტო 2026, 10:41

მსოფლიო

Financial Times: უკრაინა ილონ მასკს Starlink-ის გამოყენების ნებართვას სთხოვს, რათა რუსულ სარაკეტო დანადგარებს დაარტყას

უკრაინა ცდილობს მიიღოს ნებართვა Starlink-ით აღჭურვილი დრონების გამოყენებაზე რუსული ბალისტიკური სარაკეტო დანადგარების წინააღმდეგ, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 200 კილომეტრამდე მანძილზე. ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამისთვის ილონ მასკის თანხმობა იქნება საჭირო.

21 აგვისტო 2026, 10:35

პოლიტიკა

გიგაური, ხიდაშელი, მშვენიერაძე და სხვა, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები განცხადებას ავრცელებენ, საკუთარ თავს „საქართველოს პატრიოტებს" უწოდებენ და ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებენ

განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნებისა“ და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების მხრიდან კოორდინირებული კამპანია უმძიმესი შედეგების მომტანია ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესებისთვის, საქართველოს მომავლისთვის.

21 აგვისტო 2026, 10:33

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის სეზონის განმავლობაში კონტროლს ამკაცრებს

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი). მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

21 აგვისტო 2026, 10:30

სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.