გია აბაშიძე ფონდი „ქართუს” განცხადებაზე: რადიკალებისთვის პრობლემა ის კი არ არის, რომ 2018 წლის პროგრამაში რამე გაუგებარია. პრობლემა ის არის, რომ ამ მასშტაბის ქველმოქმედებას ვერ აუქმებენ ამიტომაც, დარჩათ ერთადერთი იარაღი - შექმნან სკანდალი იქ, სადაც სკანდალი არ არსებობს
გია აბაშიძე
ფოტო: ვიდეოკადრი
რადიკალების მორიგი მცდელობა, ბიძინა ივანიშვილის 2018 წლის ქველმოქმედების ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდიც „ფარსად“ და „ტყუილად“ გამოაცხადონ, არა მხოლოდ უსუსური, არამედ სასოწარკვეთილი პოლიტიკური სიყალბეა. და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო „ფონდ ქართუს“ ასეთი დეტალური განმარტება - იმიტომ, რომ ნაცუბირები შეგნებულად ურევენ ერთმანეთში ფაქტს, ჭორსა და საკუთარ პოლიტიკურ სურვილს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აბაშიძე ფონდი „ქართუს” განცხადებას იშველიებს და აცხადებს, რომ “ეს არის ნამდვილი ფარსი - არა 2018 წლის სოციალური სოლიდარობის პროგრამა, არამედ იმ ადამიანების დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა, რომლებიც უკვე იმდენად დაცარიელდნენ შინაარსისგან, რომ ასობით ათასი მოქალაქისთვის მილიარდობით ლარის ვალის პატიებაშიც კი პოლიტიკური დანაშაულის ძებნა უწევთ.”
„ფაქტი კი ასეთია: „სოციალური სოლიდარობის აქტის“ ფარგლებში „ფონდმა ქართუმ“ 4 მილიარდ 104 მილიონ 429 ათას 484 ლარის პრობლემური ვალდებულებები გამოისყიდა და 615 164 მოქალაქეს 1 387 296 სესხი აპატია. პროგრამა შეეხო საქართველოში მოქმედ 55 ბანკსა და სხვა სამართლებრივი ფორმის ფინანსურ ინსტიტუტს. ეს თანხა ჰაერიდან მოფრენილი ციფრი კი არ არის - კონკრეტული ვალდებულებები იყო, კონკრეტული ადამიანებისა და კონკრეტული ფინანსური ინსტიტუტების წინაშე.
უფრო მეტიც, ეს არ ყოფილა არც ქაოსური და არც შემთხვევითი პროცესი: წინასწარ იყო განსაზღვრული მკაფიო კრიტერიუმები - სესხის ძირი არ უნდა აღემატებოდა 2 000 ლარს, ხოლო მოვალეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში სესხის პროცენტი არ უნდა ჰქონოდა გადახდილი. პროგრამაში შევიდა ყველა ის ვალდებულება, რომელიც ამ პირობებს აკმაყოფილებდა და მხოლოდ იმ ფინანსური ინსტიტუტებიდან, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობას დათანხმდნენ.
ახლა კი რადიკალური ოპოზიციის „დიდი აღმოჩენა“ რა არის? რომ ამ ყველაფერს თურმე ფარსი უნდა ვუწოდოთ.
სინამდვილეში, ყველაზე მარტივი კითხვა მათთვის ყველაზე უხერხულია: თუ ეს ვალდებულებები არავის ეპატია, მაშინ ვის აქვს დღეს მათზე მოთხოვნის უფლება? პასუხი თავად „ფონდმა ქართუმ“ გასცა - არავის. სესხები გამოისყიდა მხოლოდ მათი პატიების მიზნით და ფონდის მხრიდან მათზე რაიმე მოთხოვნა გამორიცხულია. და თუ ვინმეს დღეს ძველი სესხის დაფარვას სთხოვენ, აქაც პასუხი პირდაპირ არსებობს: ან საკრედიტო დაწესებულება შეცდომას უშვებს, ან კონკრეტული ვალდებულება საერთოდ არ აკმაყოფილებდა პროგრამის კრიტერიუმებს და 2018 წლის პროგრამაში არ მოხვედრილა. ამის გადამოწმება კი ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია „კრედიტინფოში“, ხოლო კონკრეტულ სესხზე ინფორმაციას „ფონდ ქართუც“ წერილობითი მიმართვის საფუძველზე გასცემს.
ანუ სად არის აქ ის მითიური „ფარსი“, რომელსაც რადიკალები ასეთი მონდომებით ეძებენ? 55 ფინანსური ინსტიტუტი, 1.38 მილიონი სესხი, 615 ათასზე მეტი მოქალაქე და 4.1 მილიარდ ლარზე მეტი ვალდებულება, რომელიც სწორედ პატიების მიზნით გამოისყიდეს. ამ ყველაფრის უარყოფას უკვე არგუმენტი კი არა, მხოლოდ პოლიტიკური ბოღმა სჭირდება.
მათთვის პრობლემა ის კი არ არის, რომ 2018 წლის პროგრამაში რამე გაუგებარია. პრობლემა ის არის, რომ ამ მასშტაბის ქველმოქმედებას ვერ აუქმებენ. ვერ გააქრობენ 615 ათას მოქალაქეს, ვერ გააქრობენ 1.38 მილიონ სესხს, ვერ გააქრობენ 4.1 მილიარდ ლარს და ვერც იმ ფაქტს, რომ პროგრამამ ადამიანების მდგომარეობა შეამსუბუქა და პრობლემური ვალდებულებების ჩამოწერამ ქვეყნის ფინანსურ გარემოსაც მოუტანა შედეგი.
ამიტომაც დარჩათ ერთადერთი იარაღი - შექმნან სკანდალი იქ, სადაც სკანდალი არ არსებობს; ეჭვი შეიტანონ იქ, სადაც გადამოწმებადი ფაქტებია; და ქველმოქმედებას შეუცვალონ სახელი მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ავტორი მათთვის მიუღებელია. აი, ეს არის ნამდვილი ფარსი - არა 2018 წლის სოციალური სოლიდარობის პროგრამა, არამედ იმ ადამიანების დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა, რომლებიც უკვე იმდენად დაცარიელდნენ შინაარსისგან, რომ ასობით ათასი მოქალაქისთვის მილიარდობით ლარის ვალის პატიებაშიც კი პოლიტიკური დანაშაულის ძებნა უწევთ.
ზნეობრივ-პოლიტიკური კრახის მქონე ადამიანებმა სხვის ქველმოქმედებას რომ „ფარსი“ უწოდონ, ამას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს: ფარსი ის არის, რასაც წლებია თავად დგამენ. და ამ წარმოდგენას საზოგადოებამ დიდი ხანია დაარქვა თავისი სახელი“, - წერს აბაშიძე.
ყველა სიახლე
25 აგვისტო 2026, 14:23
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო პირი, რომელიც საჯარო სივრცეში უმისამართოდ იგინებოდა. ასევე, 1500 ლარით დაჯარიმდა მოქალაქე, რომელმაც კონკრეტულ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ალექსანდრე სოლაშვილის საქმე განიხილა. ის უმისამართოდ იგინებოდა საჯარო სივრცეში. სასამართლომ სოლაშვილი სამართალდამრღვევად ცნო. დაეკისრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.
25 აგვისტო 2026, 14:23
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი ფონდი „ქართუს“ წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე: ნაცვლად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო მასშტაბის სიკეთეს თვალი გაუსწორონ, არაკეთილსინდისიერი ადამიანები ისევ იაფფასიანი ტყუილებით ცდილობენ ხალხის შეცდომაში შეყვანას. ნუ აჰყვებით ამ ხელოვნურ აჟიოტაჟს - ფაქტები ჯიუტია და ამ ისტორიულ ქველმოქმედებას ვერანაირი ბინძური პროპაგანდა ვერ გადაფარავს!
„ნაცაკუცების მორიგი სასოწარკვეთილი ტყუილი და ფონდ „ქართუს“ მკაფიო პასუხი! ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად აგორდა მორიგი ბინძური კამპანია და ყალბი ინფორმაცია 2018 წლის უპრეცედენტო ქველმოქმედებაზე, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ დღეს ამომწურავი, ფაქტებზე დაფუძნებული განცხადება გაავრცელა. მოდით, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ამ უტიფარ მატყუარებს რეალური ციფრები, რომელთა წაშლასაც ასე უშედეგოდ ცდილობენ:
25 აგვისტო 2026, 14:14
მსოფლიო
POLITICO: ლაიფციგის აეროპორტში კიდევ ერთი დრონი აღმოაჩინეს. ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია საფრთხეშია
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონების აღმოჩენა აჩვენებს, რომ გერმანია „რეალური საფრთხეების წინაშეა“. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 14:14
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა
„25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.
25 აგვისტო 2026, 14:08
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.
25 აგვისტო 2026, 14:08
სამართალი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის მომდევნო პროცესი 19 ოქტომბერს გაიმართება
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას მსჯავრდებული არ ესწრებოდა. მან უარი თქვა სასამართლოში გამოცხადებაზე.
25 აგვისტო 2026, 13:47
პოლიტიკა
ვანო ჩხარტიშვილი: „ტერაბანკისა“ და სასტუმრო „ბილტმორის“ გასხვისების პროცესთან ჩემი სახელის დაკავშირება სრულიად უსაფუძვლოა და „ტვ პირველის“ მხრიდან სიცრუის მორიგ ტირაჟირებას წარმოადგენს
„ტვ პირველის“ მიერ ჩემ შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. არც „ტერაბანკისა“ და არც სასტუმრო „ბილტმორის“ შესაძლო გასხვისების პროცესში ვყოფილვარ ჩართული, არც შუამავლობა გამიწევია და არც სიუჟეტში დასახელებულ პირებთან მქონია შეხვედრა ამ საკითხზე.
25 აგვისტო 2026, 13:40
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: მუდმივი მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალონ, თუმცა, რეალობა ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური სპეკულაციები
მუდმივი მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალონ, - ასე ეხმიანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველო გაეროში უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას შეუერთდა.
25 აგვისტო 2026, 13:36
მსოფლიო
რუსული მედია: აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავი Boeing C-17A Globemaster III მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 13:27
ჯანდაცვა
თელავში ჰიპერტენზიის გაზომვების თვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
თელავში, მაისის ჰიპერტენზიის გაზომვების თვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის კამპანიის ფარგლებში ღონისძიებები, თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა.
25 აგვისტო 2026, 13:17
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, რაც შემდგომ სოციალური ქსელით უკანონოდ გაავრცელა.
25 აგვისტო 2026, 13:09
მსოფლიო
Euractiv: სოლიდარობა კიევის ხაზინას ვერ შეავსებს
Euractiv-ის ინფორმაციით, ორშაბათს კიევის სოფიის მოედანზე უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ევროპის რვა ლიდერი შეიკრიბა. ქალაქისთვის, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში რუსეთის თავდასხმების სამიზნე იყო, მათი ყოფნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი და მოსახლეობისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გახდა.
25 აგვისტო 2026, 12:51
კულტურა
ვუდი ალენი ახალ ფილმზე მუშაობს
ოქტომბერში ესპანეთში ვუდი ალენის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებები დაიწყება. Deadline-ის ცნობით, პროექტი „უპირატესად ინგლისურენოვანი“ იქნება. ფილმში მონაწილეობას მიიღებს მსახიობთა „ვარსკვლავური შემადგენლობა“, რომელიც ჯერ ბოლომდე არ დაკომპლექტებულა. ამ ეტაპზე ასევე უცნობია სურათის სახელწოდება და სიუჟეტის დეტალები.
25 აგვისტო 2026, 12:50
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: როდესაც ამბობდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და ხელისუფლებისკენ არ მივისწრაფვითო, დადგნენ პარლამენტის წინ და ტექნიკური მთავრობა მოითხოვეს, შემდეგ, მათი პატრონების დავალებით, მოკიდეს ხელი თავის ინფრასტრუქტურას და გადაიტანეს ესტონეთში, რაღაც დანგრეულ შენობაში და რას აკეთებენ, კაცმა არ იცის
როდესაც ამბობდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და ხელისუფლებისკენ არ მივისწრაფვითო, დადგნენ ამ შენობის [პარლამენტი] წინ და ტექნიკური მთავრობა მოითხოვეს, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა.
25 აგვისტო 2026, 12:29
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე: ყველა სტუდენტს ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. მჯერა, რომ სტუდენტობის წლებში დაგროვილ გამოცდილებას და ინტელექტუალურ რესურსს მთელი გულით მიუძღვნით ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და წარმატებას!
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს ყველა ახალგაზრდას და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, სტუდენტობის წლებში დაგროვილი გამოცდილება და ინტელექტუალური რესურსი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია.
25 აგვისტო 2026, 12:18
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი: ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ყველა სტუდენტს - მჯერა, მიღებული ცოდნითა და გაწეული შრომით თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში
„განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიანი ახალგაზრდობა ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. მჯერა, მიღებული ცოდნითა და გაწეული შრომით თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში“.
25 აგვისტო 2026, 12:16
რეგიონი
ამბროლაურის აეროპორტი „ფუძეობას" განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდება
27 აგვისტოს ამბროლაურში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“გაიმართება, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი წელს პირველად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“ ერთად, ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტია. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 12:14
სამართალი
სამართალდამცველებმა 33 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს
როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.
25 აგვისტო 2026, 12:13
პოლიტიკა
ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნებს ცესკოს ხელმძღვანელი პირები დააკვირდნენ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ.


