რატი იონათამიშვილი: ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს დაარსებას იჩემებს, არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა
რატი იონათამიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე შეტევა და სიცრუის გავრცელება გარე ძალების აგენტებით დაკომპლექტებული ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის საქმიანობის მნიშვნელოვანი კომპონენტია, -წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.
იონათამიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ აბასთუმნის რეაბილიტაციისა და ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და მას „მტკნარ სიცრუესა და აბსურდს“ უწოდებს.
დეპუტატმა აბასთუმანში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით ფაქტები მოიყვანა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი კურორტზე უნიკალურ სასტუმროს აშენებს, რომლის ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება და რომელიც თავიდან ბოლომდე საქველმოქმედო პროექტია, რამეთუ თითოეული თეთრი, რომელიც სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ იქნება ამონაგები, სწორედ საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება და სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება.
„როგორც ჩანს, ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაწყვიტა შენება ნგრევად, ქველმოქმედება კი პირად ინტერესებზე ზრუნვად წარმოაჩინოს და თავს დაესხას აბასთუმნის აღდგენის პროექტს, რომელმაც განადგურების პირას მყოფ მსოფლიოს ერთ-ერთ უნიკალურ კურორტს ახალი სიცოცხლე უნდა შთაბეროს.
ჩერგოლეიშვილმა საკუთარ მიმართვაში უამრავი სისულელე და ტყუილი ილაპარაკა, რის საილუსტრაციოდაც მხოლოდ ის მტკნარი სიცრუეც კმარა, თითქოს, ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში „ხრიოკზე“ ფილტვის ცენტრის აშენების სანაცვლოდ, ისტორიულ „ტუბსაავადმყოფოს“ ტერიტორია მიიღო. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, სწორედ ამგვარი პირობებით ცდილობდნენ ინვესტორის მოძებნას, თუმცა, არავინ დაინტერესდა, რადგანაც მსგავსი ინვესტიცია ყველამ, ვისაც მისი განხორციელება შეეძლო, წამგებიანად მიიჩნია.
მოდი, ვნახოთ, რა მოხდა რეალურად - ბატონმა ბიძინამ საკუთარი ფულით არა „ხრიოკზე“, არამედ უნიკალურ ტერიტორიაზე, სადაც სამი სხვადასხვა ხეობის ჰაერი ცირკულირებს, მართლაც ააშენა ულტრათანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ფილტვის ცენტრი, თუმცა, ამის სანაცვლოდ არაფერი მიუღია. მან მხოლოდ მოგვიანებით, აუქციონის წესით კონკურენტულ პირობებში დაახლოებით 4 მილიონად შეიძინა ის ტერიტორია, რომელზეც ამორტიზებული, დანგრევის პირას მისული, პაციენტებისა და პერსონალის სიცოცხლისთვის საშიში, ხეობისა და მისი მაცხოვრებლებისთვის კი სიბინძურისა და არაერთი პრობლემის წყაროდ ქცეული ძველი საავადმყოფო მდებარეობდა. ისიც არაერთხელ აღინიშნა, რომ „ტუბდისპანსერის“ აღდგენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო და მისი რეაბილიტაციის პროცესში ჩართვაზე არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოური და საკმაოდ გამოცდილი კომპანიები ამბობდნენ უარს. ამასთან ერთად, სწორედ ბატონმა ბიძინამ გაარემონტა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვა აბასთუმნის ამბულატორია, სადაც პაციენტებისთვის დღესაც კომფორტული პირობებია შექმნილი და ღირსეულადაც ემსახურებიან.
რაც შეეხება „ტუბდისპანსერის“ ისტორიულობის საკითხს, რადიკალებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საავადმყოფო, წესით, არც უნდა აშენებულიყო, რადგან იქ რომანოვების მართლაც ისტორიული სასახლე მდებარეობდა, რომელსაც სწორედ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით დაუბრუნდა პირვანდელი სახე.
კარგი იქნებოდა, ქალბატონ თამარს, რომელმაც აბასთუმანზე ვრცლად ისაუბრა, იმის შესახებაც მოეძიებინა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი კურორტზე უნიკალურ სასტუმროს აშენებს, რომლის ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება და რომელიც თავიდან ბოლომდე საქველმოქმედო პროექტია, რამეთუ თითოეული თეთრი, რომელიც სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ იქნება ამონაგები, სწორედ საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება და სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება. ქველმოქმედების პარალელურად - გრძელვადიან პერსპექტივაში ახალი სასტუმრო ხელს შეუწყობს ადგილზე სხვა ბიზნესის განვითარებას, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, ადგილობრივებს დაეხმარება მეტი შემოსავლის გაჩენაში და აბასთუმნის ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს შესთავაზებს მეტ არჩევანს, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ და დადებითად აისახება ტურისტების რაოდენობისა და კურორტის საერთაშორისო ცნობადობის ზრდაზე.
აგენტურულ ოპოზიციას მინდა ისიც შევახსენო, რომ მათი ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს დაარსებას იჩემებს, არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბატონმა ბიძინამ დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა, რაც კიდევ უფრო უკეთ სარეაბილიტაციო სამუშაოების საბოლოოდ დასრულების შემდეგ გამოჩნდება.
თუ კარგად დავაკვირდებით, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასთან დაკავშირებით რადიკალების დამოკიდებულებასაც ადვილად შევამჩნევთ. - მაშინ, როდესაც სახელმწიფოს სახსრები არ გააჩნდა და ბიძინა ივანიშვილმა საჩხერე - გომის დანგრეული და კიდევ უფრო მეტად დაზიანებული საჩხერე - ზესტაფონის საავტომობილო გზები ხელახლა ააშენა, ერთ-ერთმა მათმა თანაგუნდელმა, დღესდღეობით გარდაცვლილმა ადამიანმა აღნიშნა, თითქოს, ბატონმა ბიძინამ ეს გზები იმიტომ აღადგინა, რომ მათზე თავად გადაადგილდებოდა, შესაბამისად, ეს არც ქველმოქმედებაა და არც მადლობას იმსახურებს. მცირეოდენი მარგინალებისგან სწორედ ამგვარ ლოგიკას ვხვდებით აბასთუმანთან დაკავშირებითაც, თუმცა, საბედნიეროდ, საზოგადოების უმრავლესობა კარგად ამჩნევს სიმართლეს და სიკეთის მასშტაბს, რომელსაც უკვე სამი ათეული წელია ბიძინა ივანიშვილი საქართველოში სჩადის. მათი აზრით, საზოგადოებისთვის საკეთილდღეო თითოეული ის საქმე, რომელიც მან ჩვენს ქვეყანაში გააკეთა, არათუ მადლობას, არამედ კრიტიკას იმსახურებს, რადგან ის თავადაც აქ ცხოვრობს. ამ ლოგიკით, იმის დასამტკიცებლად, რომ ის საქართველოსა და ქართველებისთვის მართლაც უანგარო ქველმოქმედია, საკუთარი სამშობლოდან საერთოდ უნდა გადაიხვეწოს და მნიშვნელოვანი საქმეები ქვეყნის გარედან უნდა აკეთოს.
სწორედ ამგვარ აბსურდში არიან შესული რადიკალი აგენტები და ამის კიდევ ერთი დასტური აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილის განხორციელებული საქველმოქმედო პროექტების შესახებ ჩერგოლეიშვილის მოსაზრებებია. ამ დროს, თავად ისინიც ცხოვრობენ საქართველოში და შეუძლიათ რაიმე კარგი გააკეთონ, თუმცა, ამ ქვეყნისთვის არათუ არანაირი პირადი ძალისხმევა არ გაუღიათ, არამედ საქართველოს ნგრევისა და დაზიანებისკენ არიან მიმართული, პარალელურად კი იმ საჯარო სიკეთეებით - გზებით, მუზეუმებით, უნიკალური სივრცეებით და ა.შ. სარგებლობენ, რომლებიც ბატონმა ბიძინამ საქართველოს აჩუქა“, - წერს რატი იონათამიშვილი.
ყველა სიახლე
25 აგვისტო 2026, 18:42
მსოფლიო
ტრამპი: ახლახან შემატყობინეს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებიდან, რომ ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო წყლებში ყველა ნაღმი გაუვნებელყოფილია ან აფეთქებულია
ახლახან შემატყობინეს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებიდან, რომ ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო წყლებში ყველა ნაღმი გაუვნებელყოფილია ან აფეთქებულია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
25 აგვისტო 2026, 18:34
მსოფლიო
ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი ეკონომიკური სანქციები „მხოლოდ კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას“ და აღნიშნა, რომ ჩინეთსა და ირანს შორის თანამშრომლობის შეფერხება დაუშვებელია
ოფიციალურმა პეკინმა სამშაბათს განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი ეკონომიკური სანქციები „მხოლოდ კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას“ და აღნიშნა, რომ ჩინეთსა და ირანს შორის თანამშრომლობის შეფერხება დაუშვებელია.
25 აგვისტო 2026, 18:33
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლებთან და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის მთავრობის წევრებთან ერთად, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი ბიზნესის და ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 18:19
მსოფლიო
მარტა კოსი: მსოფლიო შეიცვალა - ევროკავშირის გაფართოებაც მასთან ერთად უნდა შეიცვალოს
ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სამშაბათს წარადგინა ევროკომისიის წინადადება ბლოკის გაფართოების პროცესის გადახედვის შესახებ - მან ისაუბრა ეტაპობრივი ინტეგრაციის, კანდიდატი ქვეყნების უფრო მკაცრი შემოწმებისა და ახალი მეთოდოლოგიის გეგმებზე. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 18:06
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალი გურჯაანში გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ქალაქ გურჯაანში ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალი გახსნა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 17:55
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ანტიადამიანური რეჟიმისაგან არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი „დანაშაული“ საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, ივანიშვილს ეს „დანაშაული“ არ აპატიონ - აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით
ქართველი ხალხის წინაშე ივანიშვილის მთავარი დამსახურება არის ის, რაც მან 2012 წლის 1 ოქტომბერს გააკეთა - საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ჯალათური, მკვლელი, მწამებელი, ანტიქართული და ანტიადამიანური რეჟიმისაგან, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.
25 აგვისტო 2026, 17:42
მსოფლიო
გერმანული მედია: ყოფილი გერმანელი დეპუტატი მიხაილ როთი აზარტული თამაშების ბიზნესში გადავიდა
გერმანული მედიის ცნობით, ბუნდესტაგის ყოფილი დეპუტატი მიხაილ როთი აზარტული თამაშების ბიზნესში გადავიდა.
25 აგვისტო 2026, 17:29
მსოფლიო
The New York Times: უკრაინისთვის გადაცემული ძვირად ღირებული ტანკები დრონების საფრთხის გამო უსაქმოდ დგას
The New York Times-ის ინფორმაციით, ოდესღაც უკრაინისთვის ყველაზე სასურველი დასავლური შეიარაღება, ტანკები უსაქმოდ დგას, ტყეებშია დამალული და ობობას ქსელით იფარება.
25 აგვისტო 2026, 17:25
საზოგადოება
კახა კალაძე: ახალგაზრდებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და ცხოვრების ახალი, საინტერესო ეტაპის დაწყებას - თქვენ უკვე დაამტკიცეთ, რომ გაქვთ სწავლის, განვითარებისა და ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და სტუდენტობას ულოცავს.
25 აგვისტო 2026, 17:23
პოლიტიკა
ალექსანდრე ძნელაძე „ფონდი ქართუს“ მიერ გამოსყიდულ სესხებზე: „ქართუ ფონდმა“ დაადასტურა, რომ ამ სესხებზე მოთხოვნა არ არსებობს - ადამიანებს ძალიან მოკლე ვადაში შეექმნათ შესაძლებლობა, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ან გამარტივებოდათ, ან არ ჰქონდათ და გაუჩნდათ ეს ხელმისაწვდომობა
„ქართუ ფონდის“ გარდა არავის არ აქვს უფლება, რომ მოითხოვოს აღნიშნული სესხი, რადგან სესხები, რომელიც შეიძინა „ქართუ ფონდმა“, მხოლოდ მას ეკუთვნის აღნიშნული ვალდებულებები, - განაცხადა საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „ქართუ ფონდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას.
25 აგვისტო 2026, 17:22
რეგიონი
სნოს საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის დამატებითი შესწავლა მიმდინარეობს
სნოს საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის დამატებითი შესწავლა მიმდინარეობს. პროცესი მოიცავს გეოლოგიურ კვლევასა და შენობის ავარიულობის კატეგორიის დადგენას. ამ ეტაპზე სნოს საჯარო სკოლის არსებული შენობის დემონტაჟისა და ახალი სკოლის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ელოდებიან სპეციალისტების დასკვნას.
25 აგვისტო 2026, 17:15
რეგიონი
ქალაქ გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა - შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქალაქ გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნო. შტაბი რთველის პერიოდში პროცესის კოორდინაციას, მევენახეებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და რთველთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას უზრუნველყოფს. შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 17:09
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ Patriot-ის რაკეტების „მცირე რაოდენობა“ მიიღო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევმა პარტნიორებისგან Patriot-ის ტიპის რაკეტები მიიღო.
25 აგვისტო 2026, 17:09
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ფავლენიშვილსა და შენგელიას მიერ ლარსზე გამართულ ბრიფინგზე: ამ ხალხს მრჩეველი არავინ ჰყავს? „ნაციონალები“ ლარსთან სააკაშვილის მიერ რუსების საქართველოში მოწვევასთან და საჩუქრების ჩუქებასთან არიან ასოცირებული და ეს მეორე რიგის ნაციონალები მათ ამ იარას კიდევ ერთხელ აშიშვლებენ? - შემდეგი ბრიფინგი რუსებისთვის გადაცემულ ენერგოობიექტებთან ჩაატარეთ
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ბესო შენგელიას მიერ ლარსის გამშვებ პუნქტზე გამართულ ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
25 აგვისტო 2026, 16:28
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: ფონდმა „ქართუმ“ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების პრობლემური სესხები სრულად შეისყიდა და გაანულა. გარკვეული მოქალაქეების მცდელობა საზოგადოებას დააჯერონ, რომ ძველი ვალების ამომღები კომპანიები კვლავ ითხოვენ იმ ძველი სესხების დაფარვას, მისი შინაარსის არასერიოზულობიდან გამომდინარე უხერხულია
ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა „ფონდმა ქართუმ“ ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი საქართველოს მოქალაქეების პრობლემური სესხები სრულად შეისყიდა და გაანულა. ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის კერძო ფინანსური დახმარება, რომელმაც ასობით ათას მოქალაქეს მძიმე ეკონომიკური ტვირთი შეუმსუბუქა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი და ფონდის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას ეხმიანება.
25 აგვისტო 2026, 16:19
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: ეს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდა საერთაშორისო დამსმენებად და საერთაშორისო თაღლითებად. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში დაკავებულები არიან იმით, რომ როგორმე ავნონ და დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები
ეს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდა საერთაშორისო დამსმენებად და საერთაშორისო თაღლითებად, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ ლევან მაჭავარიანის წერილზე საუბრისას.
25 აგვისტო 2026, 15:47
მსოფლიო
ტრამპი ირანის ხელისუფლებას დემონსტრანტების დახოცვაში ადანაშაულებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის ხელისუფლება სამხედროებს ხელფასებს ვერ ურიგებს, თუმცა უდანაშაულო დემონსტრანტების დახოცვას განაგრძობს.
25 აგვისტო 2026, 15:43
პოლიტიკა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო: გავრცელებული ინფორმაცია ბობოყვათში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის შეფერხებისა და გაჭიანურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ბობოყვათში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის შეფერხებისა და გაჭიანურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
25 აგვისტო 2026, 15:40
საზოგადოება
ცოტნე ანანიძე: განათლებული მომავალი თაობა, პატრიოტიზმთან შერწყმული პროფესიონალიზმი განსაზღვრავს საქართველოს ხვალინდელ დღეს
„დღეს,ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. ათასობით ახალგაზრდა, მათი ოჯახები, პედაგოგები, გულშემატკივრები ზეიმობენ სტუდენტობას. გილოცავთ ყველას თქვენი შრომის დაფასებას, მიზნის მიღწევასა და ცხოვრების ულამაზესი, სრულიად ახალი, საინტერესო, ამასთან, უდიდესი შესაძლებლობებით სავსე ეტაპის დაწყებას. განათლებული მომავალი თაობა, პატრიოტიზმთან შერწყმული პროფესიონალიზმი განსაზღვრავს საქართველოს ხვალინდელ დღეს. მჯერა, მიღებულ ცოდნასა და თქვენს ახალგაზრდულ ენერგიას ჩვენი ქვეყნის წინსვლას, აღმშენებლობასა და გაძლიერებას მოახმართ. გისურვებთ წარმატებულ სტუდენტობას!“ - წერს სოციალურ ქსელში ცოტნე ანანიძე.


