გურამ ნიკოლაშვილი ლაშა ბუღაძეზე: ქართველ მწერალთაგან განსაკუთრებით მოშურნემ ბუღი დააყენა და შემოგვთავაზა წიგნი-აქტივიზმი, წიგნი უცილობლად საკითხავი და მის მარკეტინგულ ფრომოუშენსაც მიჰყო ხელი - ხან ციხეს გააგზავნა ნუგეშად, ხან ყდის შებღალვაზე აბღავლდა
გურამ ნიკოლაშვილი
ფოტო: თბილისის საკრებულო
ოპოზიციური აქტივიზმის (ბაბლი, აკაცუკები, მარშისტები) ერთ-ერთი საყრდენი კონცეფციაა, რომ ადამიანის პროფესიას ფასი არ აქვს, თუ ის განმსჭვალული არ არის „მოქალაქეობრივი თვითშეგნებით და საკუთარ საქონელსა და მომსახურებაში მჭიდროდ არ ჩართავს „ღირებულებებისა და ფასეულობისთვის ბრძოლას“, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ქართველ მწერალთაგან განსაკუთრებით მოშურნემ, ლაშა ბუღაძემ, „ბუღი დააყენა“ და შემოგვთავაზა წიგნი-აქტივიზმი, რომლის მარკეტინგულ ფრომოუშენსაც მიჰყო ხელი და ხან ციხეში გააგზავნა, ხან „ყდის შებღალვაზე აბღავლდა“.
„მაგალითად - შეგიკვეთეს ყავა. თუ ჩაფურთხებას ვერ ახერხებ, ის მაინც უნდა შეძლო რომ ფულის გამორთმევის მომენტში კლიენტს შეახსენო ვინაა ამ ქვეყანაში ოკუპანტი, სად გაჟონა და ა.შ. მენიუ გრძელია. ეს რომ ყავის გამყიდველს მოეთხოვება, წარმოგიდგენიათ რამდენი მოეთხოვება მწერალს - ადამიანთა სულის მგზნებარე ინჟინერს?
ქართველ მწერალთაგან განსაკუთრებით მოშურნემაც ბუღი დააყენა და შემოგვთავაზა წიგნი-აქტივიზმი, წიგნი-ჯორჯორველი, წიგნი უცილობლად საკითხავი და მის მარკეტინგულ ფრომოუშენსაც მიჰყო ხელი - ხან ციხეს გააგზავნა ნუგეშად, ხან ყდის შებღალვაზე აბღავლდა.
ვისარგებლოთ უახლესი ტექნოლოგიური მიღწევით, ანუ ხელოვნური ინტელექტით იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრების ძვირფასი წუთები არ დავხარჯოთ მაკულატურის კითხვასა და მსჯელობა-ჭინთვაში.
ლაშა ბუღაძის „დამკვირვებელი“ პოლიტიკური დისტოპიაა - თანამედროვე საქართველოს შესაძლო, უკიდურესად გამუქებული მომავლის სურათი.
რომანის მოქმედება დაახლოებით 24 წლის შემდეგ ვითარდება. საქართველო, როგორც სახელმწიფო, ფაქტობრივად აღარ არსებობს: ის დაყოფილია სხვადასხვა ზონად, თბილისი გვირაბების ქალაქადაა ქცეული, მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრაციაშია, დარჩენილი საზოგადოება კი დესპოტური მმართველობის, იზოლაციისა და ხანგრძლივი პროპაგანდის შედეგად მთლიანად გარდაქმნილია.
ქვეყანას თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მართავდა ავტორიტარული ფიგურა, რომელსაც ტექსტში „ბაბას“ უწოდებენ. მოგვიანებით იგი თითქოს „ზეცად ამაღლდა“, მაგრამ მის გარშემო შექმნილი კულტი კვლავ მოქმედებს. რეჟიმი არჩევნებს აუქმებს, რადგან პოლიტიკური მეტოქეობა მავნე და სახიფათო მოვლენადაა გამოცხადებული.
მთავარი გმირი ემიგრაციიდან 24 წლის შემდეგ ბრუნდება. იგი საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით ჩამოდის, რადგან რეჟიმი უცნაურ რეფერენდუმს - „არჩევნების არჩევნებს“ - ნიშნავს. ხალხმა უნდა უპასუხოს არა იმას, ვინ უნდა მართოს ქვეყანა, არამედ საერთოდ სურს თუ არა, მომავალში არჩევნები ტარდებოდეს.
დამკვირვებლებად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტულ ქართველებს იწვევენ. დაბრუნებულთათვის ძველი სამშობლო თითქმის ამოუცნობია:
* საქართველო „ქვეყნის ნარჩენად“ არის ქცეული;
* ემიგრანტები და დარჩენილი მოსახლეობა ერთმანეთს თანამემამულეებად ვეღარ აღიქვამენ;
* ენაც კი შეცვლილია და განსხვავებულად ჟღერს;
* საზოგადოებაში წაშლილია წარმოდგენა პოლიტიკურ არჩევანზე;
* ბელადის კულტი რელიგიის მსგავს სისტემადაა ჩამოყალიბებული;
* ადამიანები იმდენად შეეგუვნენ უცვლელობას, რომ თავისუფლებას საფრთხედ აღიქვამენ.
ფინალში ოფიციალურად ცხადდება, რომ მოსახლეობის 98 პროცენტმა არჩევნების ჩატარებას უარი უთხრა. ერთ-ერთ უბანზე რეალურად მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მიდის, მაგრამ ოქმში 84 ხმა ჩნდება და ყველა ხმა „არაა“. ამით ავტორი აჩვენებს, რომ რეფერენდუმი თავიდანვე თეატრალური წარმოდგენაა: ხალხს ფორმალურად ეკითხებიან არჩევანის შესახებ, სინამდვილეში კი შედეგი წინასწარ არის დაწერილი.
რომანის მთავარი თემა მხოლოდ გაყალბებული არჩევნები არ არის. უფრო ღრმა კითხვაა: რა ემართება საზოგადოებას, როდესაც ავტორიტარული რეჟიმი იმდენ ხანს გრძელდება, რომ ადამიანებს თავისუფლების სურვილიც ეკარგებათ? დესპოტს უკვე აღარ სჭირდება მხოლოდ ძალადობა - რეჟიმის მთავარი საყრდენი ხდება შეგუება, მეხსიერების დაკარგვა და საზოგადოების მიერ საკუთარი უუფლებობის ნებაყოფლობითი მიღება.
სათაური „დამკვირვებელიც“ ირონიულია. მთავარი გმირი თითქოს არჩევნებს აკვირდება, მაგრამ რეალურად აკვირდება საკუთარი ქვეყნის გაქრობას და ამავე დროს აღმოაჩენს დამკვირვებლის უძლურებას: იგი ხედავს ყველაფერს, თუმცა პროცესის შეცვლა აღარ შეუძლია.
მართალია, მოქმედება მომავალშია გადატანილი, მაგრამ წიგნი აშკარად ეხმაურება 2024 წლის შემდგომ ქართულ პოლიტიკურ რეალობას - ავტორის მიხედვით ემიგრაციის „მესამე ტალღის“ ათვლა სწორედ 2024 წლიდან იწყება. ამიტომ ეს არა უბრალოდ ფანტასტიკური მომავალი, არამედ დღევანდელი პოლიტიკური შიშების სატირული და შავბნელი პროექციაა. გამომცემლობაც მას „შავბნელ სარკედ“ აღწერს და არა ჩვეულებრივ დისტოპიად“, - წერს ნიკოლაშვილი.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 14:24
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში შემოუძღოდა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უფრო მეტი რუსი ეროვნების ადამიანი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა, ეს ერთი ტყუილი რაც გაავრცელეს და მეორე თითქოს მათ მოქალაქეობა ენიჭებათ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული წესით, რაც მტკნარი სიცრუეა, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას.
26 აგვისტო 2026, 14:21
პოლიტიკა
ანა წითლიძე: არათუ გასვლაზე, ან შესვლაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალიანსთან დაკავშირებით საერთოდ არ დგას საკითხი. არ არის ჩვენთვის პრიორიტეტული
ანა წითლიძე ოპოზიციური ალიანსის უმოქმედობაზე საუბრობს და საკუთარ პოზიციასთან ერთად, პარტიის პოზიციას ახმიანებს. მისი თქმით, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის წევრი, პარტიისთვის ეს უმნიშვნელოა. პარალელურად ალიანსის წევრებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება.
26 აგვისტო 2026, 14:20
მსოფლიო
AXIOS-ის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია
გამოცემა AXIOS-ი წერს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ამერიკულმა სანქციებმა დაშინების ეფექტი არ გამოიწვია.
26 აგვისტო 2026, 14:20
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ლარსიდან გამოქვეყნებულ ვიდეოზე: ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს
„ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი პირადად სწორედ ლარსში, შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და თავად ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს. როცა დაკვეთა შეიცვალა, ახლა ისინი საზოგადოებას ვითომდა გულანთებულ მამულიშვილებად წარმოუდგებიან, მიდიან ლარსში და დგამენ ამ რაღაც მასკარადს. სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს ამას, ვინაიდან თუნდაც სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების არავითარ ე.წ. უკონტროლო შემოდინებასთან საქმე არ შეიძლება გვქონდეს და გამსვლელები უფრო მეტნი არიან, ვიდრე შემომსვლელები.
26 აგვისტო 2026, 14:18
სამართალი
მოქალაქეს, რომელმაც სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა ჯარიმა დაეკისრა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა და მოქალაქე დიანა ჩაკვეტაძე სამართალდამრღვევად ცნო.
26 აგვისტო 2026, 14:13
საზოგადოება
მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის უფროსი: საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები და წესები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის თანაბარი და ერთნაირია, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე განსხვავებული წესი არ მოქმედებს
„რაც შეეხება მომართვიანობას, ზოგადად საგამონაკლისო წესზე მომართვიანობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას საგამონაკლისო წესით ვერ მოიპოვებს, თუკი არ დადასტურდა სახელმწიფო ინტერესი და მისი საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი“, - აღნიშნა თამთა ფეტვიაშვილმა.
26 აგვისტო 2026, 14:00
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
26 აგვისტო 2026, 13:46
მსოფლიო
Reuters: ნეპალში წყალდიდობას რვა ადამიანი ემსხვერპლა. დაზიანებულია გზები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა
ნეპალში მომხდარ ძლიერ წყალდიდობას სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 13:45
სპორტი
ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის გასვლით მატჩებზე ბილეთები ხვალიდან გაიყიდება⚽
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებს სტუმრად, უნგრეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართავს.
26 აგვისტო 2026, 13:13
ტექნოლოგიები
თურქეთში ლეოპარდზე ამხედრებული ადამიანის 11 000 წლის ქანდაკება იპოვეს
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ სოციალურ ქსელ NSosyal-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღმოჩენა აღწერა, როგორც „კომპოზიციური ქანდაკება“ ისეთი სტილით, როგორიც ამ ტერიტორიაზე მანამდე არ შეხვედრიათ. მისი თქმით, 70 სანტიმეტრის სიმაღლის ქანდაკება დაახლოებით 3 მეტრის დიამეტრის მქონე სტრუქტურის კედლის გასწვრივ იპოვეს.
26 აგვისტო 2026, 13:07
საზოგადოება
„2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულთა საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა. ამასთან, 2026 წელს სახელმწიფოს დაფინანსებით დაახლოებით 2000-ით მეტი სტუდენტი ისწავლის“ - განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე მისაღები გამოცდების შედეგების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟზე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს
მისი განცხადებით, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შექმნილი რეალური სურათი რამდენიმე საკვანძო ტენდენციას გამოკვეთს და აღნიშნავს, რომ 2025 წელთან შედარებით საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების საერთო რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა.
26 აგვისტო 2026, 13:01
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.
26 აგვისტო 2026, 12:53
მსოფლიო
ზელენსკიმ მასკი უკრაინის „თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელი ბიზნესმენი და მილიარდერი ილონ მასკი „თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა ატვირთული.
26 აგვისტო 2026, 12:31
საზოგადოება
სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გენადი კერძევაძე დაინიშნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გენადი კერძევაძე წარუდგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 12:18
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრების გზაზე უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩევს.
26 აგვისტო 2026, 12:05
საზოგადოება
28 აგვისტოს, უქმე დღესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
აღნიშნულ თარიღში საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების გაწევაზე იმოქმედებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული, არასამუშაო დროისთვის/უქმე დღისთვის დაწესებული ტარიფი.
26 აგვისტო 2026, 12:02
რეგიონი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კუმისის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, სოფელ კოდაში 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 11:52
მსოფლიო
უკრაინული მედია: აშშ-ში უკრაინის ელჩად შესაძლოა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება დაინიშნოს
აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის დმიტრო კულებას კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 11:33
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით რომან გოცირიძის განცხადებებზე: ერთი ემირატული გიგანტის მეორეთი ჩანაცვლების „საერთაშორისო იზოლაციად“ გასაღების მცდელობა არის იაფი პოლიტიკური პროპაგანდა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში უცხოური ინვესტიციების შესახებ რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და პოლიტიკურ პროგაპანდას უწოდებს.


