29 აგვისტო 2026, 15:43 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: რუსეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ კრახს ემსგავსება

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში გავლენის შემცირებასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე მოსკოვის პოლიტიკას ეხმიანება.

ანალიტიკოსის შეფასებით, აზერბაიჯანსა და სომხეთში რუსეთის გავლენის შემცირების ფონზე, მოსკოვი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს, რაც, მისი თქმით, თავად რუსეთისთვისაც სტრატეგიულ პრობლემად შეიძლება იქცეს.

„თუ არა დიპლომატიურ დეკლარაციებს, არამედ გავლენის რეალურ განაწილებას შევხედავთ, რუსეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში ნამდვილად ემსგავსება სტრატეგიულ კრახს. აზერბაიჯანი დიდი ხანია, აღარ არის სივრცე, სადაც მოსკოვს თამაშის წესების განსაზღვრა შეუძლია: მისი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი თურქეთთან პრაქტიკულად მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს, ხოლო ეკონომიკური გეოგრაფია სულ უფრო მეტად არის ორიენტირებული კასპიის ზღვაზე, ცენტრალურ აზიაზე, ჩინეთსა და აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მარშრუტებზე. სომხეთი ასევე რუსეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს: ამცირებს დამოკიდებულებას რუსეთის უსაფრთხოების მექანიზმებზე, აფართოებს ურთიერთობებს აშშ-სა და ევროკავშირთან, აღრმავებს სამხედრო თანამშრომლობას საფრანგეთთან და იმავდროულად ცდილობს ჩაეწეროს კომუნიკაციების ახალ რეგიონულ სისტემაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაქოს მოსკოვი უკვე ვეღარ აკონტროლებს, ხოლო ერევანს თანდათან ეკარგება ამის საჭიროება.

სახელმწიფოსთვის, რომელიც სულ რაღაც თხუთმეტი წლის წინ სამხრეთ კავკასიას თავისი ექსკლუზიური გავლენის ზონად მიიჩნევდა, ეს არა უბრალოდ პოზიციების დასუსტება, არამედ უწინდელი რეგიონული არქიტექტურის დემონტაჟია. მაგრამ სწორედ აქ იჩენს თავს მთავარი ქართული პარადოქსი. კრემლი, რომელმაც დაკარგა აზერბაიჯანისთვის პირობების კარნახის შესაძლებლობა და სწრაფად კარგავს უწინდელ ბერკეტებს სომხეთში - აგრძელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ჩაბღაუჭებას, როგორც საკუთარი ძლიერების დამამტკიცებელ უკანასკნელ საბუთზე. ყალიბდება თითქმის კარიკატურული კონსტრუქცია: რაც უფრო ნაკლები გავლენა რჩება რუსეთს სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სახელმწიფოებზე, მით მეტ პოლიტიკურ ღირებულებას ანიჭებს მოსკოვი ორ ტერიტორიას, რომელთა არსებობის დაფინანსება, დაცვა და დიპლომატიური მომსახურება თავადვე უწევს.

აზერბაიჯანი თურქეთსა და ცენტრალურ აზიას ენერგეტიკასა და ლოგისტიკას სთავაზობს; სომხეთი დასავლეთს სთავაზობს ახალ გეოპოლიტიკურ კონფიგურაციასა და კომუნიკაციებს; საქართველო სთავაზობს შავ ზღვას, შუა დერეფანს, პორტებსა და გამოსვლას ევროპაზე. ხოლო რისი შეთავაზება შეუძლიათ მოსკოვისთვის სოხუმსა და ცხინვალს? - მეტწილად მხოლოდ იმის შესაძლებლობისა, რომ არ აღიაროს 2008 წელს დაშვებული საკუთარი პოლიტიკის შეცდომა. და აქ საუბარია უკვე არა რაციონალურ იმპერიალიზმზე, არამედ იმპერიული პრესტიჟის მახეზე. მოსკოვისთვის თბილისთან კომპრომისი ტერიტორიულ საკითხზე ნიშნავს იმის აღიარების აუცილებლობას, რომ 2008 წლის გადაწყვეტილებას რუსეთისთვის გრძელვადიანი სტრატეგიული მოგება არ მოუტანია. ამიტომ კრემლი საკუთარი სიმბოლური კაპიტალის მძევალი ხდება: აღიარებაზე უარის თქმა შეუძლებელია პრესტიჟის მოსაზრებების გამო, ხოლო მისგან სერიოზული გეოპოლიტიკური სარგებლის მიღება შეუძლებელია ამ წარმონაქმნების ობიექტური სისუსტის გამო.

სწორედ ამიტომ, რუსული პოლიტიკა დროდადრო თავისებურ „პრაგმატულ აუტიზმს“ წააგავს: მას შესანიშნავად ეხერხება უკვე დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, მაგრამ სულ უფრო უჭირს პასუხის გაცემა შეკითხვაზე: რატომ უნდა შეინარჩუნოს ეს პოზიცია, თუ შენარჩუნების ფასი იმ სახელმწიფოსთან ურთიერთობების ნორმალიზების შეუძლებლობაა, რომელზედაც გადის ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიკაციები რუსეთს, თურქეთს, სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის. რატომ ეგუება მოსკოვი ასეთ შედეგს? იმიტომ, რომ რუსული პოლიტიკური ლოგიკის შიგნით სტრატეგიული უკანხევის აღიარება ხანდახან უფრო საშიშია, ვიდრე წაგებიანი სტრატეგიის გაგრძელება. აფხაზეთი და ცხინვალი დიდი ხანია გადაიქცა არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკურ აქტივებად, არამედ 2008 წლის შესახებ რუსული შიდა ლეგენდის ელემენტებადაც: რუსეთმა მაშინ ვითომ შეაჩერა დასავლეთის გაფართოება, დაიცვა თავისი მოკავშირეები და აჩვენა დიდი სახელმწიფოს სტატუსის დაბრუნება.

თუ ორი ათწლეულის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ამ „გამარჯვების“ შედეგი გახდა საქართველოს გაუცხოება, სომხეთის დაკარგვა და აზერბაიჯანის თითქმის სრული დამოუკიდებლობა, გაჩნდება უსიამოვნო შეკითხვა: კონკრეტულად რა მოიგო მოსკოვმა სამხრეთ კავკასიაში? რამდენიმე სამხედრო ბაზა და ორი სუბსიდირებული ტერიტორია - რეგიონის სამ ნამდვილ სახელმწიფოზე პოლიტიკური გავლენის დაკარგვის სანაცვლოდ? ამიტომ კრემლისთვის ფსიქოლოგიურად და პოლიტიკურად უფრო მარტივია არსებული მდგომარეობა სტრატეგიულ სტაბილურობად გამოაცხადოს, ვიდრე საკუთარი პოლიტიკის რევიზია განახორციელოს. სწორედ ამაში მდგომარეობს, ალბათ, არსებული სიტუაციის მთავარი ირონია. რუსეთს შეეძლო ეცადა საქართველოში გავლენის დაბრუნება არა ტანკებითა და სეპარატისტული ტერიტორიების აღიარებით, არამედ დიდი პოლიტიკის სრულიად ტრადიციული ინსტრუმენტებით - ვაჭრობით, ტრანსპორტით, ინვესტიციებით, ტურიზმით, ენერგეტიკითა და ეტაპობრივი პოლიტიკური ნორმალიზაციით.

სწორედ საქართველო შეიძლებოდა პოტენციურად გამხდარიყო მოსკოვისთვის სამხრეთ კავკასიის ის სახელმწიფო, რომელთანაც შესაძლებელი იქნებოდა პრაგმატული თანაარსებობა ქვეყნის არც რუსეთის სატელიტად და არც ანტირუსულ პლაცდარმად გადაქცევის გარეშე. მაგრამ ამისთვის კრემლს მოუწევდა იმპერიული ამპარტავნობის მსხვერპლად შეწირვა სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმისთვის. ჯერჯერობით კი საპირისპირო ხდება: რუსეთი ინარჩუნებს სოხუმსა და ცხინვალს და ამით თავადვე ზღუდავს თბილისში დაბრუნების შესაძლებლობას. თუ ბაქო საბოლოოდ დამკვიდრდება თურქულ-ცენტრალურაზიურ სისტემაში, ხოლო ერევანი გააგრძელებს დასავლურ დრეიფს, შედეგი თითქმის ისტორიული ანეკდოტი აღმოჩნდება: მოსკოვმა მოიგო 2008 წლის ომი ორი ტერიტორიისთვის, მაგრამ ოცი წლის შემდეგ რისკავს აღმოაჩინოს, რომ წააგო ბრძოლა მთელ სამხრეთ კავკასიისთვის“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

ფრიდრიხ მერცი

29 აგვისტო 2026, 16:46

მსოფლიო

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ლაიფციგში დრონით განხორციელებული თავდასხმის მცდელობაში რუსეთის დადანაშაულებისთვის და „მასშტაბური“ სანქციების გამოცხადებისთვის ემზადება. ეს ნაბიჯი ბერლინის მიერ მოსკოვის მიმართ პოზიციის კიდევ უფრო გამკაცრებას ნიშნავს, იუწყება POLITICO.

29 აგვისტო 2026, 16:31

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკით დაამუშავა. წამლობა გორგილაძის, ზუბალაშვილის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩებზე, ბიოლოგიური ინსექტიციდის (მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis) გამოყენებით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა. ღონისძიებები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა. სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო სამუშაოებს მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით გააგრძელებს.

პავლო პალისა

29 აგვისტო 2026, 16:01

მსოფლიო

ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევსა და ჩერნიგოვზე, შესაძლო შეტევითი ოპერაციის რამდენიმე სცენარის მომზადება დაევალა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ პავლო პალისამ 28 აგვისტოს ჟურნალისტებთან დახურულ შეხვედრაზე.

29 აგვისტო 2026, 15:33

საზოგადოება

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

29 აგვისტო 2026, 15:13

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: ბაღდათის მუნიციპალიტეტში სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად

სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიურ პროცესებს ეხება.

29 აგვისტო 2026, 14:52

მსოფლიო

უკრაინული მედია: კიევთან რუსეთის დრონით თავდასხმას საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოჰყვა - დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი

უკრაინის კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, რომელმაც საბრძოლო მასალის საცავში აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი

29 აგვისტო 2026, 14:40

მსოფლიო

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება. ინფორმაციას BBC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი ჭეიშვილი

29 აგვისტო 2026, 14:40

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, რადიკალების მიზანია, მაქსიმალურად დააზიანონ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე - ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილება.

გიორგი სოსიაშვილი

29 აგვისტო 2026, 14:36

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის აქტივისტის დავით ჩხეიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

ირაკლი ჭეიშვილი

29 აგვისტო 2026, 14:28

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები, ეს ჩანს პირდაპირ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძის განცხადებაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

29 აგვისტო 2026, 14:21

მსოფლიო

აშშ-ში ტრამპის გამოსვლების შესახებ წინასწარი ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობისთვის თეთრი სახლის ყოფილ თანამშრომელი 172 000 დოლარით დააჯარიმეს

აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიამ (CFTC) თეთრი სახლის სუფლიორის ყოფილ ოპერატორს გაბრიელ პერესს 172 539 დოლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

29 აგვისტო 2026, 14:17

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი დაურ ბუავას გარდაცვალებაზე: რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა

რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებული კომენტარების შეფასებისას.

29 აგვისტო 2026, 14:15

პოლიტიკა

ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე წამოიწყეს კამპანია, რომ თითქოს ის მოკლეს

დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა კამპანია წამოიწყეს, რომ თითქოს ის მოკლეს და არაერთ ვერსიას ასახელებდნენ, მათ შორის უკავშირებდნენ მის საქმიანობას. “ასეთი ადამიანების არსებობა და საქმიანობა, რუსეთს ძალიან არ აწყობს და ამიტომ, რეპუტაციულად ან ფიზიკურად ანადგურებენ. ცხადია დაურის გარდაცვალება, საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული”, -წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე. .

ცოტნე ანანიძე

29 აგვისტო 2026, 13:50

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას-რადიკალების ინტერესშია დაძაბულობის შენარჩუნება, ამიტომ ესხმიან თავს ყველას, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა

ყველაზე მეტად კონკრეტული ადამიანის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას, - განაცხადა მედიასთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.

29 აგვისტო 2026, 13:38

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მასალას, რაც სოციალური ქსელის საშუალებით დაზარალებულის მეუღლეს გაუგზავნა.

29 აგვისტო 2026, 13:16

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ ქარელში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

29 აგვისტო 2026, 13:14

საზოგადოება

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია და ამ დროისთვის გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის

29 აგვისტო 2026, 13:00

მსოფლიო

ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

ისლანდიელები რეფერენდუმში მონაწილეობენ, რათა გადაწყვიტონ, უნდა განაახლოს თუ არა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რომლებიც 13 წლის წინ შეწყდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

29 აგვისტო 2026, 13:00

რეგიონი

სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ორივე სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.