გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა
გურამ ნიკოლაშვილი
ფოტო: თბილისის საკრებულო
დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი.
ნიკოლაშვილი დეტალურად განმარტავს, თუ რატომ ჩატარდა ეს რეფერენდუმი, რატომ დადგა საკითხი დღის წესრიგში, ვინ ემხრობოდა და ვინ ეწინააღმდეგებოდა, რა არგუმენტები იყო, რა შედეგი დაფიქსირდა და რა იქნება ამიერიდან.
„ვინაიდან ქართული მედიის იმედი ვერ გექნება კაცს, რომ ინფორმაციას ამომწურავად მივიღებთ, მოგვიწევს წყაროებში უფრო ღრმად ჩავიხედოთ და გავიგოთ, თუ საერთოდ რატომ ჩატარდა ეს რეფერენდუმი, რატომ დადგა საკითხი დღის წესრიგში, ვინ ემხრობოდა და ვინ ეწინააღმდეგებოდა, რა არგუმენტები იყო, რა შედეგი დაფიქსირდა და რა იქნება ამიერიდან.
ისლანდიის კუნძულოვანი სახელმწიფოს ტერიტორია 103 ათასი კვ. კილომეტრია, მაცხოვრებელი კი დაახლოებით 400 ათასი ადამიანი. ესე იგი - ქვეყანა საქართველოზე ზუსტად 50%-ით დიდია, მოსახლეობით კი ცხრაჯერ ნაკლები. 2026 წლის 29 აგვისტოს ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობის 82.5%-მა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 52.8%-მა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა. მომხრე იყო 47.2%.
ამ რეფერენდუმზე უშუალოდ ევროკავშირში გაწევრიანება არ გადაწყვეტილა. კითხვა ეხებოდა იმას, უნდა დაჰბრუნებოდა თუ არა ისლანდია 2009 წელს დაწყებულ და 2013 წელს შეჩერებულ მოლაპარაკებებს. ძალიან ნაცნობი სურათია ჩვენთვის ხომ?
ამიტომ საინტერესოა, რა მოხდა ისლანდიაში და რას გვასწავლის მისი ამბავი. ყველაფერი 2008 წლის ფინანსური კრიზისიდან იწყება.
ისლანდიის საბანკო სისტემის ჩამოშლამ და კრონის მკვეთრმა გაუფასურებამ ქვეყანაში ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროს მიღებისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა. პატარა და ღია ეკონომიკისთვის საკუთარი არასტაბილური ვალუტა ერთ-ერთ მთავარ რისკად ჩაითვალა.
2009 წელს სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელობით მოქმედმა მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა, ხოლო 2010 წელს მოლაპარაკებები დაიწყო. პროცესი საკმაოდ შორს წავიდა: 33 არსებითი თავიდან 27 გაიხსნა.
ამის შემდეგ თავს იჩენს მთავარი წინააღმდეგობა - თევზჭერა.
თევზის პროდუქცია ისლანდიის სასაქონლო ექსპორტის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. საკუთარ ტერიტორიულ წყლებსა და თევზის რესურსებზე დამოუკიდებელი კონტროლი ქვეყნისთვის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხიცაა.
ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ისლანდიას საერთო თევზჭერის პოლიტიკასთან შეთანხმება მოუწევდა. სადავო იყო ისიც, შეძლებდა თუ არა ქვეყანა მუდმივი გამონაკლისების მიღებას და შეინარჩუნებდა თუ არა საკუთარ წყლებში თევზჭერის კვოტებზე რეალურ კონტროლს. რომ დავაზუსტოთ, გადაჭრით არაფერი იყო ცნობილი, უბრალოდ არსებობდა ეჭვები და კითხვები, რომ შესაძლოა დღეს არსებული სტატუს-კვო შეცვლილიყო. გაჩნდა რისკის შეგრძნება, შიში.
სირთულეები არსებობდა სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც. ისლანდიელი ფერმერები შიშობდნენ, რომ მცირე ადგილობრივი სექტორი ევროკავშირის საერთო ბაზარზე გაცილებით მსხვილ და სუბსიდირებულ ევროპულ მწარმოებლებთან კონკურენციას ვერ გაუძლებდა.
ამასობაში ისლანდიის ეკონომიკა კრიზისიდან გამოვიდა. დამოუკიდებელი კრონა, რომელიც 2008 წელს ერთ-ერთ მთავარ სისუსტედ აღიქმებოდა, აღდგენის ნაწილადაც იქცა: გაუფასურებულმა ვალუტამ ექსპორტსა და ტურიზმს შეუწყო ხელი.
გამოხდა ხანი. 2013 წლის არჩევნებში გაიმარჯვეს ევროკავშირისადმი სკეპტიკურად განწყობილმა დამოუკიდებლობისა და პროგრესულმა პარტიებმა (ნეტა რატომ?!). ახალმა მთავრობამ მოლაპარაკებები შეაჩერა და განაცხადა, რომ მათი განახლება რეფერენდუმის გარეშე აღარ მოხდებოდა. ნაცნობი სურათია ხომ?
2015 წელს მთავრობამ ევროკავშირს აცნობა, რომ ისლანდია კანდიდატ ქვეყნად აღარ უნდა განეხილა. თუმცა წევრობის განაცხადის ფორმალურად გასაუქმებლად პარლამენტში დაწყებული პროცესი ბოლომდე ვერ მივიდა. განაცხადი სადავო მდგომარეობაში დარჩა, მოლაპარაკებები კი ფაქტობრივად გაიყინა.
ერთი მთავრობის მიერ დაწყებული ევროპული პროცესი მეორე მთავრობამ შეაჩერა, მაგრამ არც დაწყებაზე და არც შეჩერებაზე მოსახლეობას პირდაპირ არ უყრია კენჭი. სწორედ ამ ეტაპზე შეიძინა საკითხმა დამატებითი პოლიტიკური მნიშვნელობა.
მოლაპარაკებების გაყინვას პროტესტი მოჰყვა. ათასობით ადამიანი პარლამენტთან შეიკრიბა, ხოლო ათიათასობით მოქალაქემ რეფერენდუმის მოთხოვნით პეტიციას მოაწერა ხელი. ესეც ნაცნობი სურათია და წესით აქ ისლანდიური უწყვეტი პროტესტის აღწერა უნდა იყოს, მარშებით და ამბებით, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით ისლანდიელები გაცილებით პრაგმატულები, ადეკვატურები და ევროპელები გამოდგნენ.
პროტესტიც კი ავტომატურად არ ნიშნავდა, რომ ყველა მონაწილე ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობოდა. მოთხოვნა სრულიად კონკრეტული იყო: დასრულებულიყო მოლაპარაკებები, გამოჩენილიყო წევრობის რეალური პირობები და საბოლოო გადაწყვეტილება მოსახლეობას მიეღო.
ისლანდიურ პოლიტიკაში წლების განმავლობაში ერთმანეთისგან სამ პოზიციას განასხვავებდნენ:
- ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას;
- გაწევრიანების წინააღმდეგობას;
- მოლაპარაკებების დასრულებისა და შემდეგ რეფერენდუმის ჩატარების მხარდაჭერას.
პროტესტი 2014 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთავრობამ პარლამენტში ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის რეფერენდუმის გარეშე გასაუქმებლად წინადადება შეიტანა. პირველივე დღეებში პარლამენტთან დაახლოებით 3 000 ადამიანი შეიკრიბა, გამოსვლები კი მარტსა და აპრილშიც გაგრძელდა. პარალელურად, რეფერენდუმის მოთხოვნით დაწყებულ პეტიციას საბოლოოდ 53 555 ადამიანმა — მაშინდელი ამომრჩევლების დაახლოებით 22%-მა — მოაწერა ხელი. ზეწოლის შედეგად მთავრობამ 2014 წლის მაისში განაცხადის ფორმალურად გაუქმება გადადო და შესაბამისი წინადადება პარლამენტში კენჭისყრამდე აღარ მისულა. ქუჩის აქტიური ფაზა ამის შემდეგ თანდათან დასრულდა, თუმცა მოთხოვნა პოლიტიკურ დღის წესრიგში დარჩა. როდესაც 2015 წლის მარტში მთავრობამ პარლამენტის გვერდის ავლით მაინც აცნობა ევროკავშირს, რომ ისლანდია კანდიდატად აღარ უნდა განხილულიყო, პარლამენტთან კიდევ ერთი, დაახლოებით 8 000-კაციანი აქცია გაიმართა. გადაწყვეტილება აღარ შეცვლილა, პროტესტი კი უწყვეტ მოძრაობად არ ქცეულა — რეფერენდუმის მოთხოვნა პარტიულ და საარჩევნო პოლიტიკაში გადავიდა.
კიდევ გავიდა ხანი. 2024 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა სოციალ-დემოკრატიული ალიანსის, ლიბერალური რეფორმების პარტიისა და სახალხო პარტიის კოალიცია.
სოციალ-დემოკრატები და ლიბერალური რეფორმების პარტია ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობოდნენ. სახალხო პარტია წევრობისადმი სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ დაეთანხმა, რომ მოლაპარაკებების განახლების საკითხი მოსახლეობას გადაეწყვიტა.
რეფერენდუმის საკითხის დღის წესრიგში დაბრუნებას ხელი რამდენიმე ახალმა გარემოებამაც შეუწყო:
- კრონის მერყეობამ, მაღალმა ინფლაციამ და საპროცენტო განაკვეთებმა;
- რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ შეცვლილმა უსაფრთხოების გარემომ;
- არქტიკაში გაზრდილმა გეოპოლიტიკურმა დაპირისპირებამ;
- აშშ-ის სატარიფო პოლიტიკამ და სავაჭრო ურთიერთობების შესაძლო გართულებამ.
მოლაპარაკებების მომხრეები ამბობდნენ, რომ ისლანდია ევროკავშირის ერთიან ბაზარში ისედაც მონაწილეობს და ევროპული კანონმდებლობის მნიშვნელოვან ნაწილსაც ასრულებს, მაგრამ ამ წესების შექმნაში სრულფასოვანი ხმა არ აქვს.
მათი მეორე მთავარი არგუმენტი ევრო იყო. მათი აზრით, ევროკავშირში გაწევრიანება და შემდგომ ევროზონაში შესვლა შეამცირებდა სავალუტო რისკს, საპროცენტო განაკვეთებსა და კრედიტის ღირებულებას.
მნიშვნელოვანი იყო ის არგუმენტიც, რომ რეფერენდუმზე წევრობა არ წყდებოდა: „კის“ შემთხვევაში მთავრობა მხოლოდ მოლაპარაკებებს განაახლებდა, მიღებული შეთანხმება კი მეორე, საბოლოო რეფერენდუმზე გავიდოდა.
მოწინააღმდეგეები პასუხობდნენ, რომ მოლაპარაკებების განახლება პრაქტიკულად გაწევრიანების პროცესის აღდგენას ნიშნავდა.
მათი მთავარი არგუმენტი თევზჭერა და ეროვნულ რესურსებზე კონტროლი იყო. ისინი ასევე მიუთითებდნენ, რომ ისლანდია ევროპის ეკონომიკური სივრცისა და შენგენის წევრობით ევროკავშირთან ინტეგრაციის ძირითად სარგებელს უკვე იღებს, მაგრამ ინარჩუნებს დამოუკიდებელ პოლიტიკას თევზჭერის, სოფლის მეურნეობის, ვალუტისა და საგარეო ვაჭრობის ნაწილში.
მოწინააღმდეგეები არც იმას ეთანხმებოდნენ, რომ ევრო ავტომატურად გადაჭრიდა ინფლაციის, ძვირი საცხოვრებლისა და მაღალი პროცენტების პრობლემას. მათი აზრით, ევროზონაში შესვლა ქვეყანას საკუთარი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობას წაართმევდა.
2026 წლის 29 აგვისტოს ჩატარებულ რეფერენდუმზე გაიმარჯვა „არამ“ — 52.8%-ით 47.2%-ის წინააღმდეგ.
შედეგმა გეოგრაფიული განსხვავებაც აჩვენა: მოლაპარაკებების განახლებას რეიკიავიკში დაუჭირეს მხარი, ხოლო დედაქალაქის გარეთ, განსაკუთრებით თევზჭერასა და სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებულ რეგიონებში, უმრავლესობამ უარი თქვა.
რეფერენდუმი ფორმალურად საკონსულტაციო იყო, მაგრამ მთავრობას წინასწარ ჰქონდა აღებული ვალდებულება, რომ შედეგს დაემორჩილებოდა. შესაბამისად, ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები აღარ განახლდება და საკითხი, სულ მცირე, ამ მთავრობის მოქმედების პერიოდში დახურული იქნება.
ისლანდია დარჩება ევროპის ეკონომიკურ სივრცეში, შენგენსა და ნატოში. მას კვლავ ექნება ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომა, მაგრამ შეინარჩუნებს დამოუკიდებელ ვალუტას და საკუთარ კონტროლს თევზჭერასა და სხვა ძირითად რესურსებზე.
P.S. - რეფერენდუმამდე ცხადია გამოკითხვაც ჩატარდა, საქმეში წამყვანი მედიასაშუალება ჩაერთო, რომელმაც მოსახლეობას მკაფიო სიგნალი გაუგზავნა - გაწევრიანების მომხრე წინასწარი გამოკითხვით 53%-იაო.
ჯერ-ჯერობით არაფერი ისმის იქაური ლიდერების, რომლებიც გაყალბებაზე და ბიულეტენების გაჟონვაზე დაიწყებენ ყვირილს“, - წერს ნიკოლაშვილი.
ყველა სიახლე
30 აგვისტო 2026, 18:00
რეგიონი
„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება
ასევე ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა, ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.
30 აგვისტო 2026, 17:43
რეგიონი
სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი
მცირე დეტალების დასასრულებლად სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ხიდის მოაჯირისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
30 აგვისტო 2026, 17:15
საზოგადოება
გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ
მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.
30 აგვისტო 2026, 17:14
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ასაჯაროებს
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 16:36
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.
30 აგვისტო 2026, 16:31
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება
ეკონომიკურ რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგვასთან ერთად, იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, ამიტომ, საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის ნეიტრალიტეტი, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ეხმიანება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმას.
30 აგვისტო 2026, 16:27
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 15:59
სპორტი
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
30 აგვისტო 2026, 14:47
მსოფლიო
Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 14:31
მსოფლიო
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
30 აგვისტო 2026, 14:27
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
30 აგვისტო 2026, 14:16
მსოფლიო
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მთავრობაში არსებული კორუფცია გააპროტესტეს. ისმოდა მთავრობის გადადგომისა და არჩევნების ჩატარების მოწოდებები.
30 აგვისტო 2026, 14:12
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც ჩიკვაიძე წერს, რომ მისგან და მისი ბიზნესპარტნიორისგან, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეწყალების თხოვნას „ვერ ეღირსება“.
30 აგვისტო 2026, 14:09
რეგიონი
დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება
ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტები.
30 აგვისტო 2026, 14:05
პოლიტიკა
„მე შეიძლება მეორე დღესვე დავწერო შეწყალება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არ დაწერს, იმის თანასწორი ვიქნები“ - ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა
ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა, რადგან აქციებზე დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. სოციალურ ქსელში დაწერილ მორიგ პოსტში ისევ აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო.
30 აგვისტო 2026, 13:55
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა
ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობასა და სოფელ დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
30 აგვისტო 2026, 12:55
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
30 აგვისტო 2026, 12:34
რეგიონი
ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმის მერიის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბათუმში ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნის საშუალებით დამუშავდა.
30 აგვისტო 2026, 12:26
სამართალი
შსს: დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.


