ლევან მაჭავარიანი: აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! - თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! უკვე იმდენად ღია და დაუფარავია ქვეყნის არევასთან დაკავშირებული თქვენი ქმედებები, რომ თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, - წერს სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი.
„ჩემს წინა პოსტებში საზოგადოებას ფაქტებითა და არგუმენტებით დეტალურად გავახსენე აგენტურული ოპოზიციის, მდიდარი NGO-ების და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტების მიერ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე ჩადენილი მავნებლობები.
დღეს კი ქრონოლოგიურად გაგახსენებთ ამ აქტორების მხრიდან რევოლუციების მოწყობის მცდელობებსა და ქვეყნის ხელოვნური დესტაბილიზაციის ფაქტებს.
ამ მოვლენების განსაკუთრებული სიმძაფრით განვითარება და ამ პროცესებში მათი უცხოელი პატრონების აქტიური ჩართულობა 2020 წლის მიწურულს, რუსეთ-უკრაინის ომამდე ერთ წელზე ოდნავ ადრე იწყება. რა თქმა უნდა, ამ დროისთვის რადიკალების უცხოურმა ხელმძღვანელობამ უკვე იცოდა ომის დაწყების შესახებ და ჩქარობდა აგენტურის მოყვანას ხელისუფლებაში, იმისთვის, რომ ომის დაწყებისთანავე მომხდარიყო საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენება.
მას შემდეგ, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველმა ხალხმა მორიგ ჯერზე დაამარცხა აგენტურა, არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველებს USAID შემოჰყავთ თამაშში, რომელიც, თავის მხრივ, ავალებს მის მიერ დაფინანსებულ ISFED-ს, რომ გააყალბოს ხმის პარალელური დათვლის შედეგები. ამ გაყალბებას პროცესების ხელოვნური რადიკალიზაცია უნდა მოჰყოლოდა. მავნებლები გამოდიან ქუჩაში, ცდილობენ „ცესკოში“ შეჭრას. აგენტურული პარტიები აცხადებენ ბოიკოტს და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ. შეიქმნა ხელოვნური კრიზისი.
რეალურად, აქედან იწყება, სრულიად განსხვავებული მასშტაბით, აგენტურის უცხოელი პატრონების უკვე ღია და თავხედური ჩართულობით, ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობის უწყვეტი პროცესი.
ხელოვნური კრიზისის დასამძიმებლად, აგენტურის გარე პატრონების რამდენიმე ადგილობრივი „სუპერვაიზერის“ დავალებით, გახარია გადადგება თანამდებობიდან. ელჩების ეს ინსტრუქცია გახარიამ რამდენიმე მიზეზით შეასრულა: პროგრამა-მაქსიმუმი ხელისუფლების ჩამოშლა, ხოლო მინიმუმი რამდენიმე თვეში გახარიას პოლიტიკაში შემობრუნებით „ქართული ოცნებისთვის“ ამომრჩევლის წართმევა იყო. გახარიას გადადგომიდან 10 დღეში საქართველოში ჩამოდის შარლ მიშელი და მედიაციის შედეგად შედგენილ ხელშეკრულებაში ჩნდება ჩანაწერი 43%-თან დაკავშირებით. გაუგებარი ბარიერი, რომლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან ვერ გადალახვის შემთხვევაში ინიშნებოდა რიგგარეშე არჩევნები. სწორედ ამ არჩევნებისთვის იყო საჭირო გახარია. რამდენიმე თვით ადრე მას აბრუნებენ პოლიტიკაში და იწყებს ჭორის გავრცელებას, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტია. მიზანი „ქართული ოცნებისთვის“ ხმების წართმევა და ბარიერის გადალახვაში ხელის შეშლა იყო. ხოლო იმისთვის, რომ ერთ წელზე გაწერილი ეს რევოლუციური გეგმა ბოლომდე ყოფილიყო გადაზღვეული, არჩევნებამდე 2 დღით ადრე უკრაინულმა სპეცსამსახურებმა საქართველოში არაჟნის კონტეინერით სააკაშვილი შემოაპარეს. გახსოვთ, რომ 2020-2021 წლების რევოლუციის გეგმა პროცესში მრავალ სხვადასხვა აქციასაც და ერთ-ერთ ასეთ აქციაზე აგენტურის ჟურნალისტების სცენაზე ასვლასაც ითვალისწინებდა.
საბედნიეროდ, ვერც ჟურნალისტებმა მოახდინეს რევოლუცია, ვერც სააკაშვილი მივიდა არჩევნების დღეს რუსთაველზე და ვერც გახარიამ მოატყუა საკმარისი რაოდენობის ხალხი.
ამასობაში, რუსეთ-უკრაინის ომიც დაიწყო.
მას შემდეგ, რაც დახურულ შეხვედრებზე უარი განვაცხადეთ ომში ჩართვაზე, რაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს დე ფაქტო სანქციები დაუწესეს და წვდომა შეუჩერეს თავისი აქტივების დიდ ნაწილზე, რაც უკრაინის ელჩის გაწვევის შედეგად გარედან დაორგანიზებული აქციების, უზარმაზარი წნეხისა და ზეწოლის მიუხედავად, არ დავთანხმდით რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების მთავრობის ოფიციალური ნებართვით გაგზავნას და ჩვენი შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემას, ანუ ომში ჩართვას, დღის წესრიგში კვლავ რევოლუცია დადგა.
NGO-ების რევოლუციის გეგმა შემდეგში მდგომარეობდა: უცხოელი პატრონები კანდიდატ წევრობაზე განაცხადს უკრაინას და მოლდოვას შეატანინებდნენ. თუ საქართველო მათ არ შეუერთდებოდა, აქციების ახალი ტალღა დაიწყებოდა იმ ნარატივზე დაყრდნობით, რომ ხელისუფლებას არ სურდა ევროკავშირში გაწევრება, ხოლო თუ ჩვენც შევიტანდით განაცხადს, სტატუსს უკრაინას და მოლდოვას მისცემდნენ, ჩვენ უარს გვეტყოდნენ და ამით გამოიწვევდნენ სიტუაციის ხელოვნურად იმ დონემდე დაძაბვას, რასაც რევოლუცია უნდა მოჰყოლოდა.
2022 წლის მარტის დასაწყისში საქართველომ შეიტანა განაცხადი. აპრილიდან იწყება აგენტურული პარტიების, მდიდარი NGO-ების და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტების დატრენინგება ივნისის მოვლენებისთვის. გვახსოვს ერთ-ერთი ასეთი ტრენინგი, რომელსაც ბაკურიანში ბატონი აკერმანი ატარებდა და რომელსაც ქალბატონი კელი დეგნანიც ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ყველა კრიტერიუმით ვუსწრებდით უკრაინასა და მოლდოვას, სტატუსის გარეშე მხოლოდ საქართველო დატოვეს. გვახსოვს 2022 წლის ივნისის მოვლენები. ჟურნალისტების შემდეგ, ამ შემთხვევაში უკვე NGO ორგანიზაციები ადიან სცენაზე, ითხოვენ მთავრობის გადადგომას და ტექნიკური მთავრობის მათი შეხედულებისამებრ დაკომპლექტებას. საბედნიეროდ, ქართველი ხალხის გვერდში დგომით, რევოლუციის ეს მცდელობაც ჩავარდა.
ამის შემდეგ, 2023 და 2024 წლებში, გამჭვირვალობის ქართული კანონის მიღებისას, საქართველო ორჯერ გადაურჩა რევოლუციას. აღსანიშნავია, რომ ამ ორი რევოლუციის მცდელობას შორის, გარე პატრონების დავალებით, USAID-ს აგენტურის დასატრენინგებლად ამჯერად უკვე ორგანიზაცია „კანვასი“ ჩამოჰყავს. 2024 წლის აქციებზე მეტი სიმწვავისთვის უკვე ევროპული ქვეყნების მინისტრებს და ევროპარლამენტარებსაც ვხედავდით. ეს აქტორები არც მაიდანიზაციის ღია მოწოდებებს ერიდებოდნენ.
„აფერისტულ“ კამპანიაზე სახელწოდებით „რუსული კანონი“, ამ თაღლითობის დროს გამართულ ძალადობრივ აქციებსა და ამ აქციებში საზოგადოების ნაწილის ფაშისტური მეთოდებით იძულებით ჩართულობაზე მე ძალიან ვრცლად და დეტალურად 2 კვირის წინ გამოქვეყნებულ პოსტში ვისაუბრე.
2024 წლის დეკემბერში, აგენტურა აპირებდა 2022 წელს კანდიდატის სტატუსის არ მოცემით განვითარებული მოვლენების უფრო მომზადებული, გაცილებით დიდი ენერგიითა და აგრესიით გამეორებას. სრული კოორდინაციის პირობებში, ბრიუსელი არ გაგვიხსნიდა მოლაპარაკებებს და 2022 წლის ივნისის მოვლენები მეტი სიმწვავით 2024 წლის დეკემბერში უნდა განვითარებულიყო. ნოემბერში დავასწარით და უარი ვთქვით მოლაპარაკებების გახსნის საკითხის ჩვენი მხრიდან 2028 წლამდე დაყენებაზე. დაიწყო ე.წ. თვითორგანიზებული აქციები, სადაც ძალადობის აქამდე არნახული მასშტაბი ვიხილეთ. ეს ე.წ. თვითორგანიზებული აქციები, რა თქმა უნდა, კარგად ორგანიზებული აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩხრეკები ჩატარდა, აგენტურული ოპოზიციისა და მდიდარი NGO-ების ოფისებიდან ამოღებული იქნა ის პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები და აალებადი ნივთიერებები, რასაც ძალადობრივ აქციებში მონაწილე რადიკალური ჯგუფები იყენებდნენ. ვერც ეს რევოლუცია შედგა.
დიდი ხნით ადრე დაიწყო აგენტურამ, თავიანთ პატრონებთან ერთად, 2025 წლის 4 ოქტომბრის რევოლუციისთვის მომზადება. რამდენიმე დღით ადრე ევროკომისიამ ოფიციალურად სოლიდარობაც კი აღუთქვა ხელისუფლების დამხობის გეგმას. პირდაპირ ეთერში ვუყურებდით პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას. სამართალდამცველი უწყებების იუველირული სიზუსტით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რევოლუციის ეს მცდელობაც აღიკვეთა.
აგენტურის მიერ ქვეყნის მუდმივი საბოტაჟისა და რყევის მიუხედავად, სახელმწიფო, თავისი ინსტიტუტებით, დგას მოწოდების სიმაღლეზე. ქართველი ხალხის გვერდში დგომით, დღეს ჩვენი ქვეყანა არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორიც არ ყოფილა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან.
ხელისუფლება, პირველ რიგში, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ამ ურთულეს დროში ვინარჩუნებთ მშვიდობასა და სტაბილურობას. ვიცავთ ეროვნულ იდენტობას, ვუფრთხილდებით ტრადიციებსა და კულტურას. საქართველოს ვუბრუნებთ ისტორიულ ფუნქციას დაკავშირებადობის კუთხით და ვავითარებთ ამ ფუნქციის შესასრულებლად საჭირო ინფრასტრუქტურას.
საქართველოს შესახებ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ საქართველოშივე!
აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! უკვე იმდენად ღია და დაუფარავია ქვეყნის არევასთან დაკავშირებული თქვენი ქმედებები, რომ თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ქართული ოცნებაა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.
ჩვენ კი, ქართველ ხალხთან ერთად, ყოველდღე შეგახსენებთ, რომ ამდენი მავნებლობისა და სიბინძურის გამო ბოდიში გაქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის!“ - აღნიშნავს მაჭავარიანი.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 12:06
რეგიონი
რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა
რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 12:02
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: ეს არის კრახი ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, რომ ქვეყანა, რომელიც არის ინტეგრაციის ძალიან მაღალ დონეზე ევროკავშირთან, არის ნატოს წევრი, ამ ქვეყნის მოსახლეობას არ უნდა წევრობა კი არა, მოლაპარაკების განახლებაც კი, აქაც კი რისკს ხედავენ. ეს არის ის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით
ეს არის კრახი ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, რომ ქვეყანა, რომელიც არის ინტეგრაციის ძალიან მაღალ დონეზე ევროკავშირთან, არის ნატოს წევრი, ამ ქვეყნის მოსახლეობას არ უნდა წევრობა კი არა, მოლაპარაკების განახლებაც კი, აქაც კი რისკს ხედავენ. ეს არის ის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს.
31 აგვისტო 2026, 12:02
მსოფლიო
დანია უკრაინელ მამაკაცებს ქვეყანაში ბინადრობის უფლებას აღარ მისცემს
დანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც 23-დან 60 წლამდე უკრაინელ მამაკაცებს ქვეყანაში ბინადრობის უფლება აღარ ექნებათ. ინფორმაციას დანიური მედია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 12:02
რეგიონი
ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან არსებულ ვითარებას ზუგდიდის მერი გაეცნო
ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან არსებულ ვითარებას ზუგდიდის მერი გაეცნო
31 აგვისტო 2026, 11:58
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის საქმეზე, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის საქმეზე, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მალანია დანაშაულს არ აღიარებს. დღეს სხდომაზე მოწმეებს დაკითხავენ, მათ შორის ნია იმნაძის ჯგუფელებს.
31 აგვისტო 2026, 11:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ სრულად პატივს ვცემ ამას. ადამიანებს აქვთ უფლება, საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ
ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მე სრულად პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
31 აგვისტო 2026, 11:43
ეკონომიკა
საქსტატი: 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდამ 8.0% შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9 პროცენტით განისაზღვრა, - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 11:41
საზოგადოება
სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, 8 თვეში კომუნალური მომსახურების კომპანიებმა მომხმარებელზე 456 890 ლარის ოდენობის კომპენსაცია გასცეს.
31 აგვისტო 2026, 11:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რეფორმას ვახორციელებთ, ამ მასშტაბურ და საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რეფორმას სჭირდება ყოველდღიური დაკვირვება, შესაბამისი ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ეს იყო, რაც გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, როდესაც გამონაკლისის სახით დაიშვა მეორადი ჩარიცხვები
„ვინაიდან, ზოგადად, ვერაფერში იმარჯვებენ, ამიტომ ერთადერთი რაც რჩებათ, სხვის გადაწყვეტილებებზე პარაზიტირებაა და ამის საკუთარ გამარჯვებად გამოცხადება. არ ვიცი, ან რა შეჯიბრში იყვნენ, ან რა დაპირისპირებაში იყვნენ და რაში გაიმარჯვეს საერთოდ“, - ასე უპასუხა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალების განცხადებებს, რომ მეორადი ჩარიცხვების დაშვება მათი დამსახურებაა.
31 აგვისტო 2026, 11:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი დაურ ბუავას საქმეზე ოპოზიციის სპეკულაციაზე: ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ უკვე წლებია, მათი მეთოდი არის მცდელობა, რომ სხვადასხვა ტრაგედიაზე პოლიტიკური პარაზიტების როლში გამოვიდნენ და შეეცადონ, პოლიტიკურად აქციონ ყველაფერი
ვხედავთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ ქვეყანა დაანგრიოს, რომ აქ სისხლის ღვრა, სახელმწიფოს დამხობა იყოს და ისინი ამ ყველაფერზე წამსვლელი არიან, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაურ ბუავას საქმეზე ოპოზიციის სპეკულაციაზე საუბრისას.
31 აგვისტო 2026, 11:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ერთადერთ დაპირისპირებას, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, ეს არის ე.წ. ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება
არ ვიცი, რა დაპირისპირებას გულისხმობთ. ერთადერთ დაპირისპირებას ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ე.წ. ოპოზიციაში, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - რა შეგიძლია გვითხრათ „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირების საკითხზე?
31 აგვისტო 2026, 11:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება
სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
31 აგვისტო 2026, 11:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „გამჭვირვალობის კანონი“ იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის, ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ - კარგი ტესტი არის, ვისაც განსაკუთრებული რეაქცია აქვს „გამჭვირვალობის კანონზე“, ის ხელისუფლებებია, რომლებსაც საქართველოს მიმართ მავნე მიზნები აქვთ და ამით საკუთარ თავს ამხელენ
„გამჭვირვალობის კანონი“ იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ. ამ კანონმა გამოაჩინა სინამდვილეში ვინ დგას ყველა მავნებლობის უკან. კარგი ტესტი არის, ვისაც განსაკუთრებული რეაქცია აქვს „გამჭვირვალობის კანონზე“ ეს ის ხელისუფლებებია, რომელსაც საქართველოს მიმართ აქვთ მავნე მიზნები და ამით საკუთარ თავს ამხელენ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.
31 აგვისტო 2026, 11:21
მსოფლიო
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი თორგერდურ კატრინ გუნარსდოთირი სოციალურ ქსელ X-ში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ქვეყანაში ჩატარებულ რეფერენდუმს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისლანდიელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება.
31 აგვისტო 2026, 11:01
სამართალი
საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.
31 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
31 აგვისტო 2026, 10:59
პოლიტიკა
სომხეთი საქართველოდან ელექტროენერგიის შესაძლო იმპორტის საკითხს განიხილავს
სომხეთი რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ცნობით. აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე გააკეთა.
31 აგვისტო 2026, 10:43
მსოფლიო
BBC: ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 903-ს მიაღწია
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 903-მდე გაიზარდა, ხოლო დაკარგულად ითვლება 4 200-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC-ი ნეპალის ეროვნული კატასტროფების მართვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 10:32
რეგიონი
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი (კმ51-კმ58) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.


