31 აგვისტო 2026, 15:01 / სანდო წყარო

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე

სოსო შატბერაშვილი

სოსო შატბერაშვილი

„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.

როგორც შატბერაშვილმა განაცხადა, ევროკავშირმა პირველი სერიოზული დარტყმა მაშინ მიიღო, როდესაც კავშირი დიდმა ბრიტანეთმა დატოვა, ახლა კი, ისლანდიის მოსახლეობამ გამოუცხადა უარი ევროკავშირს რეფერენდუმის გზით, რაც, პოლიტიკოსის შეფასებით, ევრობიუროკრატებისთვის სილის გაწნა იყო.

„ევროკავშირმა პირველი სერიოზული დარტყმა მაშინ მიიღო, როდესაც სამი დამფუძნებელი ქვეყნიდან ერთ-ერთმა - დიდმა ბრიტანეთმა, დატოვა ეს მკვდრად შობილი კავშირი. ბრიტანეთმა ამისათვის გადაიხადა მილიარდი ევრო, მაგრამ, მას უღირდა ამ კავშირის დატოვება, რადგანაც ნახა, იქ რა საშინელებაც ხდება. ამის შემდეგ, ევროპის მრავალ ქვეყანაში გაისმოდა და გაისმის მოწოდება: „დავტოვოთ ევროკავშირი“. პირველ რიგში, ეს არის საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი და სხვადასხვა ქვეყნები. ამის შემდეგ, რაც მოხდა ისლანდიაში, ნამდვილი სილის გაწნა იყო „დიფ სთიეთისა“ და ევრობიუროკრატიისათვის. რეფერენდუმზე ხალხმა განაცხადა: „არა ევროკავშირს.“
მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ და ერთხელ და სამუდამოდ, ბოლო მოეღება სპეკულაციებს და იმის ლაპარაკს, საქართველოს ევროკავშირში იღებენ თუ - არა. თვითო ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ევროკავშირის წევრობა სურს მას, თუ არ სურს და ამით დამთავრდება ხელგამოწვდილი დგომა გადამთიელების წინაშე იმის თხოვნით, რომ მიგვიღეთ თქვენს კავშირში. ჩვენ ასეთი ევროკავშირი არ გვჭირდება. დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხიც, ისლანდიელების მსგავსად, უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე,“ - აღნიშნა სოსო შატბერაშვილმა.

მისივე განცხადებით, 2007 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარებული რეფერენდუმი ვერ ჩაითვლება სარწმუნოდ, რადგან მაშინ „ნაცმოძრაობამ“ არჩევნები გააყალბა და შესაბამისად, რეფერენდუმის შედეგებიც არ ასახავდა სინამდვილეს.
შატბერაშვილის თქმით, ევროპასთან ისეთმა ინტეგრირებულმა ქვეყანამ, როგორიცაა ისლანდია, მტკიცე უარი განაცხადა ევროკავშირის არათუ წევრობაზე, არამედ, მასთან მოლაპარაკების გახსნაზე, რადგან ნათლად დაინახა საფრთხეები.
„რაც შეეხება რეფერენდუმს: 2007 წელს, სააკაშვილმა ჩაატარა ასეთი რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, მაგრამ, მსოფლიოს ყველა ექსპერტმა განაცხადა, რომ აქ იყო ტოტალური გაყალბება საპრეზიდენტო არჩევნების დროს და თუ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, რა თქმა უნდა, დიდი და სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ რეფერენდუმიც გაყალბდა. თუმცა, 2007 წელს, მდგომარეობა სხვანაირად იყო, მაშინ ჩვენც კი ორივე ხელით მხარს ვუჭერდით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ამის შემდეგ „დიფ სთიეთის“ თავხედობას საზღვარი აღარ ჰქონდა და ნახეთ, დღეს რა მოხდა: ევროპასთან ისეთმა ინტეგრირებულმა ქვეყანამ, როგორიც არის ისლანდია, რომელიც არის ნატო-ს წევრი, შენგენის ზონის წევრი - მანაც კი უარი განაცხადა არათუ წევრობაზე, არამედ, მოლაპარაკებების გახსნაზეც კი. და რატომ გააკეთა ეს: მარტა კოსს უკვე მზად აქვს კანონპროექტი იმის შესახებ, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას მიეცემა ხმის უფლება და ზოგიერთ ქვეყანას არ ექნება ხმის უფლება. ისლანდიელებმა ჩათვალეს, რომ ხმის უფლება მათაც არ ექნებათ გაწევრიანების შემთხვევაში და შესაძლებელია, რომ ისლანდიის საკითხი ისე განიხილოს ევროპარლამენტმა, ევროკომისიამ ან ევროსაბჭომ, რომ არც კი შეეკითხონ ისლანდიელ ხალხს. აქ კიდევ სოფლის მეურნეობის პროდუქციის საკითხიც არის - ისინი თევზჭერით ირჩენენ თავს და შესაძლოა, ისლანდიას თევზჭერის უფლებაც არ მისცენ. ამიტომ, ისლანდიელმა ხალხმა განაცხადა მტკიცე „არა“ ევროკავშირს,“ - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

ყველა სიახლე

ილჰამ ალიევი ნიკოლ ფაშინიანი

31 აგვისტო 2026, 15:40

მსოფლიო

ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 15:20

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

31 აგვისტო 2026, 15:17

პოლიტიკა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

დონალდ ტრამპ უმცროსი

31 აგვისტო 2026, 14:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ

დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.

31 აგვისტო 2026, 14:42

საზოგადოება

თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა

Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 14:40

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.

ვახტანგ ცინცაძე

31 აგვისტო 2026, 14:38

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ

ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

იოჰან ვადეფული

31 აგვისტო 2026, 14:32

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას გამოცემა dpa ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 14:30

სამართალი

საგარეჯოში მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ხუთასი ლარით დააჯარიმა

საგარეჯოში, მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და ხუთასი ლარით დააჯარიმა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა აღიარა.

31 აგვისტო 2026, 14:29

სამართალი

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.

ირაკლი ქადაგიშვილი

31 აგვისტო 2026, 14:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია

ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე.

ნინო წილოსანი

31 აგვისტო 2026, 14:26

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ, არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა

არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.

31 აგვისტო 2026, 14:18

საზოგადოება

ჯაბა სამუშია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არის გარკვეულ მიმართულებებზე ადგილები. შესაბამისად, ჩვენს აბიტურიენტებს შეეძლებათ სწავლა გააგრძელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გამოეხმაურა.

ალექსანდრ სტუბი

31 აგვისტო 2026, 13:59

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი: ჩინეთი რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას არ მისცემს

ჩინეთმა ფინეთს დაუდასტურა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემს, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა.

31 აგვისტო 2026, 13:48

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 1-2 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა, რამაც შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს

1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

31 აგვისტო 2026, 13:34

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილ პოლიტპატიმარს გიორგი ზერეკიძეს დასცინა და თქვა, „ზერეკიძის კალბასს ვეძახი იმ ბავშვს, რომელსაც ცირკის მაიმუნივით დააგრიალებენ წინ და უკან, მამამისის ისტორიებს რომ ჰყვება“.

31 აგვისტო 2026, 13:26

პოლიტიკა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 1 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების დაწყებამდე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზედაც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

დონალდ ტრამპი

31 აგვისტო 2026, 13:24

მსოფლიო

Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა

Google Maps-მა ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით შეცვალა და ამით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების მოთხოვნები შეასრულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 13:05

რეგიონი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს